განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2019
საქმის ნომერი
330100118002750501
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----18

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-------–---–---ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: მ--–---- ო------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ-–------------------------------ი, სოფელ ი------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჯ------------ში.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2----–-–-------------ის ეპიზოდი).

 

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2----–-–-------------ის ეპიზოდი)

 

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2----–-–-------------ის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–-–--------------ს, დაახლოებით 2----------ზე, ქ. თბილისში, ჯ---------------ში ყოფნისას ნ---- ხ--–-----ს მისმა მეუღლემ მ--–---- ო------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოიხსენია უშვერი სიტყვებით და მარჯვენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, მარცხენა მხარეს, რა დროსაც ნ---- ხ--–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მ--–---- ო------–---–ის ქმედებით ნ---- ხ--–-----ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

1.2. 2----–-–--------------ს, დაახლოებით 1----------ზე, ქ.თბილისში, ჯ---------------ში ყოფნისას ნ---- ხ--–-----ს მისმა მეუღლემ მ--–---- ო------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გალანძღა, მოიხსენია უშვერი სიტყვებით და ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ნ---- ხ--–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მ--–---- ო------–---–ის ქმედებით ნ---- ხ--–-----ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

1.3. 2----–-–--------------ს, დაახლოებით 1----------ზე, ქ. თბილისში, ჯ---------------ში ყოფნისას ნ---- ხ--–-----ს მისი მეუღლე მ--–---- ო------–---–ი დაემუქრა ყელის გამოჭრით და მოკვლით, რაც ნ---- ხ--–-----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მ--–---- ო------–---–ის ქმედებით ნ---- ხ--–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

2.4. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ---- ხ--–-----მა განმარტა, რომ მ--–---- ო------–---–ი არის მისი მეუღლე. ისინი სამი წელია, რაც ერთად ცხოვრობენ თბილისში, ჯ------------ში. 2----–-–--------------ს, დაახლოებით 2----------ზე, მეუღლესთან ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდა კამათი, რა დროსაც მ--–----მა დაუწყო გინება და ემუქრებოდა, თუ მის ღალატს თავს არ დაანებებდა, ყელს გამოჭრიდა, რაზეც იგი შეშინდა. მ--–----ი იქცეოდა აგრესიულად და სახეში, მარცხენა მხარეს, რამდენჯერმე დაარტყა, როგორც მუშტი, ასევე გაშლილი მარჯვენა ხელი. დარტყმის შედეგად მან განიცადა ტკივილი. მოგვიანებით მას დის მეუღლე - დ----- დ-------–ი ესტუმრა, რომელმაც ნახა, როგორ ტიროდა იგი. მან სიძეს ყველაფერი უამბო. დ-----მა აიძულა მ--–---- ო------–---–ი სახლიდან წასულყო. 2----–-–--------------ს, დილით, მ--–----ი დაბრუნდა შინ და ისევ ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა მას შეურაცხყოფა, აგინა და სახლიდან წავიდა. იგი აპირებდა მცირეწლოვანი შვილის საბავშვო ბაღში წაყვანას, თუმცა შენიშნა, რომ თვალთან ჰქონდა დაზიანებები (შეწითლებები), რის გამოც სახლიდან გასვლა გადაიფიქრა. დაახლოებით 1----------ზე, მ--–----ი დაბრუნდა სახლში, უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა-გინება, ემუქრებოდა, თუ მის ღალატს თავს არ დაანებებდა, ყელს გამოჭრიდა და ისევ სახეში დაარტყა რამდენჯერმე, როგორც მუშტი, ასევე გაშლილი ხელი. მან განიცადა ძლიერი ტკივილი. იგი მიხვდა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა, გაიქცა სახლიდან და მიმართა პოლიციას.

 

2.5. ბრალდებულმა მ--–---- ო------–---–მა განმარტა, რომ ნ---- ხ--–-----ი არის მისი მეუღლე. 2----–-–--------------ს, დაახლოებით 2----------ზე, მან იეჭვიანა მეზობელზე, რომელიც მათ სტუმრობდა, მოუვიდა შელაპარაკება მეუღლესთან და ხელი გაარტყა სახეში მარცხენა მხარეს. 2----–-–---------------ს, დაახლოებით 1----------ზე, ისევ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახეში დაარტყა ხელი. ამავე დროს დაემუქრა, ღალატის შემთხვევაში, არ აცოცხლებდა. იგი გულწრფელად ნანობს მის საქციელს.

 

2.6. სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

2.7. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, რაც ადასტურებს მ--–---- ო------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენას, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: ბრალდებულის დაკავების ოქმი (08.11.2018), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (09.11.2018), N------ შემაკავებელი ორდერი (12.11.2018), ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნა (14.12.2018), მოწმეების - ი-–-------------–---–ის, დ----- დ-------–ის გამოკითხვის ოქმები.

 

2.8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები (მათ შორის სასამართლოში დაკითხული მოწმეები), მტკიცებულებები, რითაც ძირითადად დასტურდებოდა საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების კანონიერება, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

2.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა, საქმეში არსებულ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების რელევანტური მტკიცებულებები მათი უტყუარობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1-1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ--–---- ო------–---–ი და ნ---- ხ--–-----ი იყვნენ მეუღლეები.

 

4.4. 2----–-–-------------ის დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით, საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (09.11.2018), მოწმეების - ნ---- ხ--–-----ის, დ----- დ-------–ის, ი-–-------------–---–ის და თავად მ--–---- ო------–---–ის (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) ჩვენებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2----–-–--------------ს, მ--–---- ო------–---–მა მის მეუღლეს ნ---- ხ--–-----ს, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარჯვენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, მარცხენა მხარეს. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით (14.12.2018) უტყუარად არის დადასტურებული, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე და ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ სისხლნაჟღენთების სახით (რაც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მიუშლელად), რომლის შედეგად ნ---- ხ--–-----ი ცალსახად განიცდიდა ტკივილს, რაც თავადაც დაადასტურა დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- ო------–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

4.5. 2----–-–-------------ის დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით, საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (09.11.2018), N------ შემაკავებელი ორდერით (12.11.2018), მოწმე - ნ---- ხ--–-----ის და თავად მ--–---- ო------–---–ის (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) ჩვენებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2----–-–--------------ს, მ--–---- ო------–---–მა მის მეუღლეს ნ---- ხ--–-----ს, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე დაარტყა სახეში ხელი. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით (14.12.2018) უტყუარად არის დადასტურებული, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე და ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ სისხლნაჟღენთების სახით (რაც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად), რომლის შედეგად ნ---- ხ--–-----ი ცალსახად განიცდიდა ტკივილს, რაც თავადაც დაადასტურა დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- ო------–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

4.6. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის - მეუღლე.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (09.11.2018), N------ შემაკავებელი ორდერით (12.11.2018), მოწმეების - ნ---- ხ--–-----ის, დ----- დ-------–ის და თავად მ--–---- ო------–---–ის (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) ჩვენებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2----–-–--------------ს, მ--–---- ო------–---–ი ნ---- ხ--–-----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა, რამაც ნ---- ხ--–-----ს გაუჩინა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში, მან შეძლებისთანავე სწრაფად დატოვა სახლი და მიმართა პოლიციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- ო------–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - მუქარის (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

4.9. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე, უტყუარად დადასტურდა, რომ მ--–---- ო------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მ--–---- ო------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს მის გულწრფელ სინანულს ჩადენილი დანაშაულების გამო, ასევე დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც არ გააჩნია პრეტენზია ბრალდებულის მიმართ და ემხრობა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენებას, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

6.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2----–-–------------–ის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რ---------), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით.

 

6.5. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2----–-–-----------ს გადაწყვეტილება საქმეზე Opuz v. Turkey, N-----------).

 

6.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ზემოაღნიშნულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების პირობებში თვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს - ეჭვიანობას, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია არაერთი ძალადობრივი დანაშაული, ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ასევე ბრალდებულის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც გულწრფელად ნანობს ჩადენილ დანაშაულებს და დაზარალებულის პოზიციას, რომელიც ფაქტობრივად შეურიგდა ბრალდებულს და ითხოვა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება. რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენა (დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილება), ახალი დანაშაულის თავიდან აცილება (დანაშაულის პრევენცია) და მსჯავრდებულის რეაბილიტაცია შესაძლებელია მ--–---- ო------–---–ის მიმართ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით და უფრო მსუბუქი სასჯელი იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობდა სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელებას.

 

6.7. ამდენად, სასამართლოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მ--–---- ო------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორივე ეპიზოდისთვის) თავისუფლების აღკვეთა 6-6 თვის ვადით. ამასთან, ვინაიდან მ--–---- ო------–---–ი არის ნასამართლობის არმქონე, მას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტო მასალა 1 ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ--–---- ო------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–-------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–-------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–-------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–-------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–-------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–-------------ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. მ--–---- ო------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-------------იდან.

 

3. ნივთმტკიცება - საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტო მასალა 1 ელექტრონულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე