განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2018
საქმის ნომერი
130100118002376922
დავის ტიპი
177 1
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/52-2018

(გამო N038210318001)

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30.03. 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი თ---------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ე-–--- ე-–-----ას ასული დ-----–-–---–ი, დაბადებული 1982 წლის 16 მარტს, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ხაშურის რაი----------------------------------------- N 195.

 

ადვოკატი: მ--------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე: ღია

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ე-–-----------–-–-ილის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

ე-–-----------–-–-ილმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხაშურში, შ. რუსთაველის ქუჩა N 42-ში მდებარე სილამაზის სალონ - „მირაჟში“, დ--------------–--ის ხელჩანთიდან ე-–-----------–-–-ილი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ფულად თანხას, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

ე.ი. ე-–-----------–-–-ილმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ე-–-----------–-–-ილის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების: ხათუნა კოზანოვის, ნანა გონგლაძის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ დ--------------–--ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ ე-–-----------–-–-ილს შორის, ადვოკატ მ--------------–---–ის მონაწილეობით.

 

პროკურორმა თ---------ემ 2018 წლის 29 მარტს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის გამართვამდე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ ე-–-----------–-–-ილის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: ე-–-----------–-–-ილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შეეფარდოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული ე-–-----------–-–-ილი და მისი ადვოკატი მ--------------–---–ი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ე-–-----------–-–-ილი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შეახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან/და ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის, თ---------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე და 277-279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ ე-–-----------–-–-ილს შორის 2018 წლის 29 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. ე-–-----------–-–-ილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

5. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი