განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
820100118002748024
დავის ტიპი
177 3 დ , 177 3 გ , 177 2 ა
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002748024

№1-324/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06.03.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ-------ა

 

ბრალდებული - ზ---------–----

ადვოკატი - დ----- კ----–---

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173051018001 საქმე

 

ბრალდებული: ზ---------–----

მამის სახელი: ვ-–---------

დაბადების ადგილი: საქართველო, ანაკლია

დაბადებული: 14.01.1--- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ანაკლია, მ–-------ის ქ. N9

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 04 ოქტომბერს, დაახლოებით 10:50 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე ავტოსადგომზე მდგომი გ--–- ბ-----ის კუთვნილი ,,ბმვ-ს’’ მარკის ავტომანქანიდან, ზ---------–---- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ,,სონის’’ ფირმის აუდიო მაგნიტოფონს და მეხსიერების ბარათს, რამაც გამოიწვია 60 (სამოცი) ლარის მატერიალური ზიანი.

 

2. 2018 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 10:50 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასტუმრო ,-------------ან’’ ზ---------–----, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამავე სასტუმროს კოტეჯების ნომრებში არსებულ ,,ჰაისენსის’’ ფირმის რვა ცალ ტელევიზორს, თექვსმეტ ცალ დისტანციური მართვის პულტს და ,,ნეოსატის’’ ფირმის, რვა ცალ სატელიტური ანტენის რესივერს. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია 2480 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. ბრალდებულმა ზ---------–----მ თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება:

 

5. დაზარალებულ გ--–- ბ-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 04 ოქტომბერს დაახლოებით 10:50 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში ავტოსადგომზე გაჩერებული მისი კუთვნილი ავტომანქანიდან ზ---------–----მ მოიპარა აუდიო მაგნიტოფონი და მეხსიერების ბარათი.

 

6. დაზარალებულ შ------ ზ-------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 13 ოქტომბერს დაახლოებით 10:50 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე კუთვნილი სასტუმრო ,-------------ან“ ზ---------–---- ფარულად დაეუფლა რვა ცალ ტელევიზორს, რვა ცალ სატელიტური ანტენის რესივერს პულტებს.

 

7. ზ---------–----მ დაადასტურა, რომ ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა აუდიო მაგნიტოფონს და მეხსიერების ბარათს, ხოლო სასტუმრო ,-------------ან“ ფარულად დაეუფლა რვა ცალ ტელევიზორს, რვა ცალ სატელიტური ანტენის რესივერს და პულტებს.

 

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ზ---------–---- ფარულად დაეუფლა გ--–- ბ-----ის კუთვნილი ,,ბმვ-ს’’ მარკის ავტომანქანიდან, აუდიო მაგნიტოფონს და მეხსიერების ბარათს. ასევე, სასტუმრო ,-------------ან’’ ზ---------–----, ფარულად დაეუფლა ტელევიზორებს, დისტანციური მართვის პულტებს და სატელიტური ანტენის რესივერსებს.

 

ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

9. დაზარალებულების, გ--–- ბ-----ისა და შ------ ზ-------ის ჩვენებების ანალიზით დადგენილია, რომ მათ ზ---------–----სთვის მათი კუთვნილი ნივთების წაღების უფლება არ მიუციათ.

 

10. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--–- ბ-----ისა და შ------ ზ-------ის კუთვნილი ნივთები, ამ უკანასკნელთა მფლობელობიდან გავიდა მათი ნების გარეშე და ზ---------–----ს შეეძლო მოპარული ნივთების, როგორც საკუთარის ისე განკარგვა.

 

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ზ---------–---- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ--–- ბ-----ისა და შ------ ზ-------ის მოძრავ ნივთებს და სურვილისამებრ შეეძლო განეკარგა იგი.

 

ქმედება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

14. 2018 წლის 15 ოქტომბრის №866/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის აუდიო გამახმოვანებელი ,,SONI” model: DX-GT45U და ,,USB” მეხსიერების ბარათის ,,Transcend” საერთო საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით შეადგენს - 60 ლარს.

 

14. 2018 წლის 26 ოქტომბრის №895/ს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი 3 ცალი ტელევიზორის Hisense model LENDN24D33, 3 ცალი სატელიტური ანტენის რესივერის ,,model N1600 hd plus da 4 ცალი დისტანციური პულტის საერთო საბაზრო ღირებულება მათი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი, მუშა მდგომარეობაში) გათვალისწინებით შეადგენს - 870 ლარს.

 

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ზ---------–----ს ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

16. ქმედების ჩადენა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ

 

17 დაზარალებული გ--–- ბ-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 04 ოქტომბერს დაახლოებით 10:50 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში ავტოსადგომზე გაჩერებული მისი კუთვნილი ავტომანქანიდან ზ---------–----მ მოიპარა აუდიო მაგნიტოფონი

 

18. ზ---------–----მ ასევე დაადასტურა, რომ იგი ფარულად დაეუფლა გ--–- ბ-----ის კუთვნილი ავტომანქანის მაგნიტოფონს

 

ამდენად, საქმეში არსებული უდავოდ მიჩნეული ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---------–----მ ქურდობა ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;

 

ქმედების ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით

 

19. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ქურდობას ისეთ დამამძიმებელ გარემოებაში, როგორიცაა: ბინაში უკანონო შეღწევა. ბინა არის, ის სადაც ადამიანი ცხოვრობს (დაბინავებულია) მუდმივად ან დროებით.

 

ბინაში უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს. ქართული განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულში (გვ. 499) იგი ასეა ახსნილი: შეღწევა სახელი, შეაღწიეს - ზმნა, მოქმედება, შეღწეული, ვინც, რამაც შეაღწია” აქედან ნათელია, რომ პირმა ბინაში, ოთახსა თუ საცავში შიგნით უნდა შეაღწიოს, ან შეიძლება არ შევიდეს, მაგრამ რაიმე საშუალებით (მაგ. ჯოხით) ფანჯრიდან შეაღწიოს და ნივთი ან ნივთები გარეთ გამოიტანოს.

 

ბინაში უკანონოდ შეღწევის ნიშნით ქურდობის კვალიფიკაციისას გასათვალისწინებელია, რომ „შეღწევა” გულისხმობს დაბრკოლებათა გადალახვით, ან მის გარეშე ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში დამნაშავის ფარულ შესვლას.

 

20. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ხელვაჩაურის რაიონი სოფელ სარფში მდებარეობს სასტუმრო კომპლექსი ,,სანრაისი“, რომლის ტერიტორიაზე განლაგებულია კოტეჯები, რომლებსაც გააჩნია შესასვლელი კარები და ფანჯრები.

 

21. დაზარალებულ შ------ ზ-------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 13 ოქტომბერს დაახლოებით 10:50 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე კუთვნილი სასტუმრო ,-------------ან“ მოხდა ნივთების გატაცება.

 

22. ზ---------–----მ დაადასტურა, რომ 2018 წლის 13 ოქტომბერს დაახლოებით 10:50 საათზე, სასტუმრო ,-------------ან“ ფარულად დაეუფლა რვა ცალ ტელევიზორს, რვა ცალ სატელიტური ანტენის რესივერს და პულტებს.

 

23. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ზ---------–----მ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში მდებარე სასტუმრო ,,სან რაისში“ შეაღწია ნივთების დაუფლების მიზნით;

 

24. ამდენად, საქმეში არსებული უდავოდ მიჩნეული ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---------–----მ ქურდობა ჩაიდინა ბინაში უკანონო შეღწევით;

 

25. ზ---------–----ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები ასევე დასტურდება საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: ჯ------–-----------------–----------------------------------–---------–-------------------------------------–----------------------–----------–------–---–--–---–------------------------------------–--ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ზ---------–----ს პირადი ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებით, ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთებით, პირის ამოცნობის ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

26. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---------–----მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ - ჩაიდინა ქურდობა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი;

 

ასევე, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

27. ზ---------–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

28. ზ---------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

29. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით - დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავს არიდებდა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებში გამოცხადებას, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ ზ---------–----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ---------–----ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

30. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რა ზ---------–----ს მიმართ არსებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს: მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებაში, ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია ზ---------–----ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბრალდებული ზ---------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ზ---------–----ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაუდგინდეს სასჯელის ნაწილის 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 (ერთი) წელი და 04 (ოთხი) თვე თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.გაუქმდეს მსჯავრდებულ ზ---------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. ზ---------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 ნოემბრიდან.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ აუდიო მაგნიტოფონი,, სამი ცალი ტელევიზორი, სამი ცალი სატელიტური ანტენის რესივერი, ოთხი ცალი დისტანციური მართვის პულტი და სალომბარდე ხელშეკრულება - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს; ერთი ცალი CD კი დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით; ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი