გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/33361-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი’’ (სს ”ბ--------------–--ას” უფლებამონაცვლე)
მოპასუხეები - ფ----------------–---ი, მ---------------–------–ი
დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1500 აშშ დოლარის გადახდა. თავდების მ---------------–------–ის პასუხისმგებლობის ოდენობა 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის (№0--------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს 38 000 აშშ დოლარით.
1.2. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14 297.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 8803.08 აშშ დოლარი, პროცენტი - 2559.7 აშშ დოლარი, ჯარიმა - 2934.36 აშშ დოლარი.
1.3. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 09 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 8803.08 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 10.8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 79.22 აშშ დოლარს.
(მოსარჩელემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო, 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ნაწილობრივ გაიხმო. მტკიცებულება: 07.07.2017 წლის სარჩელი, 09.01.2019 წლის შუამდგომლობა მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე; 28.01.2019 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს.
(მტკიცებულება: 26.11.2018 წლის შესაგებელი, 28.01.2019 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ბ--------------–--ასა“ (შემდგომში სს „თ----------ი“) და ფ----------------–---ს შორის 2015 წლის 28 აპრილს გაფორმდა კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ #9------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, 2015 წლის 28 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის #0-------- ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30400 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 12%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 29 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 28 აპრილის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულება (# 9-------);
- 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 0--------);
- სს “თ----------ის” ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2015 წლის 28 აპრილის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ #9------- გენერალური ხელშეკრულებიდან და შესაბამისად, მის საფუძველზე გაფორმებული 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის #0-------- და #0-------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს ,,ბ--------------–--ასა” (შემდგომში სს „თ----------ი“) და მ---------------–------–ის შორის 2015 წლის 28 აპრილს გაფორმდა თავდებობის #9407519------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა მ---------------–------–იმ ძირითად მსესხებელ - ფ----------------–---თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 38000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 28 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება (# 9407519-------);
- სს “თ----------ის” ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2015 წლის 28 აპრილის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ #9------- გენერალური ხელშეკრულებიდან და შესაბამისად, მის საფუძველზე გაფორმებული 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის #0-------- და #0-------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს „ბ--------------–--ასა“ (შემდგომში სს „თ----------ი“) და ფ----------------–---ს შორის 2015 წლის 28 აპრილს დაიდო გირავნობის #9------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება შემდეგი რეკვიზიტებით - მარკა/მოდელი: T-----------------------, გ/წ: 2014, ფერი: შავი, სახელმწიფო ნომერი: B------, საინდენტიფიკაციო ნომერი: J----------------, სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: A--------. შემდგომში განხორციელდა გირავნობის საგნის სახელმწიფო და სარეგისტრაციო მოწმობის ნომრების ცვლილება და დღეის მონაცემებით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერია: O------, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობის ნომერია: A--------. 2017 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა ზემოაღნიშნული გირავნობის საგნის რეალიზაცია და ამონაგები თანხა მიიმართა სესხის შესამცირებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 28 აპრილის გირავნობის ხელშეკრულება (# 9-------);
- შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობა;
- სს “თ----------ის” ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.4. სს „ბ--------------–--ას“ (შემდგომში სს „თ----------ი“), ფ----------------–---სა და მ---------------–------–ის შორის 2015 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ #9-----/3 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, 2015 წლის 24 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის #0-------- ხელშეკრულება. მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 17 600 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.8%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 24 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 დეკემბრის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულება (# 9-----/3);
- 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 0--------);
- სს “თ----------ის” ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.5. სს „ბ--------------–--ას“ (შემდგომში სს „თ----------ი“), ფ----------------–---სა და მ---------------–------–ის შორის 2015 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ #9-----/3 ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 28 აპრილს გაფორმდა საბანკო კრედიტის #00------- ხელშეკრულება. მსესხებლებზე გასაცემი კრედიტის ლიმიტი განისაზღვრა 4098.06 აშშ დოლარით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის საფუძველზე კრედიტი გაიცა ნაწილ-ნაწილ, ტრანშებად - სულ გაიცა 1961.8 აშშ დოლარი 2 ტრანშად. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 05 წელი, 2020 წლის 24 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 99 აშშ დოლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
მოსარჩელემ 2019 წლის 09 იანვარს (სასამართლოს მოსამზადებელ სხდომა) 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 0-------) გამომდინარე მოთხოვნა გაიხმო და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩნებით განუხილველი დარჩა სს „თ----------ი“-ს მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად, 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 992.71 აშშ დოლარის, გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 820.36 აშშ დოლარი, პროცენტი(სარგებელი) – 58.27 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 114.08 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 დეკემბრის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულება (# 9-----/3);
- 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 00-------);
- 09.01.2019 წლის განცხადება (მოთხოვნის დაზუსტება);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინება სარჩელის განუხლილველად დატოვების შესახებ (სამოქალაქო საქმე #2/33361-18);
- სს “თ----------ის” ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2015 წლის 24 დეკემბრის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ #9-----/3 გენერალური ხელშეკრულებიდან და შესაბამისად, მის საფუძველზე გაფორმებული 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის #0-------- და #00------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს ,,ბ--------------–--ასა” (შემდგომში სს „თ----------ი“) და ფ----------------–---ს შორის 2015 წლის 24 დეკემბერს დაიდო გირავნობის #9-----/3 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება შემდეგი რეკვიზიტებით - მარკა/მოდელი: H------ V-------, გ/წ: 2015, ფერი: ყვითელი 7/8, სახელმწიფო ნომერი: N------, საინდენტიფიკაციო ნომერი: K----------------, სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი: A--------. შემდგომში განხორციელდა გირავნობის საგნის სახელმწიფო და სარეგისტრაციო მოწმობის ნომრების ცვლილება და დღეის მონაცემებით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერია: S------, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობის ნომერია: A--------. 2018 წლის 26 ოქტომბერს განხორციელდა ზემოაღნიშნული გირავნობის საგნის რეალიზაცია და ამონაგები თანხა მიიმართა სესხის შესამცირებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 დეკემბერს გირავნობის ხელშეკრულება (# 9-----/3);
- ინფორმაცია აუქციონის შესახებ;
- შეტყობინება აუქციონზე გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ;
- შეტყობინების ჩაბარების დასტური;
- გადახდების ისტორია;
- სს “თ----------ის” მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;
- სს “თ----------ის” ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხეთა მიერ პერიოდულად ირღვეოდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. 2018 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით (სს „თ----------ი“-ს მიერ გაცემული ცნობა) და მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დაზუსტების შესაბამისად მოპასუხეების დავალიანება არის:
2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 0--------) გამომდინარე საერთო ჯამში, გადახდილია 37892.53 აშშ დოლარი, საიდანაც 30400 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირი თანხა, 6913.97 აშშ დოლარით - პროცენტი, ხოლო 578.56 აშშ დოლარით - ჯარიმა. 2018 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით ფ----------------–---სა და მ---------------–------–ის საბანკო კრედიტის #0-------- ხელშეკრულებისა და თავდებობის #9407519------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ პირგასამტეხლოს დავალიანება 4750.81 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელემ 2019 წლის 09 იანვარს (სასამართლოს მოსამზადებელ სხდომა) შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოო ჯამში 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 0--------) გამომდინარე მოითხოვა შემცირებული დავალიანების 1500 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება.
2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#0--------) საერთო ჯამში, გადახდილია 10846.42 აშშ დოლარი, საიდანაც 8796.92 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირი თანხა, 1880.78 აშშ დოლარით - პროცენტი, ხოლო 168.72 აშშ დოლარით - ჯარიმა. 2018 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით ფ----------------–---სა და მ---------------–------–ის საბანკო კრედიტის #0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 23871.32 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 8803.08 აშშ დოლარი, პროცენტი - 2559.7 აშშ დოლარი და ჯარიმა 12508.54 აშშ დოლარი. მოსარჩელემ 2019 წლის 09 იანვარს (სასამართლოს მოსამზადებელ სხდომა) შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და საბოლოო ჯამში მოითხოვა 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის # 0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 14297.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 8803.08 აშშ დოლარი, პროცენტი - 2559.7 აშშ დოლარი და ჯარიმა 2934.36 აშშ დოლარი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილი იყო 168.72 აშშ დოლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერები ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 28 აპრილის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულება (# 9-------);
- 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 0--------);
- 2015 წლის 28 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება (# 9407519-------);
- 2015 წლის 28 აპრილის გირავნობის ხელშეკრულება (# 9-------);
- შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობა;
- 2015 წლის 24 დეკემბრის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულება (# 9-----/3);
- 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 0--------);
- 2015 წლის 24 დეკემბერს გირავნობის ხელშეკრულება (# 9-----/3);
- ინფორმაცია აუქციონის შესახებ;
- შეტყობინება აუქციონზე გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ;
- შეტყობინების ჩაბარების დასტური;
- გადახდების ისტორია;
- სს “თ----------ის” მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;
- 09.01.2019 წლის განცხადება (მოთხოვნის დაზუსტება);
- სს “თ----------ის” ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1500 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხეებს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს ასევე სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 14 297.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 8803.08 აშშ დოლარი, პროცენტი - 2559.7 აშშ დოლარი, ჯარიმა - 2934.36 აშშ დოლარი.
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სს „თ----------ის“ წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ: 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის #0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 4750.81 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა - 1500 აშშ დოლარის მოპასუხეთათის დაკისრება და 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის #0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 12 508.54 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა - 2934.36 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრება.
პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის #0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 1500 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრება არ იქნება გონივრული და აღნიშნული უნდა შემცირდეს - 1000 აშშ დოლარამდე და 500 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი, ასევე 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის #0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 2934.36 აშშ დოლარის ნაცვლად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 1500 აშშ დოლარი და 1434.36 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
5.2. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 09 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 8803.08 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 10.8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 79.22 აშშ დოლარს.
5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა მიერ გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. შესაბამისად, სს „თ----------ი“-ს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა
მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 4540.35 ლარი (4440.35 + 100 ლარი).
სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოსამარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში. სარჩელის ნაწილობრივ გახმობის გამო მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით დაუბრუნდა 71.38 ლარი. სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავის საგნის ფასის დაანგარიშების წესს. შესაბამისად, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის დაზუსტების და დავის საგნის საბოლოოდ 43544.4 ლარის ფარგლებში განსაზღვრის გამო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს - 3062.6 ლარი.
ვინაიდან დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნის 88.4%, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 1154.8 ლარის და სარჩელის ორ უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდა (დავის საგნის ღირებულების 4%).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „თ----------ი“-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ფ----------------–---ს (პირადი ნომერი 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
· ქალაქი თბილისი, ქ----–------–----–---–-----------------------------------–----------------------------–----, ფართი 50,06 კვ.მ. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0----------------------) ;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ---------------–------–ის (პირადი ნომერი 2---------- სახელზე რეგისტრირებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებებს:
· მარკა, მოდელი M-----------------------, სახელმწიფო ნომერი A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი 4----------------;
· მარკა, მოდელი D--------------, სახელმწიფო ნომერი O-----, საიდენტიფიკაციო ნომერი 9---------;
· მარკა, მოდელი H--------, სახელმწიფო ნომერი A------, საიდენტიფიკაციო ნომერი G---------;
· მარკა, მოდელი OP--------, სახელმწიფო ნომერი A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------;
· მარკა, მოდელი F----------- სახელმწიფო ნომერი B------, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------;
· მარკა, მოდელი P------------------, სახელმწიფო ნომერი Y------, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „თ----------ი“-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ფ----------------–---ს (პირადი ნომერი 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა:
· მარკა, მოდელი T-----------------------, სახელმწიფო ნომერი O------, საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------;
· მარკა, მოდელი H------ V-------, სახელმწიფო ნომერი S------, საიდენტიფიკაციო ნომერი K----------------;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მ---------------–------–ის (პირადი ნომერი 2----------) აეკრძალოს მის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა:
· მარკა, მოდელი M-----------------------, სახელმწიფო ნომერი A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი 4----------------;
· მარკა, მოდელი D--------------, სახელმწიფო ნომერი O-----, საიდენტიფიკაციო ნომერი 9---------;
· მარკა, მოდელი H--------, სახელმწიფო ნომერი A------, საიდენტიფიკაციო ნომერი G---------;
· მარკა, მოდელი OP--------, სახელმწიფო ნომერი A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------;
· მარკა, მოდელი F----------- სახელმწიფო ნომერი B------, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------;
· მარკა, მოდელი P------------------, სახელმწიფო ნომერი Y------, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება , რომლითაც ფ----------------–---ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალების საზღვარგარეთ გაყვანა: მარკა, მოდელი T-----------------------, სახელმწიფო ნომერი O------, საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ივლისის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) და 2017 წლის 14 ივლისის (სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების თაობაზე) განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სარჩელი მოპასუხეების ფ----------------–---ის და მ---------------–------–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1000 აშშ დოლარის გადახდა. თავდების მ---------------–------–ის პასუხისმგებლობის ოდენობა 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის (№0--------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს 38 000 აშშ დოლარით.
3. უარი ეთქვას მოსარჩელეს 2015 წლის 28 აპრილის საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგსამტეხლოს სახით - 500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე.
4. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 862.78 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 8803.08 აშშ დოლარი, პროცენტი - 2559.7 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1500 აშშ დოლარი.
5. უარი ეთქვას მოსარჩელეს 2015 წლის 24 დკემბრის საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგსამტეხლოს სახით - 1434.36 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე.
6. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 09 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის №0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 8803.08 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 10.8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 79.22 აშშ დოლარს.
7. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1254.8 ლარის გადახდა.
8. მოპასუხეებს ფ----------------–---ს და მ---------------–------–ს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯი 500 ლარი.
9. მოსარჩელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3062.6 ლარი.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე