განაჩენი

სისხლის სამართლის 14.03.2019
საქმის ნომერი
120100119002799297
დავის ტიპი
287
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 192799297-1/009-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

14 მარტი 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თ---რ ტეფნაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–-

დაცვის მხარე - ბრალდებული - ი-----–ი ლ------ე- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0---------–--–------------------ მცხ: ბ----------- რაიონი სოფ.ჭო------ი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 01 ივლისს ბ----------- რაიონის სოფელ ჭო------ში მდებარე ნ-----რ ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ი-----–ი ლ------ემ რეგისტრაციის წესების დაუცველად, უკანონოდ დაამონტაჟა ე.წ ლენტური ხერხი, რომლითაც ახდენდა უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მრგვალი მორის გადამუშავებას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ი-----–ი ლ------ემ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ი-----–ი ლ------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ზ------ დ-------–---–-ს, ნ-----რ ო-----------ის, ბ---კ გ------–---ს და თ---ზ გ-------–---–-ს მოწმის სახით დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

ზ------ დ-------–---–-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივლისს მის თანამშრომელთან ბ---კ გ------–-------ნ ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა მორიგ შემოვლაზე ბ----------- რაიონ სოფელ ჭო------ში, როცა მათ მიერ გადამოწმებული იქნა ამავე სოფელში მცხოვრები მოქალაქე გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზო, აღმოჩნდა რომ სახლის ეზოში დამონტაჟებული იყო სახერხი დანადგარი ე.წ. ,,ლენტური ხერხი“ და იქვე აღმოჩენილი იქნა 30 ცალი 3 მეტრი სიგრძის წიწვოვანი ჯიშის არამარკირებული მორი, აგრეთვე ხის გადამუშავების მეორადი პროდუქტი ,,გარბილი“ საერთო მოცულობით 1,3 მეტრ კუბი. როგორც გაირკვა აღნიშნული სახერხი დანადგარი მრგვალი მორი და ე.წ. ,,გარბილი“ ეკუთვნ----- იქვე გ------–ი ო-----------ის მეზობლად მცხოვრებ ი-----–ი ლ------ეს. მათ მოთხოვნაზე წარმოედგინა მას ხე-ტყის კანონიერად მოპოვების და სახერხი დანადგარის კანონიერად რეგისტრაციის დოკუმენტები, ი-----–ი ლ------ემ შესაბამისი საბუთები ვერ წარმოადგინა. მათ მიერ შედგა შესაბამისი აქტები და ადგილიდან ამოღებული იქნა სახერხი დანადგარი, რომელიც დაილუქა N 3666015 ლუქით და გადატანილი იქნა ქალაქ ახ--––---–- ფინანსთა მომასხურების სააგენტოს სასაწყობე ტერიტორიაზე. სახერხი დანადგარის ლიანდაგი კი დასაწყობებული იქნა გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის სარდაფში და დაილუქა N 3666015 ლუქით, ხოლო რაც შეეხება აღმოჩენილ მრგვალ მორს , მორი მათ მიერ აზომილი იქნა და წიწვოვანი ჯიშის (ფიჭვის) წვრილ თავზე გადანაჭრელების დიამეტრებმა შეადგინა შემდეგი: 23 სმ, 22 სმ, 25 სმ, 25 სმ, 26 სმ, 29 სმ-ი, ხოლო ნაძვის დიამეტრებმა შეადგინეს 21სმ, 21სმ, 27სმ, 28სმ, 29 სმ, 30სმ, 29სმ, 22სმ, 25სმ, 38სმ, 36სმ, 26სმ, 23სმ, 29სმ, 24სმ, 27სმ, 27სმ, 36სმ, 32სმ, 38სმ, 25სმ, 29სმ. იქვე მორებთან აღმოჩენილი ე.წ. ,,გარბილი“ იქნა აზომილი და სულ შეადგინა 1,30 მეტრ კუბი. ზ------ დ-------–---–- აღნიშნავს, რომ გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილი ი-----–ი ლ------ის კუთვნილი ე.წ. ,,ლენტური ხერხი“ დამონტაჟებული იყო სპეციალურ რელსებზე, შედგებოდა ლითონის კარკასისაგან, რომელზეც დამონტაჟებული იყო ძრავი და სპეციალური ბორბლები, რომლებიც რეზინის რემენის საშუალებით მიერთებული იყო სახერხი დანადგარის ძრავზე. აგრეთვე სახერხ დანადგარს ჰქონდა სპეციალური ამწევი მარეგურირებელი მოწყობილობა. სახერხი დანადგარის ძრავაზე მიერთებული იყო ერთფაზიანი კაბელით გამოყვანილი ელექტროკვების წყარო, რომელიც ირთვებოდა ე.წ. ,,რუბილნიკის“ საშუალებით. სახერხი დანადგარი იყო გამართულ და მუშა მდგომარეობაში. მათ მიერ მოხდა აღნიშნულის ფოტო და ვიდეო გადაღება, რომელიც დაურთეს მოკვლეულ მასალებს.

 

ნ-----რ ო-----------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ბ----------- რაიონის სოფელ ჭო------ში პაპასთან გ------–ი ო-----------ესთან და მეულესთან გ---–--------------ნ ერთად. მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ცხოვრობს მისი ნათესავუი ი-----–ი ლ------ე, რომელთანაც აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა. 2018 წლის 01 ივლისს მასთან და პაპამისთან გ------–ი ო-----------ესთან მივიდა ი-----–ი ლ------ე და უთხრა მათ, რომ სჭირდებოდა ფულადი თანხა, რომელიც მას არ გააჩნდა და უნდოდა პაპამისზე რეგისტრირებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში დადგა სახერხი დანადგარი, მან უთხრა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში გადაამუშავებდა მრგვალ მორს, გაყიდდა ფიცარს და აღებული თანხით შეიძენდა მისთვის საჭირო მედიკამენტებს. მანვე უთხრა, რომ სახერხი დანადგარი რეგისტრირებული ჰქონდა და აღნიშნულის თაობაზე მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ. ის და პაპამისი დათანხმდნენ მათ ნათესავს და დართეს ნება სახერხი დანადგარი დაემონტაჟებინა პაპამისის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში. მისთვის როგორც შემდეგ გახდა ცნობილი ი-----–ი ლ------ემ მისთვის უცნობი პირისაგან ქ.ხ-–----–- შეიძინა სახერხი დანადგარი, ჩაიტანა სოფელ ჭო------ში და 2018 წლის 01 ივლისს ი-----–ი ლ------ემ მისი დახმარებით დაამონტაჟა სახერხი დანადგარი ნ-----რ ო-----------ის პაპის გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. მათ სახერხი დანადგარი მიაერთეს სამფაზიან ელექტრო სადენზე და დადგეს სახერხისთვის განკუთვნილ ლიანდაგებზე, სახერხი დანადგარი მუშაობდა და იყო გამართულ მდგომარეობაში. ამის შემდეგ ნ-----რი და მისი მეუღლე რამდენიმე დღე წავიდნენ ქ.თ---–--–- პირად საქმეებზე. როცა იქიდან ჩავიდნენ, ი-----–ი ლ------ისგან გაიგეს, რომ მათი სახლში არ ყოფნის დროს მან სოფელ ჭო------ის მიმდებარე ტყეში მოჭრა რამდენიმე ცალი ხე, დაამუშავა იგი მრგვალ მორად, ჩაიტანა და განათავსა მისი და პაპამისის საცხოვრებელი სახლის ზეოში, ხოლო 2018 წლის 01 ივლისს მათი საცხხოვრებელი სახლის ეზოში მოვიდნენ გარემოს დაცცის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც აღმოაჩინეს მრგვალი ხე-ტყე, გარბილი და ე.წ. ,,სახერხი დანადგარი“, რაზეც ი-----–ი ლ------ემ განუცხადა რომ პაპამისის ეზოში ნანახი ხერხი, მორი და გარბილი წარმოადგენდა მის საკუთრებას და მან ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერად მოპოვების და სახერხი დანადგარის კანონიერად რეგისტრაციის დოკუმენტები. სწორედ იმ დროს გახდა მისთვის ცნობილი, რომ ი-----–ი ლ------ეს რეგისტრაციის წესების გარეშე უკანონოდ ჰქონდა სახერხი დანადგარი და მისი და პაპამისის გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში დამინტაჟებული. აღნიშნავს, რომ როდესაც ი-----–ი მივიდა და უთხრა, რომ უნდოდა დაემონტჟებინა სახერხი დანადგარი, მან იცოდა აღნიშნული სახერხი დანადგარის დამონტაჟება იყო კანონით დასჯადი, თუმცა მან უთხრა, რომ სახერხ დანადგარზე გააჩნდა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ამიტომ ნ-----რმა და პაპამისმა გ------–ი ო-----------ემ უარი არ უთხრეს ი-----–ის და ნ-----რი თავად მიეხმარა მას, არომ დაემონტაჟებინა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში სახერხი დანადგარი. აღნიშნავს, რომ ის და მისი მეუღლე რამდენიმე დღე წასულები იყვნენ ქ.თ---–--–- პირად საქმეზე, სწორედ იმ დღეს როდესაც ის წასული იყო, ი-----–ი ლ------ემ სწორედ მაშინ მიიტანა ხის მრგვალი მორები, რომლებიც დაჭრილი იყო სამი მეტრის სიგრძეზე და მან დაყარა მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სახერხი დანადგარის ეზოში სახერხი დანადგარის გვერდით.

 

ბ---კ გ------–---ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 11 ივლისს მის თანამშრომელთან ზ------ დათუნიშვილთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა მორიგ შემოვლაზე ბ----------- რაიონ სოფელ ჭო------ში, როცა მათ მიერ გადამოწმებული იქნა სოფელ ჭო------ში მცხოვრები მოქალაქე გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზო, აღმოჩნდა რომ სახლის ეზოში დამონტაჟებული იყო სახერხი დანადგარი ე.წ. ,,ლენტური ხერხი“ და იქვე აღმოჩენილი იქნა 30 ცალი 3 მეტრი სიგრძის წიწვოვანი ჯიშის არამარკირებული მორი, აგრეთვე ხის გადამუშავების მეორადი პროდუქტი ,,გარბილი“ საერთო მოცულობით 1,3 მეტრ კუბი. როგორც გაირკვა აღნიშნული სახერხი დანადგარი მრგვალი მორი და ე.წ. ,,გარბილი“ ეკუთვნ----- იქვე გ------–ი ო-----------ის მეზობლად მცხოვრებ ი-----–ი ლ------ეს. მათ მოთხოვნაზე წარმოედგინა მას ხე-ტყის კანონიერად მოპოვების და სახერხი დანადგარის კანონიერად რეგისტრაციის დოკუმენტები, ი-----–ი ლ------ემ შესაბამისი საბუთები ვერ წარმოადგინა. მათ მიერ შედგა შესაბამისი აქტები და ადგილიდან ამოღებული იქნა სახერხი დანადგარი, რომელიც დაილუქა N 3666015 ლუქით და გადატანილი იქნა ქალაქ ახ--––---–- ფინანსთა მომასხურების სააგენტოს სასაწყობე ტერიტორიაზე. სახერხი დანადგარის ლიანდაგი კი დასაწყობებული იქნა გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის სარდაფში და დაილუქა N 3666015 ლუქით, ხოლო რაც შეეხება აღმოჩენილ მრგვალ მორს, მორი მათ მიერ აზომილი იქნა და წიწვოვანი ჯიშის (ფიჭვის) წვრილ თავზე გადანაჭრელების დიამეტრებმა შეადგინა შემდეგი: 23 სმ, 22 სმ, 25 სმ, 28 სმ, 25 სმ-ი, 25 სმ, 26სმ, 29 სმ,-ი, ხოლო (ნაძვის) დიამეტრებმა შეადგინეს 21სმ, 21სმ, 27სმ, 28სმ, 26სმ, 30სმ, 29სმ, 22სმ, 25სმ, 38სმ, 36სმ, 26სმ, 23სმ, 29სმ, 24სმ, 27სმ, 27სმ, 36სმ, 32სმ, 38სმ, 25სმ, 29სმ. იქვე მორებთან აღმოჩენილი ე.წ. ,,გარბილი“ იქნა აზომილი და სულ შეადგინა 1,30 მეტრ კუბი. აღნიშნავს, რომ გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილი ი-----–ი ლ------ის კუთვნილი ე.წ. ,,ლენტური ხერხი“ დამონტაჟებული იყო სპეციალურ რელსებზე, შედგებოდა ლითონის კარკასისაგან, რომელზეც დამონტაჟებული იყო ძრავი და სპეციალური ბორბლები, რომლებიც რეზინის რემენის საშუალებით მიერთებული იყო სახერხი დანადგარის ძრავზე. აგრეთვე სახერხ დანადგარს ჰქონდა სპეციალური ამწევი მარეგურირებელი მოწყობილობა. სახერხი დანადგარის ძრავაზე მიერთებული იყო ერთფაზიანი კაბელით გამოყვანილი ელექტროკვების წყარო, რომელიც ირთვებოდა ე.წ. ,,რუბილნიკის“ საშუალებით. სახერხი დანადგარი იყო გამართულ და მუშა მდგომარეობაში. მათ მიერ მოხდა აღნიშნულის ფოტო და ვიდეო გადაღება, რომელიც დაურთეს მოკვლეულ მასალებს.

 

თ---ზ გ-------–---–-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 11 ივლისს მისი თანამშრომლების ზ------ დ-------–---–-ს და ბ---კ გ------–---ს მიერ მორიგ შემოვლაზე ყოფნიასს ბ----------- რაიონ სოფელ ჭო------ში, გადამოწმებული იქნა სოფელ ჭო------ში მცხოვრები მოქალაქე გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზო, აღმოჩნდა რომ სახლის ეზოში დამონტაჟებული იყო სახერხი დანადგარი ე.წ. ,,ლენტური ხერხი“ და იქვე აღმოჩენილი იქნა 30 ცალი 3 მეტრი სიგრძის წიწვოვანი ჯიშის არამარკირებული მორი, აგრეთვე ხის გადამუშავების მეორადი პროდუქტი ,,გარბილი“ საერთო მოცულობით 1,3 მეტრ კუბი. როგორც გაირკვა აღნიშნული სახერხი დანადგარი მრგვალი მორი და ე.წ. ,,გარბილი“ ეკუთვნ----- იქვე გ------–ი ო-----------ის მეზობლად მცხოვრებ ი-----–ი ლ------ეს. მათ მოთხოვნაზე წარმოედგინა მას ხე-ტყის კანონიერად მოპოვების და სახერხი დანადგარის კანონიერად რეგისტრაციის დოკუმენტები, ი-----–ი ლ------ემ მათ თანამშრომლებს შესაბამისი საბუთები ვერ წარმოადგინა. მათ მიერ შედგა შესაბამისი აქტები და ადგილიდან ამოღებული იქნა სახერხი დანადგარი, რომელიც დაილუქა N 3666015 ლუქით და გადატანილი იქნა ქალაქ ახ--––---–- ფინანსთა მომასხურების სააგენტოს სასაწყობე ტერიტორიაზე. სახერხი დანადგარის ლიანდაგი კი დასაწყობებული იქნა გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის სარდაფში და დაილუქა N 3666015 ლუქით, ხოლო რაც შეეხება აღმოჩენილ მრგვალ მორს, მორი მათ მიერ აზომილი იქნა და წიწვოვანი ჯიშის (ფიჭვის) წვრილ თავზე გადანაჭრელების დიამეტრებმა შეადგინა შემდეგი: 23 სმ, 22 სმ, 25 სმ, 28 სმ, 25 სმ-ი, 25 სმ, 26სმ, 29 სმ,-ი, ხოლო (ნაძვის) დიამეტრებმა შეადგინეს 21სმ, 21სმ, 27სმ, 28სმ, 26სმ, 30სმ, 29სმ, 22სმ, 25სმ, 38სმ, 36სმ, 26სმ, 23სმ, 29სმ, 24სმ, 27სმ, 27სმ, 36სმ, 32სმ, 38სმ, 25სმ, 29სმ. იქვე მორებთან აღმოჩენილი ე.წ. ,,გარბილი“ იქნა აზომილი და სულ შეადგინა 1,30 მეტრ კუბი. აღნიშნავს, რომ გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილი ი-----–ი ლ------ის კუთვნილი ე.წ. ,,ლენტური ხერხი“ დამონტაჟებული იყო სპეციალურ რელსებზე, შედგებოდა ლითონის კარკასისაგან, რომელზეც დამონტაჟებული იყო ძრავი და სპეციალური ბორბლები, რომლებიც რეზინის რემენის საშუალებით მიერთებული იყო სახერხი დანადგარის ძრავზე. აგრეთვე სახერხ დანადგარს ჰქონდა სპეციალური ამწევი მარეგურირებელი მოწყობილობა. სახერხი დანადგარის ძრავაზე მიერთებული იყო ერთფაზიანი კაბელით გამოყვანილი ელექტროკვების წყარო, რომელიც ირთვებოდა ე.წ. ,,რუბილნიკის“ საშუალებით. სახერხი დანადგარი იყო გამართულ და მუშა მდგომარეობაში. მათ მიერ მოხდა აღნიშნულის ფოტო და ვიდეო გადაღება, რომელიც დაურთეს მოკვლეულ მასალებს.

 

2018 წლის 03 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, ადგილზე შემოწმებული იქნა ი-----–ი ლ------ის ჩვენება, რის შემდეგაც მან პირველად მოყვა ბ----------- რაიონის სოფელ ჭო------ში მდებარე გ------–ი ო-----------ის სახლის უკან მდებარე გზაზე, სადაც უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული ხის გადამამუშავებელი დანადგარი ე.წ. ,,ლენტური ხერხი“მან მიუთითა ბ----------- რაიონის სოფელ ჭო------ში გ------–ი ო-----------ის სახლის უკან მდებარე გზაზე, სადაც 2018 წლის 01 ივლისს ნ-----რი ო-----------ის დახმარებით დაამონტაჟა ზემოთ აღნიშნული სახერხი დანადგარი, შემდეგ მიუთითა გ------–ი ო-----------ს საცხოვრებელი სახლიდან გასასვლელ მხარეს ის ადგილი, სადაც დასაწყობებული მის მიერვე ტყიდან მოტანილი ხის წიწვიანი 3 მეტრი სიგრძის სხვადასხვა დიამტრის მორები, შემდეგ ი-----–ი ლ------ე მიუთითა კვლავ გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს იმ ადგილზე, სადაც აწყვია ხის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი ე.წ. ,,გარბილი“, მანვე მიუთითა სახლის სარდაფზე, სადაც განთავსებულია გარემოს დაცვის სამსახურის ლუქით დალუქული სახერხი დანადგარის ლიანდაგი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე სახის ნივთმტკიცება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

2018 წლის 10 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, ადგილზე შემოწმდა ნ-----რი ო-----------ის მიერ მიცემული ჩვენება, მან მიუთითა ბ----------- რაიონის სოფელ ჭო------ში მდებარე მისი პაპის გ------–ი ო-----------ის სახლის უკან მდებარე გზაზე, სადაც ი-----–ი ლ------ეს უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული ხის გადამამუშავებელი დანადგარი ე.წ. ,,ლენტური ხერხი“, მიუთითა იმ ადგილს, სადაც 2018 წლის 01 ივლისს თავის მეგობარს ი-----–ი ლ------ეს დაეხმარა სახერხი დანადგარის დამონტაჟებაში. მან მიუთითა ასევე საცხოვრებელი სახლის სადაფზე, სადაც შენახულია 32/1 ლუქი დალუქული სახერხი დანადგარის ლიანდაგი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე სახის ნივთმტკიცება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

2018 წლის 08 ოქტომბრის სასამართლო ექსპერტიზის N006-----8 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,1) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანადგარი წარმოადგენს ე.წ. ლენტურ ხერხს.

2) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ბ----------- რაიონის სოფელ ჭო------ში, მოქ. გ------–ი ო-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოსი დამონტაჟებული ლენტური ხერხის დანადგარი დემონტირებამდე იყო მუშა მდგომარეობაში და ვარგისი იყო გამოსაყენებლად.

 

2018 წლის 26 დეკემბრის სასამართლო ექსპერტიზის N00890---8 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,1. ქალაქ ახ--––---–-, ფინანსთა მომსახურების სააგენტოს სასაწყობე ტერიტორიაზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამასალე ხის მორების მოცულობა (მკვრივ განზომილებაში) შეადგენს 6,42მ კუბს.

2. ექსპერტის მიერ ვერ იქნა დადგენლი ქ.ახ--––---–-, ფინანსთა მომსახურების სააგენტოს სასაწყობე ტერიტორიაზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამასალე ხის მორების მოჭრის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა.

3. ქ.ახ--––---–-, ფინანსთა მომსახურების სააგენტოს სასაწყობე ტერიტორიაზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამასალე მორების საბაზრო ღირებულება 2018 წლის 11 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 1605 ლარს.

4. ქ.ახ--––---–-, ფინანსთა მომსახურების სააგენტოს სასაწყობე ტერიტორიაზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამასალე მორები დამზადებულია წიწვოვანი ჯიშის ხეებისგან.

 

სასამართლოს დასკვნა ი-----–ი ლ------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი-----–ი ლ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი-----–ი ლ------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ არის ნასამართლევი, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს მის აღიარებას.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ი-----–ი ლ------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა,სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ი-----–ი ლ------ე (პ/ნ 1----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 287-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 თვე და საბოლოოდ ი-----–ი ლ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით.

 

2. ი-----–ი ლ------ეს (პ/ნ 1----------- დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 1 წლისა და 3 თვის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 14 მარტიდან.

 

3. ბრალდებული ი-----–ი ლ------ე მოთავსებული იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

4. ბრალდებულის ეტაპირება დაევალოს შსს ბ----------- რაიონულ სამმართველოს.

 

5.ნივთიერი მტკიცებულება

30 ცალი 3 მეტრის სიგრძის მორი, 1,3მ ,,გარბილი“ და სახერხი დანადგარის ლიანდაგი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

ერთი ცალი სახერხი დანადგარი ე.წ.,,ლენტური ხერხი“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია