განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/1---19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მარტი 2--- წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ა------–-----
ადვოკატი: დ---- ფ----------
თარჯიმანი: ე-–--- თ-------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: რ----–-- გ---------ი
მამის სახელი: ი---–------
დაბადების თარიღი: 1---------–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 1----------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ-------–------------–-----------–---------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–-----------–------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 3--------- წ. (საბოლოო ბრალი 1---------წ.)
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ რ----–-- გ---------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: რ----–-- გ---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2--- წლის 29 ნოემბერს, ქ-------–--–-------------------–--------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, რ----–-- გ---------მა მეუღლეს - ა------ გ---------ას, ჯერ მუშტი ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ კი სხეულის ამავე არეში ხელთარსებული დანა. რ----–-- გ---------ის ქმედების შედეგად, ა------ გ---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2--- წლის 29 ნოემბერს, ქ-------–--–-------------------–--------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, რ----–-- გ---------ი დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ა------ გ---------ას. რ----–-- გ---------ის ქმედების შედეგად, ა------ გ---------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა------ გ---------ამ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მისი მეუღლე იყო ნასვამი და მათ შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე გარკვეული კონფლიქტი წარმოიშვა.რ----–-- გ---------ი ფეხსაცმელს იცმევდა, რა დროსაც ხელში ეჭირა გასაშლელი დანა. თავად თასმის შეკვრაში ეხმარებოდა და ადგომისას, დაზარალებულის მოსაზრებით, დანა შემთხვევით გაეშალა რ----–--ს, რაც შემთხვევით თავში მოხვდა მას. სისხლის დანახვაზე გამოიძახა სასწრაფო, რომელსაც პოლიციაც მოყვა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან შოკში იყო, ეგონა, რომ მისმა ქმარმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, განზრახ დაჭრა. მისივე განმარტებით, რ----–--ი შემთხვევამდე მას არასდროს დამუქრებია, ფიზიკური შეურაცხყოფაც არ მიუყენებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ ნ-----–-- ნ-----–-----მა განმარტა, რომ 2--- წლის 29 ნოემბერს, დილის საათებში, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გადასცეს, რომ მეუღლემ თავის არეში დაჭრა ცოლი. ისინი გაემართნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდათ ა------ გ---------ა, რომელმაც განმარტა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი. მისივე განმარტებით, მეუღლემ დანით თავის არეში მიაყენა ჭრილობა და ემუქრებოდა მოკვლით. მათი მისვლისას, სასწრაფოს უკვე დამუშავებული ჰქონდა ჭრილობები, თუმცა კარგად ჩანდა დანით გასმული ორი ჭრილობა. მოხდა ბრალდებულის დაკავება და ამოღებული იქნა დანაც. მოწმის განმარტებით, ვინაიდან დაზარალებულს ეშინოდა მეუღლის, შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ გ------- გ-----–---–მა განმარტა, რომ 2--- წლის 29 ნოემბერს, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ რ----–-- გ---------მა მეუღლე ა------ გ---------ას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილზე დახვდა ბრალდებული რ----–-- გ---------ი, რომელიც დაკავებული ყავდათ პოლიციის თანამშრომლებს. მოწმემ ამოიღო დანა და დალუქა კანონის შესაბამისად. გასაუბრებისას ა------ გ---------ამ განმარტა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ჭრილობა დანით. მასვე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითაც, თუმცა გამოკითხვისას არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ.
დასკვნითი და საბოლოო სიტყვის ეტაპზე ბრალდებულმა რ----–-- გ---------მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში.
გარდა ზემოთმითითებული ჩვენებებისა, ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ისტორიის მასალებით, დათვალიერების ოქმით, ალკოტესტით, 112-ზე დაფიქსირებული აუდიო შეტყობინებით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - დანით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ რ----–-- გ---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-დან 150 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ არაფხიზელ მდგომარეობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის ასაკის, პიროვნების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რ----–-- გ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი უნდა იქნას პირობითი მსჯავრი. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----–-- გ---------ი (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, რ----–-- გ---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად რ----–-- გ---------ს განესაზღვროს 02(ორი) წელი.
რ----–-- გ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმდეს.
რ----–-- გ---------ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
რ----–-- გ---------ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2--- წლის 29 ნოემბრიდან 2--- წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ა------ და რ----–-- გ---------ების ნერწყვის ნიმუშები, დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ განადგურდეს.
01 ცალი დისკი (შეტყობინების ჩანაწერი), რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე