გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200310019002837662
N 3/10-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
06 მარტი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თა------------ე
სხდომის მდივანი- ფი------------ე
მოსარჩელე - საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (ს.კ 211350928).
წარმომადგენელი - ლე---------–--ე.
მოპასუხე - შპს " იო-–---------–--------------ა" (ს.ნ 4--------).
წარმომადგენელი - ემ------------ე
დავის საგანი - დავალიანების თანხის დაკისრება
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 251 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე,248-ე,249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
მოპასუხე შპს " იო-–---------–--------------ა"-ს დაეკისროს 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარის გადახდა მოსარჩელე საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ .
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან ;
მოსარჩელე მხარეს დაუბრუნდეს 2019 წლის 01 თებერვალს, სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილი თანხა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი საბანკო რეკვიზიტებით: საკრედიტო საგადასახადო მოთხოვნა N 264787, გადამხდელი: სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ს.კ 211350928, გადამხდელის ანგარიშის №GE24NB0330100200165022; მიმღები სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი: 300863150, შემოტანის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე. ბანკის/ხაზინის კოდი TRESGE22, 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) .
მოსამართლე თა------------ე