გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
140210016001651937
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210016001651937

საქმე № 2/1684-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - სს „კ------------ი“

წარმომადგენელი - გ------ი ა---–--–ი

მოპასუხე - ა--------ლ ქ----–-----ე

წარმომადგენელი - ვ-–ა ს-------–---–ი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე ა--------ლ ქ----–-----ეს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3583.20 ლარის გადახდა და ასევე მხარის მიერ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 17 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე ა--------ლ ქ----–-----ეს შორის გაფორმდა NWCC-ac040c6ddb ხელშეკრულება, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძელზე მსესხებელს გადაეცა ლოკალური განვადების ბარათი „მოსავლის ბარათი“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 3000 აშშ დოლარი, შემდეგი პირობებით: ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 2.52%, მოქმედების ვადა 48 თვე.

 

მსესხებელმა ბარათი გამოიყენა შემდეგნაირად:

1. 2016 წლის 19 მაისს მოსავლის ბარათით შეიძინა 430 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 20 მაისს წარმოიშვა სესხი LD1614100814, 443 ლარი, 5 თვის ვადით.

2. 2016 წლის 20 მაისს მოსავლის ბარათით შეიძინა 88 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 23 მაისს წარმოიშვა სესხი LD1614401592, 92.45 ლარი, 5 თვის ვადით.

3. 2016 წლის 22 მაისს მოსავლის ბარათით შეიძინა 150 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 23 მაისს წარმოიშვა სესხი LD1614401964, 156 ლარი, 5 თვის ვადით.

4. 2016 წლის 01 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 2819.60 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 02 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1615400596, 2892.09 ლარი, 5 თვის ვადით.

5. 2016 წლის 01 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 363.10 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 02 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1615400688, 374.18 ლარი, 5 თვის ვადით

6. 2016 წლის 02 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 840 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 03 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1615500736, 863 ლარი, 5 თვის ვადით.

7. 2016 წლის 03 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 105 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 06 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1615801372, 109.63 ლარი, 5 თვის ვადით.

8. 2016 წლის 14 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 492 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 15 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1616700503, 506.30 ლარი, 5 თვის ვადით;

9. 2016 წლის 20 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 168 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 21 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1617300569, 174.20 ლარი, 5 თვის ვადით;

10. 2016 წლის 03 ივლისს მოსავლის ბარათით შეიძინა 206 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 04 ივლისს წარმოიშვა სესხი LD1618600963, 212.90 ლარი, 5 თვის ვადით

11. 2016 წლის 07 ივლისს მოსავლის ბარათით შეიძინა 367.50 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 08 ივლისს წარმოიშვა სესხი LD1619000564, 378.44 ლარი, 5 თვის ვადით.

12. 2016 წლის 07 ივლისს მოსავლის ბარათით შეიძინა 180 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 08 ივლისს წარმოიშვა სესხი LD1619000623, 186.25 ლარი, 5 თვის ვადით.

მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. ა--------ლ ქ----–-----ის სახელზე 2016 წლის 17 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე 2016 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება შეადგენს სულ 7620.22 ლარს, მოსარჩელემ 27.01.2017 წელს სასამართლოს მომართა დაზუსტებული სარჩელით და მოთხოვნის ოდენობა გაზარდა 8234.73 ლარამდე, რაც მოსარჩემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე შეამცირა 3583.20 ლარამდე და მოითხოვა მისი მოპასუხეზე დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 2892 ლარის ნაწილში, ხოლო დანაჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 17 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე ა--------ლ ქ----–-----ეს შორის გაფორმდა NWCC-ac040c6ddb ხელშეკრულება, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძელზე მსესხებელს გადაეცა ლოკალური განვადების ბარათი „მოსავლის ბარათი“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 3000 აშშ დოლარი, შემდეგი პირობებით: ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 2.52%, მოქმედების ვადა 48 თვე.

 

3.1.2. 2016 წლის 09 სექტემბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ განიცადა რეორგანიზაცია და გარდაიქმნა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი დარჩა უცვლელი, ხოლო საქმის განხილვისას მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს "კ------------ი".

 

3.1.3 ა--------ლ ქ----–-----ემ ბართი გამოიყენა შემდეგნაირად :

-2016 წლის 19 მაისს მოსავლის ბარათით შეიძინა 430 ლარის ღირებულების ქციაზე 2016 წლის 20 მაისს წარმოიშვა სესხი LD1614100814, 443 ლარი, 5 თვის ვადით.

-2016 წლის 20 მაისს მოსავლის ბარათით შეიძინა 88 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 23 მაისს წარმოიშვა სესხი LD1614401592, 92.45 ლარი, 5 თვის ვადით.

- 2016 წლის 22 მაისს მოსავლის ბარათით შეიძინა 150 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 23 მაისს წარმოიშვა სესხი LD1614401964, 156 ლარი, 5 თვის ვადით.

 

-2016 წლის 01 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 2819.60 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 02 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1615400596, 2892.09 ლარი, 5 თვის ვადით.

 

-2016 წლის 01 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 363.10 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 02 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1615400688, 374.18 ლარი, 5 თვის ვადით

 

-2016 წლის 02 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 840 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 03 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1615500736, 863 ლარი, 5 თვის ვადით.

 

-2016 წლის 03 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 105 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 06 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1615801372, 109.63 ლარი, 5 თვის ვადით.

 

-2016 წლის 14 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 492 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 15 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1616700503, 506.30 ლარი, 5 თვის ვადით

 

-2016 წლის 20 ივნისს მოსავლის ბარათით შეიძინა 168 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 21 ივნისს წარმოიშვა სესხი LD1617300569, 174.20 ლარი, 5 თვის ვადით

 

-2016 წლის 03 ივლისს მოსავლის ბარათით შეიძინა 206 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 04 ივლისს წარმოიშვა სესხი LD1618600963, 212.90 ლარი, 5 თვის ვადით

 

-2016 წლის 07 ივლისს მოსავლის ბარათით შეიძინა 367.50 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 08 ივლისს წარმოიშვა სესხი LD1619000564, 378.44 ლარი, 5 თვის ვადით

 

-2016 წლის 07 ივლისს მოსავლის ბარათით შეიძინა 180 ლარის ღირებულების ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2016 წლის 08 ივლისს წარმოიშვა სესხი LD1619000623, 186.25 ლარი, 5 თვის ვადით

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2016 წლის ოქტომბრიდან, შესაბამისად მას დავალიანების სახით გადასახდელი აქვს 2892.09 ლარი სესხის ძირი თანხა, 173.52 ლარი მასზე დარიცხული პროცენტი, 50.13 ლარი - სიცოცხლის დაზღვევა და ჯარიმა 467.46 ლარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 420-ე, 429-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2016 წლის 17 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე ა--------ლ ქ----–-----ეს შორის გაფორმდა NWCC-ac040c6ddb ხელშეკრულება, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ და ამ ხელშეკრულების საფუძელზე მსესხებელს გადაეცა ლოკალური განვადების ბარათი „მოსავლის ბარათი“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 3000 აშშ დოლარი, შემდეგი პირობებით: ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - 2.52%, მოქმედების ვადა 48 თვე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.7. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სიცოცხლის დაზღვევა, რაზეც მოპასუხემ ნებაყოფლობით მოაწერა ხელი.

 

6.10 აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეებს, მათ შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერება სადავო არ გაუხდიათ, მოპასუხის მხრიდან სადავოა შესრულებული ვალდებულების ოდენობა.

 

მოპასუხის პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასაწრ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდენილია განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომელის კანონიერება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ამონაწერი ა--------ლ ქ----–-----ის ანგარიშიდან, რომლის თანახმადაც, მას პერიოდულად, გრაფიკის დარღვევის გამო ერიცხებოდა ჯარიმები, დღეის მდგომარეობითაც ვალდებულება შეუსრულებელია და კრედიტორის წინაშე მას გააჩნია დავალიანება - სესხის ძირი თანხა 2892.09 ლარი, მასზე დარიცხული პროცენტი 173.52 ლარი და სიცოცხლის დაზღვევა 50.13 ლარი .

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მისი პოზიციის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებები, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც მის მხარეზე იყო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სარჩელი მოპასუხის მიმართ ამ ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.11. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება -პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, რომლის ოდენობასაც სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში მიიჩნევს 200 ლარს და რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხასა და სარგებელთან ერთად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - სარჩელზე სულ 247.61 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე - 150 ლარი, ამასთან, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნის ოდენობა 4651.53 ლარით, ხოლო მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე 2892 ლარის ნაწილში.

 

7.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის, თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 247.61 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 226 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 13 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მასევე ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში უნდა ეთქვას უარი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გათალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს „კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ა--------ლ ქ----–-----ეს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს დავალიანების - 3315.75 (სამიათას სამას თხუთმეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის - გადახდა.

 

3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

 

4. მოსარჩელე სს „კ------------ს“ (ს/ნ 205232238) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 20 დეკემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 228.61 ლარიდან 226 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. მოპასუხე ა--------ლ ქ----–-----ეს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 13 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი თანხის-150 ლარის, ჯამში 163 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე