განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2---16
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივნები - ნინო ხაჩიძე, ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-–-- გ--–-–---–ი (ძებნილი), დაბადებული 1--- წლის 2--------------ი, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ბ---------------------–-----–---------ში.
ადვოკატი - ლ---- მ-------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ი-–-- გ--–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2015 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 2130-2200 საათების პერიოდში, ი-–-- გ--–-–---–ი და მ--–---- ბ--------ე წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად თბილისი, პ--–---ის ქუჩა #3-ში მდებარე სს ,,ს----------–--------ის“ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტის ინკასაციის საცავიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, რითაც სს ,,ს----------–--------ს“ მიადგა სულ 9 075 774,17 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–---- ბ--------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, დ----- ს-------–---–-----------ის N------------ში. ბრალდებული ი-–-- გ--–-–---–ი მისი დეიდაშვილის შვილია და მასთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, საღამოობით ხშირად სტუმრობდა ი-–-- გ--–-–---–ს, რომელსაც ბინა ჰქონდა ნაქირავები, სანზონაში. იცოდა, რომ ბანკში მუშაობდა, ამასთან საუბრისას უთხრა, რომ შესაძლებლობა ქონდა ბანკიდან რაღაც რაოდენობა თანხა გაეტანა. 2015 წლის ოქტომბერში სავარაუდოდ 24-25-ში, პარასკევ დღეს შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს ი-–-- გ--–-–---–ი დაურეკავდა და თუ შეძლებდა შეხვდებოდა კონკრეტულ ადგილას - ავლაბარში, ე.წ ,,ა-------–ის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ი-–-- გ--–-–---–ის რჩევით მ--–---- ბ--------ემ აიღო მობილური ტელეფონის სხვა ნომერი და მეორე დღეს დაურეკა, ი-–-- გ--–-–---–ი სამსახურში იყო. მოგვიანებით 2000-2100 საათზე ი-–-- გ--–-–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ დანიშნულ ადგილას შეხვდებოდა. მ--–---- ბ--------ემ ბავშვობის მეგობარ თ----–- კ------–--ეს სთხოვა ავტომანქანა, თუმცა ვინაიდან ამ უკანასკნელს თავადაც ქონდა საქმე, გაყვა. დანიშნულების ადგილას მისვლისას მეგობარს სთხოვა გასულიყო მაღაზიაში, რადგან შეხვედრაზე მარტო უნდა ყოფილიყო. დაახლოებით 2100 საათზე ი-–-- გ--–-–---–ი მივიდა სამსახურეობრივი საინკასაციო ავტომანქანით და ტომრები ჩამოყარა ,,ა-------–ის“ საავადმყოფოსთან და წავიდა. მ--–---- ბ--------ე მიხვდა, რომ ტომრებში ფული იყო და მეგობრის დაბრუნებამდე ჩაალაგა ავტომანქანაში. დაბრუნებისას თ----–- კ------–--ემ დაინახა ტომრები, თუმცა კითხვაზე უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო. ამ უკანასკნელის ავტოფარეხში მისვლისას ნახეს, რომ ტომრებში იყო სხვადასხვა ვალუტა და კუპიურა, მათ შორის ლარი და ხურდები. თ----–- კ------–--ეს უთხრა, რომ ვალს დაუფარავდა ბანკში. დაახლოებით 1,5-2 საათის შემდგომ დაურეკა ი-–--მ და უთხრა, რომ მის კორპუსთან იყო. მან რაღაც რაოდენობა თანხის გადაალაგა ჩანთაში, მათ შორის ლარი და უცხოური ვალუტა, უფრო აშშ დოლარი და წავიდა. აღნიშნულის შედეგ აღარ უნახავს. იცოდა, რომ ი-–--ს ბიზნესი უნდა დაეწყო რუსეთში, სადაც თავადაც უნდა ჩასულიყო და ერთად უნდა ეხელმძღვანელათ. მოწმემ განმარტა, რომ თანხები გადაანაწილა, ზოგი ყუთში ჩადო, ზოგი ჩანთაში და ჩაიტანა კორპუსის სარდაფში. მეგობარ ი---- შ-------ს წინასწარ გამოართვა ს------–---–----ში მდებარე მისი ნაკვეთის გასაღები და ერთი ყუთი იქ შეინახა, ისე რომ მეგობრისთვის არაფერი უთქვამს. მეორე დღეს დაურეკეს, რომ ი-–-- არ ჩანდა. იცოდა, რომ ი-–-- წასულიყო იყო და ვერ იპოვნიდნენ, მაგრამ ამის შესახებ არაფერი უთქვამს. როგორც აღმოჩნდა შუადღეს იპოვეს ბრალდებულის სამსახურებრივი ავტომანქანა. მ--–---- ბ--------ემ განმარტა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება, მუშაობდა მძღოლად, დაახლოებით 10 დღეში კი დააკავეს, რის შემდეგაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და მიუთითა ყველა ადგილი, სადაც თანხას ინახავდა. მისთვის უცნობია თანხის საერთო რაოდენობა, რადგან არ დაუთვლია. სახლში ქონდა დაახლოებით 4000-მდე, რაც მისივე მითითებით ამოიღეს. ი-–-- გ--–-–---–მა უთხრა, რომ ფული საცავიდან გამოიტანა, დანარჩენს კი მომდევნო შეხვედრისას მოუყვებოდა, თუმცა თავდაპირველად ვერცკი წარმოიდგენდა, რომ ი-–-- გ--–-–---–ის ნათქვამი ბანკიდან თანხის გამოტანის შესახებ რეალური იყო, ფიქრობდა, რომ ის ხუმრობდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----–- კ------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ს-------–---–-----------ზე N--ში და არის მ--–---- ბ--------ის მეზობელი. 2015 წლის 24 ოქტომბერს იყო სახლში, როდესაც დაურეკა მ--–---- ბ--------ემ და სთხოვა გაყოლა. გზაში მის კითხვაზე თუ სად მიდიოდნენ, უპასუხა, რომ მეგობარს უნდა შეხვედროდა, მივიდნენ ,,ა-------–ის“ სავადმყოფოს უკანა ეზოში. თავად მაღაზიაში გადავიდა, დაბრუნებისას კი დაინახა სხვა ავტომანქანა, კონკრეტული პიროვნება არ დაუნახავს. მ--–---- ბ--------ემ უთხრა ავტომანქანაში დალოდებოდა, ჩაჯდომისას შეამჩნია, რომ უკანა სავარძელზე იდო მუქი ტომრები, შეხებით მიხვდა, რომ ტომრებში იდო დიდი რაოდენობით ფული. მის კითხვაზე თუ საიდან ქონდა ამდენი ფული, მ--–---- ბ--------ემ უთხრა, რომ რაც ნაკლები ეცოდინებოდა მისთვის მით უკეთესი იქნებოდა. მანვე კითხა რამდენი ქონდა ბანკში სესხი და უთხრა, რომ ვალს გადაუხდიდა. სახლში დაბრუნებისას ავტომანქანა შეაყენეს ავტოფარეხში. მ--–---- ბ--------ემ ფული სხვა ჩანთებში გადაალაგა და გავიდა გარეთ, დაბრუნდა უცხო მამაკაცთან ერთად, რომლის სახეც ვერ დაინახა, რადგან ეხურა ქუდი. შემდეგ გაირკვა, რომ ის იყო ი-–-- გ--–-–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ მეორე დღეს მუშაობდა, ამიტომ ავტოფარეხის გასაღები დაუტოვა მ--–---- ბ--------ეს და უთხრა, რომ მისი დაბრუნებისას იქ აღარ დახვედროდა, რადგან მომხდარზე ფაქტზე ძალიან ნერვიულობდა. უკან დაბრუნებისას მართლაც არავინ დახვედრია, ასევე წაღებული იყო ჩანთები, თუმცა დატოვებული იყო დაახლოვებით 9000 ლარს და ხურდები, რომლის საერთო რაოდენობაც არ იცის. არ დაკავშირებია მ--–----ს და არ უცდია გაერკვია სად წაიღო ტომრები. თ----–- კ------–--ემ მონაწილეობა მიიღო საკუთარი ბინის ჩხრეკაში და იმ ფულადი თანხის დათვალიერებაში, რაც მან გადასცა გამოძიებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- გ-------–--ემ განმარტა, რომ არის სს ,,ს----------–--------ის“ ოპერაციული დირექტორის მოადგილე. 2015 წლის 25 ოქტომბერს იყო იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და მის უფლებამოსილებაში შედიოდა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი-–-- გ--–-–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცა საცავში არსებული ფული და მიიმალა, თუმცა ბრალდებულს შეხება არ უნდა ჰქონოდა ფულთან, მას არ ჰქონდა ფულის განკარგვის უფლებამოსილება, მის მოვალეობაში შედიოდა ინკასაციის კოორდინირება, აღრიცხვა და კონტროლი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-- გ--–-–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს იყო სს ,,ს----------–--------ის“ ფასეულობის დეპარტამენტის დირექტორი, მის მოვალეობაში შედიოდა დეპარტამენტის დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კოორდინაცია და კონტროლი. ი-–-- გ--–-–---–ს იცნობს 2015 წლის მაისიდან, როცა სს ,,ს----------–--------ს“ შეუერთდა სს ,,პ----------კი“ და ი-–-- გ--–-–---–ი გადავიდა სამუშაოდ. ეს უკანასკნელი დაინიშნა საინკასაციო სამსახურის მხარდაჭერის ოფიცრის პოზიციაზე, ასევე ახორციელებდა საცავზე კონტროლს, ანუ ერთ-ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იყო. 2015 წლის 25 ოქტომბერს დილით დაურეკა მოადგილემ, რომელიც ასევე იყო ინკასაციის სამსახურის უფროსი და უთხრა, რომ საცავი უნდა გაეხსნათ, თუმცა ი-–-- გ--–-–---–ი არ იმყოფებოდა სამსახურში, შესაბამისად ი-–-- გ--–-–---–ის სახლში გაგზავნეს პირი, ნ-----–-- გ--–-–---–მა თავადაც დაურეკა ი-–-- გ--–-–---–ს, მაგრამ მისი მობილური ტელეფონი გამორთული იყო. ინფორმაცია აცნობეს უსაფრთხოების სამსახურს. საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ საცავი გაეღოთ სათადარიგო გასაღებით. თავდაპირველად არანაირი ეჭვი არ გასჩენიათ, ეჭვი გაჩნდა მაშინ, როდესაც სარეზერვო ავტომანქანაც ვერ ნახეს სადგომზე, რომელის გასაღებიც ასევე ი-–-- გ--–-–---–ს უნდა ქონოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---- ნ------–-–---–მა განმარტა, რომ 2011 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა სს ,,პ----------კის“ ინკასატორად, 2015 წლის 8 მაისიდან ბანკების შერწყმის შედეგად კი სს ,,ს----------–--------ის“ ინკასატორად. ი-–-- გ--–-–---–თან ერთად იმუშავა დაახლოებით 1 წელი. 2015 წლის 24 ოქტომბერს იყო პასუხისმგებელი მორიგე და მის მოვალეობაში შედიოდა სერვის ცენტრებიდან მოტანილი ჩანთების ჩაბარება, ხელმოწერის დაფიქსირება, საცავში შეტანა და დაკეტვა. მოწმემ განმარტა, რომ პირველ - შესასვლელი ოთახი იღებდა დაცვის პოლიციის და სს ,,ს----------–--------ის“ ინკასატორებს, რომლებსაც შექონდათ ჩანთები, მეორე ოთახი იყო - ბუფერული ზონა, საიდანაც კარი გადიოდა გადამთვლელ სალაროში და მთავარ საცავში. ამ უკანასკნელს ეყენა ერთი დიდი რკინის კარი - რომელიც იღებოდა დილით და იკეტებოდა საღამოს და გისოსებიანი კარი - რომელიც ყოველთვის დაკეტილი იყო. რკინის კარი იკეტებოდა ორი დიდი გასაღებითა და ბიომეტრიული საკეტით, თითის ანაბეჭდებით რომელსაც სჭირდებოდა ორი ადამიანი - პასუხისმგებელი მორიგე და უფროსი ინსპექტორი. ი-–-- გ--–-–---–ი იყო უფროსი ინსპექტორი, შესაბამისად მისი თითის ანაბეჭდი ფიქსირდებოდა კარზე, ამასთან ერთი გასაღები ქონდა ი-–-- გ--–-–---–ს, ერთი კი კ---- ნ------–-–---–ს და მის მეწყვილეს. გისოსებიან კარს ქონდა ერთი გასაღები, რომელიც მას და მის მეწყვილეს ქონდათ, როდესაც მიდიოდნენ ე---------–-----ში გასაღები რჩებოდა პასუხისმგებელ უფროს ინსპექტორს, რადგან იმ შემთხვევაში თუ დაცვის პოლიცია შეიტანდა ჩანთებს მიეღო და შეეტანა ისინი საცავში. 2015 წლის 24 ოქტომბერს სამსახურში მივიდა დაახლოებით შვიდის ნახევარზე, გრაფიკის მიხედვით მოლარეს გამზადებული ქონდა 40 ჩანთა, რომელიც უნდა გაენაწილებინა დაცვის პოლიციის ინკასატორებისთვის, რომლებიც თავის მხრივ გაანაწილებდნენ სერვის-ცენტრებში. ცოტა ხანში ი-–-- გ--–-–---–იც მივიდა, დაახლოებით ცხრა საათზე გააღეს საცავი ი-–-- გ--–-–---–თან და გ------- რ-----–---–თან ერთად. კ---- ნ------–-–---–მა ჩაიტანა 23 ოქტომბერს მიღებული დასაწყობებული ჩანთები გადამთვლელ სალაროში და გააკეთა 3 სერვის-ცენტრის ინკასაცია. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ის ინკასაციაზე წავიდა ი-–-- გ--–-–---–ი დარჩა, ამ დროისათვის საცავი დაცარიელებული იყო და ყველაფერი ჩატანილი ქონდათ გადამთვლელ სალაროში, სადაც თანხები დათვლილი და გამზადებული იყო. 1400 საათის შემდეგ კვლავ იწყებოდა ჩანთების შეტანის ნაკადი, რაც შეეხება შაბათ დღეს - 3 სერვის-ცენტრი მუშაობდა 1400 საათამდე. დაახლოებით 2000 საათზე ი-–-- გ--–-–---–მა უთხრა, რომ დაცვის პოლიციელებს ჩანთები, რომელიც უნდა მიეტანათ გადამთვლელ სალაროში, შეცდომით შეიტანეს პირველ ოთახში. 5 ჩანთა უნდა ჩაებარებინათ ნ----- ხ--–--------–ისათვის, შესაბამისად დაიწყეს ჩანთების ძებნა, 3 ჩანთა იპოვეს და ჩააბარეს ნ----- ხ--–--------–ს, თუმცა ვინაიდან 2100 საათზე იკეტებოდა ,,თბილისი მოლის“ სერვის-ცენტრი და უნდა წასულიყო, შეწყვიტა ძებნა. ამასთან ი-–-- გ--–-–---–მა უთხრა, რომ მისი დაბრუნების შედეგ გააგრძელებდნენ ძებნას და მოგვიანებით მისცემდნენ ნ-----ს დარჩენილ 2 ჩანთას. ასეთ დროს საცავი რჩებოდა დაკეტილი მხოლოდ გისოსებიანი კარით. კ---- ნ------–-–---–მა ჩაკეტა კარი, გასაღები ჩაიდო და წავიდა ,,თბილისი მოლში“. როცა ინკასირება გაკეთდა დაურეკა ი-–--მ და კითხა თუ სად იმყოფებოდა, მან უპასუხა, რომ ინკასირება უკვე გაკეთებული ქონდა და დაცვის პოლიციის წევრები სერვის-ცენტრს კეტავდნენ. ცოტა ხანში კვლავ დაურეკა ი-–--მ და კითხა სად იყო და რას აკეთებდა, ამ დროისათვის იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე მდებარე ,,მერიოტში“ და აკეთებდა ინკასირებას, უთხრა, რომ დაახლოებით 5 წუთში დაბრუნდებოდა სამუშაო ადგილას. მისვლისას ჩანთები გაატარა, გაისტუმრა დაცვის პოლიციის თანამშრომლები და მიტანილი ჩანთები დაასაწყობა, ი-–--მ უთხრა, რომ მან ნ----- ხ--–--------–ისათვის მისაცემი 2 ჩანთა იპოვა, შესაბამისად ჩანთები დადეს მისაღებში სკამზე, რის შემდეგაც საცავში დახურეს გისოსებიანი და დიდი რკინის კარი, რასაც ესწრებოდა ასევე უსაფრთხოების თანამშრომელი. მოწმემ განმარტა, რომ მხოლოდ თავად იყო პასუხისმგებელი ჩაერთო დაცვის პოლიციის სიგნალიზაცია და გაეგო კოდი, თუმცა სანამ სიგნალიზაციაზე აიყვანდა საცავს ი-–--მ უთხრა, რომ ეჩქარებოდა და წავიდა. კ---- ნ------–-–---–მა ჩართო სიგნალიზაცია და ზემოხსენებული 2 ჩანთა ჩაიტანა ნ-----სთან, თუმცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ისინი მისი ჩანთები არ იყო, შესაბამისად დაურეკა ი-–-- გ--–-–---–ს და სთხოვა უკან დაბრუნებულიყო, რათა მოეძებნათ ჩანთები. ი-–--ნ განუცხადა, რომ ვერ დაბრუნდებოდა და ტელეფონი მიეწოდებინა ნ-----სთვის. მისთვის უცნობია ამ უკანასკნელისა და ი-–-- გ--–-–---–ის საუბრის შინაარსი, თუმცა საუბრის დამთავრების შემდეგ ნ-----მ უთხრა, რომ პრობლემა აღმოფხვრილი იყო, ყველაფერი გაირკვა და ზემოაღნიშნულ მის მიერ მიტანილ 2 ჩანთას შეინახავდა საცავში. თავის მხრივ ი-–--მაც უთხრა, რომ პრობლემა არ იყო და დილით მოიძიებდნენ ჩანთებს. მომდევნო დღეს დილას ელოდებოდა ი-–-- გ--–-–---–ს, რადგან ამ უკანასკნელს უნდა გაეღო კარი, რათა დასაწყობებული ჩანთები ჩაეტანა გადასათვლელ სალაროში, თუმცა ი-–-- გ--–-–---–ი არ მივიდა. მოგვიანებით პასუხისმგებელმა მორიგემ მიიტანა მეორე - ი-–-- გ--–-–---–ის გასაღების სათადარიგო გასაღები, საცავში ჩანთების გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 9 ჩანთა აკლდათ, შესაბამისად დაიწყო გამოძიება. მოწმემ განმარტა, რომ მას ანახეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდს, რომ ი-–-- გ--–-–---–მა საცავიდან გაიტანა მოზრდილი ზომის ჩანთები, ჩაალაგა ინკასაციის მანქანაში და წავიდა. აღნიშნული ბრალდებულმა განახორციელა მაშინ, როცა თავად იმყოფებოდა ,,თბილის მოლში“. მოწმემ დაადასტურა, რომ ის და ი-–-- გ--–-–---–ი დილას ერთად აღებდნენ კარებს, რომელიც შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ღია იყო, რადგან იქ ვერავინ შევიდოდა, რადგან საჭირო იყო თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, საღამოს კი კარებს კეტავდნენ და ირთვებოდა დაცვის პოლიციის სიგნალიზაცია, მას შემდეგ რაც შეიტანდნენ ყველაფერს. მეორე კარის გასაღები ქონდათ მხოლოდ მას და მის მეწყვილეს, ი-–-- გ--–-–---–ს აღნიშნული გასაღები შეიძლება ქონოდა მხოლოდ მაშინ, როცა მიდიოდნენ ეროვნული ბანკში. გასაღების დატოვებისას კი ადგილზე იყო 4 პასუხისმგებელი ოფიცერი, რომლებსაც მიუწვდებოდათ ხელი ზემოაღნიშნულ გასაღებზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ხ--–--------–მა განმარტა, რომ არის სს ,,ს----------–--------ის“ მოლარე, მის უფლებამოსილებაში შედის სხვადასხვა ბანკის ფილიალებიდან ინკასაციის მიერ მიტანილი ფულის დათვალა, დაფასოება და მომდევნო დღისთვის საინკასაციოდ გამზადება. შაბათ დღეს ითვლიდა 40 ჩანთას. 2015 წლის 24 ოქტომბერს ინკასატორების მიერ პერიოდულად მიტანილი იქნა საინკასაციო ჩანთები, თუმცა დააკლდა 5 ჩანთა, აღნიშნულის შესახებ უთხრა ი-–-- გ--–-–---–ს და ამოუწერა ჩანთების ნომრები და მისცა. ი-–-- გ--–-–---–მა და კ---- ნ----–---–---–მა დაიწყეს ჩანთების ძებნა საცავში და ცოტახანში მიუტანეს 3 ჩანთა, მაგრამ მან უთხრა, რომ 2 ჩანთა კიდევ აკლდა, კვლავ წავიდნენ საძებნელად და დაახლოვებით 2120 წუთზე კ---- ნ----–---–---–მა მიუტანეს დარჩენილი 2 ჩანთაც, თუმცა მან უთხრა, რომ აღნიშნული ჩანთები იყო სხვა სერვისცენტრის და არ დაიტოვებდა, ამასთან ზედნადებებზე გადაკეთებული იყო ნომრები, კერძოდ გადაკეთების შედეგად მითითებული იყო ის ნომრები, რომელიც მის ჩანთებზე უნდა ყოფილიყო. კ---- ნ----–---–---–მა დაურეკა ი-–-- გ--–-–---–ს და ასაუბრა, რა დროსაც ი-–-- გ--–-–---–ს უთხრა, რომ დაურეკავდა და საქმის კურსში ჩააყენებდა უშუალო ხელმძღვანელს ნ-----–- გ--–-–---–ს, თუმცა ბრალდებულმა უთხრა, რომ ის თავად დაურეკავდა. ცოტა ხანში ი-–-- გ--–-–---–მა უთხრა, რომ ხელმძღვანელი საქმის კურსში იყო და კ---- ნ----–---–---–ის მიერ მიტანილი ჩანთები შეენახა საცავში. თავის მხრივ ნ----- ხ--–--------–მა უთხრა, რომ აღნიშნული 2 ჩანთის ფული დასათვლელი და გასამზადებელი იყო, რადგან დილით ინკასაციას უნდა წაეღო, შეფერხების შემთხვევაში კი მას შეექმნებოდა პრობლემები, ამიტომ 2 ჩანთა მოამზადებდა სხვა ფულით, ი-–-- გ--–-–---–ი დათანხმდა. შესაბამისად ნ----- ხ--–--------–მა გამოართვა ჩანთა და შეინახა საცავში. მეორე დღეს 1900 საათზე დაურეკეს და უთხრეს, რომ სასწრაფოდ მისულიყო სამსახურში, მისვლისას გაირკვა, რომ ფული იყო დაკარგული. მოწმემ განმარტა, რომ ინკასაციას ხშირად ეშლებოდა და არასწორად მიქონდათ ჩანთები, ამ შემთხვევაშიც მსგავსი სიტუაცია იყო და მასთან მისატანი ჩანთები მიიტანეს სხვასთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- რ-----–---–მა განმარტა, რომ 2013 წლის 15 იანვარს მუშაობა დაიწყო სს ,,ს----------–--------ის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტში ფიზიკური უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე. უშუალოდ მის საქმიანობაში შედიოდა ბანკის და ბანკის თანამშრომლების უსაფრთხოება, საინკასაციო ავტომანქანების მიმოსვლის კონტროლი, ასევე სამუშაო საათების დასრულებისას ესწრებოდნენ ნაღდი ფულისა და ფასეულობათა საცავის დაკეტვას და დაპლომბვას, რასაც თავის მხრივ ასრულებდა მორიგე ინკასატორი. მეორე დღეს აბარებდა სმენას, რა დროსაც მოწმდებოდა პლომბის ნომერი. 2015 წლის 24 ოქტომბერს იყო მორიგე მეწყვილე ლ-–- ა------–---თან, ი-–-- გ--–-–---–თან და მორიგე ინკასატორ კ---- ნ----–---–---–თან ერთად. შესაბამისად გამოცხადდა სამსახურში და გადაიბარა საცავი, დაესწრნენ ლუქის მოხსნას და ჩაიბარეს დაუზიანებელი ლუქი. დღის ბოლოს გადააბარა საცავი და წავიდა სახლში. მეორე დღეს დაახლოვებით 1500 საათზე უშუალო უფროსმა - ა------ რ-------ემ დაურეკა და უთხრა, რომ უნდა ჩასულიყო, რადგან ი-–-- არ პასუხობდა ტელეფონს და საცავს ვერ ხსნიდნენ. სამსახურში დასაბრუნებლად დასჭირდა რამდენიმე საათი, რადგან იმყოფებოდა გორში. მისვლისას ტარდებოდ საგამოძიებო მოქმედებები. მოგვიანებით გაიგო, რომ ი-–-- გ--–-–---–ი გაუჩინარდა, ასევე არ ჩანდა მის განკარგულებაში მყოფი მწვანე ,,ფ---––-----ის“ ფირმის საინკასაციო ავტომანქანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს----- ს--------–---–მა განმარტა, რომ 2015 წელს ის და ი-–-- გ--–-–---–ი მუშაობდნენ სს ,,ს----------–--------ში“, თავად იყო ნაღდი ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ი-–-- გ--–-–---–ი კი უსაფრთხოების ოფიცერი, ამ უკანასკნელის ფუნქციაში შედიოდა ავტოპარკირება, ინკასაციის მანქანების რემონტი, საწვავი და სხვა, შემდეგ დაემატა ფუნქციები, კერძოდ ვიდეო კამერების თვალთვალი, მოლარეებისა და ინკასატორების კონტროლი, ასევე ევალებოდა საცავში მორიგეობა. მოწმემ განმარტა, რომ საცავი იკეტებოდა რამდენიმე გასაღებით, აქედან 2 გასაღები ქონდა ი-–-- გ--–-–---–ს, 1 გასაღები ქონდა მორიგე ინკასატორს. ი-–--ს ქონდა უფლება და შედიოდა საცავში, გარდა ამისა ვიდეოკამერების მეშვეობით აკონტროლებდა სხვებს, კერძოდ უსაფრთხოების სპეციალური თანამშრომელთან ერთად ი-–-- გ--–-–---–ი აკვირდებოდა კამერებს. 2015 წლის 25 ოქტომბერს, კვირას დილით დაურეკა ე-–------ ხ------ამ და უთხრა, რომ ი-–-- გ--–-–---–ს ვერ უკავშირდებოდა და არ ქონდათ საცავის გასაღები. ინკასაციის მანქანები წასასვლელები იყვნენ, საცავში კი ჩაკეტილი იყო იარაღი და ტომრები. მოიძიეს ი-–-- გ--–-–---–ის სამსახურებრივი ავტომანქანა, თუმცა ვერსად იპოვეს. დაურეკეს ხელმძღვანელ დირექტორ - ნ-----–-- გ--–-–---–ს. დაახლეობით 1400 საათზე გახსნეს მე-2 საცავი, სადაც ინახებოდა სათადარიგო გასაღები, რომლითაც უნდა გაეღოთ საცავი, რომლის გასაღებიც ი-–-- გ--–-–---–ს ქონდა. დაიწყეს ტომრების გადაცლა, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ტომარა აკლდა. ნ-----–-- გ--–-–---–მა აცნობა უსაფრთხოებას, ს----- ს--------–---–მა დაიბარა ყველა ინკასატორი. თავდაპირველად იფიქრეს ავტომანქანის მოძიება ,,GPS“ მოწყობილობით, თუმცა დაახლოებით 4-5 დღით ადრე სერვერი, რომელზეც პროგრამა იყო ჩაწერილი გაითიშა, ამის შესახებ იცოდა ხელმძღვანელობამა, უსაფრთხოების თანამშრომლებმა და ი-–-- გ--–-–---–მა, რადგან მანქანების კონტროლი ამ უკანასკნელის მოვალეობაში შედიოდა. შესაბამისად არსებობს ვარაუდი, რომ ი-–-- გ--–-–---–მა ამ მომენტით ისარგებლა. დაათვალიერებს ვიდეო კამერების ჩანაწერები და შეადგინეს დათვალიერების აქტი. კამერებში დაფიქსირებული იყო, რომ 2100-2200 საათზე ი-–-- გ--–-–---–ი რამოდენიმეჯერ შევიდა და გავიდა მანქანით, უშუალოდ შიდა კამერების დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ი-–-- გ--–-–---–მა საცავიდან 4-ჯერ გამოიტანა 2-2 ტომარა, მას ყველაზე მძიმე ტომრები, დიდი სერვის ცენტრების ტომარები გაქონდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------ რ-------ემ განმარტა, რომ 2015 წლის 25 ოქტომბერს იყო სს ,,ს----------–--------ის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის ორგანიზაციის სამსახურის უფროსი. მის უფლებამოსილებაში შედიოდა გუშაგების, დაცვის თანამშრომლების კონტროლი და ორგანიზაციული საკითხები. ი-–-- გ--–-–---–ი იყო ინკასაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, კარგად არ იცნობს, თუმცა რამდენიმეჯერ ქონდა შეხვედრა, კერძოდ ტელეფონის საშუალებით აგებინებდა სამუშაო საათების დასრულებას, რათა ეცნობებინა უფროსობისთვის. მოწმემ განმარტა, რომ საცავს აქვს 2 გასაღები, რომელთაგან ერთი აქვს პასუხისმგებელ პირს, მეორე კი არის სათადარიგო. მოცემულ შემთხვევაში გასაღები ჰქონდა ი-–-- გ--–-–---–ს. მოწმემ განმარტა, რომ მას დაუკავშირდა ფასეულობათა დეპარტამენტის უფროსი ნ-----–-- გ--–-–---–ი და მოსთხოვა სათადარიგო გასაღები, რომელიც თავის მხრივ ინახებოდა მეორე საცავში, რომლის გასაღებადაც საჭირო იყო ხელმძღვანელის თანხმობა, შესაბამისად აცნობდა ხელმძღვანელს. მოგვიანებით გაიგო, რომ ი-–-- გ--–-–---–ს ინკასაციის მანქანაც წაყვანილი ყავდა, ამიტომ პოლიციის ძებნაზე გადასცა ავტომანქანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ------- მ------–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის ოქტომბერში მუშაობდა სს ,,ს----------–--------ში“ კორპორატიული უსაფრთხოების მენეჯერად, მანამდე მუშაობდა სს ,,პ----------კის“ უსაფრთხოების უფროსად. 2015 წელს სს ,,პ----------კი“ შეუერთდა სს ,,საქათველოს ბანკს“ და ი-–-- გ--–-–---–ი გადაიყვანეს და დანიშნეს სს ,,ს----------–--------ის“ ინკასაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ. მოწმემ განმარტა, რომ სს ,,პ----------კში“ ყავდათ ინკასაციის ავტომანქანები, რომლებიც ასევე გადაიყვანეს სს ,,ს----------–--------ში“. ი-–-- გ--–-–---–ი სარგებლობდა ,,ფ---––-----ის“ ფირმის სამსახურებრივი - ინკასაციის ავტომანქანით, რომელსაც ქონდა ,,GPS“ მოწყობილობა, რომელიც აჩვენებდა ავტომანქანის მდებარეობას და გადაადგილების მარშრუტს, რაც ინახებოდა სერვერზე. ი-–-- გ--–-–---–ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტი სრულად იყო ასახული მყარ დისკზე, რაც წარედგინა მ---–------------–-–იაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ჯ-----ემ განმარტა, რომ 2013 წელს მუშაობდა სს ,,პ----------კში“ ინკასაციის მანქანის მძღოლად, სწორედ იმ პერიოდში გაიცნო ი-–-- გ--–-–---–ი, რომელიც მუშაობდა ინკასაციის სამსახურის უფროსად, შემდეგ აღნიშნული ბანკი შეუერთდა სს ,,ს----------–--------ს“, შესაბამისად ამ უკანასკნელ ბანკში გააგრძელეს მუშაობა. ი-–-- გ--–-–---–ი გადაიყვანეს მოადგილის პოზიციაზე. დ----- ჯ-----ეს საცავთან შეხება ქონდა მხოლოდ დილით და საღამოს, როდესაც იღებდა და აბრუნებდა ტაბელურ იარაღს. რამდენადაც იცის საცავს აღებდა და კეტავდა უსაფრთხოების თანამშრომელი, ინკასატორი და ერთ-ერთი მოადგილე ან დეპარტამენტის უფროსი ინკასაციიდან. ი-–-- გ--–-–---–ი დადიოდა ,,ფ---––-----ის“ ფირმის ახალი ჯავშანმანქანით, სახელმწიფო ნომრები T------. იმყოფებოდა რაონში, როდესაც გაიგო ი-–-- გ--–-–---–ის მიერ საცავიდან ფულის გატანის ამბავი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--- მ---------–მა განმარტა, რომ 2009 წლიდან მუშაობს სს ,,ს----------–--------ში“. 2015 წლის ოქტომბერში იყო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2015 წლის 25 ოქტომბერს საღამოს საათებში დაურეკეს და უთხრეს, რომ ვერ აღებდნენ საცავს, რადგან ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ი-–-- გ--–-–---–ი არ გამოცხადდა სამსახურში. საცავი აღჭურვილია ვიდეო კამერებით, მოგვიანებით ჩანაწერების დათვალიერებისას ნახეს, რომ ი-–-- გ--–-–---–მა სამსახურის მანქანით, რომელსაც თავად განკარგავდა გაიტანა გარკვეული რაოდენობის ჩანთა, დაახლოებით 2100-2200 საათზე. მოწმემ განმარტა, რომ ი-–-- გ--–-–---–ი იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი და მას ქონდა საცავის გასაღები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე------- ბ------–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის ოქტომბერში მუშაობდა სს ,,ს----------–--------ის“ ინკასაციის სამსახურში ინკასატორად. მის ძირითად უფლება-მოვალეობაში შედიოდა სავაჭრო ობიექტების, ბანკომატების, ჩასარიცხი აპარატების ინკასირება და ფულის გადატანა ექსპრეს ცენტრებსა და ფილიალებში. მოწმემ განმარტა, რომ ინკასირების შემდეგ ფულადი თანხა შედის მთავარ სალაროში, იმ შემთხვევაში თუ ეს ხდება 1600 საათამდე შეაქვთ პირდაპირ მთავარ სალაროში, კერძოს ინკასირებული - დალუქული ჩანთები შედის მთავარ სალაროში წინა პერიმეტრში, სადაც არის მოძრავი ხონჩები, მოლარე ითვლის, იბარებს და ხელს აწერს. იმ შემთხვევაში თუ თანხები შედის 1600 საათის შემდეგ, თანხები შედის ინკასაციის საცავის პერიმეტრზე, სადაც მორიგე ინკასატორი იბარებს ჩანთებს რაოდენობით, ამოწმებს ლუქებს და ატარებს შესაბამისს ჟურნალში, სადაც ჯგუფის უფროსიც აწერს ხელს, საცავში შეაქვს მორიგეს. მოწმემ განმარტა, რომ ინკასაციის საცავში შესვლა ხდებოდა წინა პერიმეტრიდან, რომლის შესასვლელი კარი როგორც წესი დაკეტილი იყო და იღებოდა ბიომეტრიული თითის ანაბეჭდით. წინა პერიმეტრის კარში შესასვლელად წინა პირობა იყო მეორე კარი, რომელიც ბუფენურ ზონაში დაკეტილი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად პირველ კარში შესვლის შემდეგ კარი უნდა დაგეხურა იმისათვის, რომ შემდგომი კარი გაღებულიყო, ბუფერული ზონიდან საცავის წინა პერიმეტრზე შესასვლელად, ასევე უნდა დახურულიყო შესასვლელი კარი, საცავის წინა პერიმეტრიც ბიომეტრიულად იღებოდა. საცავის გასაღები ქონდა პასუხისმგებელ მორიგეს, სულ 2, ერთი ცხაური და მეორე ბრონირებული. ინკასატორი თანხებს წინა პერიმერტზე ტოვებდა და შიგნით მორიგეს შეჰქონდა. მოწმემ განმარტა, რომ ი-–-- გ--–-–---–ს იცნობს, როგორც იცის ის ახორციელებდა მონიტორინგს მთავარ გადამთვლელ სალაროში და საცავში თანხის შეტანაში არ მონაწილეობდა. ი-–-- მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ფულის შეტანის მონაწილე, თუ იქნებოდა პასუხისმგებელი მორიგე, მორიგე ინკასატორს შეეძლო დახმარებოდა პასუხისმგებელ მორიგეს. 2015 წლის 24 ოქტომბერს ე------- ბ------–---–ს ქონდა ჩვეულებრივი სამუშაო დღე, შაბათ დღეს ხდებოდა სავაჭრო ობიექტების ინკასირება, ანუ მიდიოდნენ ობიექტებზე ჩანთით და ინკასირებული თანხა შექონდათ საცავში. 24 ოქტომბერს ინკასირებული თანხა მიიტანეს საცავში დაახლოებით 1400-1500 საათების შუალედში. მეორე დღეს დაურეკა ს----- ს--------–---–მა და უთხრა, რომ სასწრაფოდ მისულიყო, შეკრებაზე გაიგო, რომ ი-–-- გ--–-–---–ის თანხა წაიღო საცავიდან.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–------ ხ------ამ განმარტა, რომ არის სს ,,ს----------–--------ის“ ინკასაციის მხარდაჭერის ოფიცერი და მის უფლება-მოვალეობაში შედიოდა ინკასატორების კონტროლი, დავალების მიცემა, ფეი-ბოქსების და ბანკომატების ჩატვირთვა, ტექნიკური გამართულობის გაკონტროლება. პერიოდულად ინკასაციის საცავის პასუხისმგებელი მორიგე იყო, მორიგეობდნენ ასევე ინკასაციის უფროსი ს----- ს--------–---–ი, მხარდამჭერების ოფიცრები - ნ--------ი ს------ა და ი-–-- გ--–-–---–ი. 2015 წლის 24 ოქტომბერს მორიგე იყო ი-–-- გ--–-–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ თანხები, რომლების მიტანაც არ ესწრება სამუშაო საათებში, ჩანთების დათვლის შემდეგ ინახება ინკასაციის სამსახურის დაცვის პასუხისმგებლობის ქვეშ, ინკასაციის საცავში, კერძოდ იღებს მორიგე ინკასატორი, ამოწმებს ლუქის მთლიანობას, ჩანთის მთლიანობას, საბუთებს, ატარებს სპეციალურ ჟურნალში და კეტავს საცავში. კარის გაღება-დაკეტვა პროცედურულად ხდებოდა მორიგე ინკასატორისა და მხარდამჭერი პასუხისმგებელ მორიგესთან ერთად. ცხაურის გასაღები ქონდა მორიგე ინკასატორს და მასთან არასდროს ტოვებდა. 24 ოქტომბერს დაახლოებით 1800 საათზე გავიდა სამსახურიდან, როცა ბანკომატები მორჩნენ ჩატვირთვას, 25 ოქტომბერს დილით ადრე მივიდა სამსახურში, სანამ გასაგზავნი ჩანთების გაცემა დაიწყებოდა, სავარაუდოდ 0700 საათისთვის, იმავდროულად მორიგეობა უნდა გადაებარებინა ი-–-- გ--–-–---–ს, თუმცა ეს უკანასკნელი ადგილზე არ დახვდა და მობილური ტელეფონიც გათიშული ქონდა. ჩანთები გასაცემი იყო საინკასაციო ჯგუფების წევრებისათვის, თუმცა გასაღების არ ქონდათ, დაურეკა უშუალო ხელმძღვანელ, ინკასაციის უფროსს - ს----- ს--------–---–ს და გააცნო საქმის ვითარება. ს----- ს--------–---–მა დეპარტამენტის დირექტორი ნ-----–- გ--–-–---–ი ჩააყენა საქმის კურსში და გამოიძახეს თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მეორე საცავის გაღებაზე, სადაც ინახებოდა სათადარიგო გასაღებები. შესაბამისად აღნიშნული გასაღებით გააღეს ინკასაციის სამორიგეო საცავი, უფროს ს----- ს--------–---–ის და მორიგე კ----ს თანდასწრებით. მოწმემ განმარტა, რომ ი-–-- გ--–-–---–ს ყავდა სამსახურეობრივ ბრონირებული მიკროავტობუსის ტიპის ავტომანქანა. მას აღნიშნული ავტომანქანით საცავში შესვლა თავისუფლად შეეძლო. სამსახურში აქვთ საცავის გახსნა-დაკეტვის ჟურნალი, რომელსაც საცავის დაკეტვის დროს ხელს აწერს მორიგე ინკასატორი და პასუხისმგებელი მორიგე. მეორე დღეს კ----მ უთხრა, რომ წინა დღეს ჟურნალი შეავსო, თუმცა ი-–--ს ეჩქარებოდა და ხელი არ მოაწერა. დანაკლისი იყო სერვის ცენტრის 9 ჩანთა, კონკრეტული თანხის ოდენობა მისთვის უცნობია. მოწმემ განმარტა, რომ 25 ოქტომბერს საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ექსპერტებმა საცავის კარებზე აიღეს ანაბეჭდი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----- ქ--------–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის ოქტომბერში მუშაობდა სს ,,ს----------–--------ის“ კასაციის სამსახურში და ევალებოდა კლიენტების მომსახურება. 24 ოქტომბერს სამსახურში იმყოფებოდა 1000-1700 საათების შუალედში. აღნიშნულ დღეს ჩვეულებისამებრ ჩანთები საცავში ჩააბარა, შემოსავლის ორდერს მოაწერა ხელი და წავიდა სახლში. მოწმემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ სამსახურს ასრულებდნენ 1600 სთ-მდე თანხა შედიოდა პირდაპირ საცავში, ანუ თანხას იღებდა მოლარე, ითვლიდა ჩანთების რაოდენობას, ამოწმებდა ლუქს და წერდა შემოსავლის ორდერს, რომ კონკრეტულმა პირმა გარკვეული ოდენობის ჩანთა და თანხა მიიტანა ბანკში, აღნიშნულ აწერდა ხელს და მექანიკურად გადასცემდა ე.წ. ხონჩას და აწვდიდნენ შიგნით. იმ შემთხვევაში თუ 1600 საათის შემდეგ მიიტანდნენ ფულს, ბარდებოდა მორიგე ინკასატორს, რომელიც იჯდა ბუფერულ ზონაში. მოწმემ განმარტა, რომ სულ 3 ოთახი იყო, მარცხენა მხარეს იყო საცავი. პირველ ოთახში იჯდა მორიგე ინკასატორი, რომელსაც იგივე პრინციპით ამოწმებდა მიტანილ ჩანთისა და ლუქის მდგომარეობას, გადაითვლიდა ჩანთებს, აღრიცხავდა ჟურნალში და შეჰქონდა საცავში, რომელიც ცხაურით იკეტებოდა, გასაღები ქონდა მორიგე ინკასატორს. საცავის ბიომეტრიულ კარს აღებდა მორიგე ინკასატორი ხელმძღვანელობიდან ერთ-ერთ პირთან ერთად, რომელიც ასევე მორიგე იყო და აკონტროლებდა გაღება-დაკეტვის პროცესს. მოწმემ განმარტა, რომ ი-–-- გ--–-–---–თან ერთად მორიგეობისას გაუღიათ კარი, მარტო ი-–-- არ აღებდა, ისევე როგორც მხოლოდ მას არ შეეძლო კარის გაღება. 25 ოქტომბერს, კვირა დღეს საღამოს დაუძახეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა და სრულმა შემადგენლობამ გაიგო მომხდარი ფაქტის შესახებ, კერძოდ ის ფაქტი, რომ დაიკარგა ჩანთები და ვერ პოულობდნენ ი-–-- გ--–-–---–ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ დ-–----მა განმარტა, რომ ი-–-- გ--–-–---–ს იცნობს ყ--–------------ა მონასტრიდან, მეგობრობდა. 2015 წლის 24 ოქტომბერს 2100 საათზე დაურეკა ი-–-- გ--–-–---–მა და სთხოვა დაუყოვნებლივ მისულიყო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რესტორან ,,კოლხეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრისას ი-–-- გ--–-–---–მა სთხოვა ნაქურდალი ფულის შენახვა, გადასცა ჩანთა და უთხრა, რომ რამდენიმე დღეში დაუკავშირდებოდა. მისი თანდასწრებით გახსნა ჩანთა, მასში მოთავსებული იყო სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა. ჩანთა წაიღო სახლში და ისე შეინახა კარადაში, რომ ოჯახის წევრებისთვის არც უთქვამს. აღნიშნულის შემდეგ ი-–-- გ--–-–---–ი არ დაკავშირებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-------- შ----–--ემ განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი. 2015 წლის 24 ოქტომბერს დაახლოებით 0930 საათზე ,,ვორონცოვის“ მხრიდან მიდიოდა სანაპიროზე ,,დინამოს“ მხარეს, გააჩერა მგზავრმა, რომელმაც რესტორან ,,კოლხეთის“ მიმართულებით თხოვა წაყვანა. ავტომანქანის უკანა სავარძელზე იდო პაკეტი, რესტორანთან მისვლისას ავტომანქანიდან გადავიდა რამდენიმე წუთით და მივიდა იქვე მდგარ ავტომანქანასთან, მალევე დაბრუნდა უკან და მისივე თხოვნით მიიყვანა სამტრედიის ქუჩაზე. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედება ამოცნობისას ამოიცნო აღნიშნული მგზავრი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–---- შ--–---–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ს----------–--------------–----კში. 2015 წლის 11 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ 8 ფუთა ნივთმტკიცება სალაროდან გადაიტანა საცავში. ერთ-ერთი ფუთა საკმაოდ მძიმე იყო და აწევის დროს გაეშვა ხელი და დაზიანდა, რის შესახებაც და აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმემ განმარტა, რომ ფუთიდან არაფერი გადმოვარდნილა, შეიფუთა ისევ და გადაიგზავნა საცავში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ---–---მა განმარტა, რომ არის თ---–-----------------–ოს უფროსი ექსპერტი. 2015 წლის 10 ნოემბერს მეწყვილესთან ერთად გამოძახებული იყო ძ---–- თ---–-----------------–ოში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად ოქტომბერში მომხდარ ქურდობის ფაქტზე. ბრალდებულმა მ--–---- ბ--------ემ 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე მიუთითა, რომ მითითებულ ადგილას ერთი ავტომანქანიდან მეორე ავტომანქანაში გადაალაგეს ფულადი თანხა და წავიდნენ ფ-------ის ქუჩის ბოლოში, სადაც ასევე მიუთითა ადგილზე სადაც დაწვა ჩანთები, რომლებშიც ფული ქონდა მოთავსებული და მობილური ტელეფონი. დ----- გ---–---მა განმარტა, რომ მითითებული ადგილიდან ამოიღეს ნამწვავები. მ--–---- ბ--------ემ ასევე მიუთითა ადგილი, სადაც შეიძინა საწვავი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–- გ--------ემ განმარტა, რომ არის შ--------------------------–----------ი სამმართველოს ექსპერტი. 2015 წლის 10 ნოემბერს მეწყვილესთან ერთად შეხვდა გამომძიებელს და ბრალდებულ მ--–---- ბ--------ეს. ბრალდებულის მითითებით გადავიდნენ 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ-------ის ქუჩაზე და ბენზინ გასამართ სადგურზე. ფ-------ის ქუჩიდან ამოიღეს ნამწვის ნიმუში, რადგან ბრალდებულმა განმარტა, რომ მის მიერ მითითებულ ადგილას დაწვა ჩანთები, სადაც ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი ქონდა მოთავსებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ქ----–---–მა განმარტა, რომ არის ექსპერტ-კრიმინალისტი. 2015 წლის 10 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, ბრალდებულმა გ-------–---–ის N--ში, პირველი სადარბაზოს სარდაფში მიუთითა ადგილზე, სადაც ინახავდა სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილ ბანკის თანხას. მოწმემ განმარტა, რომ ამოიღეს, დაასურათეს და დალუქეს თანხა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მიიყვანა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც საძინებელში მდებარე კარადაში შენახული ქონდა გარკვეული ოდენობის თანხა, რომელიც ასევე დასურათდა და დაილუქა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ნ--------ემ განმარტა, რომ 2015 წლის 10 ნოემბერს შეტყობინების საფუძველზე წავიდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ბრალდებულმა მ--–---- ბ--------ემ მიუთითა ადგილი, სადაც ჩანთით მალავდა ფულად თანხას, შესაბამისად ამოიღეს ფული, დაათვალიერეს და დალუქეს. მოწმე განმარტა, რომ ამოიღეს დიდი ოდენობის თანხა, ამიტომ ადგილზე ვერ დათვალეს, შესაბამისად შემდგომ მოხდა აღნიშნული თანხის გახსნა-დათვალიერება სამმართველოში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- მ------–---–მა განმარტა, რომ არის შ-------–---------------------------–----------ი დეპარტამენტის ექსპერტი. 2015 წლის 10 ნოემბერს ძ---–- თ---–-----------------–ოდან შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო მოწმე ი---- შ-------თან. ამ უკანასკნელმა ს-------–---–-------ა N--ში მიუთითა ადგილი, სადაც შენახული ქონდა ყუთი, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, ასევე მიუთითა სპორტული ჩანთაზე. აღნიშნულის შემდეგ მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მოწმემ ასევე მიუთითა კარადაში შენახულ ფულზე. მოწმემ განმარტა, რომ მოძიებული ფულადი თანხა ამოიღეს და დალუქეს. შემდგომ სამმართველოში გახსნეს და დაათვალიერეს, ბანკის თანამშრომლებმა ფულის სათვლელი მანქანებით დათვალეს, რის შემდეგაც ფულადი თანხა კვლავ დაილუქა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–-- კ--------ემ განმარტა, რომ არის შ--------------------------–----------ი სამმართველოს თანამშრომელი. 2015 წლის 30 სექტემბერს სს ,,ს----------–--------ში“ ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე ბლოკნოტი და სხვადასხვა ფურცლები წარწერით სერტიფიკატი, რომელზეც გადაეცა გამომძიებელს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------- ა----–---–მა განმარტა, რომ არის შსს სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტი. 2015 წლის 25 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------ში“ ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შემთხვევის ადგილი დასურათდა, შემთხვევის ადგილზე იყო 3 რკინის კარი, საიდანაც ამოღებული იქნა 5 ცალი დაქტილოფირი. სამორიგეო ოთახი გადიოდა ნეიტრალურ ოთახში, რომელიც გადიოდა ჯერ პატარა ოთახში, შემდეგ კი საცავში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ---- ქ-–---–---–მა განმარტა, რომ ის არის შ-------–-------–----------------–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2015 წლის 26 ოქტომბერს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცნობილი გახდა, რომ წინა დღეს - 25 ოქტომბერს თბილისში პ--–---ის ქუჩა N--ში მდებარე სს ,,ს----------–--------ი“ გაქურდა ი-–-- გ--–-–---–მა. ჯ---- ქ-–---–---–მა თანამშრომელ ი-----–- გ-------ესთან და ივერი ხ-----ესთან ერთად ჩაატარა ი-–-- გ--–-–---–ის საცხოვრებელ ბინის ჩხრეკა. ბინის ჩხრეკას ესწრებოდა ბინის მეპატრონე - ე-–------ შ--------ე, ასევე ი-–-- გ--–-–---–ის მეგობარი გოგონა - ნ---- ჩ----–---–ი და მონაწილეობდნენ ექსპერტები. ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა, მაგრამ ექსპერტების მონაწილეობით დამუშავებული იქნა საცხოვრებელი ნივთები და დაქტილოსკოპიური ფხვნილის მეშვეობით ამოღებული იქნა ხელის კვლები, იმავდროულად ამოიღეს ი-–-- გ--–-–---–ის პირადი ტანსაცმელი.
იგივე შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- გ-------ემ და დამატებით განმარტა, რომ შენიშვნა ან განცხადება მონაწილე პირების მიერ არ დაფიქსირებულა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ჯ--–------იამ განმარტა, რომ ის არის ექსპერტი. 2015 წლის 25 ოქტომბერს მან და მისმა მეწყვილე ხ------- მ---------ემ დაათვალიერეს სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილი ავტომობილი, საიდანაც ამოღებული იქნა ქვითრები და საბანკო დოკუმენტაცია, რომლებიც დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს, ასევე ადგილზე დაილუქა მანქანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–---- ბ---–-----ემ განმარტა, რომ არის ძ---–- თ---–-----------------–ოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2015 წლის 6 ნოემბერს მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ 2015 წლის 20 ოქტომბერს ი-–-- გ--–-–---–მა ც----ის ქუჩა N15 მდებარე აქსესუარების მაღაზიაში შეიძინა სიმბარათები და მობილური ტელეფონი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ ს-------მა განმარტა, რომ არის ექსპერტი. 2015 წლის 26 ოქტომბერს ჭ---------ის ქუჩაზე ჩატარდა გ----- შ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები კერძოდ: ფეხსაცმელი, წინდები, ბალიშის პირები, ზეწრები, კბილი ჯაგრისი და სხვადასხვა ნივთები, ასევე ამოღებული იქნა ხელის კვლები, რომელიც ადგილზევე დაილუქა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–--- ყ---–---ამ განმარტა, რომ მუშაობს შ---------------------------ოში. 2015 წლის 29 ოქტომბერს მიიღო ინფორმაცია, რომ ი-–-- გ--–-–---–ი ,,BMW-ს“ ფირმის ავტომანქანით გადაადგილდებოდა უ-----ის ქუჩა N- მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმაციის თანახმად ავტომანქანის მძღოლი იყო ვ------- შ----–--ე. ინფორმაცია წერილობით მოახსენა ხელმძღვანელობას და დაიკითხა მოწმის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ე-------ამ განმარტა, რომ ის არის ძ---–- თ---–-----------------–ოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ი-–-- გ--–-–---–მა სს ,,ს----------–--------იდან“ ფულადი თანხა წაიღო მწვანე ,,ფ---––-----ის“ ფირმის ავტომანქანით, რომელიც ამ დროისათვის იმყოფება თბილისში უ-----ის ქუჩაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- ა-–----ემ განმარტა, რომ მუშაობს ძ---–-------–------------– განყოფილებაში. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიიღო ინფორმაცია, რომ სს ,,ს----------–--------ის“ დიდი ოდენობით ფულის ქურდობის ფაქტზე, დანაშაულის ერთ-ერთი ჩამდენი პირი მ--–---- ბ--------ე, დაახლოებით 1 საათში იქნება ბ---–-------------–----–----–--–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–------- ა-----ამ განმარტა, რომ მუშაობს ძ---–-------–------------– განყოფილებაში ინსპექტორ გამომძიებლად. 2015 წლის 9 ნოემბერს მიიღო ინფორმაცია, რომ სს ,,ს----------–--------იდან“ ფულის ქურდობაში ი-–-- გ--–-–---–თან ერთად მონაწილეობდნენ კონკრეტული პირები - თ----–- კ------–--ე და მ--–---- ბ--------ე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–-- ჩ-------ამ განმარტა, რომ 2015 წლის 20 ოქტომბერს ც----ის ქუჩა N15-ში ი-–-- გ--–-–---–მა მისგან შეიძინა მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონის რამდენიმე ნომერი. ბრალდებულს პირადობის მოწმობა არ ქონდა და ზეპირად უკარნახა პირადი ნომერი. ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერში სწორედ ბრალდებულია ასახული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ----- ძ-------ემ განმარტა, რომ არის ს----–-–---------------------------------------------------–----------------------------------–--------------–ოს დეველოპერი. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით საკონტროლო გამტარ პუნქტ ,,ლარსის“ ვიდეო კამერის ჩანაწერები გადასცა გამომძიებელს, ჩანაწერები თავად უშუალოდ არ უნახავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- ჩ----–---–მა განმარტა, რომ ი-–-- გ--–-–---–ს იცნობს 2 წელია და მეგობრობს, ერთად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ხშირად იყვნენ ერთად. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღო ბინის ჩხრეკაში, ასევე ნახა რამდენიმე ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია ბრალდებულის მიერ საცავიდან ფულის გატანის ფაქტი, ასევე ამ უკანასკნელის ლარსზე ფეხით გადასვლის ფაქტი და მის მიერ მაღაზიაში მობილური ტელეფონის სიმ ბარათის შეძენის ფაქტი. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ნამდვილად ი-–-- გ--–-–---–ია ასახული. 2015 წლის 25 ოქტომბერს დაურეკა გ------- ლ---–--ამ და კითხა ი-–-- გ--–-–---–ი იყო თუ არა მასათან ერთად, რადგან ამ უკანასკნელს ტელეფონი ქონდა გამორთული, თუმცა ნ---- ჩ----–---–ს 22 ოქტომბრის შემდეგ ნანახი არ ყავდა, მხოლოდ შაბათს ესაუბრა - მოიკითხა. გ------- ლ---–--ამ არ იცოდა ი-–-- გ--–-–---–ის ახალი ბინის მისამართი, შესაბამისად ნ---- ჩ----–---–მა აჩვენა. მომხდარის შესახებ გაიგო კ--–--------------– განყოფილებაში. ი-–-- გ--–-–---–მა დაბადების დღე და ახალი წელი მიულოცა და მას შემდეგ არ შეხმიანებია. თავის მხრივ ნ---- ჩ----–---–მა ი-–-- გ--–-–---–ს უთხრა, რომ პოლიცია ეძებდა, ასევე თხოვა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებულიყო. ბინის ჩხრეკის შემდეგ სახლის დალაგებისას ი-–-- გ--–-–---–ის ჩემოდანში ნახა შავი ტელეფონი, რომელიც გამომძიებელს ჩააბარა. 2015 წლის 20 ოქტომბერს ი-–-- გ--–-–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ ფული ჭირდებოდა, ხელფასი კი პირველ რიცხვში ერიცხებოდა, ამიტომ თხოვა მისივე ლეპტოპის დალომბარდება, შესაბამისად ნ---- ჩ----–---–მა ლეპტოპი დაალომბარდა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღებული თანხა 200 ლარი გადასცა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ჟ----–---–---მა განმარტა, რომ მომხდარ ფაქტამდე 5 წლით ადრე ი-–-- გ--–-–---–ი იყო მისი მეუღლე. მისთვის უცნობია სად ცხოვრობენ ი-–-- გ--–-–---–ის ნათესავები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ჟ-–---–---–მა განმარტა, რომ ი-–-- გ--–-–---–ი არის მისი დის ყოფილი მეუღლე, კერძოდ მათ იქორწინეს სავარაუდოდ 2000-2002 წელში, რაღაც პერიოდი ბორჯომში ცხოვრობდნენ, შემდეგ გადავიდნენ მასთან - გორში. სავარაუდოდ 2008 წელს დაშორდნენ. ი-–-- და თავისი მეუღლე ბოლოს ერთად მუშაობდნენ სს ,,ტ---------------კში“. ი-–-- გ--–-–---–ის მიერ ბანკში ჩადენილი ქურდობის შესახებ გაიგო ტელევიზიით. ი-–--ს ნათესავები - დედის მხრიდან ბიძები ყავს საზღვარგარეთ, კერძოდ ორჯონიკიძეში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--- კ-----ემ განმარტა, რომ ბრალდებულ ი-–-- გ--–-–---–ს ბავშვობიდან იცნობს, ერთ უბანში ცხოვრობდნენ, მასთან ერთად ბინაც ჰქონდა ნაქირავები და ერთადაც ცხოვრობდნენ. 25 ოქტომბერს დაურეკეს სს ,,ს----------–--------ის“ თანამშრომლებმა და კითხეს ხომ არ იცოდა სად იყო ი-–-- გ--–-–---–ი. როგორც ახსოვს ი-–-- გ--–-–---–ს დედა ყავს ოსი და ადრე ცხინვალში და ორჯონიკიძეში ცხოვრობდნენ, რამდენადაც იცის საზღვარგარეთ არ ყავს არავინ.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა ლ-–- ა------–---ის მიერ 2016 წლის 15 იანვარს გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც: 2015 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობს სს „ს----------–--------ის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უსაფრთხოების ადმინისტრატორად. მისი დაცვის ობიექტი იყო ქ. თბილისში, პ--–---ის ქ. N--ში მდებარე სს ,,ს----------–--------ის“ შენობა. მის ფუნქციონალურ მოვალეობაში შედიოდა შენობის დაცვა, დაცვის პოლიციის საინკასაციო ავტომანქანებისა და სს „ს----------–--------ის“ საინკასაციო ავტომანქანების ტერიტორიაზე დაშვების კონტროლი. მას შემდეგ რაც ნარდი ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირები დაკეტავდა და სიგნალიზაციაზე აიყვანდა საცავს, ილუქებოდა. ლუქის მთლიანობას იბარებდა ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის მორიგე თანამშრომლები და ვალდებულები იყვნენ დილით ლუქი დაუზიანებლად ჩაებარებინათ ნაღდი ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტის მორიგე პასუხისმგებელი პირისათვის. სამსახურში გაიცნო ბანკის თანამშრომელი ი-–-- გ--–-–---–ი, რომელიც იყო ნარდი ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტის თანამშრომელი და პასუხისმგებელი ინკასაციის საცავზე. მას სარგებლობაში ყავდა ბანკის კუთვნილი საინკასაციო ავტომანქანა, რომლითაც უფლება ქონდა გადაადგილებულიყო ბანკის ტერიტორიაზე. ლ-–- ა------–---ი 2015 წლის 24 ოქტომბერს 0900 საათიდან მეორე დღის 0900 საათამდე იყო მორიგე N---------–----ზე, რომელიც მდებარეობს ბანკის შიდა ეზოში, ნაღდი ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტის შესასვლელში. მასთან ერთად მორიგეობდა ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის თანამშრომელი გ------- რ-----–---–ი. საგუშაგოდან კონტროლდებოდა ბანკის ეზოში შემოსასვლელი ჭიშკარი და ჭიშკრის გარე პერიმეტრი, ბანკის ტერიტორიაზე არ უნდა შეეშვათ უცხო პირები და ავტომანქანები. საღამოს ი-–-- გ--–-–---–მა ინკასაციის საცავთან გააჩერა ბანკის კუთვნილი ინკასაციის ავტომანქანა და შევიდა საცავში, ვინაიდან ის იყო თანამშრომელი და დღის განმავლობაში მოძრაობდა ბანკის ტერიტორიაზე საეჭვოდ არაფერი მიუჩნევია და გააგრძელა გარე პერიმეტრის კონტროლი. მას შემდეგ, რაც 2015 წლის 24 ოქტომბერს საღამოს დაიკეტა საცავი, გ------- რ-----–---–მა ჩაიბარა დაკეტილი და დალუქული საცავის ლუქი, რაც გატარდა ჟურნალში დროის მითითებით. ი-–-- გ--–-–---–მა დატოვა ბანკის ტერიტორია საინკასაციო ავტომანქანით და აღნიშნულის შემდეგ ლ-–- ა------–---ს ის აღარ უნახავს. მეორე დილით დალუქული საცავი ჩააბარეს ცვლას, ლუქის დაუზიანებლად. მოწმემ განმარტა, რომ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის თანამშრომლების არ ევალებოდათ ი-–-- გ--–-–---–ის და ინკასაციის სხვა თანამშრომლების სამსახურეობრივი და ფუნქციონალური მოვალეობის კონტროლი, ისევე როგორც საცავში მიმდინარე პროცესების კონტროლი, მათ არ ქონდათ წვდომა საცავის შიდა ვიდეოკონტროლზე. ლ-–- ა------–---მა განმარტა, რომ 2015 წლის 24 ოქტომბრის საღამოს საათებში ი-–-- გ--–-–---–ის მიერ ინკასაციის საცავიდან საინკასაციო ტომრებით თანხის გამოტანისა და საინკასაციო ავტომანქანაში ჩატვირთვის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა რომ დაენახა საეჭვოდ არ მიიჩნევდა, რადგან იცოდა, რომ ი-–-- გ--–-–---–ი ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას - ინკასაციას.
გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა N1-ის თანახმად გამოძება დაიწყო 2015 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2015 წლის 25 ოქტომბრის განმცხადებელ ა------ რ-------ის შეტყობინებით სს ,,ს----------–--------ში“ მოხდა ქურდობა.
2015 წლის 25 ოქტომბრის ელ-სმენით შეტყობინების თანახმად - თბილისში, პ--–---ის ქ. N--ში მდებარე სს ,,ს----------–--------ის“ საცავიდან ინკასაციის სამსახურის კონტროლის ოფიცერმა ი-–-- გ--–-–---–მა წაიყვანა სამსახურებრივი ინკასაციის სპეციალურ ავტომანქანა, დიდი ოდენობით ბანკის კუთვნილი თანხით და მიიმალა.
2015 წლის 25 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს - თბილისში, პ--–---ის ქ. N--ში განთავსებული სს ,,ს----------–--------ის“ ნაღდი ფულისა და სახვა ფასეულობათა დეპარტამენტში. დათვალიერებისას ამოღებული იქნა ხელის კვლები.
2015 წლის 25 ოქტომბრის გამომძიებელ გ------- ე-------ას პატაკის თანახმად - ოპერატიული ინფორმაციის თანახმად სს ,,ს----------–--------იდან“ ფულადი თანხა ი-–-- გ--–-–---–მა წაიღო ბანკის კუთვნილი მწვანე ,,ფ---––-----ის“ ფირმის ავტომანქანით, რომელიც ამ დროისათვის დგას თბილისში უ-----ის ქუჩა N2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2015 წლის 26 ოქტომბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად თბილისში, დ----------------ის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა მწვანე ფერის სატვირთო სპეციალიზირებული ,,V----------------------ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო N P--------. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ავტომანქანიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და ნივთები.
2015 წლის 26 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა თბილისში, პ--–---ის ქ. N--ში განთავსებული სს ,,ს----------–--------ის“ ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობათა დეპარტამენტიდან ამოღებული 2015 წლის 24 ოქტომბრის საღამო საათებში გარე და შიდა პერიმეტრზე გადაღებული ვიდეო ჩანაწერები. ერთ-ერთ ჩანაწერის კადრში ჩანს საცავის ოთახი, აღჭურვილი გარე და მასიური რკინის კონსტრუქციის კარით და შიდა რკინის ცხაურიანი კარით. 20:22:58 საათზე კადრში ჩნდება კ---- ნ----–---–---–ი და ი-–-- გ--–-–---–ი, რომლებიც შედიან საცავში, რამდენიმე წუთში ისინი გამოდიან გარეთ, რამდენიმე წუთში ბრუნდებიან, შემდეგ საცავიდან გამოდის ი-–-- გ--–-–---–ი, მალევე ბრუნდება, 20:42:10 საათზე კ---- ნ----–---–---–ი და ი-–-- გ--–-–---–ი გამოდიან საცავიდან და კ---- ნ----–---–---–ი გასაღებით კეტავს შიდა რკინის კონსტრუქციის ცხაურიან კარს, 20:43:45 საათზე საცავში ბრუნდება მარტო ი-–-- გ--–-–---–ი, გასაღებით აღებს აღნიშნულ კარს და ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვს 8 ცალი ტომარა, კერძოდ ინკასაციის ჩანთა, გასაღებით კეტავს შიდა კარებს და 20:47:52 საათზე გადიოს ოთახიდან. აღნიშნულის შემდეგ ი-–-- გ--–-–---–ი პერიოდულად შედის საცავში, საიდანაც გამოდის ხელცარიელი, 21:13:54 საათზე შედის საცავში და გამოაქვს 2 ცალი საინკასაციო ჩანთა, საიდანაც 1 ჩანთას აბრუნებს საცავში, ხოლო მე-2 ტოვებს ოთახში. 21:32:15 საათზე ოთახში შედის კ---- ნ----–---–---–ი და ი-–-- გ--–-–---–ი, ხელში საინკასაციო ჩანთებით. კ---- ნ----–---–---–ი აღებს საცავის კარს და ორივენი შედიან, ი-–-- გ--–-–---–ი გამოდის ხელში ჩანთით, ხოლო კ---- ნ----–---–---–ი კეტავს ცხაურიან კარს, ასევე რკინის მასიურ გარე კარს და სიგნალიზაციაზე აყავს ობიექტი, რის შემდეგაც კარს გასაღებით კეტავს ასევე ი-–-- გ--–-–---–ი. ს----- ს--------–---–ის განმარტებით აღნიშნულ მოქმედებებს ესწრება ასევე უსაფრთხოების თანამშრომელი გ------- რ-----–---–ი. ი-–-- გ--–-–---–ი ლუქავს კარს და გადის ოთახიდან.
შემდეგ ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც ჩანს უშუალოდ საცავი 21:10:37 საათზე ი-–-- გ--–-–---–ი ბრუნდება საცავში, 2 ცალ ინკასაციის ჩანთაზე განთავსებულ ფურცელზე საწერი კალმის საშუალებით აკეთებს წარწერას და გადის 21:11:12 საათზე, 21:14:02 საათზე ბრუნდება და გააქვს აღნიშნული 2 ცალი ჩანთა, რამდენიმე წამში კი აბრუნებს უკან.
ვიდეო ჩანაწერში რომელიც უყურებს დეპარტამენტის ეზოს 20:22:46 საათზე ინკასაციის საცავში შედიან კ---- ნ----–---–---–ი და ი-–-- გ--–-–---–ი. 20:43:07 საათზე ინკასაციის სამორიგეოდან გამოდის კ---- ნ----–---–---–ი და მიემართება პ--–---ის ქუჩისაკენ. 20:43:23 საათზე შედის ი-–-- გ--–-–---–ი, გამოდის 20:48:30 საათზე, მიემართება პ--–---ის ქუჩის მიმართულებით, ჯდება ავტომანქანაში და უკუსვლით მიემართება ინკასაციის საცავის ოთახისაკენ. 20:49:23 საათზე აჩერებს ავტომანქანას სახ. N P--------, ოთახის ცენტრალურ შესასვლელთან შუაში და ავტომანქანის შუა კარებიდან შედის ინკასაციის სამორიგეო ოთახის ცენტრალურ შესასვლელში და ავტომანქანაში ტვირთავს ინკასაციის ჩანთებს 20:51:00 საათზე, რის შემდეგაც ჯდება ავტომანქანაში და გადის პ--–---ის ქუჩის მიმართულებით, 21:04:48 საათზე ბრუნდება ფეხით. 21:13:06 საათზე ასევე უკუსვლით შეყავს ავტომანქანა, აჩერებს ინკასაციის საცავთან, საიდანაც გამოტანილ ინკასაციის ჩანთებს ალაგებს ავტომანქანაში. 21:15:43 საათზე მიემართება პ--–---ის ქუჩის მიმართულებით.
2015 წლის 26 ოქტომბრის ს----------–----–---------------–--------–-----------------------------------------–----–--------------–------------–---------------------–----------------–--- უფროსის მოადგილე ლ------–--ის წერილის თანახმად კომპიუტერული მონაცემთა ბაზის მიხედვით მოქალაქე ი-–-- გ--–-–---–ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტის გავლით 2015 წლის 1 იანვრიდან 26 იანვრამდე დაფიქსირდა სსკგ ,,ყ------ის“ გავლით, თანდართული დოკუმენტის თანახმად ბოლოს - 2015 წლის 25 ოქტომბერს უფიქსირდება - გასვლა.
ძ---–-------–----------------–-----------–------------–--ის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ა-–--- ყ---–---ას პატაკის თანახმად 2015 წლის 29 ოქტომბერს პ--–---ის ქ. N--ში მდებარე სს ,,ს----------–--------ის“ საცავიდან ფულადი თანხის მითვისების შემდეგ ი-–-- გ--–-–---–მა უ-----ის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში სამტრედიის ქუჩამდე იმგზავრა ტაქსით ,,BMW-ს“ ფირმის ავტომანქანით სახელმწიფო N B--------.
2015 წლის 29 ოქტომბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად ს-------- შ----–--ემ ამოიცნო ი-–-- გ--–-–---–ი და განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება 2015 წლის 24 ოქტომბერს დაახლოებით 2130 საათზე ჩაისვა ტაქსში - თბილისში, უ-----ის ქ. N2-თან, მას ხელში ეჭირა პოლიეთილენის პაკეტი. თავდაპირველად მიიყვანა რესტორან ,,კოლხეთთან“, ის გადავიდა ავტომანქანიდან და დაბრუნდა რამდენიმე წუთში, რის შემდგომაც მიიყვანა სამტრედიის ქუჩაზე.
2015 წლის 30 ოქტომბრის სს ,,ს----------–--------ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ა---------– ნ------–---–ის წერილის თანახმად 2015 წლის 24 ოქტომბერს ი-–-- გ--–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ბანკს მიადგა 9 075 774,17 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2015 წლის 31 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი სს ,,ს----------–--------ი“, რომელსაც მიადგა ქონებრივი სახის ზიანი.
2015 წლის 3 ნოემბრის ძებნის გამოცხადების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალდებული ი-–-- გ--–-–---–ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2015 წლის 5 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა სს ,,ს----------–--------ის“ კორპორატიული და ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერ მ------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი დისკი, სადაც ჩაწერილია ბანკის კუთვნილი ,,ფ---––-----ის“ მარკის ავტომანქანის სახელმწიფო N----------ს ,,GPS - ტრეკერის“ 2015 წლის 24 ოქტომბრის მარშუტი. ავტომანქანის პირველი მარშუტი იწყება 09:44:05 საათზე გ-------–---–ის გამზირი N14-დან და მთავრდება 09:59 საათზე ლესელიძის ქუჩაზე, ბოლო მარშუტი იწყება 21:33:09 საათზე თავისუფლების მოედნიდან და მთავრდება 2137 საათზე დ----------------ის ქ. N23-2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2015 წლის 6 ნოემბრის ძ---–- თ---–-----------------–ოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელ მ--–---- ბ---–-----ის პატაკის თანახმად - ი-–-- გ--–-–---–მა 2015 წლის 20 ოქტომბერს თბილისში, ც----ის ქ. N15-ში მდებარე მობილური ტელეფონის და აქსესუარების მაღაზიაში შეიძინა სიმბარათები და მობილური ტელეფონი.
2015 წლის 6 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ც----ის ქ. N15-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერის მიერ 2015 წლის 20 ოქტომბერს გადაღებული ჩანაწერი. კადრში 15:42:23 საათზე ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ი-–-- ჩ-------ას განმარტებით არის - ის პირი რომელმაც მისგან იყიდა 3 ცალი სიმ ბარათი და მობილური ტელეფონი
2015 წლის 7 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ც----ის ქ. N15-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერის მიერ 2015 წლის 20 ოქტომბერს გადაღებული ჩანაწერი. დათვალიერებაში მონაწილე ე-–------ ხ------ამ განმარტა, რომ კადრში 15:42:23 საათზე დაფიქსირებული ახალგაზრდა მამაკაცი არის - ი-–-- გ--–-–---–ი.
2015 წლის 17 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩაწერილია 2015 წლის 20 ოქტომბრის ც----ის ქ. N15-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტ ,,ზ------ის“ მიმდებარე ტერიტორია. კადრში 15:42:21 საათზე ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ნ---- ჩ----–---–ის განმარტებით არის მისი მეგობარი - ი-–-- გ--–-–---–ი.
2015 წლის 9 ნოემბრის ძ---–-------–------------– განყოფილებაში ინსპექტორ გამომძიებელ ი-–------- ა-----ას პატაკის თანახმად 2015 წლის 24 ოქტომბერს სს ,,ს---------–-----------ან“ ფულის ქურდობაში ი-–-- გ--–-–---–თან ერთად მონაწილეობდნენ - თ----–- კ------–--ე და მ--–---- ბ--------ე.
2015 წლის 9 ნოემბრის თ. კ------–--ის მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა თ----–- კ------–--ის მეირ ნებაყოფლობით წარდგენილი ფულადი თანხა, რომლის ერთი ნაწილი წარადგინა საძინებელი ოთახიდან და დათვლის შედეგად მისმა მთლიანმა ოდენობამ შეადგინა 9000 ლარი, მეორე ნაწილი წარდგენილი იქნა მისაღებ ოთახში მდებარე კარადიდან ხურდა ფულის სახით.
2015 წლის 10 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად თ----–- კ------–--ის ნებაყოფლობით წარდგენილმა ხურდა ფულმა დათვლის შედეგად შეადგინა - 295 ლარი და 25 თეთრი.
2015 წლის 10 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად მ--–---- ბ--------ემ თბილისში, ს-------–---–-----------ი N- კორპუსში მდებარე სარდაფში მიუთითა მოყავისფრო ფერის ჩანთაზე, სადაც განთავსებული იყო ი-–-- გ--–-–---–ის მიერ ,,არამეანცის“ საავადმყოფოს ეზოში საინკასაციო ავტომანქანით მიტანილი ფულადი თანხა, რომლიც მან ჩააწყო თ----–- კ------–--ის ავტომანქანაში. ჩანთა ექსპერტების მიერ დასურათდა.
2015 წლის 10 ნოემბრის საცხოვრებელის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად თბილისში, ს-------–---–ის ქ. N------------ში მდებარე მ--–---- ბ--------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა, ჯამში 4000 ლარის ოდენობით. მ--–---- ბ--------ის განმარტებით, აღნიშნული თანხა მან ამოიღო ერთ-ერთი ხელჩანთიდან, რომლიც მას 2015 წლის 24 ოქტომბერს მიუტანა ი-–-- გ--–-–---–მა.
2015 წლის 10 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად მოყავისფრო ფერის ჩანთიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა, რომელმაც დათვლის შედეგად შეადგინა - 339750 ლარი და 24 500 000 რუსული რუბლი.
2015 წლის 10 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად მოწმე ი---- შ-------მა ს-------–---–-----------ი N--ში მიუთითა სარდაფზე, სადაც მეზობელ მ--–---- ბ--------ესთან ერთად თავის საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის ქვემოთ მდებარე მის კუთვნილ სარდაფში მიწაში დამარხა პოლიეთილენის ყუთით რაღაც ნივთი, სადაც მის მიერ აღმოჩენილი იქნა ფული, სხვადასხვა ვალუტაში. საგამოძიებო ექსპერიმენტისას სარდაფის მე-2 ოთახიდან ასევე ამოღებული იქნა სპორტული ზურგჩანთა, მანვე მიუთითა იმავე კორპუსში N---ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაზე, სადაც შეინახა მ--–---- ბ--------ის მიერ ნაჩუქარი ფული, რომელიც დათვლის შედეგად საერთო ჯამში აღმოჩნდა 4700 ლარი.
2015 წლის 10 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ი---- შ-------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ამოღებული პენოპლასტის ყუთი, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, დათვლის შედეგად აღმოჩნდა - 576 184 აშშ დოლარი, 450 000 ლარი, 264 825 ევრო და 8620 ფუნტი სტერლინგი.
2015 წლის 9 ნოემბრის ხელჩანთის დათვალიერების ოქმის თანახმად სპორტული ხელჩანთაში აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა კუპიურები,2015 წლის 10 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ზ------ დ-–----ის მიერ წარმოდგენილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ფულადი სხვადასხვა ქვეყნის ფულადი კუპიურებით.
2015 წლის 10 ნოემბრის მუყაოს ყუთისა და მასში მოთავსებული ფულადი თანხის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ო-–--- ბ-----–ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული თეთრი მუყაოს ყუთი, მასში მოთავსებული სხვადასხვა ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებით.
2015 წლის 10 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვლილი იქნა მუყაოს ყუთში მოთავსებული ფულადი თანხა - 428 840 ლარი.
2015 წლის 3 დეკემბრის ელექტრონული დისკების ჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა 2015 წლის 24 და 25 ოქტომბერს ლარსის გამშვები პუნქტის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
2016 წლის 17 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა 2015 წლის 24 და 25 ოქტომბერს ლარსის გამშვები პუნქტის ვიდეო სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა. ჩანაწერში 01:22:56 საათზე კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სარეგისტრაციო პუნქტიდან მიდის მარტო, ხელში უჭირავს პასპორტი, ნ---- ჩ----–---–ის განმარტებით აღნიშნული მამაკაცი არის მისი მეგობარი - ი-–-- გ--–-–---–ი, რომელიც 2015 წლის 22 ოქტომბრის შემდეგ არ უნახავს და როგორც სატელეფონო საუბრებში ეუბნება იმყოფება რუსეთში.
2015 წლის 12 ნოემბრის ძ---–- თ---–-----------------–ოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ რ----- კ-------იას წერილის თანახმად ი-–-- გ--–-–---–ის მიერ სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა: 1 236 585,25 ლარი, 946 184 აშშ დოლარი, 421 925 ევრო, 8 620 ფუნტ სტერლინგი, 24 500 000 რუსული რუბლი, 3000 თურქული ლირა, 5 000 უკრაინული გრივნა, 15 000 შვეიცარული ფრანკი, 1 000 აზერბაიჯანული მანათი, 600 000 ბელორუსული რუბლი, 100 000 სომხური დრამი.
2016 წლის 19 იანვრის ძ---–- თ---–-----------------–ოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ რ----- კ-------იას წერილის თანახმად ი-–-- გ--–-–---–ის მიერ სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა: 1 236 585,25 ლარი, 946 184 აშშ დოლარი, 421 925 ევრო, 8 620 ფუნტ სტერლინგი, 24 500 000 რუსული რუბლი, 3000 თურქული ლირა, 5 000 უკრაინული გრივნა, 15 000 შვეიცარული ფრანკი, 1 000 აზერბაიჯანული მანათი, 600 000 ბელორუსული რუბლი, 100 000 სომხური დრამი, რომელიც საერთო ჯამში 2015 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით ეროვნული ვალუტის კურსით შეადგენს: 5 579 815,86 ლარს.
2015 წლის 25 ნოემბრის თბილსის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მ--–----ი ბ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დასასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
იმავე განაჩენით თ----–- კ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 375-ე მულით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა საჯარო სამსახურში 3 წლის ვადით.
2016 წლის 12 იანვრის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს დასკვნის თანახმად: გენეტიკური კვლევით დადგინდა:
- ,,პაკეტში, წარწერით: „.. 10 ცალი სპეც. ბამბის ჩხირზე ზედ არსებული შესაბამისი წარწერებით...“, მოთავსებულ ორ ცალ ბამბისთავიან ჩხირზე (კონტეინერები წარწერებით: „ანაწმენდი სპეც. ბამბის ჩხირზე, ამოღებული საჭედან“ და „ანაწმენდი, სპეც. ბამბის ჩხირზე, ამოღებული ა/მანქანის სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტიდან.“) არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ, N1,2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს. იმავე პაკეტში მოთავსებულ ბამბისთავიან ჩხირზე (კონტეინერი, წარწერით: „ანაწმენდი, სპეც. ბამბის ჩხირზე, ამოღებული წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან.“) არსებული ბიოლოგიური მასალა (იბ. N5) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი და ობ. N1,2-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. იმავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ 7 ცალ ბამბისთავიან ჩხირზე (ობ. N3,4,6-10), გენოტიპირებისათვის საკამრისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ქაღალდის კონვერტი მასში არსებული ქვითრებით, ტექპასპორტი, საწვავი ბარათი, ამოღებული ავტომანქანის სამზეურიდან მძღოლის მხარეს“, მოთავსებულ ქაღალდის კონვერტზე (ობ. N13), კონვერტში მოთავსებულ რომპეტროლის პლასტიკურ ბარათსა (ობ. N11) და სხვადასხვა დანიშნულების ქაღალდის ფრაგმენტებზე (ობ. N12) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N11-ის პროფილის ერთ-ერთი წილი, ობ. N12,13-ის პროფილების მაჟორული წილი და ობ. N1,2-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;
- პაკეტებში, წარწერებით: „...ს--------ის ყუა ზედ არსებული წარწერებით, ამოღებული ა/მანქანის სალონში იატაკიდან...“, „...შავი ფერის თოკზე გამობმული პლომბი, ამოღებული სალონში იატაკიდან...“ და „...5 ც. გასაღები აქედან 2 ც. დეფორმირებულია, ამოღებული ა/მანქანის მართვის პანელის სათავსოდან ...“, მოთავსებულ მუყაოს ქაღალდზე (ობ. N14), პლომბზე, მასში ჩამაგრებულ ძაფზე (ობ. N15) და 5 ცალ გასაღებზე (ობ. N21), გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტებში, წარწერებით: „...შავი ფერის ჩანთა ამოღებული ა/მანქანის სალონის იატაკიდან.“ და „...შავი ფერის გასაღები, რომელიც ჩამოკიდებული იყო სალონში კედელზე...“, მოთავსებულ ჩანთის სახელურებზე (ობ. N17) და გასაღებსა და მასში გაყრილ რეზინზე (ობ. N20) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, მათში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო;
- პაკეტებში, წარწერებით: „...პოლიეთილენის სპეც. პარკი შტრიხკოდით - 1------, ამოღებული ა/მანქანის გვერდითი კარის შიდა სახელურიდან...“ და „...3 ც. გასაღებების ასხმა ზედ არსებული წარწერებით: 4----------------, რომლებიც ამოღებული იქნა წინა მარჯვენა სავარძლიდან...“, მოთავსებულ პარკზე (ობ. N16) და გასაღებების ასხმაზე (ობ. N19) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N16-ის პროფილის ერთი-ერთი წილი, ობ. N19-ის პროფილის მაჟორული წილი და ობ. N1,2-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: „...შავი ფერის სათვალე, ამოღებული ა/მანქანის მართვის პანელიდან...“, მოთავსებული სათვალის ჩარჩოზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N18) გენეტიკური პროფილი ობ. N1,2-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...4 (ოთხი) ცალი კბილის ჯაგრისი, ამოღებული სააბაზანო ოთახში კედელზე ჩამოკიდებული სარკის მინის თაროზე არსებული პლასტმასის ჭიქიდან...“, მოთავსებულ ჯაგრისზე, წარწერით: „foraIIIen“, არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N22) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, ხოლო მინორული წილი იდენტურია ობ. N1,2,18-ის გენეტიკური პროფილის. იმავე პაკეტში მოთავსებულ ჯაგრისზე, წარწერებით: „Colgate“ და ,,Max White“, არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N24) გენეტიკური პროფილი ობ. N1,2,18-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. იმავე პაკეტში მოთავსებულ მომწვანო-მოთეთრო ფერის ჯაგრისზე (ობ. N23), გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. იმავე პაკეტში, მოთავსებულ ჯაგრისზე, წარწერით: ,,Colgate360°", არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N25) გენეტიკური პროფილი შერეულია და გენეტიკური ინდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია, მასში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო;
- პაკეტში, წარწერით: ,,... 1 (ერთი) ცალი ზოლიანი სვიტერი, ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული სკამიდან...“ და ,,6...1 (ერთი) ცალი მომწვანო ფერის ბალიშის პირი, ამოღებული მისაღებ ოთახში მდებარე საწოლზე მარჯვენა მხარეს არსებული ბალიშიდან. ...“, მოთავსებული სვიტერის საყელოსა და მანჟეტების შიდა ზედაპირზე (ობ. N26) დაბალისშის შალითზე (ობ. N29) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ობ. N1,2,18,24-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. სვიტერიდან ამოღებული თმის ღერებზე ობ. N26ა), გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „.1 (ერთი) ცალი შავი ფერის სვიტრი, ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული სკამიდან...“, მოთავსებული სვიტერის საყელოსა და მანჟეტების შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N27) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ობ. N1,2,18,24,26,28-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი შავი ფერის შარვალი, ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული სკამიდან... , მოთავსებული შარვალზე არსებული ბიოლოგიურ მასალის (ობ. N29) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, ობ. N29-ის პროფილი იდენტურია ობ. N22-ის პროფილის მაჟორული წილის (ჯაგრისი, წარწერით: „foraIIIen“). შარვლიდან მოდებული თმის ღერების (ობ. N29ა) გენეტიკური პროფილი ობ. N1,2,18,24,16,28-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: „...თეთრი ფერის საღეჭი რეზინის მაგვარი მასა, ამოღებული სამზარეულოში, მაცივრის გვერდით არსებული კარადის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ რეზინოვან მასაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N30) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, რომელიც განსხვავდება ობ. N1,2,18,24,16,28,29ა-ს გენეტიკური პროფილისაგან;
- პაკეტში, წარწერით: „...2 (ორი) ცალი შავი ფერის მამაკაცის ფეხსაცმელი, ამოღებული ჰოლში პარკეტის იატაკის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ ფეხსაცმელებზე (ობ.N31) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტებში, წარწერებით: „...2 (ორი) ცალი შავი ფერის წინდა, ამოღებული მისაღებ ოთახში არსებული სკამიდან...“ და „5... 1 (ერთი) ცალი მომწვანო ფერის ბალიშის პირი, ამოღებული მისაღებ ოთახში მდებარე საწოლზე მარცხენა მხარეს არსებული ბალიშიდან...“, მოთავსებულ წინდებსა და შალითაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N32,33) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი ობ. N1,2,18,24,26,28,29ა-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი შავი ფერის ტრიმერი, ამოღებული მისაღებ ოთახში, საწოლის გვერდით არსებული ტუმბოს ზედა უჯრიდან...“, მოთავსებულ ცილინდრული ფორმის, პოლიმერული მასალის საგანზე („ტრიმერი“) არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N34) გენეტიკური პროფილი ობ. N1,2,18,24,26,28,29ა-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: „...შავი ფერის ქურთუკი, ამოღებული ა/მანქანის სალონიდან...“, მოთავსებული ქურთუკის საყელოსა და მანჟეტების შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი N1,2,18,24,26,28,292,34-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად - არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ი-–-- გ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ი-–-- გ--–-–---–მა ცხადია იცოდა, რომ ქონება - ფული, რომელსაც დაეუფლა მ--–---- ბ--------ესთან წინასწარ შეთანხმებით, სხვისი საკუთრება იყო და მას ამ ქონებასთან კანონიერად წვდომის საფუძველი არ გააჩნდა. მოძრავი ნივთი - ფულადი თანხები, სხვადასხვა კუპიურებსა და ვალუტაში - მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გავიდა დაზარალებულის საკუთრებიდან, ანუ ამ უკანასკნელის ნების გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი, აღნიშნულს კი უნდა აცნობიერებდეს პოტენციური დამნაშავე. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა ი-–-- გ--–-–---–მა იცოდა, რომ დასაუფლებელი ქონება არ იყო მისი. ამასთან, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად ნიშნავს, რომ დაუფლება ჩადენილია მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირებისაგან ფარულად, ისე რომ აღნიშნული პირები არ იმყოფებიან დანაშაულის ადგილას ან/და ვერ ხედავენ დანაშაულებრივ ქმედებას.
ამასთან დაუფლება არის ნივთის ნებისმიერი გზით ფლობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობა, გამოკვლეული მტკიცებულებებით კი უდავოდ დასტურდება, რომ ი-–-- გ--–-–---–ი დაუფლებული ფულით გავიდა ბანკის ტერიტორიიდან და განკარგა სურვილისამებრ - შეხვდა მეგობარს და გადასცა ფულით სავსე ტომრები. აღნიშნულით კი ცხადია დაზარალებულ - სს ,,ს----------–--------ს“ წაერთვა აღნიშნული თანხებით სარგებლობის პრაქტიკული შესაძლებლობა.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა და დამტკიცებულად მიიჩნია ი-–-- გ--–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ბრალდებულს ქონდა განზრახვა დაუფლებოდა სს ,,ს----------–--------ის“ ფულად სახსრებს, რაც მოიყვანა სისრულეში.
სასამართლო განმარტავს რომ, საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, ი-–-- გ--–-–---–ი პირდაპირ პასუხისმგებელია მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული თითოეული მტკიცებულება თანხვედრაში და კავშირია სხვა მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის, ამ სტანდარტის შესაბამისად კი სასამართლომ დაადგინა, რომ ი-–-- გ--–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სს ,,ს----------–--------ის“ თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ი-–-- გ--–-–---–ი იყო აღნიშნული ბანკის თანამშრომელი და სხვა ფუნქციებთან ერთად უწევდა საცავში მორიგეობა. საცავი იკეტებოდა რამდენიმე გასაღებით, გასაღები ქონდა ი-–-- გ--–-–---–საც, აღნიშნული დაადასტურა ასევე უშუალოდ დანაშაულის დროს 2015 წლის 24 ოქტომბერს მასთან ერთად ცვლაში მყოფმა კ---- ნ------–-–---–მა და განმარტა, რომ ერთი გასაღები ჰქონდა ი-–-- გ--–-–---–ს, მეორე გასაღებს კი ფლობდა ის და მისი მეწყვილე, თუმცა როდესაც მიდიოდნენ ე---------–-----ში გასაღები რჩებოდა პასუხისმგებელ უფროს ინსპექტორს, რათა იმ შემთხვევაში თუ დაცვის პოლიცია შეიტანდა ფულის ჩანთებს, მიეღოთ და შეეტანათ ისინი საცავში. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული გასაღები შეიძლება ქონოდა ი-–-- გ--–-–---–ს. კონკრეტულ დღეს ი-–-- გ--–-–---–ი წავიდა ადრე და საცავის გახსნა-დაკეტვის ჟურნალში არ მოაწერა ხელი.
თავის მხრივ სასამართლო სს ,,ს----------–--------ის“ მოლარე ნ----- ხ--–--------–მა განმარტა, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს ინკასატორებმა პერიოდულად მიუტანეს საინკასაციო ჩანთები, თუმცა დააკლდა 5 ჩანთა, აღნიშნულის შესახებ უთხრა ი-–-- გ--–-–---–ს, მანვე გადასცა დანაკლისი ჩანთების ნომრები. ცოტახანში ი-–-- გ--–-–---–მა და კ---- ნ------–-–---–მა მიუტანეს 3 ჩანთა, დაახლოვებით 2120 წუთზე კ---- ნ----–---–---–მა მიუტანეს 2 ჩანთაც, თუმცა აღნიშნული ჩანთები იყო სხვა სერვისცენტრის, შესაბამისად არ იყო მისი დასათვლელი და არ იტოვებდა, ამასთან ზედნადებებზე გადაკეთების შედეგად მითითებული იყო ის ნომრები, რომელიც მის ჩანთებზე უნდა ყოფილიყო. ი-–-- გ--–-–---–ს ესაუბრა ტელეფონით, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ საქმის კურსში ჩააყენა უშუალო ხელმძღვანელს ნ-----–- გ--–-–---–ი და კ---- ნ----–---–---–ის მიერ მიტანილი 2 ჩანთა უნდა შეენახა საცავში. ნ----- ხ--–--------–მა უთხრა, რომ აღნიშნული 2 ჩანთის ფული დასათვლელი და გასამზადებელი იყო, რადგან დილით ინკასაციას უნდა წაეღო, შეფერხების შემთხვევაში კი მას შეექმნებოდა პრობლემები, ამიტომ 2 ჩანთა მოამზადებდა სხვა ფულით, ი-–-- გ--–-–---–ი დათანხმდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სს ,,ს----------–--------ის“ ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერითა და ჩანაწერის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 21:10:37 საათზე ი-–-- გ--–-–---–ი ბრუნდება საცავში, 2 ცალ ინკასაციის ჩანთაზე განთავსებულ ფურცელზე საწერი კალმის საშუალებით აკეთებს წარწერას და გადის 21:11:12 საათზე.
სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერითა და ჩანაწერის დათვალიერების ოქმით ასევე დასტურდება, რომ ი-–-- გ--–-–---–ი 20:43:45 საათზე შედის საცავში, გასაღებით აღებს კარს და ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვს 8 ცალი ინკასაციის ტომარა, რომელსაც მოგვიანებით ალაგებს მის სარგებლობაში არსებულ ,,ფ---––-----ის“ ფირმის ავტომანქანაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–---- ბ--------ემ დაადასტურა ი-–-- გ--–-–---–თან შეთანხმება და 2015 წლის 24 ოქტომბერს დაახლოებით 2100 საათზე ავლაბარში, ე.წ ,,ა-------–ის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა, რა დროსაც ი-–-- გ--–-–---–მა გადასცა ტომრები, რომელშიც იყო ფული სხვადასხვა კუპიურებით და ვალუტით. ამასთან მისთვის ი-–-- გ--–-–---–ისაგან ცნობილი გახდა, რომ მან ფული სს ,,ს----------–--------ის“ საცავიდან გამოიტანა. წინაა დღეებში დანაშაულის ჩადენის შესახებ ი-–-- გ--–-–---–თან შეთანხმებისას ვერ წარმოიდგენდა, რომ ი-–-- გ--–-–---–ს ბანკიდან თანხის გამოტანა რეალურად შეეძლო და რეალურად განახორციელებდა.
მ--–---- ბ--------ის მეგობარმა თ----–- კ------–--ემ განმარტა, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს მ--–---- ბ--------ეს გაყვა მეგობართან შეხვედრაზე, თუმცა დანიშნულების ადგილზე - ,,ა-------–ის“ სავადმყოფოს უკანა ეზოში მისვლისას წავიდა მაღაზიაში, რადგან ეს უკანასკნელი მარტო უნდა შეხვედროდა მეგობარს. დაბრუნებისას დაინახა სხვა ავტომანქანა, კონკრეტული პიროვნება არ დაუნახავს, ავტომანქანაში უკანა სავარძელზე იდო მუქი ტომრები, დიდი რაოდენობით ფულით. სახლში დაბრუნებისას ავტომანქანა შეიყვანეს ავტოფარეხში, მ--–---- ბ--------ემ ფული სხვა ჩანთებში გადაალაგა და გავიდა გარეთ, დაბრუნდა უცხო მამაკაცთან - ი-–-- გ--–-–---–თან ერთად. მეორე დღეს ავტოფარეხში ტომრები აღარ დახვდა, იყო მხოლოდ დაახლოვებით 9000 ლარი და რკინის ხურდები.
მ--–---- ბ--------ემ და თ----–- კ------–--ემ მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა რაოდენობის, კუპიურის და ვალუტის თანხები.
ასევე მოწმე ზ------ დ-–----მა განმარტა, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს 2100 საათზე დაურეკა მეგობარმა ი-–-- გ--–-–---–მა და სთხოვა რესტორან ,,კოლხეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლა. შეხვედრისას ი-–-- გ--–-–---–მა სთხოვა ნაქურდალი ფულის შენახვა და გადასცა ჩანთა.
2015 წლის 10 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ზ------ დ-–----ის მიერ წარმოდგენილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული სხვადასხვა ქვეყნის ფულადი კუპიურებით.
2016 წლის 19 იანვრის ძ---–- თ---–-----------------–ოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ რ----- კ-------იას წერილის თანახმად ი-–-- გ--–-–---–ის მიერ სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა: 1 236 585,25 ლარი, 946 184 აშშ დოლარი, 421 925 ევრო, 8 620 ფუნტ სტერლინგი, 24 500 000 რუსული რუბლი, 3000 თურქული ლირა, 5 000 უკრაინული გრივნა, 15 000 შვეიცარული ფრანკი, 1 000 აზერბაიჯანული მანათი, 600 000 ბელორუსული რუბლი, 100 000 სომხური დრამი, რომელიც საერთო ჯამში 2015 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით ეროვნული ვალუტის კურსით შეადგენს: 5 579 815,86 ლარს.
2015 წლის 5 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილი ,,ფ---––-----ის“ მარკის ავტომანქანის სახელმწიფო N----------ს ,,GPS - ტრეკერის“ 2015 წლის 24 ოქტომბრის მარშუტი. ავტომანქანის ბოლო მარშუტი იწყება 21:33:09 საათზე თავისუფლების მოედნიდან და მთავრდება 2137 საათზე დ----------------ის ქ. N23-2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2015 წლის 26 ოქტომბრის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად თბილისში, დ----------------ის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა მწვანე ფერის სატვირთო სპეციალიზირებული ,,V----------------------ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო N---------.
2015 წლის 30 ოქტომბრის სს ,,ს----------–--------ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ა---------– ნ------–---–ის წერილის თანახმად 2015 წლის 24 ოქტომბერს ი-–-- გ--–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ბანკს მიადგა 9 075 774,17 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ ბრალდების ხმარის მეირ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-–-- გ--–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, იმაზე მითითებით, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს: 1. მოწმეების - მ--–---- ბ--------ის და თ----–- კ------–--ის ჩვენებები, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და შესაბამისად ისინი დაინტერესებული პირები არიან და 2. საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს----------–--------ის“ ვიდეო ჩანაწერები და ი-–-- გ--–-–---–ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ,,GPS - ტრეკერის“ მარშუტის ამსახველი ჩანაწერები, რადგან ისინი კანონდარღვევით არის დამაგრებული საქმეზე.
პირველ საკითხთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ჩვენებები მისცეს ფიცის ქვეშ, რაც დამატებით ვალდებულებას აკისრებს მოწმეს კონკრეტულ კითხვებთან მიმართებით. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენება გამომდინარეობს მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში, რაც გარდა მათ მიერ მიცემული ჩვენებისა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მოცემულ დანაშაულის მთავრი ფიგურანტი კი სწორედ ი-–-- გ--–-–---–ი იყო. გარდა ამისა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოპოვებული ინფორმაცია და ამოღებული თანხები, თანხვედრაშია აღნიშნული მოწმეების ჩვენებასთან, რაც ამყარებს მათი ჩვენებების სისწორეს.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადაია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია.
დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად აბსტრაქტულ ვერსიაზე - მოწმეთა ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებზე. ვერსიის დასამტკიცებლად კი არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის ეჭვის შეტანის გონივრული საფუძ---–-, გარდა ამისა ეჭვის დონეზეც ვერ დაასახელა, რა მიზანი შეიძლებოდა ქონოდათ საკუთარი თავის ანდა ი-–-- გ--–-–---–ის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება, მტკიცებულებებით ასევე არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, მათი საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ, ხოლო მათ მიმართ გამოყენებული სასჯელის მინიმალური ზომა ვერ განიხილება საქმის შედეგით დაინტერესებად და ი-–-- გ--–-–---–ის წინააღმდეგ მოგონილი ფაქტების გაცხადების მიზეზად.
რაც შეეხება მეორე საკითს, სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ არსებითია ის გარემოება, რომ არსებითი სხდომის ეტაპისათვის მნიშვნელოვანია წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცებული ნუსხა, მოცემული შემთხვევისათვის კი სახეზეა მოსამართლის მიერ დაშვებული მტკიცებულებები - კანონიერ ძალაში მყოფი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დამტკიცებული ნუსხა. ამასთან, არსებითი განხილვის პირველი ინსტანციის მოსამართლეს არ გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება სააპელაციო, ან საკასაციო წესით შეაფასოს, შეცვალოს ან გააუქმოს იმავე ინსტანციის, ან სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული და მათი კანონით გათვალისწინებული წესით გაუქმება ან შეცვლა არ მომხდარა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სს ,,ს----------–--------ის“ ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერში ასახული - ი-–-- გ--–-–---–ის მიერ ფულის ფარულად დაუფლებისა და ბანკიდან გატანის ფაქტი დაადასტურეს სს ,,ს---------–--------ის“ თანამშრომლებმა, მათ შორის ბ--- მ---------–მა და ს----- ს--------–---–მა. აღნიშნული მოწმეთა ჩვენება ამ ნაწილში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, იმდენად რამდენადაც ისინი ადასტურებენ მათი თვალით დანახულ და აღქმულ ფაქტს. კერძოდ ბ--- მ---------–მა განმარტა, რომ ჩანაწერების დათვალიერებისას ნახა, რომ ი-–-- გ--–-–---–მა სამსახურის მანქანით, რომელსაც თავად განკარგავდა გაიტანა გარკვეული რაოდენობის ჩანთა, დაახლოებით 2100-2200 საათზე, ხოლო ს----- ს--------–---–მა განმარტა - კამერებში დაფიქსირებული იყო, რომ 2100-2200 საათზე ი-–-- გ--–-–---–ი რამოდენიმეჯერ შევიდა და გავიდა მანქანით, უშუალოდ შიდა კამერების დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ი-–-- გ--–-–---–მა საცავიდან 4-ჯერ გამოიტანა 2-2 ტომარა, მას ყველაზე მძიმე ტომრები, დიდი სერვის ცენტრების ტომარები გაქონდა.
ამდენად, სასამართლოსთვის დავას არ იწვევს ის საკითხი, რომ ბრალდებული ი-–-- გ--–-–---–ი მართლაც შევიდა სს ,,ს----------–--------ის“ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტის ინკასაციის საცავში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, რითაც სს ,,ს----------–--------ს“ მიადგა სულ 9 075 774,17 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე - ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის (ფულის, ქონების) საერთო ღირებულებას, კონკრეტული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მოცულობას. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი-–-- გ--–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ სს ,,ს----------–--------ის“ კუთვნილ - 9 075 774,17 ლარს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზევით, განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებებით დგინდება, რომ თანხაზე, რომელზეც არის საუბარი აღემატება ამ მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ ნიშნულს.
რაც შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენას, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ ბრალდებული ი-–-- გ--–-–---–ი წინასწარ შეკავშირდა მ--–---- ბ--------ესთან, კერძოდ: მოწმე მ--–---- ბ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-–-- გ--–-–---–მა დანაშაულამდე უთხრა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა სს ,,ს----------–--------იდან“ გაეტანა გარკვეული რაოდენობის ფული, დანაშაულის დღეს კი დაუკავშირდა და აცნობა, რომ მათ მიერ შეთანხმებულ ადგილას მისულიყო. მისვლისას ავტომანქანაში გადაულაგა ბანკში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებული ფულადი თანხა, სხვადასხვა ვალუტასა და კუპიურებში. აღნიშნული ასევე დადასტურებულია, მ--–---- ბ--------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და ამოღებული ფულადი თანხებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-–-- გ--–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-10 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათს, ბრალდებულის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს დაუფლებული ფულადი თანხის ოდენობას, იმ ფაქტს, რომ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში გამოცხადებას, იმ ფაქტს, რომ ვერ იქნა მოძიებული სს ,,ს----------–--------ჯის“ კუთვნილი ფულადი თანხების ნაწილი, აღნიშნულის გათვალისწინებით კი მიაჩნია, რომ ბრალდებულ ი-–-- გ--–-–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავეების რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-- გ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
2. ი-–-- გ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ი-–-- გ--–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით, მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: თ----–- კ------–--ის მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხები, მ--–---- ბ--------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ამოღებული: ფულადი თანხა მოთავსებული ხელჩანთაში, მ--–---- ბ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, ი---- შ-------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ამოღებული: ფულადი თანხა მოთავსებული ე.წ. თეთრი ფერის პენოპლასტის ყუთში, ი---- შ-------ის ბინიდან ამოღებული ფულადი თანხა, მოწმე ზ----- დ-–----ის მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხა მოთავსებული შავი ფერის ჩანთაში, ო-–--- ბ-----–ის მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხა, მოთავსებული მუყაოს ყუთში, რომლებიც ინახება ს----------–--------------–----კში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - სს ,,ს----------–--------ს“;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები, მიკრო ნაწილაკები, ანაწმენდები, მ--–---- ბ--------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ამოღებული ნამწვის ნიმუშები, საღეჭი რეზინის მაგვარი მასა, ხელის კვლები, ი-–-- გ--–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: 4 ცალი კბილის ჯაგრისი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ავტომობილი, შავი ფერის ქურთუკი, ქაღალდის კონვერტი, მასში მოთავსებული ნივთებით, ს----------–--------ის ყუა, შავი ფერის თოკი ტყვიის პლომბით, პოლიეთილენის სპეციალური პარკი, შავი ფერის ნაჭრის ჩანთა, შავი ფერის მზის სათვალე, სხვადასხვა სახის ქვითრები და დოკუმენტაცია, 5 ცალი გასაღებების ასხმა, 3 ცალი გასაღებების ასხმა, შავი ფერის გასაღები, ნ-----–-- გ--–-–---–ის მიერ წარმოდგენილი საცავის სამი ცალი გასაღები, ასევე ი-–-- გ--–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: 2 ცალი შავი ფერის წინდა, ზოლებიანი სვიტერი, შავი ფერის სვიტერი, მარცხენა ბალიშის პირი, მარჯვენა ბალიშის პირი, შავი ფერის შარვალი, შავი ფერის ტრიმერი, 2 ცალი შავი ფერის მამაკაცის ფეხსაცმელი, ერთი ცალი საქართველოს მოქალაქის პასპორტი, წვეამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობა და ერთი ცალი მართვის მოწმობა, ი-–-- გ--–-–---–ს სამუშაო მაგიდისა და სეიფის ჩხრეკისას ამოღებული: 1 ცალი მუქი ფერის ბლოკნოტი, მუქი ფერის ბლოკნოტი წარწერით delio, მუქი ფერის ბლოკნოტი წარწერით ტ---------------კი, ბლოკნოტი წარწერით notes, ბაინდერი, საკანცელარიო წიგნი რუხი ფერის საქაღალდე, ი-–-- გ--–-–---–ის სერტიფიკატი, ნ----- (ნ----) ჩ----–---–ის მიერ წარმოდგენილი ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე შავი ლურჯ ფერებში გაწყობილი ზურგჩანთა, ავტომანქანის გახსნა-დათვალიერებისას ამოღებული ნაჭრის ამონაჭერი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, სს ,,ს----------–--------ის“ ინკასაციის საცავის სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ი-–-- გ--–-–---–ის ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ი-–-- გ--–-–---–ის სამუშაო მაგიდისა და სეიფის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, მოწმე ჯ------- მ------–---–ის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული დისკი მასში ჩაწერილი ავტომანქანის მოძრაობის მარშრუტით, შპს ,,ზ------ის“ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერი, ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, მ--–---- ბ--------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტომასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, მ--–---- ბ--------ის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულების - ფულადი თანხის გახსნისა და დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ი---- შ-------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტო მასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ი---- შ-------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ამოღებული ფულადი თანხის გახსნა-დათვალიერების ოქმის ფოტომასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ო-–--- ბ-----–ის მიერ წარმოდგენილი ფულადი თანხის დათვალიერებისას გადაღებული ფოტო მასალა, ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ო-–--- ბ-----–ის მიერ წარმოდგენული ფულადი თანხის განსნა-დათვალიერებისას გადაღებული ფოტო მასალა, ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, მ--–---- ბ--------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტომასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, ლარსის გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები ჩაწერილი 5 ცალ ელექტრონულ დისკზე, ი-–-- გ--–-–---–ის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, შპს ,,მაგთიკომიდან“ მიღებული ელექტრონული დისკი, შპს ,,მობიტელიდან“ მიღებული ელექტრონული დისკი, ავტომანქანის გახსნა-დათვალიერების მიმდინარეობისას გადაღებული ფოტო-მასალა ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი