განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1-----------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ი-------------------,დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ---------------------------------- დაბადებული 1-----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ------–----------------------–------------------------------------------------
ადვოკატი - ს-----------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 08 ივლისს, დილის საათებში, ქ------–---------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, დ--------------------- იყიდა არაყი და კ------------------- შეიყვანა ამავე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საწყობის ოთახში, სადაც მათ დალიეს სასმელი, ცოტა ხანში დ-------------------- ეჭვიანობის ნიადაგზე გახდა აგრესიული და კ------------------- დაუწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა და ხელებით ცემა სახის მიდამოში, რის შემდეგაც კ.-------–---ი წაიქცა, რა დროსაც დ--------------------- ფეხი ჩაარტყა მარცხენა მხარეს ფერდში. ცემის შედეგად კ------------------- გაუსკდა ზედა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად კ-------------------- მიიღო დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, მეცხრე ნეკნის მოტეხილობა. მოტეხილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დანარჩენი დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მიუშლელად.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ კ-------------------ს ჩვენებით, ბრალდებულ დ----------------------- აკავშირებდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. 2----–-–--------–---, დ----------------------- ერთად იმყოფებოდა ს-------–----------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში, სადაც ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც დაურეკა მეგობარმა გ--------- რაზეც იეჭვიანა დ--------------------- და მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელებით ცემა სახის მიდამოში, ძირს წაქცეულს ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფერდში, რამაც გამოიწვია ნეკნის გატეხვა, გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. ამის შემდგომ დ--------------------- შეწყვიტა მისი ცემა და ჩაეძინა, რის შემდეგაც შეძლო მისგან თავის დაღწევა. ნაცემ მდგომარეობაში მყოფი წავიდა დასთან ა-------------------- სახლში, სადაც დახვდნენ დის შეყვარებული ბ----------------- და მეგობარი მ-------------------. მიყენებული დაზიანებების შედეგად განიცდიდა ძლიერ ტკივილს, რის გამოც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
მოწმე ბ-----------------ს ჩვენებით, 2----–-–--------–--- ა-------------------- და მ-------------------სთან ერთად იმყოფებოდა სახლში, სადაც მივიდა ნაცემ მდგომარეობაში მყოფი კ-------------------, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. კ-------------------- განაცხადა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ცემა დ--------------------- ნ-----–------------------ ტერიტორიაზე. კ------------------- განიცდიდა ტკივილს, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც იგი გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. მოწმის განმარტებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია კ------------------- და დ--------------------, ხშირად კამათობდნენ ერთმანეთში და ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა.
მოწმე მ-------------------ს ჩვენებით, 2----–-–--------–--- სტუმრად მივიდა მეგობარ ა--------------------, სადაც დახვდა ნაცემ მდგომარეობაში მყოფი ა--------- კ-------------------, რომელსაც დალურჯებული ჰქონდა თვალები და ასევე სილურჯეები ეტყობოდა სახის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. კ-------------------ს თქმით, ს--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დ--------------------- ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელებით და ფეხებით სცემა სახის და სხეულის სხვადასხვა ადგილას. მოწმის განმარტებით, კ------------------- მეუღლესთან განქორწინების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა დ------------------------- რომელთანაც ჰქონდა დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა.
მოწმე მ--------------------- ჩვენებით, 2----–-–---------–---, მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება კ-------------------ს მიმართ განხორციელებული ცემის ფაქტზე. მოწმის სახით გამოკითხა კ------------------- და მისი ჩვენებიდან გამომდინარე დ--------------------ს მიმართ შეადგინა შემაკავებელი ორდერი, ხოლო დაზარალებულს შესთავაზა თავშესაფარში გადაყვანა, რაზეც კ-------------------- განაცხადა უარი. მოწმის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილი იქნა კ-------------------- სამედიცინო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. თანამშრომელ ი----------------- მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია დ--------------------ს ადგილსამყოფელის შესახებ, რის შემდეგაც თანამშრომელ ი---------------------- ერთად გაემართა ბ------------–--–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დ-------------------- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაზარალებულ კ-------------------ს მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელმაც მიუთითა ის ადგილი, სადაც დ--------------------- განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
მოწმე ი----------------- ჩვენებით, 2----–-–--------------- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ კ-------------------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე დ-------------------- იმყოფებოდა ბ------------–--–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შესახებაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ---------------- ჩვენებით, 2----–-–---------–--- მეწყვილე ლ---------------- ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში, რა დროსაც დაზარალებულმა კ-------------------- მიუთითა მ----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი თქმით დ--------------------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ დ--------------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (შემაკავებელი ორდერი და ო-----------, სამედიცინო დოკუმენტები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #---------, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი, დათვალიერების ოქმი) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ--------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ დ--------------------ს მხრიდან, კ-------------------ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულმა კ-------------------- სრულად დაადასტურა დ--------------------ს მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ 2----–-–--------–---, ს-------–----------------------- ტერიტორიაზე დ--------------------- ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელებით ცემა სახის მიდამოში, ძირს წაქცეულს ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფერდში, რამაც გამოიწვია ნეკნის მოტეხვა, გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. მიყენებული დაზიანებების შედეგად განიცდიდა ძლიერ ტკივილს, რის გამოც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ მ-------------------ს და ბ-----------------ს ჩვენებებთან, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს კ-------------------ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებების არსებობის ფაქტი და განმარტეს, რომ 2----–-–--------–--- იმყოფებოდნენ ა-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მივიდა ნაცემ მდგომარეობაში მყოფი კ-------------------, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ცემის კვალი, რასთან დაკავშირებითაც კ-------------------- განუცხადა მათ, რომ დ--------------------- ეჭვიანობის ნიადაგზე ცემა ნ-----–------------------ ტერიტორიაზე. კ------------------- განიცდიდა ტკივილს, რის გამოც იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ კ------------------- და დ-------------------- ერთმანეთში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა და დ--------------------ს მხრიდან ხშირად ჰქონდა ადგილი კ-------------------სთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მ--------------------- ჩვენებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აწარმოა შემდგომში დაზარალებულად ცნობილი კ-------------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა დ--------------------ს მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მოწმემ ასევე დაადასტურა ბრალდებულ დ--------------------ს მიმართ შემაკავებელი ორდერის შედგენის ფაქტი, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ მისამართზე მიახლოება და ყოველგვარი კომუნიკაციის დამყარება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ კ-------------------ს სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი კ--------------------- მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე, რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ კ------------------- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, ხოლო სამედიცინო შემოწმებისას დაესვა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობის და თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმის დიაგნოზი. კ------------------- პირადი შემოწმებისას მარჯვენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე აღენიშნებოდა მოლურჯო, პერიფერიაზე მომწვანო-მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე, ამავე თვალის სკლერაში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა და გარეთა ზედაპირის საზღვარზე, მარჯვენა თეძოს ფრთის საპროექციოდ აღენიშნებოდა კანის დონიდან მაღლა მდებარე მუქი მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი, პერიფერიაზე ფუფხის კიდეები წამოწეულია, ალაგ აცლილია და მოსჩანს კანის მოვარდისფრო შეფერილობა. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე. ნეკნის მოტეხილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხოლო დანარჩენი დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ---------------- ჩვენებას, დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში, რა დროსაც დაზარალებულმა კ-------------------- მ----–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მიუთითა ის ადგილი, სადაც დ--------------------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ურთიერთანალიზის შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ--------------------- ჩაიდინა კ-------------------ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რა არ არის სახიფათო სიცოცხლისათვის და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს დ--------------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობას, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, რისთვისაც მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, როდესაც მის მიერ განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ--------------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, დ-------------------- სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ დ-------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–--------------------
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ თბილისის რ--------–----------------–----- გამოთხოვილი კ-------------------- რენტგენოგრამები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი