გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
210210018002410216
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210018002410216

საქმე №2/288 - 18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.03.2019 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი

მოსარჩელე: სა-–--------------ე

წარმომადგენელი: ბე----------–---–ი

მოპასუხე: ჯე---–----------ი

მოპასუხის წარმომადგენელი: ელ------------------ი

მცირეწლოვნების: ელ------------ის და ბა--------------ის წარმომადგენელი: თე------–---–ი

დავის საგანი: მცირეწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მცირეწლოვანი შვილების 2----–-–------------–ს დაბადებული ელ------------ის (პ/ნ40---------) და 2----–-–---------------ს დაბადებული ბა--------------ის (პ/ნ40---------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის სა-–--------------ის საცხოვრებელი ადგილი, ქ. ბათუმი, გ-----------–------–-- ქუჩა N4-.

 

ძირითადი სარჩელის დასაბუთება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ბე----------–---–მა განმარტა, რომ 2--- წლიდან მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოქალაქე ჯე---–----------თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი 2----–-–------------–ს დაბადებული ელ------------ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ბა--------------ი. ოჯახის შექმნის დღიდან ცხოვრობდნენ დ--------–--–------- რაიონ, სოფელ მ--------ში. მათ შორის წლების განმავლობაში მოპასუხის სასმელზე დამოკიდებულების გამო არსებობდა ურთიერთდაპირისპირება, რაც 2017 წლის ივნისში დასრულდა მათი დაშორებით და თანაცხოვრების შეწყვეტით. 2017 წლის ივნისის შემდგომ, რაც მხარეებს შორის ფაქტობრივად შეწყდა თანაცხოვრება, ორივე არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობდა მოსარჩელესთან, ხოლო მამას არ ჰქონდა შეზღუდული შვილებთან ურთიერთობა და ნახულობდა მათ. აღნიშნულ პერიოდში იმყოფებოდნენ ქ. ბათუმში სა-–--------------ის მშობლებთან დასასვენებლად. მოპასუხეც იქ იმყოფებოდა და პარალელურად მუშაობდა ქ. ბათუმში. 2017 წლის სექტემბრის თვეში, მოპასუხე ჯე---–----------მა სთხოვა მოსარჩელეს, რომ გაასეირნებდა ბავშვებს და საღამოს უკან მოიყვანდა, რაზეც დათანხმდა. როდესაც მოსაღამოვდა მოსარჩელემ დაურეკა მოპასუხეს და უთხრა, რომ ბავშვებს შესცივდებოდათ და უკან მიეყვანა სახლში, ხოლო მოპასუხემ განუცხადა, რომ ბავშვები წაიყვანა და მათ ვეღარ ნახავდა. ამ დროს ტელეფონში ესმოდა ბავშვების ტირილი, თუმცა ჯე---–---------მა გათიშა ტელეფონი და რამდენიმე საათის შემდეგ მოსარჩელემ შეიტყო, რომ ბავშვები მოპასუხემ წაიყვანა დ--------–--–------- რაიონ, სოფელ მ--------ში. ამის შემდეგ, მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად იგი აღარ უბრუნებს ბავშვებს და მათზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მას შემდეგ რაც, სასამართლოს მიერ არის გამოცემულ იქნა დროებითი განკარგულება, მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ მოახერხა ბავშვების ნახვა. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ როგორც ფსიქოლოგის დასკვნაშია მითითებული, ორივე ბავშვს კარგი ემოციური კავშირი აქვს დედასთან. დედის დანახვისას ორივე ბავშვი სიხარულს გამოხატავს. ამასთან მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დედა მუშაობს ბათუმში, აქვს პირადი შემოსავალი და შეუძლია შვილები უზრუნველყოს ყველა საჭიროებით და აღზარდოს ისინი საზოგადოების ნორმალურ წევრებად.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ჯე---–---------მა და მისმა წარმომადგენელმა ელ------------------მა წარმოდგენილი შესაგებელით და ასევე სასამართლო სხდომაზე არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მას და სა-–--------------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, რომლებიც დრეის მდგომარეობით ცხოვრობენ მამასთან. ჯე---–----------ის განმარტებით, მას არასოდეს აუკრძალავს სა-–--------------ისთვის ბავშვებთან ურთიერთობა. მოსარჩელე ყოველთვის ხელოვნურად ართულებს და ძაბავს სიტუაციას. ერთობლივი ცხოვრების პერიოდში დედა ხშირად იჩენდა აგრესიას ბავშვების მიმართ და სცემდა მათ. ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახის წევრებთან. მიუხედავად ამისა, იგი გახდა ოჯახის დანგრევის ინიციატორი. მიუხედავად ამისა ჯე---–---------მა, რამოდენიმეჯერ გადაურიცხა ფული იმისათვის, რომ ჩამოსულიყო ბავშვების სანახავად, მაგრამ იგი არ ჩამოდიოდა. იგი დროებითი განკარგულების ფარგლებში, სულ ორჯერ იყო ჩამოსული ბავშვებთან. ისინი ეხვეწებოდნენ დედას დარჩენილიყო, მაგრამ იგი ტოვებდა მათ ატირებულებს და მიდიოდა. მოპასუხე განმარტავს, რომ მას აქვს კეთილმოწყობილი ბინა, მუშაობს და თავისი დედის ე---------- პ--------ს დახმარებით ახორციელებს ბავშვების მოვლას. ორივე ბავშვი დადის ბაღში.

 

4. არასრულწლოვანი ბავშვების საპროცესო წარმომადგენელმა თე------–---–მა მხარი დაუჭირა 2018 წლის 12 ივნისის სოციალური მუშაკის დასკვნას და განმარტა, რომ ჯე---–----------ი მშობლებთან ერთად ცხოვრობს დ--------–--–------- რაიონ, სოფელ მ--------ში არსებულ ერთსართულიან კერძო სახლში, რომელიც მამის საკუთრებას წარმოადგენს. სახლის საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები, უზრუნველყოფილია ელემენტარული ავეჯით. ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთს, მოჰყავთ სეზონური პროდუქტი (ლობიო, ხახვი, კარტოფილი), ჰყავთ ძროხა და შესაბამისად უზრუნველყოფილნი არიან რძის პროდუქტებით. ყიდიან ყველს. ჯ----–ი მუშაობს სამარშრუტო ტაქსზე, აქვს სეზონური და არასტაბილური ანაზღაურება. ოჯახს აქვს სეზონური შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიდან. ჯამში მათი შემოსავალი სტაბილურია და შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. იღებენ სოციალური დახმარებას 320 ლარის ოდენობით. მათ არასრულწლოვანების საჭიროებების დაკმაყოფილება უპრობლემოდ შეუძლიათ. ოჯახის განმარტებით, ბავშვებს იშვიათად აქვთ ურთიერთობა დედასთან სა-–--------------ესთან. მათი განმარტებით, ბავშვებს დედის ნახვის სურვილი არ გააჩნიათ. რამოდენიმეჯერ სცადა კიდეც ს--–----მ მათი მონახულება და წაყვანა, თუმცა ბავშვები მას არ გაყვნენ. ჯ----–ის გადმოცემით, მის მეუღლეს არ ეზღუდება შვილების ნახვისა და წაყვანის უფლება, მთ შორის შენარჩუნებულია იშვიათი სატელეფონო კავშირი. განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ბავშვებს და დედას შრის არ იკვეთება. ბავშვების საპროცესო წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ორივე მშობელმა სრულად უნდა გააცნობიერონ მათი უფლება-მოვალეობები და შეძლებისდაგვარად ერთობლივად მოახდინონ მორიგება და პრობლემის გადაწყვეტა, თუმცა ბავშვების მიჯაჭვულობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სა-–--------------ემ სულ ორჯერ გამოიყენა დროებითი განკარგულების პირობები, სოციალური სააგენტოს მიაჩნია, რომ უმჯობელი იქნება, რომ ბავშვები დარჩნენ მამასთან საცხოვრებლად, მათთვის ჩვეულ გარემოში.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.1. სა-–--------------ე და ბა--------------ი 2--- წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2--- წლის 1---------–ს დაბადებული ელ------------ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ბა--------------ი. ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და ორივე მცირეწლოვანი დღეის მდგომარეობით მამასთან ჯე---–----------თან ერთად ცხოვრობენ დ--------–--–------- რაიონ, სოფელ მ--------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტებები,5.2. სა-–--------------ე მუშაობს სათამაშოების მაღაზია ,,ბასტი-ბუბუში“ და აქვს შემოსავალი. ჯე---–----------ი მუშაობს სამარშრუტო ტაქსზე და აქვს არასტაბილური შემოსავალი. მას ასევე აქვს შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტებები, სოციალური მუშაკის დასკვნა

 

5.3. ჯე---–----------ი მშობლებთან ერთად ცხოვრობს დ--------–--–------- რაიონ, სოფელ მ--------ში არსებულ ერთსართულიან კერძო სახლში, რომელიც მამის საკუთრებას წარმოადგენს. სახლის საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები, უზრუნველყოფილია ელემენტარული ავეჯით. გამართულია კომუნიკაციები. საცხოვრებლის ზოგადი მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელია და უსაფრთხო ბავშვებისათვის. ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთს, მოჰყავთ სეზონური პროდუქტი (ლობიო, ხახვი, კარტოფილი), ჰყავთ ძროხა და შესაბამისად უზრუნველყოფილნი არიან რძის პროდუქტებით. ყიდიან ყველს. ჯ----–ი მუშაობს სამარშრუტო ტაქსზე, აქვს სეზონური და არასტაბილური ანაზღაურება. ოჯახს აქვს სეზონური შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიდან. ჯამში მათი შემოსავალი სტაბილურია და შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. იღებენ სოციალური დახმარებას 320 ლარის ოდენობით. მათ არასრულწლოვანების საჭიროებების დაკმაყოფილება უპრობლემოდ შეუძლიათ. ოჯახის განმარტებით, ბავშვებს იშვიათად აქვთ ურთიერთობა დედასთან სა-–--------------ესთან. მათი განმარტებით, ბავშვებს დედის ნახვის სურვილი არ გააჩნიათ. რამოდენიმეჯერ სცადა კიდეც ს--–----მ მათი მონახულება და წაყვანა, თუმცა ბავშვები მას არ გაყვნენ. ჯ----–ის გადმოცემით, მის მეუღლეს არ ეზღუდება შვილების ნახვისა და წაყვანის უფლება, მთ შორის შენარჩუნებულია იშვიათი სატელეფონო კავშირი. განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ბავშვებს და დედას შრის არ იკვეთება. ბავშვების საპროცესო წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ორივე მშობელმა სრულად უნდა გააცნობიერონ მათი უფლება-მოვალეობები და შეძლებისდაგვარად ერთობლივად მოახდინონ მორიგება და პრობლმის გადაწყვეტა, თუმცა ბავშვების მიჯაჭვულობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სა-–--------------ემ სულ ორჯერ გამოიყენა დროებითი განკარგულების პირობები, სოციალური სააგენტოს მიაჩნია, რომ ბავშვები უნდა დარჩნენ მამასთან.

 

5.4. სა-–--------------ე მუდმივად ცხოვრობს ქ. ბათუმში გ-----------–------–-- ქ.N4--ში. სა-–--------------ე ცხოვრობს ნაქირავებ ფართში დედასთან - ნი---------–---–თან, დასთან - ფა-----------------თან და დისშვილთან - ნი--------------თან ერთად. საცხოვრებელ ფართში განთავსებულია სამზარეულო, აბაზანა ტუალეტით და სამი ოთახი. ფართში საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ოჯახში ბავშვებისათვის უსაფრთხო საყოფაცხვორებო პირობებია. დასაქმებულია ოჯახის ორი წევრი ფატმა და სა-–--------------ეები. ს--–---- სათამაშოების მაღაზია ,,ბასტი-ბუბუს “ კონსულტანტია და მისი ყოველთვიური ხელფასი 500 ლარია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტებები, სოციალური მუშაკის დასკვნა

 

5.5. 2019 წლის 06 თებერვლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ ბა----- და ელ------------ები განვითარებულები არიან ასაკის შესაბამისად. იკვეთება კარგი მიჯაჭვულობა მამასთან და მის ოჯახთან. ინტერვიუების პროცესში გამოიკვეთა, რომ ის გარემო სადაც ბავშვებს უწევთ ცხოვრება, იქ მყოფები ცდილობენ დედასა და შვილებს შორის ურთიერთობის შენარჩუნებას, ხან დედა რეკავს ბებიასთან და ხან ბებია რეკავს დედასთან და ბავშვები ასე ესაუბრებიან, რადგან ყოფილ მეუღლეებს უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობის დარეგულირება. ორივე ბავშვის კარგი ემოციური კავშირი გამოიკვეთა დედასთან. შეხვედრის პროცესში არ გამოკვეთილა მამის მხრიდან დედის წინააღმდეგ ბავშვებზე ნეგატიური ზეგავლენა. არც დედის მხრიდან არ გამოკვეთილა რაიმე სახის ნეგატიური ზეგავლენა მამის წინააღმდეგ. ორივე მშობელმა ითანამშრომლა და ბავშვების თანდასწრებით არ გამოუხატავთ ნეგატიური ემოციები ერთმანეთის მიმართ, ისეთი გარემო შექმნეს ბავშვებს გარეთ გასვლა არ მოუნდათ, ელ---ს განსაკუთრებით. ამის მიუხედავად ბავშვებთან გასაუბრების პროცესში მაინც შეინიშნებოდა არსებული სიტუაციის ნეგატიური ზეგავლენა დედასთან მიმართებაში. და-ძმას შორის არის კარგი ემოციური მიჯაჭვულობა, აქვთ ერთმანეთზე ზრუნვის უნარები. მიუხედავად იმსა, რომ ელ---ს აქვს კარგი თავდაცვითი უნარები, ბა----- ხანდახან იცავს დას, სხვა ბავშვების თავდასხმისაგან. გამოიკვეთა მოლოდინები მშობლების შერიგებასთან დაკავშირებით. ასაკობრივი და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით პრიორიტეტულია, როდესაც ბავშვები ორივე მშობელთან იზრდებიან, ეს მათ მეტად უქმნით დაცულობის განცდას. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ბავშვებს უყვართ და აქვთ უსაფრთხოების განცდა იმ ადგილის მიმართ, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, თუ ამ ადგილთან მათ არ აკავშირებთ ნეგატიური მოგონებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მუშაკის დასკვნები

- ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგი

- მხარეთა, ბავშვის წარმომადგენლის განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე და 1200-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. ძირითადი სარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას სასამართლოს მიაჩნია, რომ მცირეწლოვანების საცხოვრებელ ადგილად უნდა დარჩეს მამის ჯე---–----------ის საცხოვრებელი ადგილი და ამ მოთხოვნაზე სა-–--------------ეს უარი უნდა ეთქვას, შემდეგ გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.

 

ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირე ასაკის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები. ამასთან ყველა ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.

 

მხარეთა, და არასრულწლოვანების წარმომადგენლის განმარტებიდან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნებიდან და ფსიქოლოგის დასკვნიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჯე---–----------ი მშობლებთან ერთად ცხოვრობს დ--------–--–------- რაიონ, სოფელ მ--------ში არსებულ ერთსართულიან კერძო სახლში, რომელიც მამის საკუთრებას წარმოადგენს. სახლის საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები, უზრუნველყოფილია ელემენტარული ავეჯით. გამართულია კომუნიკაციები. საცხოვრებლის ზოგადი მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელია და უსაფრთხო ბავშვებისათვის. ჯ----–ი პაზევიცის და მისი ოჯახის შემოსავალი სტაბილურია და ჯამში შეადგენს დაახლოებით 1120 ლარს. მათ ბავსვების საჭიროებების დაკმაყოფილება უპრობლემოდ შეუძლიათ. დედამ რამდენჯერმე სცადა ბავშვების წაყვანა, თუმცა ბავშვები მას არ გაყვნენ. დედა არ ეზღუდება შვილების ნახვისა და წაყვანის უფლება, განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ბავშვებს და დედას შორის არ იკვეთება. სა-–--------------ე ცხოვრობს ქ. ბათუმში ნაქირავებ ფართში დედასთან - ნი---------–---–თან, დასთან - ფა-----------------თან და დისშვილთან - ნი--------------თან ერთად და მამას გააჩნია ბავშვების მოვლისთვის საჭირო უკეთესი პირობები. და-ძმას შორის არის კარგი ემოციური მიჯაჭვულობა, აქვთ ერთმანეთზე ზრუნვის უნარები. მიუხედავად იმსა, რომ ელ---ს აქვს კარგი თავდაცვითი უნარები, ბა----- ხანდახან იცავს დას, სხვა ბავშვების თავდასხმისაგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში ბავშვების ერთმანეთისაგან დაშორება დაუშვებელია, მათი ჩვეული გარემო არის მამის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვების ასაკიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ მათი საცხოვრებელი გარემო ამ ეტაბზე არ შეიცვალოს და შესაბამისად არასრულწლოვანი ბავშვები უნდა დარჩნენ მამასთან. ამასთან, ბავშვების ასაკიდან გამომდინარე აღსანიშნავია, რომ მათ ესაჭიროებათ დედის სითბო, სიყვარული და მზრუნველობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დედას უნდა მიეცეს უფლება იქონიოს ბავშვებთან ურთიერთობა შეუზღუდავი დროით.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-24--ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სა-–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე სა-–--------------ის და ჯე---–----------ის მცირეწლოვანი შვილების ელ------------ის (პ/ნ40--------- დაბადების თარიღი: 13.04.2---წელი) და ბა--------------ის (პ/ნ40--------- დაბადების თარიღი: 03.08.2--- წელი) საცხოვრებელ ადგილად დარჩეს მამის - ჯე---–----------ის საცხოვრებელი ადგილი, მდებარე: დ--------–--–------- რაიონი, სოფელი მ--------ი.

 

3. მოსარჩელე სა-–--------------ეს მიეცეს უფლება იქონიოს ურთიერთობა მცირეწლოვან შვილებთან ელ------------თან (პ/ნ40--------- დაბადების თარიღი: 13.04.2---წელი) და ბა--------------თან (პ/ნ40--------- დაბადების თარიღი: 03.08.2--- წელი) ნებისმიერ დღეს 13 საათიდან - 18 საათამდე, დ--------–--–------- რაიონი, სოფელ მ--------ში. ასევე სა-–--------------ეს მიეცეს უფლება წაიყვანოს ბავშვები თავის საცხოვრებელ სახლში სასკოლო არდადეგების პერიოდში, ბავშვების თანხმობის შემთხვევაში.

 

4. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-6 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე