გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
330210018002693327
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

№2/31212-1-

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 20-9 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე

 

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი’’

წარმომადგენელი - რე-------------–---–ი

 

მოპასუხეები - გი-------------–---–ი, ნა----------–---ი

წარმომადგენელი - დ-----------ე

 

გი-------------–---–ის წარმომადგენელი - მა-----------ე

 

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გი-------------–---–ს გადასახდელად დაეკისროს 29.11.20-6წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 39 517,10 აშშ დოლარის ოდენობით (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 7 803,27 აშშ დოლარი, პროცენტი 1 247,56 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 30 386,27 აშშ დოლარი და საკომისიო 80 აშშ დოლარი).

 

1.2. გი-------------–---–ს გადასახდელად დაეკისროს 29.11.20-6წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 7 803,27 აშშ დოლარზე, წლიური 1-% სარგებელი, რაც ყოველდღიურად შეადგენს 117,34 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან (25.10.20-8წ.) - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.3. გი-------------–---–ს გადასახდელად დაეკისროს 29.11.20-6წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 7 803,27 აშშ დოლარზე და პროცენტზე 1 247,56 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს გადახდა 1,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 136,06 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან (25.10.20-8წ.) - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ნა----------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბ--–--------------–---------------------------------4 (ს/კ 0----------------------).

 

1.5. გი-------------–---–ს გადასახდელად დაეკისროს 19.05.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება 134 305,69 ლარის ოდენობით (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 59 685,2 ლარი, პროცენტი 12 717,19 ლარი, პირგასამტეხლო 61 823,37 ლარი და საკომისიო 79,93 ლარი).

 

1.6. გი-------------–---–ს გადასახდელად დაეკისროს 19.05.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 59 685,20 ლარზე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1 193,7 ლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან (25.10.20-8წ.) - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.7. გი-------------–---–ს გადასახდელად დაეკისროს 19.05.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 59 685,2 ლარზე და პროცენტზე 12 717,19 ლარზე პირგასამტეხლოს გადახდა 1,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1 086,03 ლარს, სარჩელის აღძვრის დღიდან (25.10.20-8წ.) - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.8. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბ--–---------–------------ (ს/კ 0---------------).

 

1.9. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ბ---ის დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე გი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

20-6 წლის 29 ნოემბერს სს ,,სა---------–--------სა’’ და გი-------------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო მის ფარგლებში ამავე დღეს საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9 0-0 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 1-%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 1,5%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა განხორიციელებულიყო ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც დარღვეული იქნა მსესხებლის მიერ.

 

საკრედიტო ხაზისა და მისგან გამომდინარე სესხების უზრუნველყოფის მიზნით 29.11.20-6წ. გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონება მდებარე- თ---–--------------–-------------------------------- (ს/კ 0---------------------- )

 

20-7 წლის 19 მაისს სს „სა---------–--------სა’’ და გი-------------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო მის ფარგლებში ამავე დღეს საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 61 220 ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 24%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 1,5%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებებზე თანდართულ გრაფიკის შესაბამისად, რომელიც დარღვეული იქნა მსესხებლის მიერ.

 

საკრედიტო ხაზის და მისგან გამომდინარე სესხების უზრუნველყოფის მიზნით 19.05.20-7წ. გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე - თბ--–---------–------------ (ს/კ 0---------------).

 

20-8 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით: 29.11.20-6წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ერიცხება შემდეგი დავალიანება - 7 803,27 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, პროცენტი - 1 247,56 აშშ დოლარი, ჯარიმა - 30 386,27 აშშ დოლარი, საკომისიო - 80 აშშ დოლარი, ჯამში - 39 517,1 აშშ დოლარი; 19.05.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ერიცხება შემდეგი დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა - 59 685,2 ლარი, პროცენტი - 12 717,19 ლარი, ჯარიმა - 61 823,37 ლარი, საკომისიო - 79,93 ლარი, ჯამში - 134 305,69 ლარი.

 

სესხებზე პირგასამტეხლო დარიცხულია ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის 1,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასამტეხლოს დარიცხვა ხდებოდა, როგორც ძირითად დავალიანების თანხაზე, ასევე პროცენტის დავალიანებაზეც.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2 4. და 3.1.3.3 მუხლების შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვა ვალდებულების სრულ შესრულებამდე გრძელდება, რის გამოც საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილია ერთ შემთხვევაში არსებული დავალიანების ძირ თანხებზე ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელი 1-%-ის ოდენობით და მეორე შემთხვევაში 24%, ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვა 1,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე (დავალიანების სრულ დაფარვამდე).

 

სს „სა---------–--------ის’’ მიმართ ძირითად მოვალეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა, ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, წარმოდგენილია საკრედიტო ხელშეკრულების და რეალური დაფარვის გრაფიკი მსესხებლის ანგარიშებიდან. მოპასუხეს საერთოდ არ გააჩნია სესხზე გადახდები, გადახდილი აქვს მხოლოდ საკომისიო სესხის გაცემის დღეს და ჩამოჭრილი აქვს ორჯერ ჯარიმები. აღნიშნული კი უფლებამოსილებას ანიჭებს ბ---ს მიმართოს სასამართლოს მსესხებლისთვის არსებული დავალიანების დაკისრების (სესხის სრულად გამოთხოვის) და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით, ვადაგადაცილებას მსესხებელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ. პირველ სესხზე გადახდას ადგილი არ ჰქონია 1-.12.20-7 წლის შემდგომ, ხოლო მეორე სესხზე 05.0-.20-8 წლიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეთა წარმომადგენელმა დ-----------ემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა ნაწილში. 29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 თვის პროცენტი და 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 თვის პროცენტი. სასარჩელო მოთხოვნას დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაეთანხმა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასარიცხი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით მისი შემცირება მოითხოვა.

დ-----------ის მითითებულ პოზიციასთან დაკავიშირებით 20-9 წლის 4 მარტს, წარმოდგენილ იქნა მოპასუხე ნა----------–---ის განცხადება სარჩელის ნაწილობრივ ცნობასთან დაკავიშრებით [იხ. განცხადება/ ს.ფ. 20-].

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-6 წლის 29 ნოემბერს სს ,,სა---------–--------სა’’ და გი-------------–---–ს დაიდო ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის მიხედვით სესხის მოცულობა განისაზღვრა 150 0-0 აშშ დოლარით (ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში), მოქმედების ვადა 30- თვით, წლიური 0%-დან 48%-მდე საპროცენტო სარგებლით.

 

3.1.2. გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების (იგულისხმება ნებისმიერი დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა, ზიანი/ზარალი) უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს (29.11.20-6წ.) იპოთეკით დაიტვირთა გი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რაც ამჟამად ნა----------–---ის საკუთრებაშია. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს ბ---ი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ნებისმიერ ქონებაზე.

 

3.1.3. 20-6 წლის 29 ნოემბერს, გი-------------–---–თან ბ---მა გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელმა 60 თვის ვადით, წლიური 1-% სარგებლის დარიცხვით, სესხად 9 0-0 აშშ დოლარი მიიღო.

 

3.1.4. ხელშეკრულებით კრედიტის თანხის ათვისების საკომისიოდ განისაზღვრა კრედიტის თანხის 1% (მაგრამ არანაკლებ 50 აშშ დოლარი), ხოლო დაზღვევის მართვის საკომისიომ შეადგინა 8 აშშ დოლარი.

 

3.1.5. მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 1.5%-ის ოდენობით.

 

3.1.6. მოგვიანებით, 20-7 წლის 19 მაისს ბ---სა და გი-------------–---–ს შორის დაიდო კიდევ ერთი გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც რეგულირდებოდა, მის ფარგლებში დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ძირითადი პირობები.

 

3.1.7. გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა გი-------------–---–ის კუთვნილი უძრავი ნივთი (ს/კ 0---------------). ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს ბ---ი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ნებისმიერ ქონებაზე.

 

3.1.8. 20-7 წლის 19 მაისს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გი-------------–---–ზე გაიცა კრედიტი 61 220 ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 24% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

3.1.9. შეთანხმდა პირგასამტეხლო, რომლის საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის დავალიანების თანხის 1.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ხელშეკრულებით კრედიტის თანხის ათვისების საკომისიოდ განისაზღვრა თანხის 1% (მაგრამ არანაკლებ 50 ლარი), ხოლო დაზღვევის მართვის საკომისიომ შეადგინა 8 ლარი.

 

3.1.10. მსესხებელს ბ---ისათვის კრედიტის დაბრუნება ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.11. ორივე გენერალური ხელშეკრულება უთითებდა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე, რომელიც დადგენილია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ით, განთავსებულია ბ---ის ვებ-გვერდზე (http://b------------.ge ) ან/და თან ერთვის ხელშეკრულებას, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს და განიხილება მასთან ერთად.

 

3.1.12. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის, მხარეები შეთანხმდნენ პროცენტის გადახდის თაობაზე. კერძოდ, ხელშეკრულების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბ---ი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მისი/მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება;

 

3.1.13. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, კრედიტით სარგებლობის პერიოდში ხდებოდა მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში.

 

3.1.14. მსესხებელს 20-7 წლის 1- დეკემბრის შემდგომ სესხის დაფარვა არ უწარმოებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება;

- სესხის დაფარვების ამსახველი დოკუმენტაცია;

 

3.1.15. სს „სა---------–--------ის’’ მიერ გაცემული ფინანსური დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, გი-------------–---–ს 20-8 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხება შემდეგი დავალიანება:

- 29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 39 517,10 აშშ დოლარი (საიდანაც ძირითადი თანხაა - 7 803,27 აშშ დოლარი (სარჩელში შეცდომით არის მითიტებული 7823,27 აშშ დოლარი), პროცენტი - 1 247,56 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 30 386,27 აშშ დოლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 80 აშშ დოლარი).

- 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 134 305,69 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 59 685,20 ლარი, პროცენტი - 12 717,19 ლარი, პირგასამტეხლო 61 823,37 ლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 79,93 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ფინანსური დავალიანების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გადაწყვეტისათვის არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. ხელშეკრულებების მიხედვით, კრედიტი უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დარღვეულია მოპასუხის მიერ და ამიტომ, მოსარჩელის მოთხოვნა კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მსესხებლის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარიცხული და მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ასევე პირგასამტეხლოს განაკვეთი, რაც მოპასუხეს უნდა დაერიცხოს დავალიანების თანხაზე 20-8 წლის 25 ოქტომბრიდან (1,5%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება. ამიტომ, სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4.3. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდაზე მხარეთა შეთანხმების გამო, მოპასუხე ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის კრედიტორს გადაუხადოს შეთანხმებული პროცენტი.

 

4.4. ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს ბ---ის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში, მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში, რადგან ხელშეკრულებები ითვალისწინებს შეთანხმებას აღსრულების ამგვარ წესზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ანუ, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ვალდებულება ორი კატეგორიისაა - სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო. სახელშეკრულებო ვალდებულება წარმოიშობა ნებაყოფლობით, არასახელშეკრულებო კი, კანონით (მოვალის ნების საწინააღმდეგოდ) (სსკ-ის 316.1-ე და 317.1-ე მუხლები).

 

6.2. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სსკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. გადაწყვეტილების 3.1.3. და 3.1.8. პუნქტებით დადგენილია და სადავო არაა, რომ გი-------------–---–მა 20-6 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით 60 თვის ვადით, წლიური 1-% სარგებლის დარიცხვით, სესხად მიიღო 9 0-0 აშშ დოლარი, ხოლო 20-7 წლის 19 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე 61 220 ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 24% სარგებლის დარიცხვით. შესაბამისად, მოპასუხე იკისრა რა ვალდებულება, უნდა შეესრულებინა ამ ხელშეკრულებებით მისივე ნებით შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობები, რაც მას კონკრეტულ ვალდებულებას უდგენდა. სწორედ, აღნიშნულზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. ეს ნორმა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს ბ---ისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა (გადაწყვეტილების 3.1.10. პუნქტი), რაც არ შეასრულა. შესაბამისად, ბ---ს - ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური მოლოდინის დაკარგვის საფუძვლით, ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყენებინა სსკ-ის 873-ე მუხლით მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. მითითებული ნორმა ითვალისწინებს კრედიტის გამცემის მიერ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი კრედიტის მიმღები გადააცილებს ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი (სსკ-ის 361-ე და 40--ე მუხლები). კერძოდ, დარღვეულია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც მოპასუხეს მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ (მოპასუხის განმარტებით, მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რაზეც ვერ შეთანხმდნენ) და ამიტომ, ბ---მა ვადაზე ადრე შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც წარმოადგენს ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხე ვალდებულების არსებობას არ უარყოფს და ცნობს კიდეც სარჩელს. ამიტომ, მოპასუხის სარჩელის ცნობა (ვალდებულების აღიარება), როგორც შეუქცევადი სამართლებრივი შედეგი, წარმოადგენს მის მიმართ აღიარებული მოთხოვნის ფარგლებში ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარის საფუძველს (სსსკ-ის მე-3 და 208-ე მუხლები). ამდენად, 29.11.20-6წ. და 19.05.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 7 803,27 აშშ დოლარისა და 59 685,2 ლარის და დარიცხული პროცენტის 1 247,56 აშშ დოლარის და 12 717,19 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას (მოპასუხეებმა სარჩელი პროცენტის ნაწილში ცნეს ნაწილობრივ - 5 და 10 თვის პროცენტის ნაწილში). ამასთან, ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხე გი-------------–---–ს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურების ვალდებულებაც (29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 80 აშშ დოლარი და 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 79,93 ლარი).

 

6.3. რაც შეეხება სარჩელს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. კანონი ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს წერილობითი შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-41--ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. კერძოდ, სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. შესაბამისად, ცხადია, რომ პირგასამტეხლო სანქცირებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, მისი დაკისრებისათვის, სულ მცირე, სახეზე უნდა იყოს შეთანხმება და შეუსრულებელი ვალდებულება. უდავო ფაქტია, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 1.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განსახილველ შემთხვევაში 25.10.20-8წ. მდგომარეობით 29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო 30 386,27 აშშ დოლარია, ხოლო 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 61 823,37 ლარი.

 

6.4. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-20-6, 14 ივნისი, 20-6 წელი; სუსგ №ას-48-43-20-5, 19 მარტი, 20-5 წელი; სუსგ №ას-637-603-20-5, 23 ოქტომბერი, 20-5 წელი; სუსგ №ას-23-23-20-4, 10 აპრილი, 20-4 წელი; სუსგ №ას-1432-1351-20-2, 20 მაისი, 20-3 წელი), რაზე დაყრდნობითაც სასამართლო შეფასებას მისცემს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შეუსაბამობასთან დაკავშირებით. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მას ანიჭებს პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლებას, ასევე ითვალისწინებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილი მყარი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და მისი მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (სსკ-ის 420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს და ფაქტორებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამიტომ, სასამართლო, მოქმედებს რა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი არ განუცდია, ამავდროულად მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ არსებობს მხარეთა შეთანხმება ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის - პროცენტის გადახდაზე და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი 1,5% (მიუხედავად ბ---ის მხრიდან შემცირებისა) შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, რის გამოც უნდა შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი 0.03%-მდე. უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში, რომლის ოდენობაც 29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 386,27 აშშ დოლარია, ხოლო 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 61 823,37 ლარია, უნდა შემცირდეს 10 ჯერ. ამიტომ, მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 6 1-2,33 ლარის და 3 038,62 აშშ დოლარის ოდენობითა და 25.10.20-8წ-დან გადაწყვეტილების (იძულებით) აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირ თანხაზე 0.03%.

 

6.5. სარჩელით ბ---ი მოითხოვს მსესხებლისათვის 29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური 1-%-ის, ხოლო 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24%-ის დაკისრებას დავალიანების ძირ თანხაზე 25.10.20-8წ.-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც დაკმაყოფილებას ექვემდებარება შემდეგი გარემოებების გამო: სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორისათვის მინიჭებული უფლება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (სსკ-ის 403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (სსკ-ის 408.1-ე მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (სსკ-ის 411-ე მუხლი) და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-614-581-20-5). ჩვენს შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდის განმავლობაში საპროცენტო სარგებელის ანაზღაურების საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ სსკ-ის 403-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-170--1685-20-1). დადგენილია ფაქტია და ამაზე მოპასუხეც არ დავობს, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის მხარეები შეთანხმდნენ პროცენტის გადახდის თაობაზე. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, თუ ბ---ი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მისი/მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე, რის გამოც საფუძვლიანი მოთხოვნა ვადის გადაცილების გამო პროცენტის დაკისრების თაობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, 20-6 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით მოპასუხემ სესხი მიიღო წლიური 1-%-ის დარიცხვით, ხოლო 20-7 წლის 19 მაისის ხელშეკრულებით 24%-ის დარიცხვით. ამიტომ, ბ---ის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და გი-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 7803,27 აშშ დოლარზე, წლიური 1-% სარგებლის გადახდა 25.10.20-8წ-დან - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე პერიოდისათვის, ხოლო 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 59685,20 ლარზე, წლიური 24% სარგებლის გადახდა 25.10.20-8წ-დან - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე პერიოდისათვის [გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე პერიოდში მოიაზრება იძულებით აღსრულების დაწყებისათვის განკუთვნილი გონივრული დრო, რომლის განმავლობაშიც კრედიტორს შეიძლია განახორციელოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება კანონით დადგენილი წესით. სსსკ-ის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტები, მათ შორი სსსკ-ის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობა - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა გამონაკლისის სახით სსსკ-ის 268-ე მუხლი ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას სასამართლო აამოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებულ წესს და სამართლებრივ რეჟიმს. ამ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა (გადაეცემა) - დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან და იმგვარი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომის შემთხვევა - გადაწყვეტილებას აღსრულებას შეუძლებელს გახდის (ვერ აღსრულდება) ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესით იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/დასაურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა].

 

6.6. სსკ-ის 286-ე და 30--ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. შეთანხმება იპოთეკის შესახებ არის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, (მის მიმართ გამოიყენება როგორც ნორმები გარიგებათა შესახებ, ისე სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებები), რომლითაც უძრავი ნივთის მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება მასზე გადასცეს კრედიტორს. იპოთეკა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებას. იპოთეკის შესახებ შეთანხმება დაკავშირებულია სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან, როგორც წესი სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. ეს კავშირი პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ორივე გარიგებას – სესხსაც და იპოთეკასაც ერთი და იგივე კრედიტორი ჰყავთ, რომელსაც იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკარი ეწოდება. მიზნობრივი კავშირი იპოთეკასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კანონით იმპერატიულად არის დადგენილი. იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა.

 

6.7. სსკ-ის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოების გათვალისწინებით ბ---ი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული და მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების იძულებითი რეალიზაცია.

 

7. აღსრულების წესის განსაზღვრა

 

7.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს ბ---ი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ნებისმიერ ქონებაზე.

 

7.2. სსსკ-ის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. კრედიტორის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, იძულებით აღსრულება უნდა მიექცეს მოვალის სხვა ქონებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

8.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8.2. იმის გათვალისწინებით, რომ ბ---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, (საიდანაც მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ), მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2 697,26 ლარი უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 1029,78 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად, ხოლო დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის გათვალისწინებით 1 272,96 ლარი მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. ამ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,სა---------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გი-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ 29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა 7803,27 აშშ დოლარი, პროცენტი 1247,56 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3038,62 აშშ დოლარი და საკომისიო 80 აშშ დოლარი.

 

3. გი-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7803.27 აშშ დოლარზე და დარიცხულ პროცენტზე - 1247,56 აშშ დოლარზე (ჯამში 9050.83 აშშ დოლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.03%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 25.10.20-8წ-დან - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე პერიოდისათვის (იძულებით აღსრულების დაწყებისათვის განკუთვნილი გონივრული დრო).

 

4. გი-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 29.11.20-6წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 7803,27 აშშ დოლარზე, წლიური 1-% სარგებლის გადახდა 25.10.20-8წ-დან - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე პერიოდისათვის (იძულებითი აღსრულების დაწყებისათვის განკუთვნილი გონივრული დრო).

 

5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ნა----------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბ--–--------------–--------------------------------- (ს/კ 0----------------------).

 

6. გი-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა 59685,20 ლარი, პროცენტი 12717,19 ლარი, პირგასამტეხლო 61-2.33 ლარი და საკომისიო 79.93 ლარი.

 

7. გი-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 59685,20 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე - 12717,19 ლარზე (ჯამში 72402.39 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.03%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 25.10.20-8წ-დან - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე პერიოდისათვის (იძულებით აღსრულების დაწყებისათვის განკუთვნილი გონივრული დრო).

 

8. გი-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 19.05.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 59685,20 ლარზე, წლიური 24% სარგებლის გადახდა 25.10.20-8წ-დან - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე პერიოდისათვის (იძულებითი აღსრულების დაწყებისათვის განკუთვნილი გონივრული დრო).

 

9. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბ--–---------–---------------- (ს/კ 0---------------).

 

10. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ბ---ის დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე გი-------------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

 

11. გი-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადახდეს 1029,78 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

12. სს ,,სა---------–--------ს’’ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 25.10.20-8წ. №1195 საგადახდო დავალებით, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2697,26 ლარი (გადახდილია 5 0-0 ლარი) (გადამხდელის ბ---ი - სს ,,სა---------–--------ი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 30- 773 150; მიმღების ბ---ი - ხაზინა; ბ---ის კოდი TRESGE22).

 

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე