განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100118002581179
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ - თ-------------ს,ადვოკატ - კ------------–----ს,თარჯიმან - ფ-------------------ს,ბრალდებულ - ნ------–------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------–------------ს (პირადი #1----------) - დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების თ---–--–----------–----------–-–-----–----------–--------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (ერთი ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ------–------------- ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (ერთი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ერთი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ნ------–-------------, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, რასაც, ასევე, უკანონოდ ინახავდა.

 

2018 წლის 10 მაისს ნ------–------------- გ--------------------ს 250 ლარად მიჰყიდა 1 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 0,26 გრამი, რომელიც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ოდენობაა 0,1177 გრამი.

 

2018 წლის 16 მაისს ნ------–------------- გ--------------------ს 250 ლარად მიჰყიდა 1 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0,5399 გრამი, რომელიც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ წონაა 0,1895 გრამი.

 

2018 წლის 21 მაისს ნ------–------------- გ--------------------ს 250 ლარად მიჰყიდა 1 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0,6863 გრამი, რომელიც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ წონაა 0,2189 გრამი.

 

2018 წლის 19 ივნისს ნ------–------------- გ--------------------ს 250 ლარად მიჰყიდა 1 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0,3588 გრამი, რომელიც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ წონაა 0,1466 გრამი.

 

2018 წლის 13 ივლისს ნ------–------------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0,0746 გრამი, ასევე, მცირე ზომის მეტალის კოვზი, მასზე არსებული დანაშრევით, და მინის ფლაკონი, რომლებშიც კუსტარულად მიღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო წონამ შეადგინა 0,045 გრამი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ------–------------- ჩაიდინა დანაშაულები, რაც გამოიხატება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების ოთხგზის უკანონო გასაღებაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ნ------–------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ნ------–------------ს, მოწმეების: გ--------------------ის, მ--–----------------------, გ-------------–---–-ს, ზ-------------–---–-ს, ლ------------სა და ვ-–-----------–----–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით; ნ------–------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის #----------------------------------------------------------------------------------------/ქრ დასკვნებით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით - დადასტურებულად მიაჩნია ნ------–------------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გ--------------------ზე ოთხჯერ უკანონო გასაღება.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ნ------–------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხ ეპიზოდში) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელები განესაზღვროს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

ნ------–------------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ქმნის დანაშაულის რეციდივს.

 

საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამდენად, ნ------–-----------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად.

 

ამავდროულად, სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ------–------------- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, დროის მცირე მონაკვეთში, ოთხგზის უკანონოდ გაასაღა სხვა პირზე, რითაც შექმნა მისი გავრცელების რეალური საფრთხე.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ნ------–------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ისეთი ზომის გამოყენებას, რაც იქნება ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ადეკვატური.

 

სასამართლო ნ------–------------ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ნ------–------------ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.

 

სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ნ------–-----------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 მაისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 21 მაისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 19 ივნისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ------–-----------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2------------- განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2--------- განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმის სახით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ------–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ნ------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 25 ივლისიდან.

 

ნ------–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნ------–-----------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ნ------–------------ს ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს, ხოლო DVD დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე