განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2019
საქმის ნომერი
820100118002791455
დავის ტიპი
260 6 ა , 262 4 ა
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002791455

№1-363/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05.03.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ-------ა

 

ბრალდებული - შ------- მ---------

ადვოკატი - ი-----–- ა--–---

 

თარჯიმანი - დალილა მაკალათია

 

საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173231118001 საქმე

 

ბრალდებულ შ------- მ---------ის მიმართ

მამის სახელი: მ----------

დაბადებული: 16.03.1--- წელი

მოქალაქეობა: აზერბაიჯანი

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული: აზერბაიჯანი, ქ. ე--–---, მ.ბ. გ--------- ქ. №23

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. შ------- მ---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმას (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით 58,592 გრამი, რაც 2018 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე საბაჟო გამტარი პუნქტი ,,სარფის’’ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მებაჟე ოფიცრის მიერ ჩატარებული პირადი დათვალიერების დროს მისგან იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

2. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. 2018 წლის 23 ნოემბრის მგზავრის დათვალიერების ოქმის თანახმად შ------- მ---------ის პირადი დათვალიერების დროს, აღმოჩენილი იქნა 366 ცალი აბი, 26 აბის ნატეხი და ფხვნილი.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 24 ნოემბრის ექსპერტიზის №ქ/649 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ აბებში, აბის ნატეხებსა და ფხვნილში წონით 180,801 გრამი, ნარკოტიკულ საშუალება 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) საერთო რაოდენობრივი შემადგენლობა შეადგენს - 58,592 გრამს.

 

6. შ------- მ---------მა დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მისი კუთვნილია.

 

7. შ------- მ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მოწმეების: ი-----–- შა------------------------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 23 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით.

 

8.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

9. ნარკოტიკული საშუალება 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №96 რეგისტრაციით და 58,592 გრამი 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას;

 

10.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

11.შ------- მ---------ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ------- მ---------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა).

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა.

 

13. 2018 წლის 23 ნოემბრის №21-10-11/143202 შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად 2018 წლის 23 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სარფის” კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანის მოქალაქე შ------- მ---------ი. მოხდა აღნიშნული პიროვნების პირადი დათვალიერების დროს ტანთცმული ლურჯი ფერის კაპიშონიანი ქურთუკის მარცხენა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები 366 აბი, 26 აბის ნატეხი და ფხვნილი.

 

14. შ------- მ---------მა დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მან თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა საქართველოში.

 

15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტში დაცული ელექტრონული ბაზის თანახმად შ------- მ---------მა სასაზღვრო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ გადმოკვეთა - შემოსვლა 23.11.2018 წელი 14:30 საათი.

 

16. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა.

 

17 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქვეპუნქტის თანახმად სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

 

18. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

19. შ------- მ---------ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება 3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) - საქართველოში შემოსატანად.

 

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ------- მ---------მა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

21. სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------- მ---------ის მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22. შ------- მ---------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

23. შ------- მ---------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

24. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ შ------- მ---------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, სანქციით გათვალისწინებული ფარგლებში.

 

24. შ------- მ---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.შ------- მ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ------- მ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი)წლის ვადით.

 

`ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ შ------- მ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. შ------- მ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 23 ნოემბრიდან.

 

4.შ------- მ---------ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება 3,4მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის (მდმა) 58,592 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად, ხოლო შ------- მამედოვის მობილური ტელეფონი და პასპორტი გადაეცეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი