განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1-----
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ნ-------------ე
ბრალდებული - ზ---- ს-----–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, თბილისში, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ო---–--–--------------, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–---------------ს, დაახლოებით 2---------ზე, თბილისში, ი-–--------–--–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ზ---- ს-----–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის- დ---- ნ---–--ის მიმართ, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმები და ხის ჯოხი დაარტყა მარცხენა ფეხის არეში, რამაც დ---- ნ---–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.2. ამავდროულად, ზ---- ს-----–---–ი დაემუქრა დ---- ნ---–--ეს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდებულმა ზ---- ს-----–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მხარეთა მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.2.1. ზ---- ს-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით - მოწმეების: დ---- ნ---–--ის და კ-----–ა ნ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, ზ---- ს-----–---–ის დაკავებისა ოქმით, 2----–-–-----------ის შემაკავებელი ორდერით, დ---- ნ---–--ის სამედიცინო შემოწმების ბარათით და ექპერტიზის N0-------- დასკვნით.
2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3.1. ზ---- ს-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით - მოწმეების: დ---- ნ---–--ის, კ-----–ა ნ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, ზ---- ს-----–---–ის დაკავებისა ოქმით, 2----–-–-----------ის შემაკავებელი ორდერით, დ---- ნ---–--ის სამედიცინო შემოწმების ბართით და ექპერტიზის N0-------- დასკვნით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ზ---- ს-----–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.
4.4. საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია მოცემული დანაშაულის სტრუქტურულ აღწერილობასთან, რადგან მან ეტაპობრივად განახორციელა ყველა ის ქმედება, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას.
4.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. შესაბამისად, დანაშაულიც ამ მომენტიდან ითვლება დამთავრებულად.
4.6. საქმეში დაზარალებულად ცნობილი დ---- ნ---–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2----–-–---------------ს, ზ---- ს-----–---–ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან აღქმულ იქნა რეალურად. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა მუქარის შემდეგ დედას, კ-----–ა ნ---–--ეს სთხოვა, იმწუთიერად, დახმარებისთვის დაერეკა 112-ზე (იხ. დ. ნ---–--ის გამოკითხვის ოქმი, ს.ფ 3-5).
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ---- ს-----–---–მა მუქარა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დ---- ნ---–--ის მიმართ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ითვლება ოჯახის წევრად.
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ---- ს-----–---–მა ჩაიდინა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ზ---- ს-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კუთხით, ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას.
6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზ---- ს-----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, თითოეული დანაშაულისთვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით.
6.4. ამდენად, სასამართლოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ზ---- ს-----–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების რეალურ განხორციელებას.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყდეს ნივთიერი მტკიცებულების ბედი, კერძოდ:
· საქართველოს შ-------------------------–------------------------–--დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის N0----------- , შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით. ;
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ---- ს-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. ზ---- ს-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-1 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---- ს-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. ზ---- ს-----–---– სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 დეკემბრიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
· 1 (ერთი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე