გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
080210018002595577
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2758-18

080210018002595577

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.03.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე, სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ა---------– ა---–------ი

მოპასუხე - შ------- ს----------ე-ა---–------ი

წარმომადგენელი - ლ---- ჭ--–--ე

მესამე პირი - სსიპ ი-------------–---–---------------------------------–------ი

(მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო-არასრულწლოვანთა წარმომადგენელი)

წარმომადგენელი - ნ----- ბ---------ე

დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე შ------- ს----------ე-ა---–------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნაწილობრივ, კერძოდ შვილების - მ------ ა---–------ისა და ნ---- ა---–------ის მიმართ სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლიდან გადაყვანის/მობილობის ნებართვის ნაწილში.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:

 

მოსარჩელე ა---------– ა---–------ს და მოპასუხე შ------- ს----------ე-ა---–------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ------ და ნ---- ა---–------ები. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 მაისის განჩინებით მხარეთა შორის არსებული დავა დასრულდა მორიგებით, რომლის საფუძველზეც ბავშვების საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილით.

 

დღეის მდგომარეობით, დედა შ------- ა---–------ი-ს----------ე არანაირ ყურადღებას არ იჩენს შვილების მიმართ. მას ხშირი კონფლიქტი აქვს შვილებთან. მოპასუხე დასაქმებულია იმ სკოლაში, სადაც ბავშვები სწავლობენ. მის მიერ ხდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ბავშვებზე ზეწოლის განხორციელება. იგი მუდმივად ამცირებს ბავშვებს თანატოლების წინაშე, ემუქრება მათ, ცდილობს ხელი შეუშალოს მათ განათლების მიღებაში და უარს ამბობს სახელმწიფოს მიერ ბავშვებისათვის ნაჩუქარი კომპიუტერების დაბრუნებაზე. ბავშვების სურვილია, რომ მათი გადაყვანა მოხდეს სხვა სკოლაში, რადგან მათთვის იქ სწავლა შეუძლებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიმართა სკოლის ადმინისტრაციას, მაგრამ უარი მიიღო, რადგან დედა ბოროტად იყენებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებას და უარს აცხადებს ბავშვების სკოლიდან გადაყვანაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, დედის მიერ თავისი უფლების ბოროტად გამოყენებას ეწირება ბავშვების უფლებები და ინტერესები, რის გამოც შვილების უფლებების დასაცავად იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ა---------– ა---–------მა დამატებით განმარტა, რომ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. მას უწევს შვილების დამატებით მომზადება სხვადასხვა საგნებში, რაც საკმაო ფინანსებთან არის დაკავშირებული. სკოლა, სადაც მას სურს ბავშვების გადაყვანა, მდებარეობს ქ.ქუთაისში ბ------ის ქუჩაზე. ეს არის საეკლესიო სკოლა, რომლის ხელმძღვანელიც მისი შვილის ნათლიაა. ამ სკოლაში სწავლების შემთხვევაში ბავშვები ჩაერთვებიან გახანგრძლივებულ ჯგუფში და შეძლებენ ყველა საგანში შეასრულონ დავალებები. სკოლაში ასევე მისი შვილები დაკავდებიან სპორტით. ბავშვებიც დიდ სურვილს გამოთქვამენ საეკლესიო სკოლაში გადასვლაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შ------- ს----------ე-ა---–------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ა---------– ა---–------ი სრულიად უკანონოდ უზღუდავს შვილებს დედასთან ურთიერთობას და ის ფსიქოლოგიურად ძალადობს მათზე. მოსარჩელე ბოროტად იყენებს იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი ადგილი ბავშვებს განსაზღვრული აქვთ მამასთან და უკანონოდ უზღუდავს მას ბავშვების ნახვისა და წაყვანის უფლებას. მას მისი შვილებისათვის არასოდეს შეუშლია ხელი მიეღოთ კარგი განათლება, პირიქით, ისინი სწავლობენ იმ სკოლაში, სადაც მოპასუხე მუშაობს და შესაბამისად ყურადღებას აქცევს მათ. მოსარჩელე გამუდმებით ცდილობს დაუძაბოს და გაუფუჭოს დედას შვილებთან ურთიერთობა. ის სასამართლოს განჩინებით დადგენილ პერიოდშიც კი არ აძლევს შვილებს საშუალებას დრო გაატარონ დედასთან.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დამატებით განმარტა, რომ მას მხოლოდ სკოლაში ეძლევა საშუალება ინახულოს თავისი შვილები. სკოლის შეცვლის შემთხვევაში კი საერთოდ წაერთმევა უფლება ურთიერთობა იქონიოს საკუთარ შვილებთან.

 

მოპასუხე ითხოვს, სასამართლომ არ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის პოზიცია და მას უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე სოციალური სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ბავშვების გამოკითხვისა და ფსიქოლოგის პოზიციის ანალიზის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით ბავშვების სკოლის შეცვლის გარდაუვალი აუცილებლობა არ იკვეთება. საქმის გადაწყვეტისას კი მთავარია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს ბავშვის სურვილს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ა---------– ა---–------ს და მოპასუხე შ------- ს----------ე- ა---–------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ------ ა---–------ი, დაბადებული 2007 წლის 3 იანვარს და ნ---- ა---–------ი, დაბადებული 2008 წლის 9 აგვისტოს. დღეის მდგომარეობით მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

3.1.2. 2017 წლის 01 მაისს, მხარეთა შორის არსებული დავა ალიმენტისა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მხარეთა მორიგებით დასრულდა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებით, არასრულწლოვანი მ------ და ნ---- ა---–------ების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის - ა---------– ა---–------ის საცხოვრებელი ადგილი.

 

3.1.3. არასრულწლოვანი მ------ ა---–------ი და ნ---- ა---–------ი სწავლობენ ქ.ქუთაისში #-- ს-------- სკოლაში, სადაც ასევე მუშაობს მათი დედა შ------- ს----------ე-ა---–------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ნ---- ა---–------ის დაბადების მოწმობის ასლი (იხ.ს.ფ. 17)

-მ------ ა---–------ის დაბადების მოწმობის ასლი(იხ.ს.ფ. 18)

-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ(იხ.ს.ფ.20-23)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე ა---------– ა---–------ის განმარტებით, სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლაში ირღვევა მისი შვილების მ------ და ნ---- ა---–------ების უფლებები განათლების მიღების კუთხით, რის გამოც მან მიმართა, როგორც ი-------------–---–---------------------------------–------ს, ასევე ამავე სკოლის დირექტორს შვილების სხვა სკოლაში გადაყვანის/მობილობის მიზნით.

 

3.2.2. მოპასუხე შ------- ს----------ე-ა---–------მა წერილით მიმართა სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლას და უარი განაცხადა შვილების სხვა სკოლაში გადაყვანაზე.

 

3.2.3. სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლის დირექტორის წერილით მოსარჩელე ა---------– ა---–------ს უარი ეთქვა შვილების გადაყვანა/მობილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებობდა მშობლებს შორის შეუთანხმებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

3.2.4. სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლის დირექციის მიერ ი-------------–---–---------------------------------–------ისადმი გაგზავნილი წერილით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ---- და მ------ ა---–------ები ირიცხებიან სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლის მეოთხე და მეხუთე კლასში. მოსწავლეები რეგულარულად არიან ჩართული სასწავლო პროცესში და მათ მიმართ არ ირღვევა განათლების მიღების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-27.04.18წ. ი-------------–---–---------------------------------–------ის წერილი (იხ.ს.ფ.24)

-10.05.18წ. სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლის დირექტორის წერილი(იხ.ს.ფ.25)

-21.09.2017წ. სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლის დირექტორის წერილი(იხ.ს.ფ.26-27)

-05.09.2017წ. მოპასუხე შ------- ს----------ე-ა---–------ის განცხადება(იხ.ს.ფ. 28)

-21.06.2018წ. სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლის დირექტორის წერილი(იხ.ს.ფ.29)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2.5. ი-------------–---–---------------------------------–------ის სოციალური მუშაკის დასკვნით დადგენილია, რომ მ------ და ნ---- ა---–------ები ცხოვრობენ მამასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად. მამამ ა---------– ა---–------მა შექმნა მეორე ოჯახი და სამსახურიდან გამომდინარე იგი ხშირად იმყოფება თბილისში მეუღლესთან ერთად. მამის არყოფნის დროს ბავშვებზე ზრუნავს ბებია და ბაბუა. ა---------– ა---–------ს სურვილი აქვს შვილები სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლიდან გადაიყვანოს ქ. ქუთაისში ი--------–---–ის სახელობის N- კერძო სკოლაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან გახანგრძლივებულ ჯგუფში და შეძლებენ ყველა საგანში შეასრულონ დავალებები. მომავალში კი გეგმავს ბავშვები გადაიყვანოს ქ.თბილისში საცხოვრებლად. ბავშვები ეთანხმებიან მამის სურვილს. მათ სურთ სკოლიდან გადასვლა, რათა თავი აარიდონ დედასთან ხშირ კონტაქტს. ბავშვებს სურვილი არ აქვთ დედასთან იქონიონ ურთიერთობა თუნდაც მცირე დროით. არასრულწლოვნები განათლებას იღებენ სსიპ ქ.ქუთაისის მე--- ს-------- სკოლაში. ნ---- ა---–------ი მეხუთე კლასის მოსწავლეა, კლასის დამრიგებლის ინფორმაციით, ბავშვი სკოლაში მოწესრიგებული დადის, არ აკლია ყურადღება ოჯახის მხრიდან, მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს ბებია. თუკი ბავშვი გააცდენს სკოლას, ბებია ან მამა ყოველთვის ურეკავს და გაცდენის მიზეზს აფიქსირებს. ნ----ს აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია. თანაკლასელების მიმართ არის კონტაქტური. ბავშვის სწავლის მდგომარეობას ყოველდღიურად კითხულობს დედა, რომელიც მუშაობს ამავე სკოლაში საქმისმწარმოებლად. ნ---- გაურბის მასთან ურთიერთობას, თუმცა მის თვალებში იკითხება, რომ სურვილი აქვს ჰქონდეს დედასთან კონტაქტის. მ------ი მეექვსე კლასშია. კლასის დამრიგებლის ინფორმაციით, იგი სკოლაში სუფთად და მოწესრიგებულად დადის, ყოველთვის აქვს სასწავლო ნივთები და წიგნები, მაგრამ ხშირად ზარმაცობს, არის შემთხვევები, როდესაც გაკვეთილი კარგად იცის ან საერთოდ არ იცის. არც თუ ისე ხშირად, მაგრამ უფიქსირდება გაცდენები. იგი არ გამოხატავს დედასთან შეხვედრის და მითუმეტეს გასაუბრების სურვილს. დედა ყოველდღიურად კითხულობს შვილის მდგომარეობას, თუმცა თავად ვერ ერთვება მისი სწავლა-განათლების და აღზრდის პროცესში. დღეის მდგომარეობით, ნ---- და მ------ ა---–------ები იმყოფებიან უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში, დაცულია მათი უფლებები ზრუნვისა და განათლების მიღების კუთხით. ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სტაბილურად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან არიან დათრგუნულები და ემოციებით საუბრობენ, განსაკუთრებით დედის ხსენების დროს (განიცდიან ოჯახში მიმდინარე მოვლენებს). ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სტაბილურობის თვალსაზრისით, ვინაიდან ასაკიდან გამომდინარე არასრულწლოვნების ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია, სასურველია მათ ჰქონდეთ დედასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. სკოლის შესაძლო ცვლილების საკითხის განსაზღვრისას, მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნას არასრულწლოვნების ჭეშმარიტი ინტერესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ი-------------–---–---------------------------------–------ის სოციალური მუშაკის დასკვნა (იხ.ს.ფ.87-88)

 

3.2.6. ფსიქოლოგ ნ---- ვ------------ის განმარტებით დადგენილია, რომ უფროსი შვილი მ------ ა---–------ი კატეგორიულად მოითხოვს სასწავლებლად გადავიდეს სხვა სკოლაში, ხოლო უმცროს შვილს ნ---- ა---–------ს არ აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია სხვა სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით. იგი განმარტავს, რომ სურს გადასვლა სხვა სკოლაში, თუმცა კატეგორიულად არ ითხოვს ამას. ნ----ს უფროსი დის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა. მას სურვილი აქვს მის დასთან ერთად ისწავლოს სკოლაში. თუკი მ------ი გადავა სხვა სკოლაში, ამ შემთხვევაში მასაც ექნება სხვა სკოლაში გადასვლის სურვილი. თუკი მისი და მ------ი არ წავა დედასთან, არც იგი წავა. თუმცა არც ამ საკითხშია იგი კატეგორიული. თუ უფროსი და წავა დედასთან, მაშინ ისიც თანახმა იქნება წავიდეს დედასთან ღამისთევითაც კი. როდესაც დების დაშორებას ეხება საქმე, ამ დროს უფროსს დას დიდი გავლენა აქვს უმცროსს დაზე. ნ---- ყოველთვის ცდილობს გააკეთოს ის, რასაც აკეთებს მისი და. მ------ისათვის სკოლის შეცვლა და ნ----ს ძველ სკოლაში დატოვება ტრავმული და სტრესული იქნება უმცროსისთვის. ბავშვების განმარტებით, მათი მეგობრები უკვე გაგებით ეკიდებიან მათ ოჯახურ მდგომარეობას და მათ აღარ აქვთ სირცხვილის გრძნობა ამ გარემოების გამო. ახალ სკოლაში და ახალ გარემოებაში, ეს საკითხი უფრო სტრესული და მტკივნეული იქნება მათთვის და შესაბამისად დაეუფლებათ სირცხვილის გრძნობაც. ბავშვის სურვილი და ბავშვის ინტერესი შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, ამიტომ უმჯობესი იქნება ბავშვები დარჩნენ იმავე სკოლაში.

 

-ფსიქოლოგ ნ---- ვ------------ის განმარტება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს არასრულწლოვნებმა სასამართლო სხდომაზეც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც ა---------– ა---–------ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენცია’’,-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1199-ე, 11981-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის’’ მესამე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, განმარტა: ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება“ (იხ.ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), 2 თებერვალი, 2016 წელი).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილით მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ამავე კოდექსის 11981-ე მუხლით არასრულწლოვანს აქვს დაცვის უფლება მშობელთა (სხვა კანონიერ წარმომადგენელთა) მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, მშობელთა (ერთ-ერთი მშობლის) მიერ ბავშვის აღზრდასთან, განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, 14 წლის ასაკიდან კი – სასამართლოს. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, ვალდებულნი არიან ამის შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს არასრულწლოვნის ფაქტიური ადგილსამყოფლის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე, ვალდებულნი არიან გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

ამავე კოდექსის 1200-ე მუხლით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

ამავე კოდექსის 1205-ე მუხლით მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

6.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე ა---------– ა---–------ს და მოპასუხე შ------- ს----------ე-ა---–------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ------ ა---–------ი და ნ---- ა---–------ი. დღეის მდგომარეობით მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. სასამართლოს განჩინებით ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის - ა---------– ა---–------ის საცხოვრებელი ადგილი.

 

6.4. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ------ ა---–------ი და ნ---- ა---–------ი სწავლობენ ქ.ქუთაისში #-- ს-------- სკოლაში, სადაც ასევე მუშაობს მათი დედა შ------- ს----------ე-ა---–------ი საქმისმწარმოებლად.

 

6.5. დადგენილია, რომ მშობლები ა---------– ა---–------ი და შ------- ს----------ე-ა---–------ი ვერ თანხმდებიან შვილების სწავლა-განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოსარჩელე ა---------– ა---–------ს მიაჩნია, რომ მითითებულ სკოლაში ირღვევა მისი შვილების მ------ და ნ---- ა---–------ების უფლებები განათლების მიღების კუთხით, ამასთან სკოლაში მუშაობს ბავშვების დედა, რომელიც ხელს უშლის ბავშვებს განათლების მიღებაში.

 

6.6. სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლის დირექციის მიერ ი-------------–---–---------------------------------–------ისადმი გაგზავნილი წერილით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ---- და მ------ ა---–------ები ირიცხებიან სსიპ ქ.ქუთაისის N-- ს-------- სკოლის მეოთხე და მეხუთე კლასში. მოსწავლეები რეგულარულად არიან ჩართული სასწავლო პროცესში და მათ მიმართ არ ირღვევა განათლების მიღების უფლება.

 

6.7. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს (არასრულწლოვანთა წარმომადგენელი) მიერ გაცემული დასკვნით დადგენილია, რომ ნ---- ა---–------ი მეხუთე კლასის მოსწავლეა, კლასის დამრიგებლის ინფორმაციით, ბავშვი სკოლაში მოწესრიგებული დადის. თუკი ბავშვი გააცდენს სკოლას, ბებია ან მამა ყოველთვის ურეკავს და გაცდენის მიზეზს აფიქსირებს. ნ----ს აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია. თანაკლასელების მიმართ არის კონტაქტური. ბავშვის სწავლის მდგომარეობას ყოველდღიურად კითხულობს დედა. ნ---- გაურბის მასთან ურთიერთობას, თუმცა მის თვალებში იკითხება, რომ სურვილი აქვს ჰქონდეს დედასთან კონტაქტი. მ------ი მეექვსე კლასშია. კლასის დამრიგებლის ინფორმაციით, იგი სკოლაში სუფთად და მოწესრიგებულად დადის, ყოველთვის აქვს სასწავლო ნივთები და წიგნები, მაგრამ ხშირად ზარმაცობს, არის შემთხვევები, როდესაც გაკვეთილი კარგად იცის ან საერთოდ არ იცის. არც თუ ისე ხშირად მაგრამ უფიქსირდება გაცდენები. იგი არ გამოხატავს დედასთან შეხვედრის და მითუმეტეს გასაუბრების სურვილს. დედა ყოველდღიურად კითხულობს შვილის მდგომარეობას, თუმცა თავად ვერ ერთვება მისი სწავლა-განათლების და აღზრდის პროცესში. დღეის მდგომარეობით, ნ---- და მ------ ა---–------ები იმყოფებიან უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში, დაცულია მათი უფლებები ზრუნვისა და განათლების მიღების კუთხით. ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სტაბილურად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან არიან დათრგუნულები და ემოციებით საუბრობენ, განსაკუთრებით დედის ხსენების დროს (განიცდიან ოჯახში მიმდინარე მოვლენებს). ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სტაბილურობის თვალსაზრისით, ვინაიდან ასაკიდან გამომდინარე არასრულწლოვნების ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია, სასურველია მათ ჰქონდეთ დედასთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

6.8. საქმეში ჩართული ფსიქოლოგ ნ---- ვ------------ის განმარტებით დადგენილია, რომ უფროსი შვილი მ------ ა---–------ი კატეგორიულად მოითხოვს სასწავლებლად გადავიდეს სხვა სკოლაში, ხოლო უმცროს შვილს ნ---- ა---–------ს არ აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია სხვა სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით. იგი განმარტავს, რომ სურს გადასვლა სხვა სკოლაში, თუმცა კატეგორიულად არ ითხოვს ამას, მას მოსწონს ამ სკოლაშიც, რადგან აქ ჰყავს ბევრი მეგობარი. ნ----ს უფროსი დის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა. მას სურვილი აქვს მის დასთან ერთად ისწავლოს სკოლაში. თუკი მ------ი გადავა სხვა სკოლაში, ამ შემთხვევაში მასაც ექნება სხვა სკოლაში გადასვლის სურვილი. თუკი მისი და მ------ი არ წავა დედასთან, არც იგი წავა. თუმცა არც ამ საკითხშია იგი კატეგორიული. თუ უფროსი და წავა დედასთან, მაშინ ისიც თანახმა იქნება წავიდეს დედასთან ღამისთევითაც კი. როდესაც დების დაშორებას ეხება საქმე, ამ დროს უფროსს დას დიდი გავლენა აქვს უმცროსს დაზე. ნ---- ყოველთვის ცდილობს გააკეთოს ის, რასაც აკეთებს მისი და. მ------ისათვის სკოლის შეცვლა და ნ----ს ძველ სკოლაში დატოვება ტრავმული და სტრესული იქნება უმცროსისთვის. ბავშვების განმარტებით, მათი მეგობრები უკვე გაგებით ეკიდებიან მათ ოჯახურ მდგომარეობას და მათ აღარ აქვთ სირცხვილის გრძნობა ამ გარემოების გამო. ახალ სკოლაში და ახალ გარემოებაში, ეს საკითხი უფრო სტრესული და მტკივნეული იქნება მათთვის და შესაბამისად დაეუფლებათ სირცხვილის გრძნობაც. ბავშვის სურვილი და ბავშვის ინტერესი შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, ამიტომ უმჯობესი იქნება ბავშვები დარჩნენ იმავე სკოლაში.

 

6.9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ფსიქოლოგის განმარტებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით არასრულწლოვნების მ------ და ნ---- ა---–------ების უფლებები განათლების მიღების კუთხით არ ირღვევა. ნ---- ა---–------ი მოწესრიგებული მოსწავლეა, მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია. იგი კონტაქტურია თანაკლასელებთან. მ------ ა---–------იც მოწესრიგებული მოსწავლეა, მას ყოველთვის აქვს წიგნები და სასკოლო ნივთები, თუმცა ხშირად ზარმაცობს, ზოგჯერ არ იცის გაკვეთილი. დღეის მდგომარეობით, ნ---- და მ------ ა---–------ები იმყოფებიან უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში, დაცულია მათი უფლებები ზრუნვისა და განათლების მიღების კუთხით.

 

6.10. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ა---------– ა---–------ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დედა შ------- ა---–------ი-ს----------ე არანაირ ყურადღებას არ იჩენს შვილების მიმართ და იგი ხელს უშლის მათ განათლების მიღებაში. სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილი დასკვნით ირკვევა, რომ დედა ყოველდღიურად კითხულობს შვილების მდგომარეობას, თუმცა თავად ვერ ერთვება მათი სწავლა-განათლების და აღზრდის პროცესში. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვნების ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა ასაკიდან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია, ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სტაბილურობის თვალსაზრისით ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით.

 

რაც შეეხება თავად არასრულწლოვანთა ინტერესებს სხვა სკოლაში გადაყვანასთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ მ------ ა---–------ი კატეგორიულად მოითხოვს სასწავლებლად გადავიდეს სხვა სკოლაში, ხოლო ნ---- ა---–------ს არ აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია სხვა სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით. იგი განმარტავს, რომ ამ სკოლაშიც კარგად გრძნობს თავს, ჰყავს მეგობრები. სხვა სკოლაში გადასვლის კატეგორიულ სურვილს არ გამოთქვამს. ნ----ს უფროსი დის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა. მას სურვილი აქვს მის დასთან ერთად ისწავლოს სკოლაში. თუკი მ------ი გადავა სხვა სკოლაში, ამ შემთხვევაში მასაც ექნება სხვა სკოლაში გადასვლის სურვილი. თუკი მისი და მ------ი არ წავა დედასთან, არც იგი წავა. თუმცა არც ამ საკითხშია იგი კატეგორიული. თუ უფროსი და წავა დედასთან, მაშინ ისიც თანახმა იქნება წავიდეს დედასთან ღამისთევითაც კი. როდესაც დების დაშორებას ეხება საქმე, ამ დროს უფროს დას დიდი გავლენა აქვს უმცროსს დაზე.

 

6.11. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავები ყოველთვის უნდა გადაწყდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით. ზოგჯერ შესაძლებელია ბავშვის სურვილი არც კი ემთხვეოდეს მის ჭეშმარიტ ინტერესს. მართალია, უფროსი და კატეგორიულად მოითხოვს სხვა სკოლაში გადასვლას, თუმცა უმცროსი და არ არის ამ საკითხში კატეგორიული. მ------ისათვის სკოლის შეცვლა და ნ----ს ძველ სკოლაში დატოვება ტრავმული და სტრესული შეიძლება იქნეს უმცროსისათვის, მათ შორის არსებული მიჯაჭვულობიდან გამომდინარე. ამასთან მათივე განმარტებით, მათი მეგობრები უკვე გაგებით ეკიდებიან მათ ოჯახურ მდგომარეობას და მათ აღარ აქვთ სირცხვილის გრძნობა ამ გარემოების გამო. ახალ სკოლაში და ახალ გარემოებაში, ეს საკითხი უფრო სტრესული და მტკივნეული იქნება მათთვის და შესაბამისად დაეუფლებათ სირცხვილის გრძნობაც.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს გარდაუვალი აუცილებლობა არასრულწლოვნების სხვა სკოლაში გადაყვანისა, მითითებულ სკოლაში არ ირღვევა ბავშვების უფლებები განათლების კუთხით, დედა ყოველდღიურად კითხულობს შვილების მდგომარეობას და იგი ხელს არ უშლის მათ განათლების მიღებაში. პირიქით არსებული მოცემულობიდან გათვალისწინებით, აუცილებელია ბავშვებს ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდეთ დედასთან. ამასთან ბავშვისათვის მისთვის ჩვეული გარემოს ხშირი ცვლილება არ არის სასურველი მისი ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოხმობილი არგუმენტები არ არის მოპასუხისთვის მშობლის უფლების შეზღუდვისა და ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანის საკმარისი საფუძველი.

 

ამდენად, მოსარჩელე ა---------– ა---–------ის სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი სსსკ-ის მე-14 მუხლის მოთხოვნათა განეკუთვნება მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეს, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს, ხოლო ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ა---------– ა---–------ს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახ. ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, ხოლო 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა---------– ა---–------ის სარჩელი მოთხოვნით, შ------- ს----------ე-ა---–------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დაუბრუნდეს ა---------– ა---–------ს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: სს ,, თიბისი ბანკი”, საგადახდო დავალება №1, მიმღების ანგარიში №300183150), ხოლო 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე