გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2765-18-2/899-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2019 წ. ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - მ--------ა ჯ-------–---–ი
წარმომადგენელი - ი----–----–--იძე
მოპასუხე - ხ------- კ-----–---ი
წარმომადგენელი - ი-----–-----------ე
დავის საგანი - ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარება, პირგასამტეხლოს შემცირება, სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის გაცემული სააღსრულებო ფურცელი მ--------ა ჯ-------–---–ის გადახდილი 5877.70 ლარის ნაწილში და გადასახდელად ძირ თანხად განისაზღვროს 11472 ლარი, ნაცვლად მოთხოვნილი 17350 ლარისა.
1.2. გაუქმდეს ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის გაცემული სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ყოველივადაგადაცილებული დღისთვის 2--- წლის 11 თებერვლიდან აღსრულების წარმოების დაწყებამდე 0.12%, 6141.9 ლარის დაკისრების ნაწილში და მ--------ა ჯ-------–---–ს პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებული დღისათვის 2--- წლის 11 აგვისტოდან 2--- წლის 4 დეკემბარმდე განესაზღვროს 0.01% - 790.61 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2--- წლის 11 მაისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მ--------ა ჯ-------–---–მა ხ------- კ-----–---ისგან 3 თვის ვადით სესხად მიიღო 17350 ლარი. საპროცენტო სარგებელი თვეში 3%. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 11 აგვისტო. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ლ--------ის რაიონი სოფელი ვ------------ი, ს/კ 5-.--.--.---. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.12%.
მ--------ა ჯ-------–---–ს სარგებელი უნდა გადაეხადა სამი თვის განმავლობაში 2--- წლის 11 მაისიდან 2--- წლის 11 აგვისტომდე, სულ 1563 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ მოვალე ეტაპობრივად გადაიხდიდა ძირი თანხის ნაწილს. მ--------ა ჯ-------–---–მა კრედიტორს გადაუხადა შემდეგი თანხები: 11.08.2---წ. – 560 აშშ დოლარი, 18.12.2---წ. – 110 აშშ დოლარი, 14.12.2---წ. – 450 აშშ დოლარი, 13.10.2---წ. – 560 აშშ დოლარი, 15.03.2---წ. – 600 აშშ დოლარი.
მსესხებლის მიერ გადახდილი იქნა საპროცენტო სარგებელი და სესხის ძირი თანხის ნაწილი - 2640 აშშ დოლარი, რაც შესაბამისი პერიოდისთვის ლარის კურსთან მიმართებაში შეადგენს 7440,70 ლარს. აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელში მითითებული თანხებიც არ ასახავს მოსარჩელის რეალურ ვალდებულებას. ამასთან სააღსრულებო ფურცელი გაცემული იქნა პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის 0,12 % ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 12.02.2--- წლიდან, რაც მიაჩნია რომ უნდა შემცირდეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხ------- კ-----–---მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2--- წლის 11 აგვისტოს შემდეგ ვინაიდან მ--------ა ჯ-------–---–მა ვერ შეძლო თანხის დაბრუნება ზეპირი შეთანხმებით მათ შორის ხელშეკრულება გაგრძელდა იმავე პირობებით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხები წარმოადგენს პროცენტის ნაწილს, ამასთან გადასახდელი აქვს სესხის ძირი თანხა და პირგასამტეხლოც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 11 მაისს მ-------სა ჯ-------–---–სა და ხ------- კ-----–---ს შორის შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ხ------- კ-----–---მა გაასესხა და მ--------ა ჯ-------–---–მა ისესხა 17350 ლარი, სამი თვის ვადით. სარგებელი ყოველთვიურად განისაზღვრა 3%-ით. მოსარჩელეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 520,5 ლარი სარგებელი. ყოველ გადაცილებულ დღეზე დაწესდა 0.12% პირგასამტეხლო.
3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ლ--------ის რაიონი სოფელი ვ------------ი საკადასტრო კოდი: 5-.--.--.---;
3.1.3. მოსარჩელე მ--------ა ჯ-------–---–ს მოპასუხე ხ------- კ-----–---ისათვის გადახდილი აქვს შემდეგი თანხები: 11.05.2---წ. – 520 ლარი; 11.08.2---წ. – 560 აშშ დოლარი, 13.10.2---წ. – 560 აშშ დოლარი, 14.12.2---წ. – 450 აშშ დოლარი, 18.12.2---წ. – 110 აშშ დოლარი, 15.03.2---წ. – 600 აშშ დოლარი;
3.1.5. 2--- წლის 21 ნოემბერს ხ------- კ-----–---მა განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და სესხისა და იპოთეკის შესახებ 2--- წლის 11 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების აღსრულების მიზნით ითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
3.1.6. 2--- წლის 21 ნოემბერს ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ გაცემულია N1-------- სააღსრულებო ფურცელი მოვალეზე მ--------ა ჯ-------–---–ზე სესხის ძირი თანხის 17350 ლარის, პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის 0.12% (ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 2--- წლის 12 თებერვლიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე) დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.
3.1.7. 2--- წლის 4 დეკემბერს კერძო აღმასრულებლის მიერ მ--------ა ჯ-------–---–ს და ნ----- კ---–---–ს გაეგზავნა წინადადება შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა;
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11.05.2---წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N1--------;
- 21.11.2---წ. სააღსრულებლო ფურცელი N1--------;
- მ--------ა ჯ-------–---–ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;
- კერძო აღმასრულებლის 04.12.2---წ. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
- 18.12.2---წ. შემოსავლის ორდერი N5---------;
- 14.12.2---წ. შემოსავლის ორდერი N5---------;
- 13.10.2---წ. შემოსავლის ორდერი N5---------;
- 11.08.2---წ. შემოსავლის ორდერი N5---------;
- 15.03.2---წ. შემოსავლის ორდერი N5---------;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ--------ა ჯ-------–---–ს და ხ------- კ-----–---ს შორის 2--- წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო სამი თვის ვადით, არ გაგრძელებულა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებად სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით და სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
მოსარჩელე სადავოდ ხდის 2--- წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დარჩენილი სესხის ძირი თანხის ოდენობას. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ ჯამში მის მიერ ხ------- კ-----–---ისათვის გადახდილი იქნა 2640 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 7440.70 ლარს. აქედან, მის მიერ გადახდილი იქნა სამი თვის სარგებელი - 1563 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა 5877.70 ლარის გადახდილი იქნა როგორც სესხი ძირი თანხა. ხოლო მოპასუხე არ ეთანხმება, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხიდან 5877.70 ლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ვიანიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაგრძელებაზე იმავე პირობებით, მათ შორის სარგებლის 3%-ის გადახდის პირობით. შესაბამისად მ--------ა ჯ-------–---–ის მიერ გადახდილი თანხები წარმოადგენს სესხზე დარიცხულ სარგებელს და მისი ჩათვლა სესხის ძირ თანხაში არ უნდა მოხდეს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2--- წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით. მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა იმავე პირობებით, რასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე მხარე. აღნიშნულ გარემოებას მოპასუხე ამტკიცებს ზეპირი განმარტებით, სხვა რაიმე მტკიცებულება აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. ხ------- კ-----–---ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება შესაბამისი მტკიცებულებით არ იქნა დადასტურებული (მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება (ხელშეკრულება) 2--- წლის 11 მაისის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე).
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-------სა ჯ-------–---–ს და ხ------- კ-----–---ს შორის 2--- წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ გაგრძელებულა. მხარეთა შორის უდავოა ის გარემოება, რომ მ--------ა ჯ-------–---–მა ხ------- კ-----–---ს გადაუხადა შემდეგი თანხები: 11.05.2---წ. – 520 ლარი; 11.08.2---წ. – 560 აშშ დოლარი; 13.10.2---წ. – 560 აშშ დოლარი; 14.12.2---წ. – 450 აშშ დოლარი; 18.12.2---წ. – 110 აშშ დოლარი; 15.03.2---წ. – 600 აშშ დოლარი;
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადახდის დროისათვის არსებული კურსის გათვალისწინებით მითითებული თანხები ეროვნულ ვალუტაში შეადგენს: 11.08.2---წ. – 560 აშშ დოლარი*2.3901=1338.45 ლარი; 13.10.2---წ. – 560 აშშ დოლარი*2.4831=1390.53 ლარი; 14.12.2---წ. – 450 აშშ დოლარი*2.5772=1159.74 ლარი; 18.12.2---წ. – 110 აშშ დოლარი*2.5405=279.45 ლარი; 15.03.2---წ. – 600 აშშ დოლარი*2.4394=1463.64 ლარი; ამას ემატება ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ერთი თვის სარგებელი 520,5 ლარი და ჯამში მ--------ა ჯ-------–---–ის მიერ ხ------- კ-----–---ისათვის გადახდილი იქნა 6152.31 ლარი. მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებული იქნა სამი თვის ვადით სესხის ძირითად თანხაზე 3% დარიცხვით, შესაბამისად სამი თვის სარგებელი ჯამში შეადგენს 1561,5 ლარს (17350*3%=520.5*3თვეზე=1561,5 ლარი). ამდენად, მ--------ა ჯ-------–---–ის მიერ მოპასუხისათვის გადახდილ თანხას 6152.31 ლარს უნდა გამოაკლდეს სამი თვის სარგებელი - 1561,5 ლარი და დარჩენილი თანხა 4590.81 ლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში. შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გადასახდელი ძირითადი თანხა შეადგენს 12759,19 ლარს (17350-4590,81).
3.2.2. მ--------ა ჯ-------–---–ს და ხ------- კ-----–---ს შორის 2--- წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.12% არაგონივრულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მ--------ა ჯ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
ამავე კოდექსის 289-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,პ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გაცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით, კი დგინდება, რომ ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ხოლო მე-40 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების წესს და უთითებს მის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია მათ შორის 2--- წლის 11 მაისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხ------- კ-----–---მა მ--------ა ჯ-------–---–ს სესხის სახით გადასცა 17350 ლარი. მ--------ა ჯ-------–---–მა დაარღვია რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ზემოაღნიშნული დანაწესი, კრედიტორმა შეთანხმებისამებრ, გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 2--- წლის 21 ნოემბერს ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ გაცემული იქნა N1-------- სააღსრულებო ფურცელი მოვალეზე მ--------ა ჯ-------–---–ზე სესხის ძირი თანხის 17350 ლარის, პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის 0.12% (ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 2--- წლის 12 თებერვლიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე) დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მხარეთა-ახსნა განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--------ა ჯ-------–---–ს მოპასუხე ხ------- კ-----–---ისათვის გადახდილი აქვს 6152.31 ლარი. საქმეში წარმოდგენილი 2--- წლის 11 მაისის ხელშეკრულებით, დადგენილია, რომ სესხი გაიცა სამი თვის ვადით, სესხისათვის გათვალისიწინებული იყო სარგებელი 3%. შესაბამისად სესხზე დარიცხული სამი თვის სარგებელი შეადგენს 1561,5 ლარს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხა სარგებლის გამოკლებით შეადგენს 4590.81 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ვერ იქნა დადგენილი ხელშეკრულების გაგრძელების ფაქტი აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად თანხაში. შესაბამისად მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გადასახდელი ძირითადი თანხა შეადგენს 12759,19 ლარს (17350-4590,81).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოსარჩელემ წარმოდგენილ სარჩელში სადავო გახადა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად შეადგენს სესხის ძირითადი თანხის 0.12%, იგი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს სესხის ძირითადი თანხის 0.12%-ს, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მ--------ა ჯ-------–---–ის მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო 0.02%-მდე. ამდნად ერთი დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2,55 ლარს (გადასახდელი ძირითადი თანხა -12459,19*0,02%)
აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოვალე მ--------ა ჯ-------–---–მა დაარღვია 2--- წლის 12 აგვისტოს, შესაბამისად, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მოხდეს სწორედ იმ დროიდან - 2--- წლის 12 აგვისტოდან. ამასთანავე, ნოტარიუსის მიერ 21.11.2---წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებულია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა მოხდეს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. საქმეში წარმოდგენილია ხ------- კ-----–---ის განცხადება იძულებით აღსრულების მიზნით 21.11.2---წ. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღების შესახებ და კერძო აღმასრულებლის ნ------ ჯ----ის განცხადების მიღების ბარათი, რომლითაც დასტურდება რომ 21.11.2---წ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2--- წლის 4 დეკემბერს. შესაბამისად მ--------ა ჯ-------–---–ისათვის პირგასამტხელოს დაკისრება უნდა მოხდეს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე - 2--- წლის 4 დეკემბრამდე. ამდენად, პირგასმტეხლოს დაკისრება უნდა მოხდეს 479 დღეზე, რაც თანხობრივად შეადგენს 1221,45 ლარს (2,55 ლარი*479 დღეზე).
7. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 17 დეკემბრის #2765-18-2/899-18წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ნოტარიუს თ--------- ბ--------–--ის მიერ 2--- წლის 21 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით N1--------) მოქმედება .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს 2--- წლის 17 დეკემბრის #2765-18-2/899-18წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
მოსარჩელეს, სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 363 ლარი და უზრუნველყოფის 50 ლარის ოდენობით. წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 174.36 ლარის და უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა.
რაც შეეხება სასამართლო გარეშე ხარჯებს, მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯის თაობაზე და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მის მიერ გაწეული ხარჯის, კერძოდ კი ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება. გამომდინარე აღნიშნულიდან მოპასუხე ხ------- კ-----–---ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის - 232.50 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე,49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ--------ა ჯ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
· შევიდეს შესაბამისი ცვლილება ნოტარიუს თ---------- ბ---------–ის მიერ 2--- წლის 21 ნოემბერს გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში და მოსარჩელე მ--------ა ჯ-------–---–ს გადახდილად ჩაეთვალოს, მასსა და ხ------- კ-----–---ს შორის 2--- წლის 11 მაისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (რეგ. N1--------) გამომდინარე, სესხის ძირი თანხა - 4590.81 ლარი და გადასახდელად დარჩეს სესხის ძირითადი თანხა - 12759.19 ლარი.
· ასევე, მ--------ა ჯ-------–---–ს და ხ------- კ-----–---ს შორის 2--- წლის 11 მაისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით (რეგ. N1--------) დადგენილი პირგასამტეხლო (0.12%) შემცირდეს 0.02%-მდე და გადასახდელად განისაზღვროს პირგასამტეხლო 2--- წლის 11 აგვისტოდან 2--- წლის 4 დეკემბრამდე - 1221.45 ლარი.
2. მოპასუხე ხ------- კ-----–---ს მოსარჩელე მ--------ა ჯ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 174.36 ლარის და უზრუნველყოფის 50 ლარის, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 232.50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი