გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
200210118002662684
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/945-18

N200210118002662684

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელეები: გ------ი მ---------ე, ე----- ბ------ე

მოპასუხეები - სს ,,ს----------–ოს ბანკი“, შ--–-ა მ---------ე

მესამე პირი -ა--------–---------------–--------ოს კ-------------------–-----------ო

დავის საგანი - ყადაღისაგან ქონების განთავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ყადაღა მოეხსნას ა--------–---------------–--------ოს კ-------------------–-----------ოს მიერ მის წარმოებაში არსებულ #A18107950 საქმესთან დაკავშირებით ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 04 სექტემბერს შედგენილი აქტით აღწერილ და დაყადაღებულ გ------ი მ---------ის (პირადი N2----------) და ე----- ბ------ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: ა) ტელევიზორის LG-ის ფირმის, პლაზმური, ფერადი ჩვენებით, მოდელი LG 42LB 552V, მუშა მდგომარეობაში მყოფი, შავი ფერის; ბ) მაცივარი, ვერცხლისფერი, ქვედა საყინულით, ფირმა DAEWOO RN-34DS. გ) სარეცხი მანქანის, ბეკოს ფირმის, ვერცხლისფერი, მუშა მდგომარეობაში მყოფი, მოდელი WMB6104IS.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მხარეებმა როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ისე სასამართლოს სხდომაზე ცნეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელეები გ------ი მ---------ე და ე----- ბ------ე არიან მოპასუხე შ--–-ა მ---------ის მშობლები, მათი შვილი რეგისტრირებულია მათ მისამართზე, თელავის რაიონის სოფელ ფშაველში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2014 წლის 17 აგვისტოს სს ,,ს----------–ოს ბანკსა“ და შ--–-ა მ---------ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება. ა--------–---------------–--------ოს მიერ გამოიცა ბრძანება #SP180608405/467963 რესპოდენტის შ--–-ა მ---------ისათვის 3277.1 ლარის დაკისრების თაობაზე სს ,,ს----------–ოს ბანკის“ სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა--------–---------------–--------ოს ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 30-31)

 

3.1.3. მოპასუხე შ--–-ა მ---------ის მიერ ვალის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო დაიწყო სააღსრულებო წარმოება შ--–-ა მ---------ის მიმართ. კ-------------------–-----------ოს აღმასრულებელი გამოცხადდა მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში, აღწერა მათ საკუთრებაში არსებული ქონება და შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 33-34)

 

3.1.4. აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 04 სექტემბერს ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებულია გ------ი მ---------ის და ე----- ბ------ის ინდივიდუალური ქონება. აღნიშნული დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებებით და გადახდის გრაფიკით და ლიბერთი ბანკის მიერ გაცემული ამონაწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასეხო ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25)

- ორდერი (ს.ფ. 29)

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ.28)

-ამონაწერი სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ (ს.ფ. 22)

 

3.1.5. ს----------–ოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს კ-------------------–-----------ოს მიერ გაცემული N69134 ცნობის თანახმად #A18107950 სააღსრულებო საქმეზე დაყადაღებულ მოძრავ ქონებაზე 2018 წლის 03 ოქტომბრის მდგომარეობით აუქციონი არ არის გამოცხადებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა--------–---------------–--------ოს კ-------------------–-----------ოს მიერ გაცემული N69134 ცნობა (ს.ფ. 32)

 

3.1.6. აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 04 სექტემბერს ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული გ------ი მ---------ის და ე----- ბ------ის ინდივიდუალური ქონების ღირებულება შეადგენს 2100 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 33-34)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე----- ბ------ისა და გ------ი მ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები, 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე,131-ე და 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. ამდენად, საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე მოპასუხეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი, რაც საკმარისი საფუძველია სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი.

დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბინა სადაც დაყადაღდა სადავო ნივთები ეკუთვნით მოსარჩელეებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს უკან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა კ-------------------–-----------ოს წარმოებაში არსებულ საქმესთან NA18107950 დაკავშირებით მოსარჩელეების გ------ი მ---------ისა (პირადი N2----------) და ე----- ბ------ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებული ა--------–---------------–--------ოს კ-------------------–-----------ოს მიერ 04.09.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული ქონების, კერძოდ: ა) ტელევიზორის LG-ის ფირმის, პლაზმური, ფერადი ჩვენებით, მოდელი LG 42LB 552V, მუშა მდგომარეობაში მყოფი, შავი ფერის; ბ) მაცივარი, ვერცხლისფერი, ქვედა საყინულით, ფირმა DAEWOO RN-34RDS. გ) სარეცხი მანქანის, ბეკოს ფირმის, ვერცხლისფერი, მუშა მდგომარეობაში მყოფი, მოდელი WMB6104IS - რეალიზაცია.

ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, სახეზე არ გვაქვს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, თანახმად ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელეების გ------ი მ---------ისა და ე----- ბ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ყადაღა მოეხსნას ა--------–---------------–--------ოს კ-------------------–-----------ოს მიერ მის წარმოებაში არსებულ #A18107950 საქმესთან დაკავშირებით ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 04 სექტემბერს შედგენილი აქტით აღწერილ და დაყადაღებულ გ------ი მ---------ის (პირადი N2----------) და ე----- ბ------ის (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: ა) ტელევიზორის LG-ის ფირმის, პლაზმური, ფერადი ჩვენებით, მოდელი LG 42LB 552V, მუშა მდგომარეობაში მყოფი, შავი ფერის; ბ) მაცივარი, ვერცხლისფერი, ქვედა საყინულით, ფირმა DAEWOO RN-34RDS. გ) სარეცხი მანქანის, ბეკოს ფირმის, ვერცხლისფერი, მუშა მდგომარეობაში მყოფი, მოდელი WMB6104IS.

3. მოსარჩელეებს გ------ი მ---------ესა და ე----- ბ------ეს დაუბრუნდეთ ნ----- ს----–---–ის(პირადი N2----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარიდან დაუბრუნდეთ 50(ორმოცდათი) ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 05 ოქტომბერს, გადახდის ქვითარი 18190315, გადამხდელის ბანკი: სს ,,ლიბერთი ბანკი”, ბანკის კოდი: LBRTGE22, მიმღების დასახელება: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300863150, ბანკის კოდი: TRESGE22. გადახდის დანიშნულება სახელმწიფო ბაჟი, სასამართლოში განსახილველ საკითხებზე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე