გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.02.2019
საქმის ნომერი
330210118002531624
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/20348-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი”

წარმომადგენელი ლ---- ს------ე

მოპასუხე ზ----- დ----------

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ზ----- დ----------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 იანვრის #2------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 2836.60 ლარი, პროცენტი - 1029.57 ლარი და პირგასამტეხლო - 3388.31 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე ზ----- დ----------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 იანვრის #2------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 2004 ლარი, პროცენტი - 2426.55 ლარი და პირგასამტეხლო - 2797.53 ლარის ოდენობით.

 

1.3. მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------ სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 1.40 ლარის ოდენობით.

 

1.4. მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------- სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 1.32 ლარის ოდენობით.

 

1.5. მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------ სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 14.18 ლარის ოდენობით.

 

1.6. მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------- სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 10.02 ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი სარჩელის, ასევე მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და ზ----- დ----------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ამ უკანასკნელზე გაიცა #2------ სესხი 6839.39 ლარის ოდენობით (რესტრუქტურიზაცია), 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%, ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადების დარღვევისთვის გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

2017 წლის 24 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და ზ----- დ----------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ამ უკანასკნელზე გაიცა #2------- სესხი 6903.44 ლარის ოდენობით (რესტრუქტურიზაცია), 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 24%, ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადების დარღვევისთვის გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად და ზ----- დ----------ზე გაიცა კრედიტი. მოპასუხეს ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა მოეხდინა საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილი პირობებით. კრედიტებით სარგებლობის პერიოდში ზ----- დ----------ს მიერ სესხების დასაფარად გადახდები არ განხორციელებულა. მითითებული საკრედიტო დავალინებების დაფარვის მიზნით მოპასუხეს გაეგზავნა წერილობით შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ორი კვირის ვადა, მიუხედავად აღნიშნულისა მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ზ----- დიხამინჯის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ შეადგენს #------ სესხზე 7254.48 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა - 2836.60 ლარი, პროცენტი - 1029.57 ლარი და პირგასამტეხლო - 3388.31 ლარი, ხოლო #--------- სესხზე 7228.08 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა - 2004.00 ლარი, პროცენტი - 2426.55 ლარი და პირგასამტეხლო - 2797.53 ლარი.

 

2017 წლის 17 ივლისს სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ ზ----- დ----------ს მიმართ ზემოაღნიშნულ სესხებზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაციები გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ ორივე სესხზე მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქათველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

 

რაც შეეხება მოპასუხეზე დარიცხულ პროცენტისა და პირგასამტეხლოს სამომავლოდ დაკისრებას, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით. მოპასუხე მხარეს საერთოდ არცერთი თეთრი არ გადაუხდია არცერთ სესხზე მას შემდეგ, რაც მოხდა ვალის რესტრუქტურიზაცია. გაცემის დღიდან მას უკვე ერიცხება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით. ჯამში ეს არის სწორედ ის თანხა, რაზედაც მოსარჩელე აყენებს საწყის ეტაპზე მოთხოვნას. სამომავლოდ დასარიცხი სარგებელი და პირგასატეხლო პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, კერძოდ, იქ საუბარია, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა, სარგებლის დარიცხვა ხდება ვალდებულების სრულად შესრულებამდე და ანალოგიური დათქმა არის პირგასამტეხლოს შემთხვევაშიც, თუმცა კიდეც რომ არ ყოფილიყო ასეთი დათქმა პირგასამტეხლოს თაობაზე, ის არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება და ვიდრე ვალდებულება არ შესრულდება, მანამდე უნდა ერიცხებოდეს პირგასამტეხლო. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზ----- დ----------მ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოსარჩელემ განმარტამ, რომ მხარეთა შორის მოხდა ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადება. სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით ორივე სესხზე გადასახდელი იყო ყოველთვიურად 481.66 ლარი, ჯამში კი ორივე სესხზე გამოდიოდა 8669.34 ლარი გადასახდელი. ამ თანხაში შედიოდა როგორც ძირი, ისე მისი პროცენტი. აღნიშნული გამოანგარიშებული იქნა თავად ბ----ს თანამშრომლის მიერ, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები და მოაწერეს ხელი. მოპასუხე დაეთანხმა გრაფიკით გადასახდელი თანხების ოდენობას, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ სცნო. ბანკთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოპასუხე გაანთავისუფლეს სამსახურიდან და დარჩა უმუშევარი, ის არის ასევე იძულებით გადაადგილებული პირი და არ გააჩნია საშუალება თანხის გადახდის.

 

სასამართლო სახდომაზე დააზუსტა და განაცხადა, რომ სარჩელეს სცნობდა ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში სრულად, ხოლო სარჩელს არ სცნობდა პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე სამომავლოდ დასარიცხი სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი და შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის მასალით და მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის 24 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და ზ----- დ----------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ამ უკანასკნელზე გაიცა სესხი #2------ 6839.39 ლარის ოდენობით (რესტრუქტურიზაცია), 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადების დარღვევისთვის გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის განხორციელების გზით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 24 იანვარს ხელშეკრულების N2------ (ს.ფ. 21-27);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2017 წლის 24 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და ზ----- დ----------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ამ უკანასკნელზე გაიცა სესხი #2------- 6903.44 ლარის ოდენობით (რესტრუქტურიზაცია), 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 24%, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადების დარღვევისთვის გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის განხორციელების გზით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება #2------- (ს.ფ. 28-33);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 34)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. სს ,,ს----------–--------ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ზ----- დ----------ს დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ მიმათ შეადგენს #------ სესხზე 7254.48 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა - 2836.60 ლარი, პროცენტი - 1029.57 ლარი და პირგასამტეხლო - 3388.31 ლარი, ხოლო #--------- სესხზე - 7228.08 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა - 2004.00 ლარი, პროცენტი - 2426.55 ლარი და პირგასამტეხლო - 2797.53 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ს----------–--------ი’’-ს ცნობა (ს.ფ. 35)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. მოპასუხე ზ----- დ----------ს გაეგზავნათ გაფრთხილებები სს “ს----------–--------ის” მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ფულადი ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებისა და დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე. მოპასუხეს განემარტა, რომ ხსენებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მოსარჩელე გამოიყენებდა ამავე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა უფლებას და ზომას საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილება და საფოსტო შეტყობინება (ს.ფ. 36-37)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.5 დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ივლისს სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ ზ----- დ----------ს მიმართ არსებული სასესხო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სს ,,ს----------–--------მა’’ შეიტანა აპლიკაციები გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ ორივე სესხზე ზ----- დ----------მ წარადგინა პროტესტი, რამაც გამოიწვია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების გაცემაზე უარის თქმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებები (ს.ფ. 42-43)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე პირგასამტეხლოს ნაწილში. ამასთან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სამომავლოდ გათვალისწინებული სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 319-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

წამოდგენილ შემთხვევაში სს ,,ს----------–--------ს“ და მოპასუხე ზ----- დ----------ს შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე ზ----- დ----------მ სს ,,ს----------–--------თან“ ორჯერ დადო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კერძოდ:

 

2017 წლის 24 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და ზ----- დ----------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ამ უკანასკნელზე გაიცა სესხი #2------ 6839.39 ლარის ოდენობით (რესტრუქტურიზაცია), 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადების დარღვევისთვის გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

2017 წლის 24 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და ზ----- დ----------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ამ უკანასკნელზე გაიცა სესხი #2------- 6903.44 ლარის ოდენობით (რესტრუქტურიზაცია), 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 24%, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადების დარღვევისთვის გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებები არ აქვს სრულად და ჯეროვნად შესრულებული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ზ----- დ----------მ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, 2017 წლის 24 იანვარის #2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 2836.60 ლარის და პროცენტის - 1029.57 ლარის ნაწილში, ხოლო #--------- სესხზე დავალიანების ძირი თანხის - 2004.00 ლარის და პროცენტის - 2426.55 ლარის ნაწილში.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მითითებულ ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ორივე ხელშეკრულებით წერილობითი ფორმით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და მათი დარიცხვის წესი. ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო; კერძოდ, მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 იანვარის #2------ ხელშეკრულებიდან განომდინარე 3388.31 ლარის ნაცვლად შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარი, და #--------- სესხზე 2797.53 ლარის ნაცვლად შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარის ოდენობით.

 

7.3 წარმოდგენილი სარჩელით ბ---- მოითხოვს ასევე მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------ სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 14.18 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------- სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 10.02 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება არის შუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 14,18 ლარისა და 10,02 ლარის ოდენობით, თუმცა თითოეული ხელშეკრულებიდან გამოდინარე მოპასუხეს შესაძლოა დაერიცხოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა.

 

7.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე, ანუ იმ ზიანის დაკისრება, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც განსაზღვრული იყო კრედიტით სარგებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლისპირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული #2------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა 18%. ხელშეკრულების დანარათის 3.2.1 პუნქტის 1 ქვეპუნქტის თანახმად საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება ვალის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად შეთანხმების მოქმედების ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, ვალის იძულებითი ან კონტრაჰენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე. ამავე პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად კონტრაჰენტი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შემდეგი მოცულობით, ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, ვალის ან/და საპროცენტო სარგებლის შეთანხმებით დადგენილი ოდენობით და ვადებში გადაუხდელობისთვის. პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება მიუხედავად შეთანხმების მოქმედების ან შეწყვეტის, ვალის ან/და საპროცენტო სარგებლის იძულებითი ან კონტრაჰენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.

 

მხარეთა შორის დადებული #2------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა 24%. ხელშეკრულების დანართის 2.2.1 პუნქტის 1 ქვეპუნქტის თანახმად საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება ვალის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად შეთანხმების მოქმედების ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, ვალის იძულებითი ან კონტრაჰენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე. ამავე პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად კონტრაჰენტი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შემდეგი მოცულობით, ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, ვალის ან/და საპროცენტო სარგებლის შეთანხმებით დადგენილი ოდენობით და ვადებში გადაუხდელობისთვის. პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება მიუხედავად შეთანხმების მოქმედების ან შეწყვეტის, ვალის ან/და საპროცენტო სარგებლის იძულებითი ან კონტრაჰენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.

 

ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულებების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბ----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბ----სათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბ----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სესხი იყო 18 თვიანი და მათი მოქმედების ვადა იწურებოდა 2018 წლის 24 ივლისს, ხოლო სარჩელში მითითებული თანხების ოდენობა დათვლილია 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, შესაბამისად, მოპასუხისთვის მომავალ ზიანთან დაკავშირებით ცნობილი იყო მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულების გამო მიყენებულ ზიანზე, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 25-25 დღის სარგებელი - 2018 წლის 30 ივნისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდზე, რაც პირველი ხელშკრულებიდან გამომდინარე ყოველდღიურად შეადგენს 1,40 ლარს, ხოლო მე-2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1,32 ლარს.

 

ამდენად, 25 დღეზე ანუ 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდზე დაანაგარიშებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, როგორც მიუღებელი შემოსავალი, უნდა დაეკისროს 35 ლარისა და 33 ლარის გადახდა. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულებამდე ყოველდღიურად 1,40 ლარისა და 1,32 ლარის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ზ----- დ----------მ #2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელი დავალიანების ძირი თანხის 2836,60 ლარის და პროცენტის - 1029,57 ლარის ნაწილში და #2------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელი დავალიანების ძირი თანხის 2004 ლარისა და პროცენტის - 2426.55 ლარის ნაწილში ცნო ჯერ კიდევ შესაგებლის წარმოდგენის დროს, შესაბამისად, სარჩელის ცნობის ნაწილში პროპორციული სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს, კერძოდ, 0--------- წელს გადახდილი 1327,80 ლარიდან - 248,90 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 1078,90 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 12 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩლის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისროს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 56,04 ლარის ანაზღაურება.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, სს ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზ----- დ----------ს (პ/ნ N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების მდებარე - ქ.თბილისი, თ----- დ-----–---------------------------- კვარტალი, კორპუსი 2--, ბინა N-- (ს/კ N0----------------------) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი მოპასუხე ზ----- დ----------ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ზ----- დ----------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 იანვრის #2------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 2836.60 ლარი, პროცენტი - 1029.57 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე ზ----- დ----------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 24 იანვრის #2------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 2004 ლარი, პროცენტი - 2426.55 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარის ოდენობით.

 

1.3. მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------ სესხზე ყოველდღიურად გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 1.40 ლარის ოდენობით 2018 წლის 30 ივნისიდან 2018 წლის 24 ივლისამდე პერიოდზე, სულ 35 ლარის ოდენობით.

 

1.4 . მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------- სესხზე ყოველდღიურად გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 1.32 ლარის ოდენობით, 2018 წლის 30 ივნისიდან 2018 წლის 24 ივლისამდე პერიოდზე, სულ 33 ლარის ოდენობით.

 

1.5. მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------ სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად14.18 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა.

 

1.6. მოპასუხე ზ----- დ----------ს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს #2------- სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 10.02 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა.

 

2. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 0--------- წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1327.80 ლარიდან 248,90 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 1078,90 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 56,04 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელის მიერ 0--------- წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოპასუხე ზ----- დ----------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ხარჯის - 12 ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

6. მოპასუხე ზ----- დ----------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება.

 

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, სს ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზ----- დ----------ს (პ/ნN0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების მდებარე - ქ.თბილისი, თ----- დ-----–---------------------------- კვარტალი, კორპუსი 2--, ბინა N-- (ს/კ N0----------------------) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე