განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
210100119002841467
დავის ტიპი
381 1 , 126 2 ბ
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002841467

saqme #1/25-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ ბა------–---–---–-ს

ბრალდებულ _ მუ--------------------ს

ადვოკატ - გი--------------–-–---–-ს

თარჯიმან - აი---------------------ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033110119001

 

ბრალდებულ მუ--------------------ს მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 3----------

დაბადების თარიღი: 27.02.1----–-

განათლება: ა---------–----–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კა---–---ი

ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კა---–---ი

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მუ--------------------ა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

მუ--------------------ა, რომელსაც შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ 2018 წლის 23 დეკემბერს შედგენილი შემაკავებელი ორდერით 30 დღით აკრძალული ჰქონდა ცოლთან მიახლოვება და ყოველგვარი კომუნიკაცია, 2019 წლის 10 იანვარს, ღამის საათებში დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და მიაკითხა საგარეჯოს რაიონის სოფელ კა---–---ში მცხოვრები სიმამრის სახლში მყოფ მეუღლეს - ფე----ა ქა-------ას, რომელიც წაიყვანა სიღნაღის რაიონის სოფელ ძვ--–-------ს მიმდებარე ტერიტორიაზეა არსებულ მესაქონლეობის ფერმაში. (111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ეპიზოდი)

 

ესე იგი, მუ--------------------ა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მუ--------------------ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 იანვარს, დღის საათებში, სიღნაღის რაიონის სოფელ ძვ--–-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მესაქონლეობის ფერმაში, შერიგების და შემაკავებელი ორდერის თემაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მუ--------------------ა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში ხელი რამდენიმე დარტყმით ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ფე----ა ქა-------ას მიმართ. (1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ეპიზოდი)

 

ესე იგი, მუ--------------------ა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - მუ--------------------ა თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მუ--------------------ს მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ლმობიერი სასჯელის გამოყენება მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდებული დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას.

 

2018 წლის 06 მარტს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, დაცვას და ბრალდების მხარეს ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მუ--------------------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მუ--------------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მუ--------------------ს ბრალეულობა, კერძოდ:

 

მოწმეების ვა-–--------------–-ს, ზა-----------–---–-ს, დე----------------ის, სა-–----ზ ქა-------ას, სა---------------ის, მუ-–----ა ქა-------ას და დაზარალებულ ფე----ა ქა-------ას გამოკითხვის ოქმები, არასრულწლოვან დე----------------ის პიროვნული მონაცემები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ინსპექტორ-გამომძიებელ ზა-----------–---–-ს პატაკი, შემაკავებელი ორდერი N0-----, შემაკავებელ ორდერის ოქმი, მუ--------------------ს დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ მუ--------------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, მუ--------------------ა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მუ-------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მუ--------------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ მუ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მუ-------------------ს შემამსუბუქებელი გარემოებას წარმოადგენს ის რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

მუ-------------------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამასთან სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის შემდგომ ადგილი არ ჰქონია დაზარალებულის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი, იგი შერიგებულია დაზარალებულებთან (იხ. დაზარალებულ ფე----ა ქა-------ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება 18.01.2019წ), აღნიშნული გარემოება კი გარკვეულწილად მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებამ ამ ეტაპზე უკვე გამოიღო შედეგი, მუ------------------მა გარკვეულწილად გაიაზრა და შეიგნო მისი ქმედების არსი, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მუ--------------------ს სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება. ამდენად, ამ შემთხვევაშიც შესატყვისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობა ვერ იქნება სასჯელის მიზნის მიღწევის წინაპირობა, რადგან, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, მხედველობაშია მისაღები მუ--------------------ს ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული სანქციის ფარგლებში, ამასთან, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მას დანიშნული სასჯელის უნდა ჩაეთვალოს პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მუ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

2. მუ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს მუ--------------------ს მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მუ--------------------ს მიმართ სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მუ-------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

4. მუ-------------------ს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 12 იანვრიდან 2019 წლის 06 მარტის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

5. გაუქმდეს მუ--------------------ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ მუ--------------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ მუ-------------------ს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

7. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა მუ--------------------ა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი