გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
330210019002820789
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1207 - 19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი ანდრო კუკავა

 

მოსარჩელე - თ-------------–---ი

წარმომადგენელი - თ--------------–-ა

მოპასუხე - მ--–----------–---–-ა

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე მ--–----------–---–-სათვის არასრულწლოვანი შვილების, ნ---------–---–-ას (დაბადებული 2----–-–----------ს), მ-----------–---–-ას (დაბადებული 2----–-–----------------ს) და დ-----------–---–-ას (დაბადებული 2----–-–-------------ს) სასარგებლოდ, ალიმენტის დაკისრება, 300-300 (სამას-სამასი) ლარის, სულ 900 (ექვსასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე თ-------------–---ს და მოპასუხე მ--–----------–---–-ას, ქორწინების განმავლობაში შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–----------ს დაბადებული ნ---------–---–-ა, 2----–-–----------------ს დაბადებული მ-----------–---–-ა და 2----–-–-------------ს დაბადებული დ-----------–---–-ა. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, ხოლო არასრულწლოვან შვილებს ზრდის თ-------------–---ი. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას შვილების აღზრდა-განვითარებაში. მ--–----------–---–-ა დღეის მდგომარეობით იმყოფება სხვა პირთან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში. აღნიშნული მიზეზით, მოპასუხე მხარე ზერელე დამოკიდებულებას ავლენს ბავშვების მიმართ, მათი ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ვიზიტით. მოპასუხე შვილების მიმართ ფინანსურ უზრუნველყოფაში მონაწილებას არ იღებს. ბავშვების აღზრდა-განვითარება დაკავშირებულია ხარჯებთან, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ასაკისა და მათი მოთხოვნილებების შესაბამისად. მ-----------–---–-ას და ნ---------–---–-ას, როგორც სკოლის მოსწავლეებს ესაჭიროებათ კერძო პედაგოგის დახმარება, რათა დასძლიონ მათი ასაკისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამა. ბავშვები დადიან 3 პედაგოგთან და მათი ხარჯი თითოეულისათვის შეადგენს 200 ლარს. სკოლის მოსწავლეებს ასევე სჭირდებათ საკანცელარიო ნივთები. სკოლასთან დაკავშირებულ ხარჯების გარდა, სამი მოზარდი ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია მათი შესაბამისი ჩაცმითა და საკვებით უზრუნველყოფა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ყოველთვიურად დაახლოებით 600 ლარს შეადგენს. მცირეწლოვან დ-----------–---–-ას აქვს ქრონიკული ბრონხიტი და შესაბამისად, მისთვის აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა და სამედიცინო მედიკამენტების მიღება, რაც დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან. მოცემული მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების ხარჯები მოიცავს დაახლოებით 600-700 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვებისათვის აუცილებელი ფინანსური კუთხით უზრუნველყოფა ორივე მშობლის თანაბარი ვალდებულებაა, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილებზე და სტაბილურ მატერიალურ დახმარებას უწევდეს მათ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეული არასრულწლოვანისათვის 150-150 (ას ორმოცდაათი - ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ-------------–---ს და მ--–----------–---–-ას ქორწინების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ნ---------–---–-ა (დაბადებული 2-----–-–----------ს), მ-----------–---–-ა (დაბადებული 2----–-–----------------ს) და დ-----------–---–-ა (დაბადებული 2----–-–-------------ი);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 18);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 17);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩააწერი N----------- (ს.ფ. 16).

 

3.1.2. მოსარჩელე თ-------------–---ს და მოპასუხე მ--–----------–---–-ას შორის 2018 წლის 9 დეკემბრის შემდეგ ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე თ-------------–---ი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ცხოვრობს მოპასუხის დედის, მ-----------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ს---------------------------------------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოპასუხე მ--–----------–---–-ა ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ქ-------–-------ესთან და 2018 წლის დეკემბრის თვიდან ცხოვრობს მასთან ერთად ერთ ოჯახად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თ-------------–---ი 2018 წლის ნოემბრის თვიდან დასაქმებულია ქ. თბილისის N-- საბავშვო ბაღში მზარეულის თანაშემწის პოზიციაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 01.01.2018 წლიან თ-------------–---ის მიერ 2019 წლის 05 თებერვლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ნოემბრის თვეში - 480 ლარს და დეკემბრის თვეში - 960 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 05 თებერვალს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 26-27);

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხე მ--–----------–---–-ას მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 400 ლარს, თებერვლის თვეში - 1192.12 ლარს და 175 ლარს, მარტის თვეში - 2305.8 ლარს და 150 ლარს, აპრილის თვეში - 1187.25 ლარს და 275 ლარს, მარტის თვეში - 1019.5 ლარს და 87.5 ლარს, ივნისის თვეში - 1338 ლარს და 237.5 ლარს, ივლისის თვეში - 1016.32 ლარს და 275 ლარს, აგვისტოს თვეში - 1206.3 ლარს, სექტემბრის თვეში - 1080.75 ლარს, 187.5 ლარს და 637 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1071.5 ლარს, 125 ლარს და 700.7 ლარს, ნოემბრის თვეში - 963.75 ლარს, 437.5 ლარს და 831.04 ლარს, დეკემბრის თვეში -1791.5 ლარს, 187.5 ლარს და 215 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 05 თებერვალს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 26, 28-30);

 

3.2.3. მოპასუხე მ--–----------–---–-ა დასაქმებულია შპს ,--------–--------–-----–------–-- და ასევე, შპს ,---–-----------–-----–-------------––--. მოპასუხის განმარტებით, იგი ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქირით და მათ, 2----–-–----------------ს შეეძინათ შვილი, მ-–--------–---–-ა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3.2.4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე მ--–----------–---–-ა დასაქმებულია როგორც ექიმი-ქირურგი და ამასთან, მას აქვს დამატებითი შემოსავალი ავტომანქანის გაქირავების შედეგად, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეს არ ერთვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3.2.5. თ-------------–---ის განმარტებით, არასრულწლოვანი ნ---------–---–-ა და მ-----------–---–-ა სწავლობენ საჯარო სკოლაში და ამასთან, დამატებით ემზადებიან კერძო პედაგოგთან. სასკოლო საგნებში დამატებით მომზადების საფასური თითოეული არასრულწლოვანისათვის შეადგენს 200 ლარს, თუმცა, მოსარჩელე მხარეს ამ ხარჯის გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოპასუხე მხარის მითითებით, ინგლისურის პედაგოგთან ბავშვების მომზადების ხარჯს ყოველთვიურად იღებს მოპასუხის დედა, მ-----------ე, რასაც არ უარყოფს არც მოსარჩელე;

არასრულწლოვანი დ-----------–---–-ა დადის საჯარო საბავშო ბაღში. მოსარჩელის მითითებით, მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია - ქრონიკული ბრონხიტი. საქმეში არ არის წარმოდგენილი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა ან მტკიცებულება იმისა, თუ რა სახის და ღირებულების მკურნალობა უტარდება ბავშვს საჭიროების შემთხვევაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3.2.6. მოსარჩელე თ-------------–---ს სს ,------------–--------ის“ წინაშე აქვს საკრედიტო დავალიანება, ასევე, მოპასუხეს საბანკო დაწესებულების წინაშე ერიცხება შესასრულებელი სასესხო ვალდებულებები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თ-------------–---მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი: ნ---------–---–-ა (დაბადებული 2-----–-–----------ს), მ-----------–---–-ა (დაბადებული 2----–-–----------------ს) და დ-----------–---–-ა (დაბადებული 2----–-–-------------ი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები თ-------------–---ი და მ--–----------–---–-ა იმყოფებდნენ ქორწინებაში და მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. მხარეთა განმარტებით, თ-------------–---სა და მ--–----------–---–-ას შორის 2018 წლის 9 დეკემბრის შემდეგ ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე თ-------------–---ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მოპასუხის დედის, მ-----------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ს---------------------------------------------------. მხარეთა განმარტებით დგინდება ისიც, რომ მოპასუხე მ--–----------–---–-ა ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ქ-------–-------ესთან და 2018 წლის დეკემბრის თვიდან ცხოვრობს მასთან ერთად ერთ ოჯახად. როგორც მოპასუხე მხარე განმარტავს, იგი ამჟამინდელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქირით და მათ, 2----–-–----------------ს შეეძინათ შვილი, მ-–--------–---–-ა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მოსარჩელე მხარეც.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-------------–---ი 2018 წლის ნოემბრის თვიდან დასაქმებულია ქ. თბილისის N-- საბავშვო ბაღში მზარეულის თანაშემწის პოზიციაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 01.01.2018 წლიან თ-------------–---ის მიერ 2019 წლის 05 თებერვლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის ნოემბრის თვეში - 480 ლარს და დეკემბრის თვეში - 960 ლარს.

 

სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობაც. მოპასუხის განმარტებით, იგი დასაქმებულია შპს ,--------–--------–-----–------–-- და ასევე, შპს ,---–-----------–-----–-------------––--. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხე მ--–----------–---–-ას მიერ 01.01.2018 წლიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 400 ლარს, თებერვლის თვეში - 1192.12 ლარს და 175 ლარს, მარტის თვეში - 2305.8 ლარს და 150 ლარს, აპრილის თვეში - 1187.25 ლარს და 275 ლარს, მარტის თვეში - 1019.5 ლარს და 87.5 ლარს, ივნისის თვეში - 1338 ლარს და 237.5 ლარს, ივლისის თვეში - 1016.32 ლარს და 275 ლარს, აგვისტოს თვეში - 1206.3 ლარს, სექტემბრის თვეში - 1080.75 ლარს, 187.5 ლარს და 637 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1071.5 ლარს, 125 ლარს და 700.7 ლარს, ნოემბრის თვეში - 963.75 ლარს, 437.5 ლარს და 831.04 ლარს, დეკემბრის თვეში -1791.5 ლარს, 187.5 ლარს და 215 ლარს.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე მ--–----------–---–-ა დასაქმებულია როგორც ექიმი-ქირურგი და ამასთან, მას აქვს დამატებითი შემოსავალი ავტომანქანის გაქირავების შედეგად, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეს არ ერთვის.

 

პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი ნ---------–---–-ა და მ-----------–---–-ა სწავლობენ საჯარო სკოლაში და ამასთან, დამატებით ემზადებიან კერძო პედაგოგთან. სასკოლო საგნებში დამატებით მომზადების საფასური თითოეული არასრულწლოვანისათვის შეადგენს 200 ლარს, თუმცა მოსარჩელე მხარეს ამ ხარჯის გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოპასუხე მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვანი ბავშვები დამატებით ემზადებიან კერძო პედაგოგებთან. უფრო მეტიც, მოპასუხის მითითებით, ინგლისურის პედაგოგთან ბავშვების მომზადების ხარჯს ყოველთვიურად იღებს მოპასუხის დედა, მ-----------ე. არასრულწლოვანი დ-----------–---–-ა დადის საჯარო საბავშვო ბაღში. მოსარჩელის მითითებით, მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, კერძოდ, მისი დიაგნოზია - ქრონიკული ბრონხიტი. საქმეში არ არის წარმოდგენილი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა ან მტკიცებულება იმისა, თუ რა სახის და ღირებულების მკურნალობა უტარდება ბავშვს საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, მხოლოდ მხარის ზეპირი სახის მითითება, არასრულწლოვანი დ-----------–---–-ას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხის საჭიროების შესახებ, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოპასუხე მხარე თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში თითოეული არასრულწლოვანის სასარგებლოდ 150-150 (ას ორმოცდაათი-ას ორმოცდაათი) ლარი. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხე მხარის სტაბილური შემოსავლის ოდენობას და ასევე, მის კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი ბავშვის (მეორე ქორწინებიდან) ინტერესებსაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. მართალია, მოპასუხე მხარე მიუთითებს საბანკო დაწესებულების წინაშე არსებულ დავალიანებებზე, თუმცა შესასრულებელ სასესხო ვალდებულებებს უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს არასრულწლოვანის საალიმენტო მოვალეობებთან შედარებით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება კი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირებისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს თითოეული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200-200 (ორას-ორასი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ-------------–---ის მოთხოვნა - მ--–----------–---–-ასათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხე მ--–----------–---–-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ-------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მ--–----------–---–-ას (პირადი N-----------) დაეკისროს, არასრულწლოვანი შვილის, ნ---------–---–-ას (დაბადებული: 2----–-–----------ს, პირადი N----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

1.2. მოპასუხე მ--–----------–---–-ას (პირადი N-----------) დაეკისროს, არასრულწლოვანი შვილის, დ-----------–---–-ას (დაბადებული: 2----–-–-------------ს, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

1.3. მოპასუხე მ--–----------–---–-ას (პირადი N-----------) დაეკისროს, არასრულწლოვანი შვილის, მ-----------–---–-ას (დაბადებული: 2----–-–----------------ს, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 იანვრიდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

2. მოპასუხე მ--–----------–---–-ას (პირადი N-----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა