გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210016001660411
კატეგორია
დავის ტიპი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და ცილისწამების თოაბაზე
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/39856-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 თებერვალი 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა

სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი

მოსარჩელე: ი----- გ--------ე

წარმომადგენლები: გა---------–---–ი, ვა--------------ე

მოპასუხეები: 1. ლ-–----------–ი

2. ა(ა)იპ ჟუ-----–---------------–-----------------------------–--------------–--------–------–---------–-----ვა

 

წარმომადგენელი: მა--------------–---–ი

 

დავის საგანი: პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ლ-–----------–ს და ა(ა)იპ - ჟუ-----–---------------–-----------------------------–--------------–--------–------–---------–-----ვას დაევალოთ მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან: 1. "ინ---------–---–-----------------------–----------------------------------–-------ზე"; 2. „ი----- გ--------ეს ბრალი ედებოდა 1----–-–---------------ს სა---------–------–--------–--------------ზე. ედ--------–-----------ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება, სასამართლომ განაჩენი 19-- წლის აპრილში გამოიტანა, მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა"-დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

1.2. 2016 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 23 ივლისს ჟურნალისტმა ლ-–----------–მა საინფორმაციო პორტალის "DE----------------------H"-ის მეშვეობით, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს ა(ა)იპ „ჟუ-----–---------------–-----------------------------–--------------–--------–------–---------–-----ვა" - გამოაქვეყნა სტატია ი----- გ--------ის შესახებ. აღნიშნული სტატია ინგლისურ ენაზე დასათაურებულია შემდეგი ტექსტით: „ინ---------–---–-----------------------–----------------------------------–-------ზე", ხოლო იგივე სტატია ქართულ ენაზე დასათაურებული იყო შემდეგნაირად: „ი----- გ--------ე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს". მოსარჩელის მითითებით, სტატიის სათაური ინგლისურ ენაზე არის პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახველი.

 

1.3. ამავე სტატიით მოპასუხეთა მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ გამოცემაში, კერძოდ „ი----- გ--------ეს ბრალი ედებოდა 1----–-–---------------ს სა---------–------–--------–--------------ზე, ედ--------–-----------ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება, სასამართლომ განაჩენი 19-- წლის აპრილში გამოიტანა, მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა". მოპასუხის განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტის შემცველია, ვინაიდან ი----- გ--------ის მიმართ არ არსებობს არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

 

1.4. სარჩელის თანახმად, სადავო განცხადება ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს და ღირსებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა პირდაპირ კავშირშია პიროვნების პატივისა და ღირსების ხელყოფასთან, რასაც თან ახლავს მოპასუხის დადასტურებული ფორმით გადმოცემული განცხადება ი----- გ--------ის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით 17 წლით თავისუფლების აღკვეთის და საქართველოს ნომერ პირველ მტრად გამოცხადების შესახებ.

 

1.5. "DE----------------------H" მთავარ რედაქტორს და ჟურნალისტს, ლ-–----------–ს 2016 წლის 18 ნოემბერს და განმეორებით 29 ნოემბერს საფოსტო გზავნილის მეშვეობით აცნობეს მის მიერ 2016 წლის 23 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის რეალობასთან შეუსაბამობის შესახებ და სთხოვეს შეურაცმყოფელი ინფორმაციის უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალებით, რითაც გავრცელდა ცილისმწამებლური ინფორმაცია, ასევე აცნობეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გზით განახორციელებდნენ დარღვეული უფლების დაცვას. საფოსტო გზავნილი მხარეს ჩაბარდა 2016 წლის 01 დეკემბერს და სამწუხაროა, რომ მოპასუხეს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია წერილით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე.

 

1.6. საინფორმაციო პორტალზე, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს „ჟუ-----–---------------–-----------------------------–--------------–--------–------–---------–------ა" დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენის დროისათვის კვლავ გამოქვეყნებულია სადავო სტატია და ორივე მოპასუხე მხარე განზრახ ახდენს საზოგადოებისათვის მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა(ა)იპ „ჟუ-----–---------------–-------------------------------–--------------–--------–------–---------–------ა“ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნობ სარჩელს. შესაგებლის თანახმად, საინფორმაციო პორტალის "DE---------------------H" მეშვეობით (--------------- გამოქვეყნდა სტატია ი----- გ--------ის შესახებ. თუმცა, მოპასუხე არ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებას იმ ნაწილში, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენს მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველს. აგრეთვე, მიაჩნიათ, რომ აღნიშნული სტატიის თაობაზე ცნობილი იყო უფრო ადრე,ვიდრე სარჩელშია მითითებული.

 

2.2. სარჩელით სადავო განცხადებასთან დაკავშირებით - „ი----- გ--------ეს ბრალი ედება 1----–-–---------------ს სა---------–------–--------–--------------ზე შე----------ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება“ - მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2016 წლის 21 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა ნასამართლობის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ ი----- გ--------ე არ არის ნასამართლევი. ამ ცნობაში საუბარია, რომ ი----- გ--------ე იძებნება კრიმინალური პოლიციის მიერ 19-- წლის 20 ოქტომბრიდან. ცნობა არ ადასტურებს, იმას, რომ არაზუსტია ჟურნალისტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ი----- გ--------ეს ბრალი ედება 1----–-–---------------ს ედ--------–----------ისათვის მოწყობილ თავდასხმაში.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ განცხადებას: „სასამართლომ განაჩენი 19-- წლის აპრილში გამოიტანა, მას (ი----- გ--------ეს) 17 წლით პატიმრობა მიესაჯა“ მართალია, 2016 წლის 21 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ი----- გ--------ე არ ყოფილა ნასამართლევი გამორიცხავს მის მიმართ 19-- წლის აპრილში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე საჯარო პირია, სწორედ მან უნდა დაადასტუროს, რომ სტატიის წერისას ფაქტის მცდარობა ჟურნალისტისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან ჟურნალისტმა გამოიჩინა აშკარა დაუდევრობა. ამ მიმართულებით მოსარჩელე მხარეს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამავდროულად, მოპასუხე მხარის მხრიდან წარმოდგენილია ვიდეო ჩანაწერი, სადაც ამ საქმის პროკურორი - გი--–-------–-–---–ი აცხადებს, რომ ი----- გ--------ის მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. აღნიშნულ განცხადებას გი--–-------–-–---–ი აკეთებს მინისტრის რანგში. აღნიშნული ჩანაწერი წინ უსწრებს სტატიას, შესაბამისად, მოპასუხისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ ფაქტი მცდარია და აგრეთვე არ ჰქონია ადგილი აშკარა და უხეშ დაუდევრობას.

 

2.3. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ჟურ---–---------------–------------------------------–--------------–--------–------–---------–------ა, არის საქართველოში დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლ-–----------–ი და იგი რეგისტრირებულია 20-- წლის 19 აგვისტოდან. ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს საინფორმაციო სააგენტოს შექმნა და სააგენტოს მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება-გავრცელება, მედიის საშუალებების (ბეჭდური, ელექტრონული) დაფუძნება და ფუნქციონირება, საქართველოში ჟურნალისტის პროფესიის განვითარებისთვის ხელშეწყობა, საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებისთვის ხელშეწყობა.

 

საინფორმაციო პორტალი "DE---------------------H" (w--------------- წარმოადგენს ა(ა)იპ ჟურ---–---------------–------------------------------–--------------–--------–------–---------–------ის დაფუძნებულ საინფორმაციო საშუალებას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მის მესაკუთრეს.

 

ოფიციალური საინფორმაციო პორტალის "DE---------------------H" მეშვეობით (w--------------- გამოქვეყნდა სტატია ი----- გ--------ის შესახებ. ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ: ""დე-----------------------------ჩ" (DE---------------------H) არის დემოკრატიისა და თავისუფლების საკითხებზე მომუშავე, დამოუკიდებელი ახალი ამბების სააგენტო საქართველოში. მის სტატიებს აქვეყნებს საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟუ-----–----------------–--თვის", "ღ-------------------ა" და "ფრ-------------------------ის" მხარდაჭერით.

 

საიტი გაშვებულია 2011 წლიდან.

 

სააგენტოს მთავარი რედაქტორია ლ-–----------–ი. იგი 2014 წლიდან 2016 წლამდე იყო აღ-------–------------------------------–---------------------------------------------–--------------–----–----------ის თავმჯდომარე.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ გარდა დემოკრატიის განვითარების საკითხებზე ახალი ამბების გავრცელებისა, ვებ-გვერდის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა დისკუსიების გამართვა აკადემიური, პოლიტიკური და სხვა წრეების წარმომადგენლებთან, რითაც ქმნის სხვადასხვა იდეებისა და შეხედულებების ურთიერთგაცვლის სივრცეს.

 

2.4. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის თარიღი სარჩელის მიხედვით 2016 წლის 27 დეკემბერია. ამ გარემოებით დასტურდება, რომ სავარაუდო ცილისწამების თაობაზე სარჩელი წარდგენილი იქნა სტატიის გამოქვეყნებიდან 155 დღის გასვლის შემდეგ. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.“ მოსარჩელე განცხადებას უნდა გასცნობოდა 2016 წლის 23 ივლისს. ამ დროიდან იწყება ასდღიანი ვადის ათვლა. ამ გარემოების გათვალისწინებით, 2016 წლის 27 დეკემბერს წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

 

2.5. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა და წარმოადგინოს მისი დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რის არარსებობის შემთხვევაშიც, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, df--------t-ის ინგლისურენოვან ვერსიაში განცხადება, რომლითაც ი----- გ--------ე მოხსენიებულია ქართული საზოგადოების ნომერ პირველ მტრად, უნდა დაკვალიფიცირდეს აზრად და არა ფაქტად. ეს განცხადება წარმოადგენს df--------t-ის რედაქციის დამოკიდებულებას ი----- გ--------ის პიროვნების მიმართ. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება სწორედ ფრაზით: „ქართული საზოგადოების მტერი“ გამოხატა. ეს ფრაზა არ შეიცავს რაიმე დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. „სიტყვისა და გამონატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, აბსოლუტური პრივილეგია ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლებას. ვინაიდან ი----- გ--------ესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება „ქართული საზოგადოების ნომერ პირველი მტერი“ არის აზრი, ამ განცხადების გაკეთებისათვის მოპასუხე მხარე სრულად უნდა გათავისუფლდეს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობისაგან.

 

2.6. მოპასუხის მითითებით, დავის მიზნებისათვის ი----- გ--------ე საჯარო პირია. სტატია ეხება 19-- წლის მოვლენას, როცა ი----- გ--------ეს ეკავა საქართველოს უშ-–------------------ის თანამდებობა. ამას გარდა, 19-- წელს ედ--------–-----------ზე მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა, რასაც ასევე ეხება სტატია, ი----- გ--------ე მოაქცია განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში. ეს ყურადღება, სტატიის წერის მომენტში განპირობებული იყო ინტერპოლის ქმედებითაც, რომელმაც შეწყვიტა ძებნა ყოფილ უშ-–------------------ზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით ი----- გ--------ე საჯარო პირია.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განმცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტი არსებითად მცდარია. მოსარჩელე სადავოდ ხდის ფრაზას იმის თაობაზე ინტერპოლმა შეწყვიტა ძებნა ქართული საზოგადოების ნომერ პირველ მტერზე. „ქართული საზოგადოების ნომერ პირველ მტერისგან“ განსხვავებით, განცხადება „ინტერპოლმა შეწყვიტა ძებნა“ არის ფაქტი, რომლის სიზუსტესაც პუბლიკაციაში თავად მოსარჩელე და მისი ადვოკატიც ადასტურებს. ეს ფაქტი სინამდვილე რომც არ იყოს, აღნიშნული განცხადება არ არის სახელის გამტეხი („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად ცილისწამებად მიიჩნევა არა მხოლოდ არაზუსტი, არამედ იმავდროულად სახელგამტეხი ინფორმაციაც).

 

2.7. იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოპასუხე ლ-–----------–ი მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში. ამასთან, დამატებით აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ჟურ---–---------------–------------------------------–--------------–--------–------–---------–------ა, არის საქართველოში დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლ-–----------–ი და იგი რეგისტრირებულია 20-- წლის 19 აგვისტოდან. ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს საინფორმაციო სააგენტოს შექმნა და სააგენტოს მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება-გავრცელება, მედიის საშუალებების (ბეჭდური, ელექტრონული) დაფუძნება და ფუნქციონირება, საქართველოში ჟურნალისტის პროფესიის განვითარებისთვის ხელშეწყობა, საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებისთვის ხელშეწყობა.

 

საინფორმაციო პორტალი "DE---------------------H" (w--------------- წარმოადგენს ა(ა)იპ ჟურ---–---------------–------------------------------–--------------–--------–------–---------–------ის დაფუძნებულ საინფორმაციო საშუალებას და, წარმოადგენს მის მესაკუთრეს.

 

ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ""დე------------------------------" (DE---------------------H) არის დემოკრატიისა და თავისუფლების საკითხებზე მომუშავე, დამოუკიდებელი ახალი ამბების სააგენტო საქართველოში. მის სტატიებს აქვეყნებს საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟუ-----–----------------–--თვის", "ღ-------------------ა" და "ფრ-------------------------ის" მხარდაჭერით.

 

საიტი გაშვებულია 2011 წლიდან. სააგენტოს მთავარი რედაქტორია ლ-–----------–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 65);

- დაფუძნების შესახებ ოქმი (ს.ფ.67-75);

 

3.1.2. 19-- წელს მოსარჩელე ი----- გ--------ე იყო საქართველოს უშ-–------------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2016 წლის 23 ივლისს, საინფორმაციო პორტალის "DE----------------------H"-ის მეშვეობით, გამოაქვეყნდა სტატია, რომელიც ინგლისურ ენაზე დასათაურებულია შემდეგი ტექსტით: ,,ინ---------–---–-----------------------–----------------------------------–-------ზე"; სტატიაში აღნიშნულია, რომ „ი----- გ--------ეს ბრალი ედებოდა 1----–-–---------------ს სა---------–------–--------–--------------ზე, ედ--------–-----------ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება, სასამართლომ განაჩენი 19-- წლის აპრილში გამოიტანა, მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა".

 

იგივე სტატია ქართულ ენაზე დასათაურებული იყო შემდეგნაირად: „ი----- გ--------ე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ინტერნეტგვერდებიდან ამონაბეჭდები (ს.ფ.18-26, 113-121).

 

3.1.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 21.12.2016 წლის N------------------ ნასამართლობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით მოქალაქე ი----- პა-----–------ის ძე გ--------ე არ არის ნასამართლევი. 20.10.19-- წლიდან იძებნება კრიმინალური პოლიციის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 21.12.2016 წლის N------------------ ნასამართლობის ცნობა (ს.ფ.27).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია სარჩელის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული ვადა და იგი ხანდაზმულია.

 

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს კანონი ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” 19-ე მუხლის მიხედვით ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.

 

წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ საინფორმაციო პორტალის "DE----------------------H"-ის მეშვეობით სადავო განცხადებები გავრცელებული იქნა 2016 წლის 23 ივლისს, ხოლო წინამდებარე სარჩელი გავრცელებული ცილისწამებლური ცნობების თაობაზე, აღძრულია 155 დღის შემდგომ, 2016 წლის 27 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, საფუძვლიანია.

 

ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოება, რომ სარჩელის წარდგენამდე, 2018 წლის ნოემბერს მიმართეს მოპასუხეს გავრცელებული ცნობების რეალობასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია სარჩელის შეტანა სასამართლოში ან მოთხოვნის არსებობის შესახებ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ის ფაქტი, რომ ვებ გვერდის საძიებო ველის საშუალებით ამჟამადაც შეიძლება გავრცელებული სტატიის მოძიება, არ ცვლის კანონით დადგენილი სარჩელის წარდგენის ვადას. ცნობები, რომელიც გავრცელდა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი, სამაუწყებლო ან ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, ინტერნეტით, როგორც წესი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახება (ამ შემთხვევებში, ასევე არსებობს ინფორმაციის არქივში დაცვისა და მოძიების შემთხვევაში, ხელახლა გაცნობის შესაძლებლობა), განსხვავებით იმ განცხადებისა, რომელიც პირმა მესამე პირებთან უშუალო კომუნიკაციისას გააჟღერა და, რომლის ტექნიკური საშუალებით ჩაწერა, ასახვა არ განხორციელებულა. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონი კი ინფორმაციის გავრცელების საშუალების მიუხედავად, მისი სასარჩელო წესით შედავების 100 დღიან ვადას ითვალისწინებს და მას უკავშირებს პირისათვის გაცნობის მომენტს, ან იმ მომენტს, როდესაც მას ჰქონდა განცხადების გაცნობის შესაძლებლობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი

საქართველოს კანონი ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10 , § 62, 16 February 2016).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებას. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტით აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია (მე-2 პუნქტი). მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება (მე-3 პუნქტი).

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივიუსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად (17.5 -ე მუხლი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა].

 

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების გამო სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი იძლევა დასკვნის შესაძლებლობას მასზედ, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და მოიცავს დათქმას სპეციალურ კანონზე [ძალაშია 2004 წლის 16 ივლისიდან] - „სიტყვისა და გამოხატვისთავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (შემდეგში: სპეციალური კანონი). შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე, უნდა იხელმძღვანელოს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალური კანონით, რომელიც წარმოადგენს პატივისა და ღირსების სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმას და საბოლოოდ, ქმნის საკითხის სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტის წინაპირობას.

 

დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ა) განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; მედია – მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი.

 

უდავოა, რომ 2016 წლის 23 ივლისს, საინფორმაციო პორტალის "DE----------------------H"-ის მეშვეობით, გამოაქვეყნდა სტატია, რომელიც ინგლისურ ენაზე დასათაურებულია შემდეგი ტექსტით: ,,ინ---------–---–-----------------------–----------------------------------–-------ზე"; სტატიაში აღნიშნულია, რომ „ი----- გ--------ეს ბრალი ედებოდა 1----–-–---------------ს სა---------–------–--------–--------------ზე, ედ--------–-----------ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება, სასამართლომ განაჩენი 19-- წლის აპრილში გამოიტანა, მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა".

 

იგივე სტატია ქართულ ენაზე დასათაურებული იყო შემდეგნაირად: „ი----- გ--------ე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს".

 

სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე. ხოლო, მე-5 პუნქტით, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავისას არასათანადო მოპასუხეა პირი, რომელიც არ არის განცხადების ავტორი ან რედაქტორი, ან პირი, რომელმაც ტექნიკურად უზრუნველყო განცხადების გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის აშკარად და პირდაპირ უჭერს მხარს განცხადებას.

 

უდავოა, რომ საინფორმაციო პორტალი "DE---------------------H" (w--------------- წარმოადგენს ა(ა)იპ ჟურ---–---------------–------------------------------–--------------–--------–------–---------–------ის დაფუძნებულ საინფორმაციო საშუალებას და სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს მის მესაკუთრეს. სააგენტოს მთავარი რედაქტორია ლ-–----------–ი.

 

სადავო განცხადების გავრცელების მომენტში მოქმედი რედაქციით კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით საჯარო პირი განმარტებულია, როგორც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

 

უდავოა, რომ მოსარჩელე ი----- გ--------ე 1996 წელს იკავებდა საქართველოს უშ-–------------------ის თანამდებობას. გავრცელებული სტატია ეხება 1996 წელს მომხდარ მოვლენებს, ამასთან მისი გამოქვეყნება განხორციელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ინტერპოლის მიერ მოსარჩელის ძებნის შეწყვეტის თაობაზე, რა მოვლენების შესახებაც მიმართული იყო საზოგადოებრივი ყურადღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონით გათვალისწინებულ საჯარო პირს.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლი, განასხვავებს საჯარო პირის ცილისწამების პასუხისმგებლობის დადგენილ სტანდარტს კერძო პირის ცილისწამებისაგან, კერძოდ: პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს საჯარო პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება;. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობის (მცდარობის) დამტკიცების მოსარჩელის ვალდებულებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშვება, როდესაც მოპასუხის მიერ გაჟღერებულია მისთვის ზიანის მიმყენებელი, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადებების საჯაროდ გავრცელების ფაქტი მხარეთა მიერ სადავო არ არის.

 

კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

 

შესაბამისად, ცილისწამებისათვის პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მის მიერ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება, რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს სწორედ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

 

დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათავლისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად, დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.

 

ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria, 1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w).

 

ამდენად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს წარმოადგენს განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.

 

შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეაფასოს გავრცელებული სარჩელით სადავო განცხადებები, ამასთან მისი შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მთლიანად გამონათქვამების კონტექსტი. რაც მთავარია, მათი შეფასებისა და ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის შემდეგ განცხადებებს:

 

1) სტატიის ინგლისურენოვან სათაურს: ,,ინ---------–---–-----------------------–----------------------------------–-------ზე";

 

2) უშუალოდ სტატიაში გადმოცემულ წინადადებას: „ი----- გ--------ეს ბრალი ედებოდა 1----–-–---------------ს სა---------–------–--------–--------------ზე, ედ--------–-----------ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება, სასამართლომ განაჩენი 19-- წლის აპრილში გამოიტანა, მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა".

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის სტანდარტით შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წინადადება - ,,ინ---------–---–-----------------------–----------------------------------–-------ზე" - შეიცავს ინტერპოლის მიერ ძებნის შეჩერების თაობაზე ფაქტობრივ მოცემულობას, რომლის რელაურობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ხოლო სიტყვები „ნომერ პირველი მტერი“ წარმოადგენს სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებულ აზრის გადმოცემას, ვიდრე ობიექტურ მოცემულობას - გამომხატველის სუბიეტურ წარმოდგენას და შეფასებას. შესაბამისად, გამოხატვის ფორმის მიუხედავად, აღნიშნულ წინადადებას არ გააჩნია ცილისწამების მაკვალიფიცირებელი აუცილებელი ელემენტი - არ წარმოადგენს მოსარჩელის შესახებ მტკიცებითი ფორმით მცდარი ფაქტის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას, რომელთა სინამდვილესთან შესაბამისობის ან მცდარობის დადასტურება/უარყოფაც შესაძლებელი იქნებოდა. აზრის გამოხატვა კი, მიუხედავად მისი სუბიექტურობისა, მცდარობისა, საფუძვლიანობისა თუ უსაფუძვლობისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ჩარევისაგან.

 

რაც შეეხება სარჩელით სადავო მეორე წინადადებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი წარმოადგენს ტერორისტული თავდასხმის ორგანიზების შესახებ ბრალდებისა და მოსარჩელის მიმართ 17 წლით პატიმრობის სახით განაჩენის გამოტანის შესახებ ფაქტების შემცველ ინფორმაციას.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 21.12.2016 წლის N------------------ ნასამართლობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ ი----- გ--------ე არ არის ნასამართლევი. 20.10.19-- წლიდან იძებნება კრიმინალური პოლიციის მიერ. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენით მოსარჩელემ დაამტკიცა მის მიმართ 17 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით განაჩენის არსებობის ფაქტის მცდარობა.

 

როგორც აღინიშნა, მოსარჩელე წარმოადგენს „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საჯარო პირს.

 

როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

როგორც აღინიშნა, აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით, ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში (მათ შორის, სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად), ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული მიზნის მისაღწევად.

 

შეფასება „აუცილებელ დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოიცავს როგორც უფლებაში ჩარევის აუცილებლობას, ისე ჩარევის თანაზომიერების შეფასებას.

 

გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებელობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01 , § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08 , § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10 , § 124, 23 April 2015).

 

იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე იყო საჯარო პირი. საჯარო პირის მიმართ, კერძო პირთან შედარებით კრიტიკის მიმართ თმენის ფარგლები უფრო ფართოა. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიც საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში განსხვავებულ სტანდარტს ადგენს. კერძოდ, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულოა კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) გავრცელებული უნდა იყოს მოსარჩელის შესახებ ფაქტის შემცველი ინფორმაცია, 2) გავრცელებული ფაქტები არსებითად მცდარი უნდა იყოს და არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს, 3) გავრცელებული ცნობები მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი უნდა იყოს და 4) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ან სახეზე უნდა იყოს მოპასუხის აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა ამ პირობის არსებობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ სპეციალური კანონის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

კანონი საჯარო პირისათვის, მისი საჯარო-სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დამატებით მოთხოვნას აწესებს და მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად, გარდა ზიანის მიმყენებელი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისა, ასახელებს ასევე მის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის ბრალეულად (განზრახ ან აშკარა ან უხეში გაუფრთხილებლობით) გავრცელებას, ანუ საჯარო პირის შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებით უნდა ამტკიცოს ასევე ფაქტი იმის შესახებ, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ცნობები, რომელსაც იგი აჟღერებდა, მცდარი იყო.

 

მოსარჩელე, წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერზე (ს.ფ.179, 214) მითითებით, განმარტავს, რომ მის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე გავრცელდა საქმის ყოფილი პროკურორის განცხადება, სადაც იგი აცხადებს, რომ ი----- გ--------ის მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. ასვვე აგასათვალისწინებელია განმარტება, რომ შესაბამისი უწყებებიდან განაჩენის არსებობისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ გავრცელებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მან აშკარა და უხეში დაუდევრობა გამოიჩინა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მიხედვით ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.

ხანდაზმულობის საკითხი არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით (სსკ-ის 129-ე მუხლი). ამ შემთხვევაში, სპეციალური კანონით დიფამაციური სარჩელის წარდგენის ვადა შეადგენს 100 დღეს იმ მომენტიდან, როდესაც პირი გაეცნო, ან შეეძლო, რომ გასცნობოდა სადავო განცხადებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც ეხება ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის წარდგენა განხორციელდა სადავო სტატიის გამოქვეყნებიდან 100 დღის გასვლის შემდგომ, მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად, ასევე ხანდაზმულიც იყო. (#ას-431-403-2010)

 

როგორც დადგენილია, საინფორმაციო პორტალის "DE----------------------H"-ის მეშვეობით სადავო განცხადებები გავრცელებული იქნა 2016 წლის 23 ივლისს, ხოლო წინამდებარე სარჩელი გავრცელებული ცილისწამებლური ცნობების თაობაზე, აღძრულია 155 დღის შემდგომ, 2016 წლის 27 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, სახეზე არ არის ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის ხანდაზმულობა წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელ და საკმარის საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო არ მსჯელობს მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე და იგი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. ი----- გ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა