განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ფატიმა გოგიშვილის მდივნობით
პროკურორ – ც------ ც---–---ის
ბრალდებულ – ი---- ხ------–---–ის
ადვოკატ – ი----- ბ-----–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ი---- ნ---------- ძე ხ------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის---------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #------------- ნასამართლობის არმქონის, განქორწინებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ. თბილისში, ზ-------------------–--------- კვარტალი, კორპუსი #--- ბინა #--ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---- ხ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---- ხ------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
ი---- ხ------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ხ------–---–ს წლების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა. აღნიშნული გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ორგანოში ხელების დარტყმით, ასევე ხელის კვრით, თმების მოქაჩვით და ძიძგილაობით. ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და დამამცირებელი მიმართვა. ყოველივე ამით ნ---- ხ------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას. კერძოდ:
- 2018 წლის 22 ივნისს, ქ.თბილისში, თ--------------------–-, კორპუსი #--- ბინა #--ში, ი---- ხ------–---–მა შელაპარაკებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- ხ------–---–ს. ასევე, ხელი ჰკრა მას, წაუჭირა ყელში ორივე ხელი და კედელზე მიარტყმევინა თავი, რის შედეგადაც ნ---- ხ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
- 2018 წლის 14 აგვისტოს და 28 აგვისტოს, ქ.თბილისში, თ--------------------–-, კორპუსი #--- ბინა #--ში ი---- ხ------–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების დროს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- ხ------–---–ს. ასევე, დაარტყა ფეხი მარცხენა ბარძაყის არეში, წაუჭირა ყელში ორივე ხელი და კედელზე მიარტყმევინა თავი, რის შედეგადაც ნ---- ხ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის 02 ოქტომბერს, 03 ოქტომბერს, 04 ოქტომბერს და 05 ოქტომბერს, ქ.თბილისში, თ--------------------–-, კორპუსი #--- ბინა #--ში ი---- ხ------–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების დროს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ---- ხ------–---–ს. ასევე, დაარტყა ხელი მხარისა და სახის არეში, წაუჭირა ყელში ორივე ხელი და კედელზე მიარტყმევინა თავი, რის შედეგადაც ნ---- ხ------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---- ხ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით.
გარდა ამისა, ი---- ხ------–---–ი თვეების განმავლობაში, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ხ------–---–ს. კერძოდ: 2018 წლის 22 ივნისს, 14 აგვისტოს, 28 აგვისტოს, 02 ოქტომბერს, 03 ოქტომბერს, 04 ოქტომბერს და 05 ოქტომბერს, ქ.თბილისში, თ--------------------–-, კორპუსი #--- ბინა #--ში ი---- ხ------–---–ი სიტყვიერი შელაპარაკების დროს, ნ---- ხ------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ი---- ხ------–---–ის ქმედების შედეგად, ნ---- ხ------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---- ხ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა პროცესზე დაკითხულ პირთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ი---- ხ------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, რის გამოც ი---- ხ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, კერძოდ:
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი---- ხ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს, ყოფილ მეუღლესთან - ნ---- ხ------–---–თან მოუვიდა უთანხმოება ყოფით საკითხებთან დაკავშირებით, რა დროსაც მხარისა და სახის არეში დაარტყა ხელი, ასევე ორივე ხელი წაუჭირა ყელში და კედელზე მიარტყმევინა თავი, თუმცა აღნიშნულ ძალადობას მათი არასრულწლოვანი შვილი - ნ-----–---- ხ------–---–ი არ შესწრებია. ამასთან, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, ყოფილი მეუღლის მიმართ მას სხვა დროს ძალადობა არ განუხორციელებია, ასევე არასდროს დამუქრებია ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ---- ყ---------–მა (მისი განმარტებით, ი---- ხ------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისა და დაზარალებულად ცნობის შემდეგ შეიცვალა გვარი, კერძოდ, გვარი „ხ------–---–ი“ შეიცვალა გვარით „ყ---------–ი“) ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ც------ ხ------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მცირეწლოვანმა მოწმე ნ-----–---- ხ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის დედას - ნ---- ხ------–---–ს და მამას - ი---- ხ------–---–ს მისი თანდასწრებით არასდროს უჩხუბიათ. მით უფრო, მამას, მისი თანდასწრებით, ხელი არასდროს დაურტყამს დედისთვის.
დაზარალებულ ნ---- ხ------–---–ის ფიზიკური დაზიანების ფაქტი დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმად, 2018 წლის 8 ოქტომბერს მოქალაქე ნ---- ხ------–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ სისხლნაჟღენთის / მის ფონზე სისხლჩაქცევა/სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები დაახლოებით 4-5 დღისაა.
დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით ხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დააგდო საწოლზე, ხელები მოუჭირა კისრის მიდამოში და ახრჩობდა, ასევე ხელი დაარტყა სახის მიდამოში.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, 2----–-–-----------------ს შედგენილი შემაკავებელი ორდერის თანახმად, დადგენილია, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს, ნ---- ხ------–---–ს მისმა ყოფილმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მისამართზე, ქ.თბილისი, თ--------------------–-, კორპუსი #--- ბინა #--ში. ამავე ორდერის თანახმად, დადგენილია, რომ ორდერის გაცემის დროს მსხვერპლს - ნ---- ხ------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, მარჯვენა მხარზე, სახის არეში და მარცხენა ბარძაყის არეში აღენიშნებოდა სილურჯეები.
უდავოდ ცნობილი მოწმე ს------- ტ-------ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 6 ოქტომბერს, მას ნ---- ხ------–---–მა უთხრა, რომ ი---- ხ------–---–მა მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იძალადა მასზე და იყო ნაცემი.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ი---- ხ------–---–ის მხრიდან 2018 წლის 22 ივნისს, 2018 წლის 14 და 28 აგვისტოს და 2018 წლის 2, 3 და 4 ოქტომბერს ყოფილი მეუღლის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ძალადობის განხორციელების, ასევე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ი---- ხ------–---–მა ჩაიდინა ზემოაღნიშნული ქმედებები, კერძოდ: დაზარალებულმა ნ---- ყ---------–მა და მოწმე ც------ ხ------–---–მა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი თქვეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. მცირეწლოვანმა მოწმე ნ-----–---- ხ------–---–მა უარყო მისი თანდასწრებით მშობლებს შორის რაიმე კონფლიქტისა და მამის მხრიდან დედის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, თავად ბრალდებულმა კი დაადასტურა მხოლოდ 2018 წლის 5 ოქტომბერს ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელება, თუმცა უარყო აღნიშნული ძალადობის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელება, მან ასევე უარყო ყოფილი მეუღლის მიმართ რაიმე სახის მუქარისა და სხვა დროს რაიმე სახის ძალადობის განხორციელება, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იქნა დადასტურებული 2018 წლის 22 ივნისს, 2018 წლის 14 და 28 აგვისტოს და 2018 წლის 2, 3 და 4 ოქტომბერს ი---- ხ------–---–ის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების, ასევე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების ფაქტები, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---- ხ------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი 2018 წლის 22 ივნისს, 2018 წლის 14 და 28 აგვისტოს და 2018 წლის 2,3 და 4 ოქტომბერს ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და ასევე მის მიმართ მუქარის განხორციელების ბრალდებაში.
რაც შეეხება ი---- ხ------–---–ის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს ყოფილი მეუღლის - ნ---- ხ------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელებას, აღნიშნული ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, კერძოდ: ბრალდებულმა ი---- ხ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა 2018 წლის 5 ოქტომბერს ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენა, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელის დარტყმისა და ორივე ხელის ყელში წაჭერის ფაქტი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები და დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობა, რაც სრულ თანხვედრაშია როგორც ბრალდებულის ჩვენებასთან, ასევე, ამავე ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით შესამოწმებლის განმარტებასთან, რომლის თანახმად, 2018 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დააგდო საწოლზე, ხელები მოუჭირა კისრის მიდამოში და ახრჩობდა, ასევე ხელი დაარტყა სახის მიდამოში; 2018 წლის 5 ოქტომბერს ი---- ხ------–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელებისა და დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების შესახებ ინფორმაციას იძლევა ასევე შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლის - ნ---- ხ------–---–ის განცხადებით, 2018 წლის 5 ოქტომბერს, ყოფილმა მეუღლემ - ი---- ხ------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, ამავე ორდერის თანახმად, ორდერის გაცემის დროს ნ---- ხ------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები - სილურჯეები სხეულის სხვადასხვა არეში; ასევე, მოწმე ს------- ტ-------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მას 2018 წლის 6 ოქტომბერს, ნ---- ხ------–---–მა უთხრა მის მიმართ ი---- ხ------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---- ხ------–---–მა 2018 წლის 5 ოქტომბერს, ყოფილი მეუღლის მიმართ ნამდვილად განახორციელა ფიზიკური ძალადობა. ამასთან, გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა აღნიშნული ძალადობის ჩადენა მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რამდენადაც როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდებული უარყოფს ძალადობის ჩადენას მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ასევე, არასრულწლოვანმა ნ-----–---- ხ------–---–მაც უარყო მისი თანდასწრებით მამის მხრიდან დედის მიმართ ძალადობის ფაქტი, დაზარალებულმა არ მისცა სასამართლოს ჩვენება, ხოლო სხვა მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებდა, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი---- ხ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ი---- ხ------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ი---- ხ------–---–ი არ არის ნასამართლევი და არც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში, მართალია ი---- ხ------–---–ი თავს ცნობს დამნაშავედ იმ ეპიზოდში, რაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, თუმცა ძალადობის ხასიათიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ვადას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, კერძოდ, იგი არ არის ნასამართლევი ან სხვა კანონსაწინაღმდეგო ქმედებაში შემჩნეული და მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია დამძიმდა (თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5-ე, 92-ე, 258-260-ე, 268-270-ე, 274-ე და 276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- ხ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ი---- ხ------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ი---- ხ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. ი---- ხ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 ოქტომბრიდან.
4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი