გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/6994-17
27 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - შო--------–---–ი, ლი-----------------–---–ი
წარმომადგენელი - ინ---–----–----ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ეკ--------------–--–ი
მესამე პირი - მა---------–---–ი
წარმომადგენლები - სო-----------–---–ი, მა-------------ე
მესამე პირები - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯო---------------–---–---------------------“, კერძო აღმასრულებელი ერ---–------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 12 ოქტომბრის №A---------------- განკარგულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია
2.1. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მესამე პირი - კერძო აღმასრულებელი ერ---–------------ე წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას.
2.3. მესამე პირი - მა---------–---–ი და მისი წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელის მოთხოვნას.
2.4. მესამე პირის - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯო---------------–---–---------------------“-ს წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა (მხარეს ეცნობა სხდომის თარიღი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 10 თებერვალს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯო---------------–---–---------------------“-ს („გამსესხებელი/იპოთეკარი“), შო--------–---–სა („მსესხებელი/მესაკუთრე“) და ლი-----------------–---–ს („მესაკუთრე“) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის თანხა განისაზღვრა 27 000 ლარით. სესხის სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველთვიური 3.5%-ის ოდენობით. სესხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 20-0 წლის 10 აგვისტომდე პერიოდი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–-----–------------------------------ საკადასტრო კოდით - 72.0--0-.0--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 600.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობები: №1, საერთო ფართით 204.69 კვ.მ.; მესაკუთრეები: შო--------–---–ი (პირადი ნომერი - 3----------) და ლი-----------------–---–ი (პირადი ნომერი - 3----------). ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სააღსრულებო ფურცლის გაცემა მსესხებლის მხრიდან რომელიმე ვალდებულების (მათ შორის - სარგებლის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გამსესხებლის მიმართ არსებული ყველა ვალდებულების მიმართ (როგორც ვადამოსული, ასევე ვადამოუსვლელი).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-33).
3.1.2. 2017 წლის 03 ივლისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯო---------------–---–---------------------“-ს სასარგებლოდ, 2017 წლის 10 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ნოტარიუს ირ---–-------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე შო--------–---–ისა (პირადი ნომერი - 3----------; მისამართი: ქ---–-------–-----------------------) და მესაკუთრეების შო--------–---–ისა და ლი-----------------–---–ის (პირადი ნომერი - 3----------; მისამართი: ქ---–-------–-----------------------) მიმართ. სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტში მითითებულია, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს შოთა პაპაშვილისა და ლი-----------------–---–ის
თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - იპოთეკის საგნის (მდებარე - ქა-–------–-----------------------------, საკადასტრო კოდით: 72.0--0-.0--- ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 600.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობები: №1, საერთო ფართით 204.69 კვ.მ.) რეალიცაზაცია.
სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა 26 708. 45 ლარი, პირგასამტეხლო შეადგენს 2017 წლის 11 აპრილიდან 2017 წლის 11 მაისამდე პერიოდზე სესხის ყოველთვიური სარგებლის (სესხის ძირი თანხის 3,5%) 2%-ს ყოველდღიურად, ხოლო 2017 წლის 11 მაისიდან ვალდებულების შესრულების დღემდე სესხის ძირი თანხის 0,3%-ს ყოველდღიურად; სესხით სარგებლობის სარგებელი - 3 445.30 ლარი, 2017 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, რომლის დარიცხვაც გაგრძელდება ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე (სარგებლის ოდენობა შეადგენს სესხის ძირი თანხის 3,5%-ს ყოველთვიურად); აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 134,98 ლარი .ვალდებულებით დატვირთული ქონების რეალიზაციის ფორმა: იპოთეკის საგნის რეალიზაცია აუქციონზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 03 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1-------- (ს.ფ. 154-158).
3.1.3. 2017 წლის 04 ივლისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯო---------------–---–---------------------“-ს წარმომადგენელმა სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ იძულებითი აღსრულების მიზნით განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ერ---–------------ეს, რომელმაც წარმოებაში მიიღო 2017 წლის 03 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1--------.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 145-146).
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 147).
3.1.4. 2017 წლის 03 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- აღსრულებისათვის კერძო აღმასრულებელმა ერ---–------------ემ მოვალე მხარეს - შო--------–---–სა და ლი-----------------–---–ს 2017 წლის 06 ივლისს გაუგზავნა №A---------------1 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შო--------–---–სა და ლი-----------------–---–ს განესაზღვრათ 7 (შვიდი) დღის ვადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო მომსახურების საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად. მოვალეებს ეცნობათ, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდათ. სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის დროის, ადგილისა და მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.nbe.gov.ge .
მოვალეებს - შო--------–---–სა და ლი-----------------–---–ს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ აღმასრულებლის მიერ გაეგზავნათ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე - მც-------–------------------------ აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა ლი-----------------–---–ს პირადად - 2017 წლის 07 ივლისს. მან ასევე ჩაიბარა წინადადება მისი შვილისთვის - შო--------–---–ისათვის გადასაცემად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 06 ივლისის №A---------------1 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 187-189).
- ჩაბარების დასტური (ს.ფ. 190-192).
3.1.5. კერძო აღმასრულებელმა - ერ---–------------ემ 2017 წლის 06 ივლისს №A------------ წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა ეცნობებინა ირიცხებოდა თუ არა მოვალეების ლი-----------------–---–ისა და შო--------–---–ის საკუთრებაში უძრავი ქონება; იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება იპოთეკით (მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით) ან სხვა სანივთო უფლებით დატვირთული, როდის და ვის სასარგებლოდ; რეგისტრირებული იყო თუ არა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ყადაღა, როდის და ვის მიერ. კერძო აღმასრულებელმა ერ---–------------ემ 2017 წლის 06 ივლისს №A------------/00- წერილით მიმართა ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა ეცნობებინა ირიცხებოდა თუ არა მოვალეების შო--------–---–ის და ლი-----------------–---–ის თანასაკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე: მ–------------------------------ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 7-----------; იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება იპოთეკით ან სხვა სანივთო უფლებით დატვირთული, რა ნაწილი, რა თანხით, როდის და ვის სასარგებლოდ, რეგისტრირებული იყო თუ არა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ყადაღა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, როდის, ვის მიერ და რის საფუძველზე.
კერძო აღმასრულებელმა ერ---–------------ემ 2017 წლის 06 ივლისს №A---------------- წერილით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ნოტარიუს ირ---–-------ს მიერ 2017 წლის 03 ივლისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ყადაღის დადება მოვალის - შო--------–---–ის (პირადი ნომერი - 3----------) და ლი-----------------–---–ის (პირადი ნომერი - 3----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. მ–------------------------------ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 7-----------.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 06 ივლისის №A------------ წერილი (ს.ფ. 193).
- 2017 წლის 06 ივლისის №A------------/00- (ს.ფ. 194).
- 2017 წლის 06 ივლისის №A---------------- (ს.ფ. 201).
3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 ივლისს მიღებულ იქნა N1------------- გადაწყვეტილება ყადაღის რეგისტრაციის შესახებ. საფუძველი: თბილისის სააღსრულებო ბიუროს 11.0--2017წ. №A-------- მიმართვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის N1------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 208).
3.1.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის №2----- წერილით კერძო აღმასრულებელ ერ---–------------ეს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით: 7-----------. (მისამართი: ქ---–--------------------------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 600.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, საერთო ფართობი 204.69 კვ.მ.) რეგისტრირებულია ლი-----------------–---–ის (პირადი ნომერი: 3----------) და შო--------–---–ის (პირადი ნომერი: 3----------) თანასაკუთრების უფლება.
ამავე წერილით ეცნობა, რომ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება. იპოთეკარი: შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯო---------------–---–---------------------“ მესაკუთრე: ლი-----------------–---–ი (პირადი ნომერი: 3----------) და შო--------–---–ი (პირადი ნომერი: 3----------); საგანი: დაზუსტებული ფართობი 600.00 კვ.მ.-მასზე მდგომი შენობა-ნაგებობით; სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი №1--------, დამოწმების თარიღი 10/0-/2017, ნოტარიუსი ირ---–------ე. კერძო აღმასრულებელს ასევე ეცნობა, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემებით, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა); გადაწყვეტილების #1-------------; თარიღი 12 ივლისი 2017; საფუძველი: თბილისის სააღსრულებო ბიუროს 11.0--2017წ. №A-------- მიმართვა. საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემებით, ლი-----------------–---–ის (პირადი ნომერი: 3----------) და შო--------–---–ის (პირადი ნომერი: 3----------) ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივლისის №2----- წერილი (ს.ფ. 197).
3.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ივლისს, კერძო აღმასრულებელი - ერ---–------------ე გამოცხადდა მისამართზე - ქა-–-----–----------------------------- და შეადგინა უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის შედგენას ესწრებოდნენ მოვალე - ლი-----------------–---–ი და დამსწრე პირი - გრ-----–---------ა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 07 ივლისის აქტი უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 204-205).
3.1.9. კერძო აღმასრულებელმა ერ---–------------ემ 2017 წლის 25 ივლისს №A---------------- წერილით მიმართა შპს „აუ-------------–-----ის“ დირექტორს - გრ-----–---------ას და სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა შო--------–---–ის (პ/ნ - 3----------) და ლი-----------------–---–ის (პ/ნ- 3----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქა-–-----–-----------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 7-----------.) საბაზრო ღირებულებით შეფასება.
შპს „აუ-------------–-----ის“ შემფასებლის გრ-----–---------ას მიერ შო--------–---–ის და ლი-----------------–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება (მდებარე: ქა-–-----–-----------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 7-----------.) შეფასების თარიღისათვის, შეფასებულ იქნა 120 000 (ასოცი ათასი) ლარად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 25 ივლისის №A---------------- წერილი (ს.ფ. 209).
- შპს „აუ-------------–-----ის“ 2017 წლის 03 აგვისტოს დასკვნა (ს.ფ. 211-215).
3.1.10. კერძო აღმასრულებელ ერ---–------------ის მიერ 2017 წლის 4 და 8 აგვისტოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნილ იქნა №A---------------- და №A---------------- განაცხადები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ.
დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინტერნეტ აუქციონის ვებ-გვერდზე (Auction.ge) გამოქვეყნდა ინფორმაცია მც-----------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე დანიშნული აუქციონის შესახებ. ორგანიზატორის მიერ გამოქვეყნებულ იქნა ელექტრონული აუქციონის წესი და პირობები: აუქციონის დაწყების დროდ მითითებული იყო 26.09.2017წ. 16:00 საათი, დასრულების დროდ - 04.10.2017წ. 17:00 საათი. აუქციონის საწყის ფასად განსაზღვრულ იქნა 0.00 ლარი, საგარნატიო თანხად - 6 000 ლარი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 12 ოქტომბრის №A---------------- განკარგულებით მოვალე შო--------–---–ის (პირადი ნომერი - 3----------) და ლი-----------------–---–ის (პირადი ნომერი - 3----------) თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი მც----------------------------, საკადასტრო კოდი - 7-----------.) შემძენი 2017 წლის 04 ოქტომბერს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მა---------–---–ი (პირადი ნომერი - 0----------); მა---------–---–მა უძრავი ქონება შეიძინა 36000 ლარად; მა---------–---–მა თანხა გადაიხადა სრულად; აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯო---------------–---–---------------------“-ს (ს/ნ - 4--------- სასარგებლოდ.
ტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 04 აგვისტოს №A---------------- განაცხადი (ს.ფ. 216-217).
- 2017 წლის 08 აგვისტოს №A---------------- განაცხადი (ს.ფ. 218-219).
- ინფორმაცია ინტერნეტ აუქციონის ვებ-გვერდიდან (Auction.ge) (ტ. I, ს.ფ. 262-263);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 12 ოქტომბრის №A---------------- განკარგულება (ს.ფ. 266-267).
-საგადასახადო დავალება (ს.ფ.264).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 12 ოქტომბრის №A---------------- განკარგულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს. მათ შორის „ნ“ პუნქტით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). ამავე კანონის შესაბამისად, სააღსრულებო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კერძო აღმასრულებელსაც, კერძოდ, 146-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მითითებული საკანონდებლო აქტის 147 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლი ითვალისწინებს აღსრულების დაწყების წესსა და პირობებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებლისათვის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარდგენის პირობებში, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე დაეწყო სააღსრულებო წარმოება და დამოუკიდებლად განეხორციელებინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აუქციონის მოსამზადებელ პროცედურები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 04 ივლისს კერძო აღმასრულებელმა- ერ---–------------ემ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯო---------------–---–---------------------“-ს განცხადების საფუძველზე წარმოებაში მიიღო ნოტარიუს ირ---–-------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1--------. ასევე დადგენილია,რომ კერძო აღმასრულებელ ერ---–------------ის მიერ შო--------–---–ისა და ლი-----------------–---–ის მიმართ გამოცემულ წინადადებაში გადაწყვეტილების შესრულების შესახებ განმარტებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. მოვალე მხარეს განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდათ და მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ შეეძლოთ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან.
6.3. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკითხები კი დარეგულირებულია მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-78-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებაზე „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის
ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ხოლო მე-5 პუნქტით, აუქციონების შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
ამდენად, მოცემული ნორმატიული აქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს ინდივიდუალურად არ ეცნობებათ. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა შეტყობინების ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 2017 წლის 06 ივლისის წინადადება ლი-----------------–---–ს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 07 ივლისს. მან ჩაიბარა ასევე მისი შვილისთვის - შო--------–---–ისთვის გადასაცემად. აღნიშნული სადავოდ არც მოსარჩელე მხარეს გაუხდია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარისთვის სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით. ასევე ცნობილი იყო, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდათ და ინფორმაცია აუქციონის შესახებ უნდა მიეღოთ შესაბამისი ვებ-გვერდიდან.
6.4. სადავო საკითხს წარმოადგენს ასევე ქონების შეფასების პროცედურა, კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით ქონების შეფასების აქტი უნდა შეედგინა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და არა კერძო შემფასებელს.
სასამართლო მოსარჩელე მხარის ამ მოსაზრებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელმა ერ---–------------ემ 2017 წლის 25 ივლისს №A---------------- წერილით მიმართა შპს „აუ-------------–-----ის“ დირექტორს გრ-----–---------ას და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა შო--------–---–ის და ლი-----------------–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ---–--------------------------- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 7-----------.) საბაზრო ღირებულებით შეფასება. ამდენად, კერძო აღმასრულებელმა ერ---–------------ემ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიმართა შპს „აუ-------------–-----ს“ განეხორციელებინა სადავო უძრავი ქონების შეფასება საბაზრო ღირებულების შესაბამისად.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე 2017 წლის 07 ივლისს კერძო აღმასრულებლის მიერ გამოცემულ უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტზე, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ პროცედურას ესწრებოდა თავად ლი-----------------–---–ი, რომელსაც მითითებული პროცედურა სადავო არ გაუხდია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოდ დადასტურებულია, რომ კერძო აღმასრულებლის მოქმედებები, ასევე მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია, განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დადგენილ ვადაში მოსარჩელე მხარეს აღმასრულებლის არცერთი მოქმედება სადავოდ არ გაუხდია.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 12 ოქტომბრის №A---------------- განკარგულება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, შო--------–---–ს და ლი-----------------–---–ს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამრიგად, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შო--------–---–ის და ლი-----------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე -
ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ნანა აფციაური