განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1---19
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–--–--------,დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ-------------,ბრალდებული - ვ-------ი ვ-–-- ძე ხ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–------------------------------------–----------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ე“ქვეპუნქტები და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ვ------- ხ-----–---–ი და ს-------- ლ----------ი 2001 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ საერთო შვილები - 2002 წელს დაბადებული გ------ი ხ-----–---–ი და 2009 წელს დაბადებული ე-–------- ხ-----–---–ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ვ------- ხ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვ------- ხ-----–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 2-------- მიუხედავად აღნიშნულისა მან არ გამოიტანა სათანადო დასკვნები და კვლავ გააგრძელა სისტემატიური ფსიქოლოგიური ძალადობა ყოფილ მეუღლეზე ს-------- ლ----------ზე, კერძოდ, 2018 წლის ო----------- შუა რიცხვებსა და 2018 წლის ნ--------- ბოლოს ქ. თბილისში, ქუ--------------------ში, ხოლო 2018 წლის 0------------- ქ.თბილისში, ს.----------–---------ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ------ ხ-----–---–მა ყოფილ მეუღლეს ს-------- ლ----------ს, არასრულწლოვანი შვილის ე-–------- ხ-----–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა ღირსების შემლახველი უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინებაში და ასევე სცადა მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ვ------ ხ-----–---–ის სისტემატურმა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულების ს-------- ლ----------ის და ე-–------- ხ-----–---–ის ტანჯვა.
2018 წლის ს----------- თვეში, ქ.თბილისში, ქუ--------------------ში, ვ------ ხ-----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს ე-–------- ხ-----–---–ს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს დაავიწყდა ოთახში შუქის ჩაქრობა, ხოლო 2018 წლის ო----------- შუა რიცხვებში ამავე მისამართზე, ვ------ ხ-----–---–მა არასრულწლოვან შვილს ე-–------- ხ-----–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სცემა იმის გამო რომ ბავშვმა უარი უთხრა კოცნაზე. ვ------- ხ-----–---–ის ძალადობრივი ქმედების გამო ე-–------- ხ-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სტრესი, რითაც მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
2018 წლის 0------------- საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ს. მ---------–-ს ქ. N--–- ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ------- ხ-----–---–ი, ყოფილ მეუღლეს ს-------- ლ----------ს დაემუქრა, რომ მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა და მუცელს გამოფატრავდა, ვინაიდან მისი მიზეზით მოიხადა საპატიმრო სასჯელი. ს-------- ლ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ მისი ყოფილი მეუღლე ვ------- ხ-----–---–ი თან ატარებდა ცივ იარაღს და წარსულშიც არაერთხელ ჰქონია მისი მხრიდან დანის გამოყენების ადგილი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
ვ-------ი ხ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულების ს-------- ლ----------ის და ე-–-------- ხ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა, ი------------–---–ის, ლ---- ც------ის, გ----------–---–ის, გ------ი ქ-----–-–---–ის, ვ-–- ხ-----–---–ის, რ----- მ-------ის, ი-----–ი ა-----–---–-სა და დ----- მ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ვ------ ხ-----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომობილის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, შემაკავებელი ორდერების ასლებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ-------ი ხ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ქვეპუნქტებით; მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით; ასევე, ჩაიდინა ოჯახში ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართთველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ვ-------ი ხ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-------ი ხ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით; ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 4(ოთხი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 5(ხუთი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ვ-------ი ხ-----–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
ვ-------ი ხ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 02 დეკემბრიდან;
გაუქმდეს ვ-------ი ხ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ნივთიერი მტკიცებულება: ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანისმაგვარი საგანი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო 1(ერთი) ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/