გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2764976-2/897-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 თებერვალი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ი.მ. მე--------–-------–---–ი
წარმომადგენელი - ალ---------------–---–ი
მოპასუხე - ი.მ. გი--------–-----დი
წარმომადგენელი - გო---------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხე ი.მ. გი--------–-----დს ი.მ. მე--------–-------–---–ის სასარგებლოდ 2017 წლის 29 ივნისს დადებული მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა 4500 ლარის გადახდა.
1.2.მოპასუხე ი.მ. გი--------–-----დს ი.მ. მე--------–-------–---–ის სასარგებლოდ 2017 წლის 29 ივნისს დადებული მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 11610 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ი/მ ,,მე--------–-------–---–ი’’-სა და ი/მ ,,გი--------–-----დი’’-ს შორის 2017 წლის 29 ივნისს დაიდო მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა ნოტარიუსის ნი-------–-–---–ის მიერ 2017 წლის 29 ივნისს. ხელშეკრულების მიხედვით მეიჯარე ვალდებული იყო იჯარით გადაეცა მის საკუთრებაში არსებული ქ. ბო-------ში სოფელ ტი-------------ში მდებარე 1000 კვმ ფართის (ს/კ 6-----------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული ,,ხის გადამამუშავებელი საამქრო’’-თი, ხოლო მოიჯარემ ვალდებულება იკისრა, რომ აღნიშნული ქონების სარგებლობაში საიჯარო ქირის სახით გადაიხდიდა თვეში 500 ლარს ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (4,1 მუხლი), ხოლო საიჯარო ქირის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მეიჯარეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოიჯარისათვის პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის 1%, ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით პერიოდი, საიჯარო ხელშეკრულებაზე მხარეთა მიერ ხელმოწერისა და მისი ნოტარიულად დამოწმებისთანავე აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცა მოიჯარეს.
მოიჯარემ არ შეასრულა იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, კერძოდ მან არ გადაიხადა არც ერთი თვის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სისტემატიურად ზეპირი ფორმით მიმართავდა მოპასუხეს, რომ შეესრულებინა ვალდებულება მაგრამ ამაოდ.
მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ საიჯარო ქირის სახით გადასახდელი აქვს, 2017 წლის: ივლისის თვის 500 ლარი, აგვისტოს თვის 500 ლარი, სექტემბრის თვის 500 ლარი, ოქტომბრის თვის 500 ლარი, ნოემბრის თვის 500 ლარი, დეკემბრის თვის 500 ლარი, 2018 წლის: იანვრის თვის 500 ლარი, თებერვლის თვის 500 ლარი, მარტის თვის 500 ლარი, სულ 4500 ლარი. ასევე აქვს გადასახდელი პირგასამტეხლო 11610 ლარი. სულ ჯამში გადასახდელი აქვს 16110 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ი.მ. გი--------–-----დმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო ხელშეკრულების არსებობის ნაწილში და მიუთითა, რომ მას ხელშეკრულება საიჯარო ქირის გადახდის ნაწილში შესრულებული აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას იგი არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა დაეკისროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 29 ივნისს მოპასუხე ი.მ. გი--------–-----დსა და ი.მ. მე--------–-------–---–ს შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ი.მ. მე--------–-------–---–მა როგორც მეიჯარემ, ი,მ. გი--------–-----დს როგორც მოიჯარეს, 2018 წლის 20 მარტამდე ვადით იჯარით გადასცა, მეიჯარის საკუთრებაში არსებული ქ. ბო-------ი, ტი-------------ში მდებარე 1000 კვ.მ. ხის გადამამუშავებელი საამქრო, საკადასტრო კოდი 6-----------.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეადგენდა 500 ლარს. საიჯარო ქირის გადახდა ,,მოიჯარის" მიერ უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ყოველი თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე, როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ 2017 წლის 29 ივნისის იჯარის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.24).
3.1.2. 2017 წლის 29 ივნისის მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების 4.5. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ 2017 წლის 29 ივნისის იჯარის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.24).
3.1.3. მხარეთა შორის 2017 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდა არ განხორციელებულა, რითაც დარღვეულ იქნა აღნიშნული ხელშეკრულება მოპასუხის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნი----–---------------–მა განმარტა, რომ მუშაობს კო--------------ფში, რომელიც უწევს იურიდიულ დახმარებას როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. მასთან კომპანიაში მოხდა რამდენიმე შეხვედრა ი.მ. ნე--------–-------–---–სა და ი.მ. გი--------–-----დს შორის, სადაც დავა მიმდინარეობდა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იჯარის თანხის გადახდასთან დაკავშირებით, კერძოდ ი.მ. გი--------–-----დის მხრიდან ხდებოდა ხელშეკრულების დარღვევა, არ იხდიდა იჯარის თანხას, იგივე დაადასტურეს ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა მოწმეებმა კ------------–---------------–-----------–-----
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოიკითხნენ ი.მ. გი--------–-----დის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ვა---–-------ძე და გი--------–----ძე, ვა---–-------ძის განმარტებით ი.მ. გი--------–-----დმა ი.მ. მე--------–-------–---–ს გადასცა 27 000 ლარი, ხოლო გი--------–----ძის განმარტებით კი მან ერთჯერადად გადასცა მე--------–-------–---–ს 5000 ლარი. თუმცა აღნიშნული თანხის გადაცემის რაიმე სახის მტკიცებულება გარდა მათი განმარტებისა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის თანხა და არც ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლო მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მოსარჩელისათვის, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა (შეადგენს): საიჯარო ქირა 4500 ლარს, პირგასამტეხლო 11610 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხდომის ოქმის CD დისკი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს საიჯარო ქირის მოთხოვნის ნაწილში სრულად, ხოლო მოპასუხეს უნდა შეუმცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 558-ე, 581-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ამავე კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.
დადგენილია, რომ 2017 წლის 29 ივნისს მოპასუხე ი.მ. გი--------–-----დსა და ი.მ. მე--------–-------–---–ს შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ი.მ. მე--------–-------–---–მა როგორც მეიჯარემ, ი,მ. გი--------–-----დს როგორც მოიჯარეს, 2018 წლის 20 მარტამდე ვადით იჯარით გადასცა, მეიჯარის საკუთრებაში არსებული ქ. ბო-------ი, ტი-------------ში მდებარე 1000 კვ.მ. ხის გადამამუშავებელი საამქრო, საკადასტრო კოდი 6-----------.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეადგენდა 500 ლარს. საიჯარო ქირის გადახდა ,,მოიჯარის" მიერ უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ყოველი თვის 5 (ხუთი) რიცხვამდე, როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.5. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის.
ასევე დადგენილია, რომ ი.მ. გი--------–-----დის მიერ მხარეთა შორის 2017 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდა არ განხორციელებულა, რითაც დარღვეულ იქნა აღნიშნული ხელშეკრულება მოპასუხის მიერ. ვინაიდან მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო ქირის თანხა, მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო, რის თაობაზეც მას ეცნობა მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი, კერძოდ, 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ–სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ასეა მოცემულ შემთხვევაშიც. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
ამდენად, იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარეა ვალდებული ამტკიცოს მოიჯარისთვის ქონების გადაცემა, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა ვადამდე მოიშალა ხელშეკრულება თუ ვადის გასვლით შეწყდა, საიჯარო ქირის გადახდის ტვირთი ეკისრება მოიჯარეს.
ი.მ. გი--------–-----დის განმარტებებას, რომ მან ხელზე გადასცა ი.მ. მე--------–-------–---–ს საიჯარო ქირა, მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: უწინარესად უნდა აღინიშნოს, რომ მის ამ განმარტებას სადავოდ ხდის ი..მ. მე--------–-------–---–ი, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მართალია ხელშეკრულების მე-4 მუხლის ითვალისწინებს, რომ საიჯარო ქირა შეიძლება გადახდილ იქნეს როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით თუმცა მოპასუხეს უნდა მიეღო ყველა გასათვალისწინებელი ზომები, მათ შორის შეეძლო მიღებაჩაბარების ზქტის გაფორმება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მან საიჯარო ქირა გადაიხადა, ასეთი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი წარმოდგენილი არ ყოფილა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო იმავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში მეიჯარის მიერ კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რადგან მოიჯარისათვის გადაცემული იქნა 2017 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საამქრო, ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითად ვალდებულება - ,,საიჯარი ქირის“ გადახდა; კერძოდ: მას არ გადაუხდია საიჯარო ქირა. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო ,,მოიჯარეს“ დაერიცხა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%-ს ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა (შეადგენს): საიჯარო ქირა 4500 ლარს, პირგასამტეხლო 11610 ლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2017 წლის 29 ივნისს ი.მ. მე--------–-------–---–სა და ი.მ. გი--------–-----დს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 4.5. მუხლით განსაზღვრული იყო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოიჯარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების პირობები, რომლის თანახმად საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,მოიჯარეს" ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%-ს ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებლად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს პირდაპირ თანხობრივად და ხელშეკრულებაზე მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 1161 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს საიჯარო ქირის მოთხოვნის ნაწილში სრულად, ხოლო მოპასუხეს უნდა შეუმცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 483.30 ლარი, და უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარის ოდენობით..
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟის 219.83 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ი.მ. გი--------–-----დს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების „-----–------------- სახ. ნომრით N------, ტექ პასპორტი K--------, გ----–------–--–------- ვინ კოდი W----------------- ფ--------------------------------------------–--–- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი.მ. მე--------–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ი.მ. გი--------–-----დს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე ი.მ. მე--------–-------–---–ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის - 4500 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ი.მ. გი--------–-----დს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე ი.მ. მე--------–-------–---–ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს- 1161 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე ი.მ. გი--------–-----დს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე ი.მ. მე--------–-------–---–ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟს 219.83 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე