განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002689582
№1/311-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივნები: ლევან ქირია, ირაკლი შენგელია, მარიამ წულაძე.
ბრალდების მხარე:
პროკურორი : ალ---------- კ-------.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გო---–- მ---------,ბრალდებული: ალ---- ჯი------,მამის სახელი: გო--,დაბადებული: 0-.1-.1--- წელი,დაბადების ადგილი: ზ---------,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ტ----------,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 1----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ზ---------, სოფ. ც--–-, ვ----–----–-ს ქ. №9.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და გასაღება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი----- ჯ---–--,ბრალდებული: პ----- ჯ---–--,მამის სახელი: ზ------,დაბადებული: 0-.0-.1--- წელი,დაბადების ადგილი: ზ---------,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 1----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ზ---------, სოფ. ც--–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ალ---- ჯი------ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1. 2016-2017 წლებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ---------ს რაიონის სოფელ ც--––-, ვ-–----–----–-- ქუჩა N9-ში მდებარე ალ---- ჯი------ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა “MAKAROV CCR”-ის მოდელის N1---- ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც საბრძოლო მასალასთან ერთად უკანონოდ ატარებდა 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ხ----------ს ადმინისტრაციულ ერთეულში, გ------- მ--------–---–-ს და ა---------– ღ-----–---–-ს მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის დროს.
2. ალ---- ჯი------მ 2018 წლის ივნისის თვის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ---------ს რაიონის სოფელ ც--––-, ვ-–----–----–-- ქუჩა N9-ში მდებარე ალ---- ჯი------ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღიდან (K------ და N4----) მართლსაწინააღმდეგოდ დაამზადა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი-თოფის გადანაჭერი, რომელიც მასში მოთავსებულ ორ ცალ სროლისათვის ვარგის საბრძოლო ვაზნასთან ერთად, 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ხ----------ს ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფნის დროს, მასთან ერთად ყაჩაღობის ჩადენის მიზნით გადასცა პ----- ჯ---–--ს, რითაც გაასაღა იგი.
3. 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ხ----------ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ცეცხლსასროლი იარაღებით და საბრძოლო ვაზნებით შეირაღებული ალ---- ჯი------ და პ----- ჯ---–--, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, თავს დაესხნენ გ------- მ--------–---–ს და ა---------– ღ-----–---–ს, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა---------– ღ------–---–-ს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობის თანხას, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს მორალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანი.
პ----- ჯ---–--ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1. 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ხ----------ს ადმინისტრაციულ ერთეულში, პ----- ჯ---–--მ ალ---- ჯი------ს---ნ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღიდან (K------ და N4----) დამზადებული სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი-თოფის გადანაჭერი, მასში მოთავსებული ორი ცალი სროლისათვის ვარგისი საბრძოლო ვაზნით, რომელსაც უკანონოდ ატარებდა იმავე დღეს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ხ----------ს ადმინისტრაციულ ერთეულში, გ------- მ--------–---–-ს და ა---------– ღ-----–---–-ს მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის დროს.
2. 2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ხ----------ს ადმინისტრაციულ ერთეულში, ცეცხლსასროლი იარაღებით და საბრძოლო ვაზნებით შეირაღებული ალ---- ჯი------ და პ----- ჯ---–--, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, თავს დაესხნენ გ------- მ--------–---–ს და ა---------– ღ-----–---–ს, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა---------– ღ------–---–-ს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობის თანხას, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს მორალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ბრალდებულებმა ალ---- ჯი------მ და პ----- ჯ---–--მ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმნენ ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნეს მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
ბრალდებულების ალ---- ჯი------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სს-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და პ----- ჯ---–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების: გ------- მ--------–---–-ს, ა---------– ღ------–---–-ს, კ-------ი ლ--------ს, პ----- ჯ---–--ს, ე-–--- ჯი------ს, გი------ ზ---------ს, მ------ ჩ-------ს და დ---ა ჯ-----ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ალ---- ჯი------ს გამოკითხვის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის N0-------- ექსპერტიზის დასკვნით, გ------- მ--------–---–-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულ პ----- ჯ---–--ს გამოკითხვის ოქმით, ბიოლო--ური (გენეტიკური, სეროლო--ური) ექსპერტიზის დასკვნით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.
ყაჩაღობისას ფიზიკური ძალადობას, შეიძლება შედეგად მოჰყვეს დაზარალებულის სხეულის დაზიანება ან შეუქმნას საშიშროება დაზარალებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, მან შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.
უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში ყაჩაღობის ჩადენამდე ბრალდებულებმა ალ---- ჯი------მ და პ----- ჯ---–--მ მოახდინეს ცეცხლასროლი იარაღის დემონსტრირება, რაც დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (0-.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, საქმეზე ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ:
1. ბრალდებულმა ალ---- ჯი------მ ჩაიდინა - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და გასაღება, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდების მხარის მიერ სწორად არის დაკვალიფიცირებული ალ---- ჯი------ს დანაშაულებრივი ქმედება სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისად, მის მიმართ მსჯავრის დადება უნდა განხორციელდეს ამ მუხლებით გათვალისწინებული დისპოზიციურობის და სანქციის ფარგლებში.
2. ბრალდებულმა პ----- ჯ---–--მ ჩაიდინა - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება , მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდების მხარის მიერ სწორად არის დაკვალიფიცირებული პ----- ჯ---–--ს დანაშაულებრივი ქმედება სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისად, მის მიმართ მსჯავრის დადება უნდა განხორციელდეს ამ მუხლებით გათვალისწინებული დისპოზიციურობის და სანქციის ფარგლებში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ალ---- ჯი------ს და პ----- ჯ---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ქმედებათა აღიარება, გულწრფელი მონანიება, სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობა, დაზარალებულებთან შერიგება.
ალ---- ჯი------ს და პ----- ჯ---–--ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ალ---- ჯი------ს და პ----- ჯ---–--ს მიმართს სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულთა მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას, მათ წარსულ ცხოვრებას (ალ---- ჯი------ს აქვს შეულახავი წარსული), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულთა პიროვნებებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ბრალდებულების ალ---- ჯი------ს და პ----- ჯ---–--ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ბრალდებულები იარაღის გამოყენებით თავს დაესხნენ დაზარალებულებს), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივს, მიზანს (სხვისი ფულადი თანხის დაუფლება), მათ პიროვნებებს.
ამავე დროს, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ითვალისწინებს ბრალდებულების ალ---- ჯი------ს და პ----- ჯ---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულების აღიარებასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი ქმედების გამო, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მიუთითეს დანაშაულის ჩადენის იარაღზე, ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ნებაყოფლობით აუნაზღაურეს დაზარალებულებს მიყენებული ზიანი, რის გამოც მათ მიმართ დაზარალებულები ითხოვენ შეღავათების გავრცელებას.
აღნიშნული გარემოებების და ბრალდებულების მიმართ შერაცხული მუხლების სანქციის ქვედა და ზედა ზღვრების გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ალ---- ჯი------ს და პ----- ჯ---–--ს სასჯელი უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავეების რესოციალიზაციას.
პ----- ჯ---–--ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის ფარგლებში, ხოლო ალ---- ჯი------ს მიმართ იგივე გარემოებების და მოცემულ დანაშაულში მისი როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით, მისი სასჯელი უნდა განისაზღვროს სანქციის ქვედა ზღვრის მცირედით მაღალი სასჯელით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ალ---- ჯი------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა და თანაბარმა სასჯელებმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელი და ალ---- ჯი------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ალ---- ჯი------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 ივლისის 00:40 საათიდან.
2. პ----- ჯ---–-- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ----- ჯ---–--ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ პ----- ჯ---–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 ივნისის 21:38 საათიდან.
3. მსჯავრდებულების ალ---- ჯი------ს და პ----- ჯ---–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ: 1) მავთულბადის ღობიდან ამოღებული მოთეთრო ფერის პლასტმასის ცილინდრული ფორმის საგანი, 2) ჭიშკრის სიახლოვეს, გზისპირიდან ამოღებული ერთი ცალი ბალონი, 3) ჭიშკრის მიმდებარედ, გზის პირიდან ამოღებული ლურჯი ფერის ქსოვილისაგან დამზადებული ნიღაბი, 4) ეზოს ღობესთან არსებული მცენარეებიდან ამოღებული ფოთლები მოწითალო ფერის ლაქებით, 5) გრძელსახელოიანი პერანგი და ლურჯი ფერის ქსოვილისაგან დამზადებული ნიღაბი, ამოღებული გზის მარჯვენა სავალი ნაწილიდან, 6) პლასტმასის საგანი-ხამუთი, 7) მოთეთრო ფერის პლასტმასის ცილინდრული ფორმის საგანი, ამოღებული ავტომობილის სიახლოვეს გზის პირიდან, განადგურდეს;
8) შავი ფერის მასრა წარწერით: „1-“ , 9) ერთი ცალი მასრა, 10) ერთლულიანი თოფი ნომრით: „-------“ და თოფის შალითა, გადაეცეს საქართველოს შსს-ოს შესაბამის სამსახურს;
