გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1603-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1- მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - ლალი მიქელაძე
მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი-მ--------------
მოპასუხე- მ--------–----
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს- მ--------–----ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1--.3-(ასსამოცდასამი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ- მ--------–----ს(შემდგომში ,,დამკვეთი") შორის 2018 წლის 23 თებერვალს გაფორმებული იქნა №6-- ხელშეკრულება, ,,დამკვეთის" ავტომანქანების სახელმწიფო U-------------- მოწყობილობების მეშვეობით კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგის შესახებ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(შემდგომში ,,შემსრულებელი") ხელშეკრულების 1.1.პუნქტის თანახმად ვალდებულებას იღებდა GPS-ის მოწყობილობის მეშვეობით, უზრუნველყო ,,დამკვეთის" კუთვნილ ავტომანქანაზე კონტროლის და გადაადგილების მონიტორინგის ,,დამკვეთისათვის" მიწოდება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური ავტომობილზე შეადგენდა 35 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 2.2.3. პუნქტის თანახმად კი, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო საგადასახადო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ,,დაცვამ" თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ,,ობიექტის" მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.2.3. პუნქტი, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანებების წარმოქმა და შეადგინა 1--.5- ლარი. დებიტორული დავალიანების არსებობისა და ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ,,ობიექტი" 2018 წლის 20 ივნისის N1------ წერილით გაფრთხილებული იქნა, თუმცა უშედეგოდ. მხარეთა შორის შეწყდა ხელშეკრულება 2018 წლის 1 ივლისს. ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად. ,,ხელშეკრულების" 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, რამაც 2018 წლის ივლისის დარიცხვით შეადგენა 1-.8- ლარი. მ--------–----ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს, როგორც ავტომანქანაზე კონტროლის და გადაადგილების მონიტორნგის მომსახურეობის დავალიანება- 1--.5-ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო 2018 წლის ივლისის მდგომარეობით- 1-.8- ლარის ოდენობით, სულ- 1--.3- ლარი.
ამდენად, მ--------–----ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს სულ- 1--.3-(ასსამოცდასამი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - მ--------–----ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულ სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი მან სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2018 წლის 23 აგვისტოს, ერთის მხრივ მ--------–----ს(შემდგომში ,,დამკვეთად" წოდებული), და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შემდგომში „შემსრულებლად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მ--------–---------–---- შორის გაფორმდა ხელშეკრულება(GPS მომსახურება) №6--, რომლის თანახმადაც ,,შემსრულებელი" უზრუნველყოფს GPS-ის მოწყობილობის მეშვეობით, უზრუნველყოს ,,დამკვეთის" კუთვნილ ავტომობილებზე კონტროლის და გადაადგილების მონიტორინგის მომსახურების ,,დამკვეთისათვის" მიწოდებას(შემდგომში ,,მომსახურება").
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „შემსრულებელს“ გადაუხადოს მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით; აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით GPS მომსახურების ღირებულება ერთ თვეში ერთ ავტომობილზე შეადგენს 3----(ოცდათხუთმეტი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება ,,ავტომობილების" GPS მაკონტროლებელზე აყვანის და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების შემდეგ, ,,ავტომობილებზე" ფაქტიურად დამონტაჟებული GPS მოწყობილობების რაოდენობის მიხედვით საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. მუხლის ქვეპუნქტის თანახმად, „შემსრულებელი“ ვალდებულია დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადასცეს ,,დამკვეთს" GPS მოწყობილობა, უზრუნველყოს მათი მონტაჟი და პროგრამული უზრუნველყოფა; გადასცეს ,,დამკვეთს" უნაკლო მოწყობილობა და უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა; დამკვეთის მოთხოვნისთანავე, საკუთარი ძალებით აღმოფხვრას მოწყობილობის დეფექტი, ნაკლოვანება ან/და ხარვეზი, ,,დამკვეთისაგან" წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. მოწყობილობები მიღებულად ჩაითვლება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივად ხელმოწერის შემდეგ; ამავე მუხლის 3.1.5.ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ,,დამკვეთის" მოთხოვნიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, დაამონტაჟოს ,,დამკვეთის" მიერ წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე GPS მოწყობილობები და გადასცეს ,,დამკვეთს" სერვისით სარგებლობის პარამეტრები(მომხმარებელი, პაროლი); ამავე მუხლის 3.1.6. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 2.1.2. და 3.1.5. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღეში უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა. ამავე მუხლის 3.1.7. პუნქტის თანახმად, დამონტაჟებული მოწყობილობების მეშვეობით, უზრუნველყოს ,,დამკვეთისათვის". ,,ონლაინ" რეჟიმში შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: ერთი ან რამოდენიმე ავტომობილის, მოცემულ მომენტისთვის, ადგილმდებარეობის, ავტოსატრანსორტო საშუალებების გადაადგილების ისტორიის, ავტომობილის დროის სხვადასხვა მონაკვეთში გავლილი მანძილის სიჩქარის, გაჩერების, დგომის დროის და მარშრუტის შესახებ; ამავე მუხლის 3.1.8.ქვეპუნქტის თანახმად, თუ დაწესებულია მოძრაობის ზონის შეზღუდვა, ელექტრონულ ფოსტაზე ,,დამკვეთს" მიაწოდოს ინფორმაცია პარამეტრების დარღვევის შესახებ, ასევე მიაწოდოს ინფორმაცია ,,დამკვეთის" კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებული ღილაკებიდან შემოსული სიგნალის ,,განგაშის" შესახებ; ამავე მუხლის 31.9 ქვეპუნქტის თანახმად, შეინახოს და ,,დამკვეთისათვის" ხელმისაწვდომი გახადოს სატრასპორტო საშუალებების გადაადგილების ისტორია არანაკლებ 3(სამი) თვისა; ამავე მუხლის 3.1.10 ქვეპუნქტის თანახმად კი უზრუნველყოფს სერვისის შეუფერხებელ მუშაობას, რომლის მეშვეობითაც დამკვეთი" განახორციელებს კუთვნილ ავტომობილებზე მონიტორინგს.
დასახელებული ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით; ამავე მუხლის 5.2 ქვეპუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ,,დამკვეთის" მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,,შემსულებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება, რის შესახებაც წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არანაკლებ 10 დღით ადრე; ამავე მუხლის 6.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების ვადის დარღვევის შემთხევაში ,,დამკვეთი" ვალდებულია ,,შემსრულებელს" გადაუხადოს პირგასამტეხლო მომსახურების ერთი თვის ღირებულების ოდენობით, პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 14 საბანკო დღის განმავლობაში.
2018 წლის 23 თებერვალს შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარატმენტსა და მ--------–----ს შორის 2018 წლის 23 თებერვალს გაფორმებული N6-- ხელშეკრულების საფუძველზე, მ--------–----ს მიერ წარდგენილ ავტომობილზე დამონტაჟდა GPSმოწყობილობა, U-----------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულება(GPS მომსახურება) №6--(ს.ფ. 12-14)
-2018 წლის 23 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ. 15)
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 01 ივლისს შედგა აქტი, რომლის თანახმადაც მ--------–----ს ავტომობილზე დებიტორული დავალიანების გამო შეწყდა GPS მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 01 ივლისის აქტი(ს.ფ. 17)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 13 ივლისის ცნობით დებიტორული დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ მ--------–----ს 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება GPS კონტროლის მომსახურების დებიტორული დავალიანება 1--.3-(ასსამოცდასამი ლარი და ოცდატექვსმეტი თეთრი) ლარი, აქედან მომსახურების დავალიანება-1--,5- ლარი, პირგასამტეხლო-1-.8- ლარი.
აღნიშნული დავალიანება მოპასუხე მხარის მიერ დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 13 ივლისის ცნობა (ს.ფ. 18)
-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 19-20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- მ--------–----ს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1--,3-(ასსამოცდასამი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №--- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №--- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №2-- ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მ--------–----ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ,- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2018 წლის 23თებერვალს, ერთის მხრივ მ--------–----ს(შემდგომში ,,დამკვეთად" წოდებული) და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(შემდგომში „შემსრულებლად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მამუკა ლიპარტელიანის შორის გაფორმდა ხელშეკრულება(GPS მომსახურება) №6--, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” კუთვნილ ავტომობილებზე კონტროლის და გადაადგილების მონიტორინგის მომსახურების ,,დამკვეთისათის" მიწოდებას. ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „შემსრულებელს“ გადაუხადოს მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით; აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით, GPS მომსახურების ღირებულება ერთ თვეში ერთ ავტომობილზე შეადგენს 3----(ოცდათხუთმეტი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით. დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება ,,ავტომობილების" GPS კონტროლზე აყვანის და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების შემდეგ, ,,ავტომობილებზე" ფაქტიურად დამონტაჟებული GPS მოწყობილობების რაოდენობის მიხედვით საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, დავალიანება მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. თავის მხრივ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 208.3-ე მუხლის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება(აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
როგორც აღინიშნა, მოპასუხე მხარემ მთლიანად დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით მის მიერ თანხა გადახდილი არა არის და სარჩელი ცნო, რაც არ ეწინააღმდეგება დისპოზიციურობის პრინციპს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე-მ--------–----ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1--.3-(ასსამოცდასამი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ჯერ კიდევ საქმის მომზადების ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის საფუძველზე მოპასუხე მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამდენად, დასახელებული ნორმების საფუძველზე მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 3-9-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - მ--------–----ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს-1--.3-(ასსამოცდასამი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(საიდენტიფიკაციო კოდი: 2--------- უკან დაუბრუნდეს, 2019 წლის 22თებერვლის საგადასახადო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100(ასი) ლარის ოდენობით(მიმღების დასახელება- ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, თბილისი; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი- 300773150; მიმღების ბანკი- ქ.თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა’’; ბანკის კოდი- TRESGE22; გადახდის დანიშნულება-სხვა-სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეზე მოქ.მ--------–----).
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი