განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100119002897975 (1/ 26-19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წა-–-------ს მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
სალომე ქობალიას მდივნობით,პროკურორ - მა---------ას
ბრალდებულ - და---------------ას და
ადვოკატ - მა------–-----–-ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ - მა---------ას შუამდგომლობა
ბრალდებულ და---------------ა მიმართ,მამის სახელი: კა---–ო
დაბადების თარიღი: 24-------1 წელი,პირადი ნომერი: 19--------1,საქართველოს მოქალაქე,საშუალო განათლების მქონე,დაოჯახებული,მისამართი: ზუ--------------–----–----------------–-------–----ი
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ და---------------ამ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 19 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით და---------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით 11 თვისა და 27 დღის ვადით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის ათვლა დაიწყო სასჯელის მოხდის დღიდან, საპატიმრო დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ (28.07.2017 წელი) მიუხედავად აკრძალვისა 2019 წლის 8 მარტს, და---------------ა წა-–-------ს რაიონის სო----–--–----–------ში მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ არსებული „ფო-–------------–ოს” მარკის სახელმწიფო ნომრით PX----4 ავტომანქანით, რა დროსაც შეჩერებულ იქნა წა-–-------ს რაიონული სამმართველოს ლიის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის ფაქტზე.
2019 წლის 15 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ - მა---------ას, ბრალდებულ და---------------ას და ადვოკატ მა------–-----–-ას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული და---------------ა აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული და---------------ა აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე დავრწმუნდი, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული და---------------ა ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვს:
ბრალდებული და---------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე ამოღებული ავტომანქანა დაუბრუნდეს და---------------ას.
ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მა------–-----–-ა ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
და---------------ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
-ბრალდებულ და---------------ას ჩვენება (აღიარება);
-მოწმეების ჭა---------------–-ას და გო---------ას გამოკითხვის ოქმები.
-ამოღების ოქმი;
-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენი;
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი და სხვა მასალები.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ და---------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
და---------------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ასევე, მიზანშეწონილია ბრალდებულის მიმართ დამატებითი სასჯელის დანიშვნა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ მა---------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა---------ას, ბრალდებულ და---------------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მა------–-----–-ას შორის;
ბრალდებული და---------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქმეზე ამოღებული ავტომანქანა დაუბრუნდეს და---------------ას.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, და---------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ და---------------ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
და---------------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა