გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002582910
#2/2680-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.02.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი- სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შ------–-------–---–ი;
წარმომადგენელი - ი-----–-----–--–---–ი;
მოპასუხე - ბ--–--–-------–---–ი;
წარმომადგენელი - ი-----------–--ე;
დავის საგანი - განქორწინება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. შეწყდეს შ------–-------–---–სა და ბ--–--–-------–---–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შ-------–---–---–ი და ბ--–--–-------–---–ი 2012 წლის 26 სექტემბერს დაქორწინდნენ ქ. პიზაში. 2012 წლის 25 დეკემბერს აპოსტილით დამოწმებული ქორწინების მოწმობის საფუძველზე სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირდა შ------–-------–---–ისა დსა ბ--–--–-------–---–ის ქორწინება. ქორწინების რეგისტრაციისას შ-------–---–---–მა შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. 2012 წელს რამდენიმე თვიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და ხუთი წლის განმავლობაში დღემდე დამოუკიდებლად ცხოვრობენ. მოსარჩელის განმარტებით მხარეებს არ აქვთ თანასაკუთრება და არ ყავთ შვილები. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ, არ აქვთ ცოლქმრული ურთიერთობა და ფაქტობრივად ქორწინება არის ფორმალური, მოპასუხე ბ--–--–-------–---–ი უარს აცხადებს მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტა მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ--–--–-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობდა წლების განმავლობაში, ბოლო პერიოდში მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ერთად აღარ ცხოვრობენ. შ-------–---–---–ი მოპასუხის გვარზე გადავიდა მისი ნებართვის გარეშე, ასევე დაარეგისტრირა ქორწინება საქართველოში მის გარეშე. მოპასუხემ ბ--–--–-------–---–მა აღნიშნა, რომ განქორწინების მოთხოვნით თავად მიმართა ქ. პიზას სასამართლოს. მიაჩნია, რომ განქორწინება თავდაპირველად უნდა განხორციელდეს იტალიაში, ქ. პიზაში, რის გამოც აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა შეჩერდეს საქართველოში. (იხ. შესაგებელი, 28.01.2019 წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შ------–-------–---–ი და ბ--–--–-------–---–ი 2012 წლის 26 სექტემბერს დაქორწინდნენ იტალიაში, ქ. პიზაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოქალაქეთა აღრიცხვის სამოქალაქო სამსახურის მიერ 11/12/2012წ გაცემული ქორწინების ცნობა;
-ქორწინების მოწმობა;
3.1.3. შ------–-------–---–ს და ბ--–--–-------–---–ს არ ჰყავთ საერთო შვილები, ასევე არ გააჩნიათ საერთო ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4- შ------–-------–---–ი ცხოვრობს საქართველოში, ხოლო ბ--–--–-------–---–ი ცხოვრობს იტალიაში, ქ. პიზაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. იტალიაში, ქ. პიზის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 26 სექტემბერს #93 აქტით რეგისტრიერბული ქორწინების საფუძველზე, 2012 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განხორციელდა ჩანაწერების ხელახალი რეგისტრაცია (ქორწინების აქტის ჩანაწერი #0------------
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის #0--------- აქტის საფუძველზე შეიცვალა საქმროს ქორწინების შემდეგი გვარი „ლ---–---–-- გვარით „ც-------–---–---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 18.12.2018წ წერილი.
3.2.2. შ------–-------–---–ი და ბ--–--–-------–---–ი ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. 2018 წლის 03 ოქტომბერს მოპასუხე ბ--–--–-------–---–მა შ------–-------–---–თან განქორწინების მოთხოვნით მიმართა ქ. პიზას სასამართლოს. მეუღლეთა სასამართლოში გამოცხადების თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 20 მაისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოპასუხის ახსნა-განმარტება;
-ბ--–--–-------–---–ის სარჩელი;
-პიზას სასამართლოს მიერ გაცემული ინფორმაცია;
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს, რომ განქორწინება თავდაპირველად უნდა განხორციელდეს იტალიაში, ქ. პიზაში და განმარტავს, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. საქმის წარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება.
სამოტივაციო ნაწილი
4- შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. შეწყდეს მოსარჩელე შ------–-------–---–სა და მოპასუხე ბ--–--–-------–---–ს შორის არსებული რეგისტრირებული ქორწინება. რადგან მეუღლეთა თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონი;
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 12.1. მუხლის „ა„ ქვპუნქტის თანახმად, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო;
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება რომ ერთ-ერთი მეუღლე შ------–-------–---–ი საქართველოს მოქალაქეა და ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 19.1. მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე სარჩელის თაობაზე ერთსა და იმავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სამართალწარმოება საქართველოსა და უცხო ქვეყანაში და ეს სარჩელი პირველად უცხო ქვეყნის სასამართლოს ექვემდებარებოდა, საქართველოს სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას. საქმის წარმოება არ შეჩერდება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო შესაბამის ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან საქართველოში ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სასამართლო საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, თუ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ცნობილ იქნეს საქართველოში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შ------–-------–---–მა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განქორწინების თაობაზე სარჩელით მომართა 2018 წლის 09 აგვისტოს, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტებით კი დგინდება, რომ მოპასუხე ბ--–--–-------–---–მა იმავე მოთხოვნით ქ. პიზას სასამართლოს მიმართა 2018 წლის 30 ოქტომბერს, მეუღლეთა სასამართლოში გამოცხადების თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 20 მაისი. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განსახილევლი საქმის წარმოების შეჩერების საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით განთვალისწინებული საფუძველი.
6.2. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 85.1. მუხლის თანახმად საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლის, ამ ჩანაწერიდან ამონაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ იტალიაში, ქ. პიზის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 26 სექტემბერს #93 აქტით რეგისტრიერბული ქორწინების საფუძველზე, 2012 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განხორციელდა ჩანაწერების ხელახალი რეგისტრაცია (ქორწინების აქტის ჩანაწერი #0------------ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის #0--------- აქტის საფუძველზე შეიცვალა საქმროს ქორწინების შემდეგი გვარი „ლ---–---–-- გვარით „ც-------–---–---
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
დადგენილია, რომ მხარეები 2012 წლის 26 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, ამასთან დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს მოპასუხე ბ--–--–-------–---–მა შ------–-------–---–თან განქორწინების მოთხოვნით მიმართა ქ. პიზას სასამართლოს. მეუღლეთა სასამართლოში გამოცხადების თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 20 მაისი.
6.4- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებას, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება ეთანხმება, და იმ საფუძვლით რომ ქ. პიზაში მოპასუხე ბ--–--–-------–---–ის მიერ წარდგენილია სარჩელი შ------–-------–---–თან განქორწინების მოთხოვნით, მოითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას, ქ. პიზას სასამართლოს მიერ მოპასუხე ბ--–--–-------–---–ის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვტილების მიღებამდე.
სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წრამოადგენს.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შ------–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს შ------–-------–---–ს ( დაბ: 1-.04-1---წ.; პ/ნ - 0----------- და ბ--–--–-------–---–ს (დაბ: 28.02.1---–- პ/ნ - 6----------) შორის 2012 წლის 25 დეკემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის №0------------
3. ბ--–--–-------–---–ს - შ------–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4- გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე