განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002640732
№1-256/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11.03.2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - ა---- მ------ია
ბრალდებული - დ---- ა-----ე
ადვოკატი - პ----- ბ---–----ე
საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173180818002 საქმე
ბრალდებულ დ---- ა-----ის მიმართ
მამის სახელი: ნ---------
დაბადებული: 21.07.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
მისამართი:ქობულეთის რაიონი, სოფელი ლ-----.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. დ---- ა-----ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,4541 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს და 0,7815 გრამ ნარკოტიკულ საშუალება კოკაინის (მარილს), და ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,7206 გრამი, რაც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დ---- ა-----ის თანხმობით ექიმ-გინეკოლოგის მიერ ჩატარებული მანიპულაციის შედეგად ამოღებული იქნა დ---- ა-----ის სხეულიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.
2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. 2018 წლის 18 აგვისტოს დ---- ა-----ის სხეულის დათვალიერების დროს, ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოში, დ---- ა-----ის თანხმობით ექიმ-გინეკოლოგის მიერ ჩატარებული მანიპულაციის შედეგად დ---- ა-----ის სხეულიდან ამოღებული იქნა შენაფუთი, მასში არსებული აბებითა და ფხვნილით.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 19 აგვისტოს ექსპერტიზის №ქ/507 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი - პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 22,4968 გრმი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,4541 გრამს;
ოთხ ცალად დაფასოებული სალფეთქის ქაღალდში შეხვეული, მოთეთრო ფერის კრისტალური ნივთიერება, საერთო წონით - 0,8684 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი) წონით - 0,7815 გრამს;
ქარხნული დანზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთცა ფორმის 91 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 36,0173 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0,7203 გრამის ოდენობით.
6. დ---- ა-----ემ დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მისი კუთვნილია.
7. დ---- ა-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების ჯ----–---–--------------–------------------------------------–-----------------–--ის ჩვენებებით, დ---- ა-----ის დაკავების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით.
8.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
9. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №181 რეგისტრაციით და 0,4541 გრამი ,,ჰეროინი” წარმოადგენს დიდ ოდენობას;
10. ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №10 რეგისტრაციით და 0,7203 გრამი წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას;
11. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (მარილი) შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №35 რეგისტრაციით და 0,7815 გრამი წარმოადგენს დიდ ოდენობას;
12. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებები ჰეროინი, კოკაინი (მარილი) და ბუპრენორფინი მიეკუთვნებიან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს და მათი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
13. დ---- ა-----ეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალებების - ჰეროინის, კოკაინის (მარილი) და ბუპრენორფინის შეძენისა და შენახვის თაობაზე.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ---- ა-----ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი და კოკაინი (მარილი), ასევე, განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი.
სამართლებრივი შეფასება:
15. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---- ა-----ის მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
16. დ---- ა-----ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
17. დ---- ა-----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
18. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ დ---- ა-----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, სანქციით გათვალისწინებული მინიმიმის ფარგლებში.
19. დ---- ა-----ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1.დ---- ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით დ---- ა-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
`ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ დ---- ა-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. დ---- ა-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 აგვისტოდან.
4.დ---- ა-----ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
5.ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი