გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
330210118002276224
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2386-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - შპს “ბ-----ი“

წარმომადგენელი - დ------------------ე

მოპასუხე - ფ---------–-------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხე ფ---------–-------ეს მოსარჩელე შპს „ბ-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 19 აგვისტოს # 8--- და 2015 წლის 1 ოქტომბრის #8--- სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2000 აშშ დოლარის გადახდა;

 

(მოსარჩელემ 2018 წლის 21 იანვარს გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოთხოვნა დააზუსტა და 2670 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა - 2000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მტკიცებულება: 26.01.2018 წლის სარჩელი; 21.01.2019 წლის სხდომის ოქმი)

 

1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი წეირილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განამრტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი, ვიანიდან მოსარჩელეს შეეძლო ავტომანქანის რეალიზაცია მოეხდინა უფრო მაღალ ფასად, რაც გამორიცხავდა მოპასუხის დავალიანებას.

 

(მტკიცებულება: 16.02.2018 წლის შესაგებელი; 21.01.2019 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 19 აგვისტოს მოსარჩელე შპს „ბ-----სა“ და მოაპსუხე ფავიზ ლექვინაძეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ბ-----მა“ მოპასუხე დ---------–--------ს ასესხა 5 650 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. სესხის ყოველთვიური სარგებელი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 6%-ით, რაც შეადგენს 339 აშშ დოლარს თვეში. სესხის ხელშეკრულების 3.5 პუნქტით ასევე განისაზღვრა, რომ თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არცერთი მხარე არ გამოხატავდა ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს, მაშინ სასესხო ურთიერთობა მხარეთა შორის ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადითა და იმავე პირობებით. ფ---------–-------ე ჯეროვნად ასრულებდა ვალდებულებას სესხის პროცენტის ნაწილში და ხელშეკრულების თანახმად სესხის დაბრუნება 3 თვით გრძელდებოდა, აღნიშნული ვადის გაგრძელება მოხდა 5-ჯერ 2015 წლის 19 ნოემბრამდე, რის შემდეგედაც დასრულდა ხელშეკრულების ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება (# 8---);

- 2014 წლის 19 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოსარჩელე შპს „ბ-----სა“ და მოპასუხე ფ---------–-------ეს შორის 2014 წლის 19 აგვისტოს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება #8-, რომლის თანახმად 2014 წლის 19 აგვისტოს სესხის (#8---) უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ფ---------–-------ის კუთვნილი ავტომანქანა (მარკა/მოდელი B----- I) გამოშვების წელი - 2005, სახ.ნომერი I------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება (# 8---);

- 2014 წლის 19 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულება (# 8-);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2015 წლის 01 ოქტომბერს მოსარჩელე შპს „ბ-----სა“ და მოპასუხე ფ---------–-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #8---, რომლის თანახმად მოპასუხე ფ---------–-------ემ ისესხა 1020 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით 6%-ის დარიცხვით, ხელშეკრულების დამთავრების ვადა იყო 2016 წლის 01 იანვარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 01 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება (# 8---);

- 2014 წლის 01 ოქტომბრის სალაროს გასავლის ორდერი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2015 წლის 07 ოქტომბერს მოსარჩელემ აიღო გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძელზე აღმასრულებლის გაფრთხილების შედეგად, მოპასუხე ფ---------–-------ემ 2015 წლის 12 დეკემბერს ნებაყოფლობით წარადგინა დაგირავებული ავტომანქანა, რაზეც შედგა შესაბამისი „ავტომანქანის დათვალიერებისა და პირადი ნივთების გადაცემის აქტი“, აღნიშნულ აქტში მხარეთა მიერ დაფიქსირებულ იქნა, რომ ავტომანქანა მოპასუხემ წარადგინა დაზიანებულ მდგომარეობაში. შპს „ბ-----მა“ 2016 წლის 20 მაისსს მოახდინა ავტომანქანის რეალიზაცია 4000 აშშ დოლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გირავნობის მოწმობა;

- 2015 წლის 21 დეკემბრის ავტომანქანის დათვალიერებისა და პირადი ნივთების გადაცემის აქტი;

- 2016 წლის 20 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ფ---------–-------ემ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა. ავტომანქანის რეალიზაციის დროისთვის ორიველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება იყო: სესხის ძირითადი თანხა 5650 აშშ დოლარი და სარგებელი 339 აშშ დოლარი, მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 1020 აშშ დოლარი და სარგებელი-61,25 აშშ დოლარი. დაგირავებული ავტომანქანის რეალიზაციიდან დაიფარა სესხის ძირითადი თანხის 5650 აშშ დოლარიდან 4000 აშშ დოლარი და დარჩა დავალიანების ძირითადი თანხა - 1650 აშშ დოლარი (2014 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება) და ასევე, 2015 წლის 01 ოქტომბერის სესხის ხელშეკრულებიდან დაიფარა ძირითადი თანხა - 1020 აშშ დოლარი. საბოლოო ჯამში მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა - 2670 აშშ დოლარი. მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და 2670 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა 2000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება.

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სსსკ-ი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

მოპასუხემ სადაო გახადა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა, ვინაიდან მოსარჩელეს შეეძლო დაგირავებული ავტომანქანის რეალიზაცია 4000 აშშ დოლარის ნაცვლად მოეხდინა 6000 აშშ დოლარად, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (სესხის და გირავნობის ხელშეკრულებები, სალაროს გასავლის ორდერი, ნასყიდობის ხელშეკრულება )საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება (# 8---);

- 2014 წლის 19 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულება (# 8-);

- 2014 წლის 19 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერი;

- 2014 წლის 01 ოქტომბრის სალაროს გასავლის ორდერი;

- გირავნობის მოწმობა;

- 2015 წლის 21 დეკემბრის ავტომანქანის დათვალიერებისა და პირადი ნივთების გადაცემის აქტი;

- 2016 წლის 20 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-317-ე, 361-ე, 623-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოპასუხე ფ---------–-------ისათვის 2014 წლის 19 აგვისტოს # 8--- და 2015 წლის 1 ოქტომბრის #8--- სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ფ---------–-------ემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის 4%-ისა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 256.16 ლარი (206.16+50 ლარი).

 

სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოსამარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა - 670 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50.99 ლარი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს - 205.17 ლარის გადახდა;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ბ-----ი“-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხე ფ---------–-------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული თბილისი, ა--–--------------------------------------–------------ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0----------------------.) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ბ-----ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ფ---------–-------ეს მოსარჩელე შპს „ბ-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 19 აგვისტოს # 8--- და 2015 წლის 1 ოქტომბრის #8--- სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა;

3. მოპასუხე ფ---------–-------ეს მოსარჩელე შპს „ბ-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 205.17ლარის გადახდა;

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ბ-----ი“-ს დ------------------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50.99 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკი“-ს 0--------- წლის №0 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე