განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა---------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ--–-------ია
ბრალდებული - ბ----- ბ-----ს ძე ბ-------–---–ი დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, (პირადი N-----------), საშუალო განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------–--–-------------
კვალიფიკაცია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 14 ოქტომბერს, დახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ჯ------------------ ე. წ. ვ---------–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე ბ----- ბ-------–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ------------–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილას რის შედეგად ლ------------–---–ს მიადგა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ჯ------------------ ე. წ. ვ---------–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე ბ----- ბ-------–---–ს ხ------- კ-----–-–---–თან, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ერთად ცხოვრების გაგრძელებაზე უარის თქმის გამო მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა ადგილას ხ------- კ-----–-–---–ს ხელის და ფეხის გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ხ------- კ-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ჯ------------------ ე. წ. ვ---------–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე ბ----- ბ-------–---–ი აშკარად დაეუფლა ლ------------–---–ის და ხ------- კ-----–-–---–ის კუთვნილ ხელჩანთებს, მასში მოთავსებული ფულად თანხით 150 ლარის ოდენობით, რომელიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ------------–---–ს მიადგა 100 ლარის ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი, ხოლო ხ------- კ-----–-–---–ს მიადგა 50 ლარის ოდენობის ქონებრივი სახის ზიანი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბ----- ბ-------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: გ------- ბ------ის, დ------------ის, ხ------- კ-----–-–---–ის და ლ------------–---–ის დაკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ხელჩანთების დათვალიერების ოქმებით, თანხის ამოცნობის ოქმით, ს--------–-- ექსპერტიზის N------ დასკვნით, ს------–---- ექსპერტიზის N--------- დასკვნით. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბ----- ბ-------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, სასამართლომ სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ცალსახად დადგენილად მიაჩნია აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა, თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის დარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ - ლ------------–---–ს ბ----- ბ-------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დრoსაც ლ------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ - ხ------- კ-----–-–---–ის ჩვენებით, იგი ს----–--–- ცხოვრობდა ბ----- ბ-------–---–თან ერთად და ამ პერიოდის განმავლობაში ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაც, რომელიც მიუთითებს, რომ ოჯახის ცნება შეიცავს სხვაგვარ დე ფაქტო ოჯახურ კავშირებსაც, სადაც პირები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე. უფრო მეტიც, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში ხაზი გაუსვა, რომ ევროკონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მიზნებისათვის, ქორწინების გარეშე მცხოვრები ოჯახების განსხვავება ქორწინებაში მყოფისგან ეწინააღმდეგება კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სულისკვეთებას. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: A----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ამდენად, ხ------- კ-----–-–---–ი და ბ----- ბ-------–---–ი, როგორც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 1261 მუხლი) შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ძარცვის დროს ხდება ერთდროულად ადამიანის საკუთრების უფლების და ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფის საშიშროება, ხოლო ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, დამნაშავის მიერ სხვისი მოძრავის ნივთის (ქონების) მართლსაწინააღმდეგო (მესაკუთრის სურვილის საწინააღმდეგოდ) მისაკუთრება ხდება აშკარა ფორმით, რა დროსაც შესაძლებელია პირის (შესაძლო დაზარალებულის) მიმართ განხორციელდეს ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება. აქვე საგულისხმოა, რომ ძარცვის აშკარა ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც იმ პირისათვის ვის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისათვის, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ თვითმხილველ (დამსწრე) პირს გათვითცნობიერებული აქვს დამნაშავის მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება, რომელიც დამთავრებულია სხვისი ნივთის ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება, ხოლო დამნაშავის შესაძლებლობის ფაქტობრივი რეალიზაცია ძარცვის ობიექტური მხარის ფარგლებში ვერ ექცევა, თუმცა ძარცვის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ პირის ქმედება, რომ დაკვალიფიცირდეს ძარცვად აუცილებელია ძარცვისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1) სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2) ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება და 3) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში ბ----- ბ-------–---–ი აშკარად დაეუფლა ლ------------–---–ის და ხ------- კ-----–-–---–ის კუთვნილ ხელჩანთებს, მასში მოთავსებული ფულად თანხით 150 ლარის ოდენობით, რომელიც მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად ლ------------–---–ს მიადგა 100 ლარის ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი, ხოლო ხ------- კ-----–-–---–ს მიადგა 50 ლარის ოდენობის ქონებრივი სახის ზიანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებებით ნათლად და მკაფიოდ იქნა დადგენილი კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მოცემული ყველა ის ნიშანი რაც დამახასიათებელია ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება სწორედ იძლევა ზემოაღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული, უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ----- ბ-------–---–მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ----- ბ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მოცემული ბრალდების ფარგლებში.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ბ----- ბ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდებულმა უდაოდ ცნო და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ბ----- ბ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ბ----- ბ-------–---–ს ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც ასევე მსჯავრი უნდა დაედოს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს ბ----- ბ-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს. ქალთა მიმართ ძალადობა, მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ----- ბ-------–---–ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვლისწინებით, შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნით, რაც მისთვის იქნება დამაფიქრებელი და შემაკავებელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები გახადა უდაო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულს წარდგენილი აქვს სამი მუხლი დამოუკიდებლად, თუმცა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ სამივე ქმედება ჩადენილია ერთიდაიმავე დროს, ერთიდაიგივე გარემოში ეჭვიანობის ნიადაგზე. (დაზარალებული თავად მიუთითებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივზე). სასამართლოს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ბრალდებულს გათვითცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბარლდებულ ბ----- ბ-------–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილში კანონმდებლის მიერ იმპეტარიულად განსაზღვრულია სასჯელის დანიშვნის წესი, კერძოდ, ‘’დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს“.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ვინაიდან ბრალდებულ ბ----- ბ-------–---–ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და იანანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს გამოსაცდელ ვადა.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ს--------------------------------------–----------–----------------–----------------–----------–-----------, რომელბიც ინახება ი-----------------------------–--------------------–---–- - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ----- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თ/აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.
ბ----- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თ/აღკვეთა 9 (ცხრა) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.
ბ----- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თ/აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ----- ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
ბ----- ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 20---–-–----------------------------–-–--------------------------–----
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- განჩინებით ბრალდებულ ბ----- ბ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 5-----------------------–----- ნაცვლად, მ------ ბ-------–---–ის (პირადი ნომერი 0----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ-------–-----------------------–------------------------------------------------- დადებული ყადაღა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ს--------------------------------------–----------–----------------–----------------–----------–-----------, რომელბიც ინახება ი-----------------------------–--------------------–---–- - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი