განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ფატიმა გოგიშვილის მდივნობით
პროკურორ – ლ-–- გ-------–--ის
ბრალდებულ _ შ----- გ------–--ის
ადვოკატ - მ--–---- ვ--–------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ შ----- თ------ს ძე გ------–--ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–-- მ-------------------, კორპუსი №---- ბინა #---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----- გ------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ.
შ----- გ------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
არასრულწლოვანი მ------ კ----–--ე და შ----- გ------–--ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად. 2018 წლის 29 სექტემბერს, დღის საათებში, ქ.თბილისში, მ-------------------, კორპუსი №---- სადარბაზო №------------ში შ----- გ------–--ემ თავის მეუღლეს - მ------ კ----–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელით მოქაჩა თმებზე, ხელებს ურტყამდა თავში და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, რა დროსაც მ------ კ----–--ე წაიქცა და თავი ჩამოარტყა საწოლს. მიუხედავად აღნიშნულისა, შ----- გ------–--ემ განაგრძო მ------ კ----–--ის ცემა. აღნიშნული ქმედების შედეგად მ------ კ----–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. შ----- გ------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სასამართლოს დასკვნა შ----- გ------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ შ----- გ------–--ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემაკავებელ ორდერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო დოკუმენტაციას, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ს განაჩენით შ----- გ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2015 წლის 19 მარტიდან - 2015 წლის 20 მარტის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.
თბილისის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად, შ----- გ------–--ეს გამოსაცდელი ვადა უსრულდებოდა 2018 წლის 15 ნოემბერს. შესაბამისად, იგი ოჯახში ძალადობის ჩადენის დროისათვის (2018 წლის 29 სექტემბერს) იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შ----- გ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას.
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში შ----- გ------–--ის, როგორც არასრულწლოვნის მიმართ, წარსულში გავრცელებული შეღავათების მიუხედავად, მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება მაინც არ შეწყვეტილა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი განზრახი დანაშაულის - ქურდობის და ქურდობის მცდელობისათვის განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, მან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი და ამავდროულად ძალადობრივი დანაშაული არასრულწლოვანი მეუღლის მიმართ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არასაპატიმრო სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა და ვერ შეაკავა მისი დანაშაულებრივი ქმედებები.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობა ატარებდა მომეტებულად დაუნდობელ ხასიათს. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, შ----- გ------–--ე სცემდა ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა არეში, იგი არ შეაჩერა იმ ფაქტმაც, რომ დაზარალებული ცემის შედეგად დაეცა და თავი ჩამოარტყა საწოლს. მან ნაცემ არასრულწლოვანს ჩაუკეტა სახლის კარი, რათა გაქცევის საშუალება არ ჰქონოდა და მხოლოდ მას შემდეგ დაანება თავი, რაც „დაიღალა მისი ცემით.“ მისივე თქმით, ბრალდებული მიდრეკილია აზარტული თამაშებისაკენ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში მისი მხრიდან არსებობს დანაშაულის რეციდივის რისკი, რაც აღკვეთილი უნდა იქნეს შესაბამისი საპატიმრო სასჯელით, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ვერ მიიღწევა სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით შეადგენს 2 წელს, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას, მის ასაკს, დაზარალებულის პოზიციას, რომლის თანახმადაც მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აგრეთვე დაცვის მხარის განმარტებას, რომლის მიხედვითაც ბრალდებული და დაზარალებული აღარ აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას და მათ შორის კონფლიქტის განმეორების რისკი შემცირებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი სასამართლო საკმარისად მიიჩნევს შ----- გ------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადის განსაზღვრას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, - სასჯელთა არა სრული, არამედ ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებას, საბოლოოდ, დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----- გ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს შ----- გ------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----- გ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. შ----- გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 სექტემბრიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი