განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
330100119002822633
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/----19

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ემზარ ფუხაშვილი,დაცვის მხარე:

ადვოკატი - სოსო ფაცაცია,ბრალდებული - ლ-–- რ-----ს ძე ა---–--ა, დაბადებული 1----–-–------------ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული თბილისი, ნ------------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–-------–------------------------–---------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი და ამავე კოდექსის 128-ე მუხლი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ.თბილისში, თ-----------------–--–--- მოძრაობდა ,,ა------“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით V--------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლ-–- ა---–--ა. მსვლელობისას, ლ-–- ა---–--ამ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს ნ-----–- მ----–----ა და ნ-----------ს, რომლებიც შეჯახების მომენტში იდგნენ მათ სამოძრაო ზოლში. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ნ-----–- მ----–--ე და ნ----------- ადგილზევე გარდაიცვალნენ.

 

ლ-–- ა---–--ა, რომელსაც ევალებოდა შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ნ-----–- მ----–----ა და ნ-----------ზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და მიატოვა განსაცდელში დაზარალებულები, რომელთაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად.

 

მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გაჩნია წინასწარ დადგენილი ძალა და ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისგან მოპოვებული დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებები.

 

ბრალდებულის აღიარება თავსებადია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, ბრალდებულ ლ-–- ა---–--ას დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული სქემით, ლ-–- ა---–--ასა, ლ-–- კუ--------ის, ე--------------–---–ის, ც-–- მ----–--ის, თ----- ჯ-----ის და მ------------ის გამოკითხვის ოქმებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნითა და საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებთან, რომელთა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ ლ-–- ა---–--ამ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში და მანვე ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და სსკ-ის 128-ე მუხლით.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ლ-–- ა---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოცხადდა ბრალის აღიარებით, დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-–- ა---–--ას ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ-–- ა---–--ას სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

ლ-–- ა---–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 12 სექტემბრიდან;

 

გაუქმდეს ლ-–- ა---–--ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ავტომობილი ,,აუდი“, სახელმწიფო ნომრით V-------- რომელიც მოთავსებულია ,,1--”-ის სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე, მდებარე (დ----------–---–-----–----–--------------), დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; 1(ერთი) ცალი DVD-R დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

/ლელა ნოზაძე/