11) ავტომობილის საჭის რგოლის შალითა, 1-) ნამგალი და ხერხი, 13) შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული ნივთებით, 14) ავტომობილის (სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------""), მარცხენა და მარჯვენა კარის გარეთა სახელურიდან აღებული ანაწმენდები, 15) ავტომობილის (სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------"") კაბინის მარჯვენა კარის გარეთა ზედაპირიდან აღებული ხელის კვალები, 16) ავტომობილის (სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------"") მარცხენა მხარეს საფეხურის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში, 17) რკინიგზის გვერდით საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს ღობის გვერდზე მიწის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში, 18) ავტომობილის (სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------"") მარჯვენა მხარეს სავარძლის ქვეშ რეზინის ქვეშაგიდან აღებული სუნის ნიმუში, 19) ავტომობილის (სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------"") მარცხვენა მხარეს სავარძლის ქვეშ რეზინის ქვეშაგიდან აღებული სუნის ნიმუში, 20) ავტომობილის (სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: „D------"") მარჯვენა მხარეს საფეხურის ზედაპირიდან აღებული სუნის ნიმუში, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
გ-----მ მ--------–---–-ს---ნ ამოღებული ტანსაცმელი და ა---------– ღ-----–---–-ს---ნ ამოღებული ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მესაკუთრეებს;
ს---მოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ: 1) ერთი ცალი „MAKAROV CCCR"" მოდელის N1---- ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ცალი საბრძოლო ვაზნა, 2) ერთი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი-ორლულიანი თოფის გადანაჭერი (ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ ორი ერთეული იარაღის K------ და N4---- ნაწილებით აწყობილი ორლულიანი თოფის გადანაჭერი), მასში მოთავსებული ერთი ცალი საბრძოლო ვაზნით და ერთი ცალი მასრით, 3) ერთი ცალი მცირე ზომის ბალონი - გადაეცეს საქართველოს შსს-ოს შესაბამის სამსახურს;
4) ერთი ცალი შავი ფერის ჩანთა და მასში მოთავსებული ერთი ცალი შავი ფერის კეპიანი ქუდი, ერთი ცალი მონაცრისფრო ფერის ქუდი, ორი ცალი პირბადე (თეთრი და ცისფერი), ერთი ცალი შავი ფერის შარფი, ერთი ცალი შავი ფერის ქსოვილის ნაჭერი, ორი ცალი პლასტმასის ხამუთი, ერთი ცალი პოლიეთილენის პარკი, 5) ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის პერანგი, მონაცისფრო ფერის მაისური მოწითალო ფერის ლაქებით, მოლურჯო ფერის წინდები და ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, განადგურდეს;
ალ---- ჯი------ს---ნ აღებული ნერწყვის ნიმუში, ,, ალ---- ჯი------ს---ნ აღებული ფრჩხილის ნიმუში, ალ---- ჯი------ს---ნ აღებული ანაწმენდების ნიმუში, ალ---- ჯი------ს---ნ აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, ალ---- ჯი------ს---ნ აღებული სისხლის ნიმუში, პ----- ჯ---–--ს---ნ აღებული ნერწყვის ნიმუში, პ----- ჯ---–--ს---ნ აღებული ფრჩხილის ნიმუში, პ----- ჯ---–--ს---ნ აღებული ანაწმენდების ნიმუში, პ----- ჯ---–--ს---ნ აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, პ----- ჯ---–--ს---ნ აღებული სისხლის ნიმუში, ა---------– ღ-----–---–-ს---ნ აღებული ნერწყვის ნიმუში, ა---------– ღ-----–---–-ს---ნ აღებული ფრჩხილის ნიმუში, ა---------– ღ-----–---–-ს---ნ აღებული ანაწმენდების ნიმუში, ა---------– ღ-----–---–-ს---ნ აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, გ------- მ--------–---–-ს---ნ აღებული ნერწყვის ნიმუში, გ------- მ--------–---–-ს---ნ აღებული ფრჩხილის ნიმუში, გ------- მ--------–---–-ს---ნ აღებული ანაწმენდების ნიმუში, გ------- მ--------–---–-ს---ნ აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, გ------- მ--------–---–-ს---ნ აღებული სისხლის ნიმუში, პ----- ჯ---–--ს---ნ აღებული სუნის ნიმუში, ალ---- ჯი------ს---ნ აღებული სუნის ნიმუში, პ----- ჯ---–--ს---ნ აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, პ----- ჯ---–--ს---ნ აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში, პ----- ჯ---–--ს---ნ აღებული ნერწყვის ნიმუში, ა---------– ღ-----–---–-ს---ნ აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, ა---------– ღ-----–---–-ს---ნ აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში, ა---------– ღ-----–---–-ს მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახის მიდამოდან აღებული ანაწმენდები, გ------- მ--------–---–-ს---ნ აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, გ------- მ--------–---–-ს---ნ აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში, გ------- მ--------–---–-ს---ნ მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახის მიდამოდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც 52 პაკეტად ინახება შსს ხ----ს რაიონულ სამმართველოში შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე