განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
25 თებერვალი, 2019 წელი ქ-------–---
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დ----- მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - მაია ჟვანია
დაცვის მხარე
დამცველები - ლ--------------- ბ-----------–---
ბრალდებული - დ----- ნ---------- ძე თ----–---–ი, დაბადებული - 1--- წლის 2-----------ს, პირადი №0----------, განქორწინებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-------–---, ჩ----–-–---–-ს ქ---ა N---ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 19,10--ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ. თბილისში, ბ---–---–-ს ქ---ა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დ----- თ----–---–ს და რ------------------–--ს მოქალაქე ა-–----- ბ--–----ს მოუხდათ შელაპარაკება იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა დ----- თ----–---–ს სტუმრად გაყოლაზე. შელაპარაკებისას, დ----- თ----–---–მა, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანით ა-–----- ბ--–----ს სახის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რომელიც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, ხოლო დ----- თ----–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ პირის განზრახ
მკვლელობის მცდელობას
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული დაზარალებულ ა-–----- ბ--–----ის ჩვენებით დასტურდება, რომ ტურისტული მიზნით ძმასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ქალაქის დათვალიერების დროს გაიცნო ბრალდებული - დ----- თ----–---–ი, რომელთანაც ისაუბრა ცოტახანს და შემდეგ გადაწყვიტა სახლში წასვლა. დ----- თ----–---–მა შესთავაზა ერთად მგზავრობა, ჩასხდნენ ტაქსში, რომლის მძღოლი იყო ქალბატონი და წავიდნენ. თუმცა ვერ შეთანხმდნენ მგზავრობის თანხის გადახდაზე, რის გამოც დ----- თ----–---–ი გახდა აგრესიული. საბოლოოდ, მგზავრობის საფასური 1000 რუბლი გადაიხადა თავად და ვინაიდან, დ----- თ----–---–ი იყო აღგზნებულ მდგომარეობაში, თავის დაცვის მიზნით გადაწყვიტა ტელეფონით გადაეღო მისთვის, რა დროსაც ბრალდებული თავს დაესხა და დანის გამოყენებით ყელის და შუბლის არეში მიაყენა ჭრილობები. დ----- თ----–---–ის მიერ მიყენებული ჭრილობების და დარტყმების შედეგად დაეცა ძირს, რომელმაც დაცემულ მდგომარეობაში მყოფს საჯდომის არეშიც დაარტყა დანა. დ-----ს ის გარდაცვლილი ეგონა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ტკივილისგან გონებას კარგავდა, თუმცა ახსოვს, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც აღმოუჩინეს დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოწმე გ------- კ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს „ა-----------------––-“ უმცროსი ექიმის პოზიციაზე და მ----------–-------- ს--------------–----------------------------–------------- პოზიციაზე. 2018 წლის 31 მაისს, დილის საათებში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შევანილი იქნა პაციენტი - ა-–----- ბ--–----ი ძალიან ძლიერი სისხლდენით, რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობები შუბლის, ქვედა ყბის და დუნდულის არეში. ქვედა ყბის ჭრილობა იწყებოდა ტუჩის კუთხის მიმდებარედ და გადადიოდა კეფაზე სახის არტერიის საპროექციოდ. საფეთქლის არეში, შუბლზე არსებული ჭრილობა იყო ღრმა - დიდი სისხლძარღვი იყო დაზიანებული. მან გადაკვანძა სისხლძარღვები და შეაჩერა სისხლდენა. მოწმის განმარტებითვე, სახეზე არსებული ორივე ჭრილობა, განსაკუთრებით კი ქვედა ყბაზე არსებული დაზიანება იყო მძიმე. ამასთან, ჭრილობების კიდეები იყო სწორი, რომლებიც ბასრი საგნით იყო მიყენებული.
მოწმე ნ----- ხ----–---–ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ კუთვნილი ავტომანქანით ემსახურება მგზავრებს. 2018 წლის 31 მაისს, ღამის საათებში, გაჩერებული იყო კ. ა------ის ქ---აზე მ---------, რესტორანთან. დაახლოებით 05:00-05:20 საათის შუალედში, მასთან მივიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი იყო ქართველი ეროვნების და როგორც გამოძიებით დადგინდა - დ----- თ----–---–ი, ხოლო მეორე - რ------------------–--ს მოქალაქე - ა-–----- ბ--–----ი. ორივე პიროვნება მძღოლის უკან სავარძელზე დაჯდა და დ----- თ----–---–მა სთხოვა კუკიაზე წაყვანა. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საუბრისას გაიგონა, რომ დ-----ი მეორე პირს სახლში ეპატიჟებოდა. შემდეგ, მგზავრობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ბრალდებულს ავტომანქანა გაუჩერა ს--------------–----------“ ე------------–---–----, მაგრამ დ-----მ თანხა ვერ გამოიტანა, რის გამოც ა-–-----მ 1000 რ------–--------–ი მისცა. დ----- თ----–---–ი კვლავ ჩაჯდა ა/მანქანაში, მაგრამ ა-–----- ბ--–----ი აღარ ჯდებოდა, მიუხედავად დ-----ს თხოვნისა. ამ დროს დ-----მა უკანა სალონიდან წინ გაყო ხელი, ა-–-----ს სახის არეში გაარტყა და სახეში შეაფურთხა. შემდეგ, მას მიმართა წასულიყო და დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ, გააჩერებინა მანქანა, გად-----ა და დაზარალებულისკენ გაემართა. დ----- თ----–---–მა უკანა ჯიბიდან რაღაც ამოიღო, რა დროსაც ამოუვარდა პლასტიკური ბარათი, რომელიც აიღო. ისინი გაიქცნენ და თვითონაც უკან გაჰყვა. როდესაც მივიდა ბ---–---–-ს ქ---აზე, დაინახა ა-–----- ბ--–----ი, რომელსაც სახიდან სისხლი მოსდიოდა. მოწმის განმარტებითვე, მათთან ერთად სხვა პირი არ ყოფილა და დ----- თ----–---–ის კუთვნილი ე.წ. „ბენდენა“, რომელიც მის მანქანაში დარჩა და პლასტიკური ბარათი, გამოძიებას წარუდგინა.
მოწმე ნ----- ს------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ჯ---- ჭ----------ს სამედიცინო ცენტრში ე------------–------------–-----. 2018 წლის 22 მაისს დ----- თ----–---–ი მივიდა კლინიკაში სამკურანლოდ, რომელსაც დაესვა დიაგნოზი ნარკოტიკული საშუალება „ოპიოიდების“ მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა. დ----- თ----–---–მა საავადმყოფოში დაჰყო 12 დღე, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ, 2018 წლის 28 მაისს, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა საავადყოფოდან. 2018 წლის 31 მაისს, 17:00 საათზე, დ----- თ----–---–ი დაბრუნდა საავადმყოფოში, რომელიც იყო აფორიაქებული და ლომკის მდგომარეობაში. ის დააწვინეს კლინიკაში, დაენიშნა მკურნალობა, ჩაუტარდა კლინიკოლაბორატორიული კვლევები და 2018 წლის 11 ივნისს გაეწერა.
2018 წლის 31 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან, ქვეითთა სავალი ნაწილის მიმდებარედ, ბორდიულთან, საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქების ნიმუში.
2018 წლის 01 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღებულ იქნა ა-–----- ბ--–----ის ტანსაცმელი. კერძოდ, ერთი ცალი მაისური, ერთი ცალი შარვალი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი. მაისური არის მუქი ფერის, რომელიც არის გაჭრილი და აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. შარვალი არის მოლურჯო ფერის ჯინსის მაგვარი, უკეთია რუხი ფერის ქამარი, იკვრება ელვა შესაკრავით, აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბე და ჯიბის ზედა მხარე არის დაზიანებული, ფეხსაცმელი არის ტყავის მაგვარი მოყავისფრო ფერის.
2018 წლის 01 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღებული იქნა ა-–---- ბ--–---ის მობილური ტელეფონი, რომელიც არის „ქსიაონის“ ფირმის მოდელი „MI6“. ტელეფონს ეკრანზე აქვს დამცავი ე.წ. „ბრონი“ და დევს მუქი ფერის ბუდეში. ტელეფონის იმეი კოდებია: 1) N9-------------, 2) N8--------------, 3) N8--------------.
2018 წლის 20 ივნისის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი „Xiaomi“-ის ფირმის „MI6“ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული იქნა 1 ვიდეო ფაილი.
2018 წლის 21 ივნისის ბიოლოგიური ექსპერტიზის N2----- დასკვნით დადგენილია, რომ ა-–----- ბ--–----ის სისხლი მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს და Rh(D-) რეზუს უარყოფით ფაქტორს. ა-–----- ბ--–----ის მაისურზე, შარვალზე და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს და Rh(D-) რეზუს უარყოფით ფაქტორს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს და Rh(D-) რეზუს უარყოფით ფაქტორს; ასფალტის ნატეხებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს და Rh(D-) რეზუს უარყოფით ფაქტორს.
2018 წლის 04 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ა-–----- ბ--–----მა ამოიცნო №--------------------- გამოსახული პირი - დ----- თ----–---–ი და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პირი, რომელმაც 2018 წლის 31 მაისს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ხორბლის ფერი მომრგვალებული სახით, საშუალო ზომის სწორი ცხვირით, საშუალო სისქის ტუჩებით, თვალებით, წარბებით და საერთო იერსახით.
2018 წლის 04 ივნისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ----- ხ----–---–მა ამოიცნო №- ფოტოსურათზე გამოსახული პირი - დ----- თ----–---–ი. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: მომრგვალებული ხორბლის ფერი პირისახით, საშუალო სისქის ტუჩებით, თმებით, საშუალო სისქის წარბებით, საშუალო ზომის სწორი ცხვირით და საერთო იერსახით.
2018 წლის 2 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა „Xiaomi“-ის ფირმის - მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ვიდეო ფაილი. ვიდეო ჩანაწერში 02 წამზე ჩანს მამაკაცი, რომელიც იქნევს ხელს და ვიდეოს გადამღებს სავარაუდოდ ეჩხუბება. მამაკაცს აცვია ღია ფერის პიჯაკი, მუქი ფერის კოპლებიანი მაისური და თავზე ახურავს მუქი ფერის ქ--დი (ცილინდრი).
2018 წლის 03 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ს---------------–----------- იურისტის დ----- გ------ის მიერ წარდგენილი იქნა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ პლასტიკური ბარათის მფლობელია - დ----- თ----–---–ი (პ/ნ 0---------- დაბ: 2----/1---).
2018 წლის 24 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N5------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი ა-–----- ბ--–----ის შარვლის უკანა მარჯვენა მხარეს, ჯიბის ზედა მხარეს და მის მიდამოში არსებული გამჭოლი დაზიანება, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. გამოკვლევაზე წარდგენილი ა-–----- ბ--–----ის მაისურის უკანა მარცხენა მხარეს ზედა ნაწილში არსებული გამჭოლი დაზიანებები და შარვლის უკანა მარცხენა მხარეს ზედა ნაწილში არსებული გამჭოლი დაზიანება, წარმოქმნილია გამოდებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. გამოკვლევაზე წარდგენილი ა-–----- ბ--–----ის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბის ზედა მხარეს და მის მიდამოში არსებული გამჭოლი დაზიანება, თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სამედიცინო დოკუმენტაციის (N-2------) ფორმა NIV-100/ა, ისტორიის N3--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულ ა-–----- ბ--–----ის დუნდულოზე, მარჯვნივ არსებულ ჭრილობას.
2018 წლის 26 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ნ----- ხ----–---–მა ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველი პირი - დ----- თ----–---–ი. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშან-თვისებებით: სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, მუქი ფერის თმებით, თვალებით, ღია ფერის პირი-სახით, საშუალო სისქის ტუჩებით, საშუალო სისქის წარბებით, საშუალო ზომის სწორი ცხვირით და საერთო იერსახით.
2019 წლის 14 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს ა-----–-----------–--------–----–---------------–----------–- პაციენტის სამედიცინო ბარათი N3--- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების თანახმად, მოქ. ა-–----- ბ--–----ს 2018 წლის 31 მაისს დაესვა დიაგნოზი: თავის (სახის) მრავლობითი ღია ჭრილობები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: კ--------------–-----–---–---
2018 წლის 19 ოქტომბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „..ე.წ. „ბენდენა“...“, მოთავსებულ ქსოვილზე არსებული ბიომასალა (ობ. N1) ეკუთვნის დ----- თ----–---–ს; (ობ. N2) პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში, აღებული 1 (ერთ) ცალ სტერილურ, ბიოლოგიურ ჩხირზე ეკუთვნის ბრალდებულ დ----- ნ-----------ძე თ----–---–ის (დაბ. 2-.0-.1---წ)...“).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის განაჩენით დადგენილია, რომ დ----- ნ---------- ძე თ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინების საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 02 (ორი) წლით და 29 (ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- ნ---------- ძე თ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 29 (ოცდაცხრა) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 02 (ორი) წლის და 29 (ოცდაცხრა) დღის მოხდა განესაზღვრა - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 03 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 05 წლით ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა დ----- თ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა შემდეგი: 2018 წლის 31 მაისს იმყოფებოდა მ--------- მდებარე ბარში, სადაც შევიდა ა-–-----, რომელიც დაუჯდა გვერდით. გამოელაპარაკა და უთხრა, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა, ხოლო ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი. აღნიშნულის გამო, საჭიროდ ჩათვალა მისი დაპატიჟება სასმელზე. დაზარალებულმა დალია ღვინო და ერთი-ორი ჭიქა მაგარი სასმელი ე.წ. „ტოხი“, ხოლო თავად ცოტა დალია. ვინაიდან, ბარი უკვე იკეტებოდა, გამოვიდა ბარიდან და აპირებდა სხვაგან წასვლას, რის შესახებაც უთხრა ა-–----- ბ--–----ს, რომელმაც გამოთქვა გაყოლის სურვილი. გააჩერეს ტაქსი, რომლის მძღოლი იყო ქალბატონი, აპირებდა სახლში ასვლას და ტელეფონის დასამუხტის აღებას. ტაქსში ყოფნისას ნახა, რომ თანხა არ ჰქონდა და ტაქსის მძღოლს, თანხის აღების მოტივით, ავტომანქანა გააჩერებინა ბანკომატთან და ა-–----- ბ--–----თან ერთად, საბჭოს მოედანზე მდებარე ბანომატთან მივიდა. თუმცა, ბანკომატი იყო დაზიანებული და თანხა ვერ გამოიტანა. ა-–-----მ ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ თანხა ვერ გამოიტანა. დაზარალებულმა თქვა, რომ თავად გადაიხდიდა და მძღოლს 1000 რ------–--------–ი მისაცა. შემდეგ, ა-–----- ბ--–----მა დაიწყო გინება მისი და ქართველების მისამართით და სთხოვდა კუთვნილი საფულის დაბრუნებას. ამასთან, დაზარალებულმა დაიწყო ტელოფინით მისი გადაღება, რის გამოც გამოართვა ტელეფონი და დაიწყო გადაღებულის წაშლა, რასაც მათ შორის შეხლა - შემოხლა მოჰყვა. ის წაიქცა, ხოლო ა-–----- ბ--–----ი ზემოდან მოექცა და ხელებს ურტყამდა, რის გამოც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ხელები მოუსვა ძირს, რაც მოხვდა ხელში აიღო და იქნევდა. ამ დროს, ა-–----- ბ--–----ი შეეშვა და წავიდა. სავარაუდოდ ა-–-----მ ამ დროს მიიღო დაზიანება, თუმცა მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
დ----- თ----–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა ზემოთხსენებული მტკიცებულებებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებად მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობითაც. კერძოდ, მოწმეთა - ნ-------- თ----–---–ის, კ----–-- ბ--------ს, ზ------- დ---–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით და ამოღებული ნივთმტკიცებებით.
სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- თ----–---–მა ჩაიდინა ა-–----- ბ--–----ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან დ----- თ----–---–ი თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და დ----- თ----–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 10--ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისათვის. მას ხშირად მარტივ მკვლელობასაც უწოდებენ, ვინაიდან ეს მკვლელობა არ გულისხმობს არც მის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და არც პრივილეგიური მკვლელობის შემადგენლობის არსებობას. ასეთი სახის მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამ სახის მკვლელობის ყველაზე უფრო ტიპური შემთხვევაა მკვლელობა ჩადენილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს და სხვა. ქმედების კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ჩხუბის წარმოშობის ყველა გარემოებას: დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მასში მონაწილეთა ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დაწყებული დანაშაულის დამთავრებამდე, პოსტდანაშაულებრივ ქცევას და ა.შ.. რაც შეეხება მკვლელობას ჩხუბში, იგი ზოგჯერ შელაპარაკების ნიადაგზეა აღმოცენებული. უნდა შევნიშნოთ, რომ სწორი კვალიფიკაციისათვის პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები. გარდა ამისა, ასევე დადგენილ უნდა იქნეს, ხომ არ არის მკვლელობა ჩადენილი უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ასევე ხომ არ არის სიცოცხლე მოსპობილი გაუფრთხილებლობით, რადგანაც არაა გამორიცხული ჩხუბში ადგილი ჰქონდეს გაუფრთხილებლობით ჩადენილ სიცოცხლის მოსპობას. ჩხუბში მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგენილ იქნეს დანაშაულის მოტივი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას, თუ ვინ იყო ჩხუბის ინიციატორი. ასევე იმას, ჰქონდა თუ არა მას ჩხუბის წამოწყებისათვის პირადი მოტივი, ანდა მან ჩხუბი საერთოდ ყოველგვარი საბაბის გარეშე წამოიწყო. არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ ჩაიდინა მკვლელობა - ჩხუბის წამომწყებმა თუ სხვა პირმა. უნდა გაიმიჯნოს განზრახ მკვლელობა მასთან ახლო მდგომ სხვა დანაშაულთაგან. სახელდობრ, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლებისაგან, სადაც მითითებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაზე, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ამ მუხლებში პირისათვის სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამნაშავის დამოკიდებულება გამოიხატება გაუფრთხილებლობაში. აქ სახეზეა ბრალის ორმაგი ფორმა: ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ადგილი აქვს განზრახვას, ხოლო თანამდევი შედეგის მიმართ კი – გაუფრთხილებლობას. ამიტომაც, ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა. მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია (მაგალითად, ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისათვის ჭრილობის მიყენება). ასევე, დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა და სხვ. სასამართლო პრაქტიკაში გვხვდება ისეთი მკვლელობაც, რომელსაც ე.წ. „უმოტივო მკვლელობად“ მიიჩნევენ და ზოგჯერ დაუსაბუთებლად ხულიგნური მოტივით ჩადენილ მკვლელობად აკვალიფიცირებენ, რამდენადაც მოტივის დადგენა ვერ ხერხდება (ბრალდებულს იგი არ ახსოვს ქმედების სიმთვრალეში ჩადენის გამო, ანდა იგი არ ამხელს მკვლელობის მოტივს). დოქტრინაში აღიარებულია, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მკვლელობის მოტივი ვერ დგინდება და არ არსებობს ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა და თუ არ არსებობს მკვლელობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს სსკ-ის 10--ე მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ დ----- თ----–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 200- წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულთათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა, აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს? რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე? რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი? და ა.შ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ----- ხ----–---–მა დაზარალებულთან ერთად დაადასტურა დ----- თ----–---–სა და ა-–----- ბ--–----ს შორის არსებული კონფლიქტის და დაზარალებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რასაც თავად ბრალდებულიც არ უარყოფს.
ამასთან, ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი), მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და განხორციელებული ქმედების შედეგად მსხვერპლის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების ხარისხი, კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. მაგ. პირმა შეიძლება მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლოს მეორე პირს და დაჭრას მსუბუქად, ანდა საერთოდ ააცილოს მიზანს, რაც არ გამორიცხავს ქმედების სსკ-ის 19,10- მუხლით დაკვალიფიცირებას, თუ რათქმაუნდა სახეზე არ იქნება ქმედების სხვა დამამძიმებელი გარემოებები - 19,109-ე მუხლის შემადგენლობა. დ----- თ----–---–ის ქცევა მიუთითებს სწორედ ამ სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე. დ----- თ----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი შელაპარეკების და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიყენებული ჭრილობების რაოდენობის, ლოკაციის და სიგრძის - 14X3,5სმ და 16X4სმ, დროის მონაკვეთის - დილის 6 საათი, ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევის - მან შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა, არ დაკავშირებია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს (დაზარალებული ძლიერი სისხლდენით მიატოვა მარტო) - გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ----- თ----–---–ი ა-–----- ბ--–----ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით.
შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ თავს იცავდა, რასაც ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც (ა-–----- ბ--–----ს მიყენებული აქვს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები), სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ემსახურება ბრალდებულისათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მცდელობას. ყურადღება უნდა მიექცეს იმ მნიშვნელოვან გარემოებასაც, რომ ბრალდებული არ ამბობს სიმართლეს და ცრუობს, როდესაც აცხადებს რომ თავს იცავდა და დაბლა დაგდებული საგანი აიღო, რომელსაც იქნევდა, მაშინ როდესაც საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებით - მოწმე ნ----- ხ----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ჯიბიდან მაშინ ამოიღო რაღაც საგანი, როდესაც ის დაზარალებულისკენ გაემართა. ამ ფაქტს ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მასალაც, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ ცდილობს ა-–----- ბ--–----ი მისკენ მიმავალი დ----- თ----–---–ისაგან თავის დაღწევას - გარბის. ასევე, ბრალდებულის მიერ ვერ იქნა ასხსნილი ის გარემოება, თუ როგორ მიაყენა ბ--–---ს წაქცეულ მდგომარეობაში მყოფმა სახის სხვადასხვა მხარეს ზემოაღნიშნული ლოკაციის და სიგრძის დაზიანებები.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10-62/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- თ----–---–მა ჩაიდინა ა-–----- ბ--–----ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----- თ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან ბრალად შერაცხული ქმედება გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ჩაიდინა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოებრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი nos. 1132-/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
სასამართლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა არ აღიარა ჩადენილ ქმედება. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის დროს).
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 2 ცალ დისკზე, ა-–----- ბ--–----ის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ვიდეო 1 ცალ დისკზე, სს „-----------–-------------- გამოთხოვილი ვიდეო 1 ცალ დისკზე და ა-–----- ბ--–----ის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვის სხდომის ოქმი 1 ცალ დისკზე, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- დ----- თ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ა-–----- ბ--–----ის სისხლის ნიმუშები (გამშრალ დოლბანდზე), შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები და ასფალტის ნატეხები, რომლებიც დალუქ--ლი სახით ინახება შ-------–-------–-----------------–-------------------–---–-, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ა-–----- ბ--–----ის მაისური, შარვალი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქ--ლი სახით ინახება შ-------–-------–-----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ნ----- ხ----–---–ისგან ამოღებული პლასტიკური ბარათი და ე.წ. „ბენდენა“ დალუქ--ლი სახით, რომლებიც ინახება შ-------–-------–-----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 2-1-2-4-ე, 2-7-2-8-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- თ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,10--ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 0- (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- თ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (რვა) წლის ვადით.
3. დ----- თ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან.
4. ნივთმტკიცება:
- შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 2 ცალ დისკზე, ა-–----- ბ--–----ის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ვიდეო 1 ცალ დისკზე, სს „-----------–-------------- გამოთხოვილი ვიდეო 1 ცალ დისკზე და ა-–----- ბ--–----ის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვის სხდომის ოქმი 1 ცალ დისკზე, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- დ----- თ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ა-–----- ბ--–----ის სისხლის ნიმუშები (გამშრალ დოლბანდზე), შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები და ასფალტის ნატეხები, რომლებიც დალუქ--ლი სახით ინახება შ-------–-------–-----------------–-------------------–---–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ა-–----- ბ--–----ის მაისური, შარვალი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქ--ლი სახით ინახება შ-------–-------–-----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ნ----- ხ----–---–ისგან ამოღებული პლასტიკური ბარათი და ე.წ. „ბენდენა“ დალუქ--ლი სახით, რომლებიც ინახება შ-------–-------–-----------------–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დ----- მგელიაშვილი