გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2019
საქმის ნომერი
330210017002231878
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36476-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე რო-------–---

წარმომადგენელი შო---------–------

მოპასუხე ს--------------–---, და-–--------–---

პე----------------–---–--

სო------------- (არ გამოცხადდა)

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების ს--------------–-ძის, და-–--------–-ას, პე----------------–---–-სა და სო-------------სათვის სოლიდარულად მოსარჩელე რ---------–--ის სასარგებლოდ 30 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2015 წლის 23 მაისს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის სანოტარო ბიუროში რო-------–---სა და გი----------–-–---–ის წარმომადგენელს ს--------------–---ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რო-------–---მ გი----------–-–---–ისაგან იყიდა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ქ----------------------- ბ ბლოკი, სადარბაზო 1, ბინა N69, ს/კ N0-.--------------0-.0-.0--- რო-------–---მ ს--------------–---ს გადასცა ნასყიდობის საფასური 30 000 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე.

 

სო------------მა მოატყუა გი----------–-–---–ი, თითქოს 2015 წლის 18 აპრილს 2 წლის ვადით, იქირავა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რა დროსაც ხელში ჩაიგდო უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები და გასაღები. 2015 წლის 20 მაისს და-–--------–-ა და პე----------------–---–- მივიდნენ ქ---------------ის სანოტარო ბიუროში, სადაც პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით ნოტარიუსმა დაადასტურეს გი----------–-–---–ის ვინაობა და მ------------ს სახელზე გასცეს მინდობილობა, რომლის თანახმად, თითქოს გი----------–-–---–ი მ------------ს ანდობდა საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილებას.

 

2015 წლის 22 მაისს იმავე სანოტარო ბიუროში და-–--------–-ამ და პ-----------------–---–მა, ს--------------–-ძის სახელზე დაამოწმეს ვითომ გი----------–-–---–ის მიერ გაცემული მინდობილობა.

 

2015 წლის 22 მაისის მინდობილობა, რომლის საფუძველზეც ს--------------–---მ მოსარჩელესთან გი----------–-–---–ის სახელით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, არის ყალბი.

 

გი----------–-–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა რ---------–--ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 23 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ნივთი მდებარე, ქ. თბილისში, პ-------------------------, ბინა N69 ს/კ N0-.--------------0-.0-.--- საკუთრების უფლებით აღირიცხა გი----------–-–---–ის სახელზე. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხულია გი----------–-–---–ის სახელზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა ს--------------–---მ, და-–--------–-ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელის მოთხოვნა, მათ სადავოდ გახადეს სარჩელში მითითებული ყველა გარემოება და განამარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი. პ------------------–---–მა შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა, მან სადავოდ გახადა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 23 მაისს გამყიდველის გი----------–-–---–ის სახელით, მის წარმომადგენელს ს--------------–---სა და მყიდველს რო-------–---ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გი----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, პ------------------------------,სადარბაზო 1, სართული 15, ბინა N69, ფართი (მშენებარე) 57.00 კვ.მ. ს/კ N0-.--------------0-.0-.0---

 

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 32 000 აშშ დოლარად. მყიდველმა გამყიდველის წარმომადგენელს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო გამყიდველის წარმომადგენელმა მიიღო ნასყიდობის ფასი სრულად.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რო-------–--- დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ს.ფ. 22-23).

 

3.2.2. ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, გამყიდველის გი----------–-–---–ის წარმომადგენელი ს--------------–--- მოქმედებდა 2015 წლის 22 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, რომლის მიხედვით, გი----------–-–---–მა ს--------------–---ს მიანიჭა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის (გასხვისების, გაჩუქების, გაყიდვის) უფლებამოსილება.

 

კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმებისას სანოტარო აქტის შედგენაში მონაწილეობდნენ ლა-–--------–-ა და მოწმე პე----------------–---–-.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

მინდობილობა (ს.ფ. 51-53).

 

3.2.3. გი----------–-–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა 2015 წლის 23 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით გი----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 23 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ნივთი მდებარე, ქ. თბილისში, პ-------------------------, ბინა 69, (ს/კ N0-.--------------0-.0-.---) საკუთრების უფლებით აღირიცხა გი----------–-–---–ის სახელზე.

 

ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გი----------–-–---–ი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2015 წლის 22 მაისის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამოწმებული მინდობილობა გი----------–-–---–ს არ გაუცია და არ შედგენილა მისი ნების გამოვლენის შედეგად. გი----------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება გასხვისდა არა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ, არამედ მისი მინდილობილი წარმომადგენლის მიერ, რომელსაც მესაკუთრისაგან არ ჰქონდა მინიჭებული ქონების განკარგვის, მით უფრო მისი გასხვისების უფლებამოსილება. (დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების 3.2.4. და 3.2.5. პუნქტები).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 54-60).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.61-62).

 

3.2.4. არ დგინდება ს--------------–-ძის, და-–--------–-ას, პე----------------–---–-სა და სო-------------ს მართალსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება მოსარჩელის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

 

ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

სარჩელში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები გი----------–-–---–ის მოტყუებისა და ამ გზით, მისი კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხეების მიერ დაუფლების თაობაზე, სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიმართ, განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რადგან ეს ქმედებები მიმართული იყო გი----------–-–---–ის კუთვნილი ქონების საკუთრებაში მისაღებად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 992-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს, რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით გათვალისწინებული პირობები, შესაბამისად, მათ არ წარმოეშობათ მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. რ---------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია