გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
330210118002657761
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/28574-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ ს---------------------–----------ო

წარმომადგენელი - ნ------- ნ---------ე, გ--------- ზ-----–-–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,ჯ-------ი’’

წარმომადგენელი - ნ-----–- ღ--------ე

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ჯ-------ს’’ სსიპ ს---------------------–----------ოს სასარგებლოდ 2018 წლის 27 მარტის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს 2250 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე შპს ,,ჯ-------ს’’ სსიპ ს---------------------–----------ოს სასარგებლოდ 2018 წლის 4 აპრილის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს 7274.40 ლარის გადახდა.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და შპს ,,ჯ-------ს’’ შორის 2018 წლის მანძილზე N----------- და N----------- ელექტრონული ტენდერების საფუძველზე, გაფორმდა N-------- და N-------- ხელშეკრულებები ვეტერინალური დანიშნულების ვაქცინების შესყიდვის მიზნით.

 

სსიპ ს---------------------–----------ოს არაერთი წერილობით შეტყობინების მიუხედავად, შპს ,,ჯ-------ი’’-ს მიერ არ შესრულდა სამუშაო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რის გამოც, კანონის შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულებების შეწყვეტის და შპს ,,ჯ-------ი’’-ს შესახებ ს----–-–------–----------------------სთვის კომპანიის “შავ სიაში” შეტანის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შესახებ.

 

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების 10.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 %-ის ოდენობით. ორივე ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 95244 ლარს (22500+72744), ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 9524,4 ლარს. შპს ,,ჯ-------ს’’ ეცნობა აღნიშნული პირგასამტეხლოს საკუთარი ინიციატივით გადახდის თაობაზე, მაგრამ მის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც მოსარჩელემ ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით მომართა სასამართლოს (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ჯ-------ი’’-ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ საქონლის მიუწოდებლობა არ იყო მათი ბრალეულობიდან გამომდინარე. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვია მომწოდებელი კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ. აღნიშნული საქონელი მიწოდებული უნდა ყოფილიყო რუსული კომპანიის მიერ, რომელმაც ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო სატენდერო პირობებით მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება აღნიშნული საქონელი სხვა კომპანიის ნაწარმოები მიეწოდებინა მხარისთვის, რამაც გამოიწვია ვალდებულების შეუსრულებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურებული ჰქონდათ შეთანხმებული ვაქცინის საფასური, მომწოდებელმა კომპანიამ არ გაითვალისწინა სარეგისტრაციო ვადები, მიმწოდებელს დროულად არ წარუდგინა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და საქონლის ნიმუშები. ვინაიდან აღნიშნული შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მესამე პირების ბრალეულობით და ამასთან, მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, მოპასუხემ მოითხოვა მისი შემცირებას.

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ 2018 წლის 27 მარტის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ცნო 1150 ლარის ნაწილში, ხოლო 2018 წლის 4 აპრილის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ცნო 3637.20 ლარის ნაწილში. (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის არსებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ შესრულდა და შპს ,,ჯ-------ი’’ მოხვდა „შავ სიაში“.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-გამარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 27 მარტს N----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა N-------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ ს---------------------–----------ოსთვის ცხვრის და თხის ყვავილის საწინააღმდეგო 150000 დოზა ვაქცინის (C----------) მიწოდება. მისაწოდებელი ვაქცინის რაოდენობა, მახასიათებლები და ერთეულის ღირებულება მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N--ში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 22500 ლარით.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი. 4.1 პუნქტის თანახმად 150000 დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის.

 

10.1 პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად მიწოდების შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო არაჯეროვნად მიწოდებული ვალდებულების 0.02 %-ის ოდენობით.

 

10.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.02 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

10.3 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 %-ის ოდენობით.

 

10.4 პუნქტის თანახმად თუ ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 1 %. შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება.

 

10.5 პუნქტის თანახმად პირგასამტეხლოების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.

 

ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 27 მარტს N-------- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-23)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2018 წლის 4 აპრილის N----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა N-------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა - 606.200 დოზა (C----------). თითოეულ ფლაკონში ვაქცინის დაფასოება არ უნდა აღემატებოდეს 50 დოზას. ვაქცინების მიწოდების პირობების აღწერა მითითებულია ტექნიკურ დავალებაში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შესასყიდი ვაქცინების რაოდენობა, მახასიათებლები და ერთეულის ღირებულება მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N--ში.

 

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 72744 ლარით.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი. 4.1 პუნქტის თანახმად 606.200 დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალიწინებულია პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის. 10.1 პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად მიწოდების შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო არაჯეროვნად მიწოდებული ვალდებულების 0.02 %-ის ოდენობით.

 

10.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.02 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

10.3 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 %-ის ოდენობით.

 

10.4 პუნქტის თანახმად თუ ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 1 %. შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება.

 

10.5 პუნქტის თანახმად პირგასამტეხლოების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.

 

ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 04 აპრილის N-------- ხელშეკრულება (ს.ფ. 24-30)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3 N-------- და N-------- ხელშეკრულებების 12.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

 

საქმეზე დადგენილად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მხარეთა შორის არსებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ შესრულდა და შპს ,,ჯ-------მა’’ დადგენილ ვადაში არ მოახდინა ვაქცინის მიწოდება მოსარჩელისთვის.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 21 ივნისის N------- წერილით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, დაირღვა საქონლის მიწოდების დადგენილი ვადები, კერძოდ, 150000 დოზა ვაქცინაზე ვადაგადაცილებამ 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 25 კალენდარული დღე, ს---------------------–----------ოს მიერ მოწვეულმა სპეციალურმა სხდომამ მიზანშეწონილად მიიჩნია და მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა შპს ,,ჯ-------თან’’ გაფორმებული N-------- ხელშეკრულება ხელშეკრულების 12.1 პუნქტის საფუძველზე, რადგან ვაქცინის რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები სცილდებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის საფუძველზე შპს ,,ჯ-------ი’’-ს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო 2250 ლარი.

 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 21 ივნისის N------- წერილით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, დაირღვა საქონლის მიწოდების დადგენილი ვადები, კერძოდ, 606200 დოზა ვაქცინაზე ვადაგადაცილებამ 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 17 კალენდარული დღე, ს---------------------–----------ოს მიერ მოწვეულმა სპეციალურმა სხდომამ მიზანშეწონილად მიიჩნია და მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა შპს ,,ჯ-------თან’’ გაფორმებული N-------- ხელშეკრულება ხელშეკრულების 12.1 პუნქტის საფუძველზე, რადგან ვაქცინის რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები სცილდებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის საფუძველზე შპს ,,ჯ-------ი’’-ს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო 7274.40 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 018 წლის 21 ივნისის N------- წერილი (ს.ფ. 37)

- 2018 წლის 21 ივნისის N------- წერილი (ს.ფ. 36)

- სხდომის ოქმი (ს.ფ. 31-33)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა - სსიპ ს---------------------–----------ოს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობდა ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს მოპასუხისთვის შესაბამისი ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, უნდა მიეწოდებინა ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგო, ასევე წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად. კერძოდ, საქმის მასალით დადგენილია,რომ 150000 დოზა ვაქცინაზე ვადაგადაცილებამ 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 25 კალენდარული დღე, ს---------------------–-------------მ შეწყვიტა შპს ,,ჯ-------თან’’ გაფორმებული N-------- ხელშეკრულება ხელშეკრულების 12.1 პუნქტის საფუძველზე, რადგან ვაქცინის რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები სცილდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის საფუძველზე შპს ,,ჯ-------ი’’-ს დაეკისრა პირგასამტეხლო 2250 ლარის ოდენობით.

 

ასევე დადგენილია, რომ 606200 დოზა ვაქცინაზე ვადაგადაცილებამ 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 17 კალენდარული დღე, ს---------------------–-------------მ შეწყვიტა შპს ,,ჯ-------თან’’ გაფორმებული N-------- ხელშეკრულება ხელშეკრულების 12.1 პუნქტის საფუძველზე, რადგან ვაქცინის რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები სცილდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის საფუძველზე შპს ,,ჯ-------ი’’-ს დაეკისრა პირგასამტეხლო 7274.40 ლარის ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ორივე ხელშეკრულებით წერილობითი ფორმით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და მათი დარიცხვის წესი. ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

მართალია სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 2018 წლის 27 მარტის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ცნო 1150 ლარის ნაწილში, ხოლო 2018 წლის 4 აპრილის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ცნო 3637.20 ლარის ნაწილში, მაგრამ

ამის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას 2018 წლის 27 მარტის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 900 ლარამდე (ხელშეკრულების ღირებულების 4%), ხოლო 2018 წლის 4 აპრილის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2909.76 ლარამდე (ხელშეკრულების ღირებულების 4%).

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 285.73 ლარიდან 114.29 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა კი - 171.44 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ ს---------------------–----------ოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ჯ-------ის“ (ს/კ N4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალების „O----------” (VIN:W----------------), სახელმწიფო სანომრე ნიშნით W-------- - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ ს---------------------–----------ოს სარჩელი შპს ,,ჯ-------ი’’-ს მიმართ, პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.3. მოპასუხე შპს ,,ჯ-------ს’’ სსიპ ს---------------------–----------ოს სასარგებლოდ 2018 წლის 27 მარტის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს 900 ლარის გადახდა.

1.4. მოპასუხე შპს ,,ჯ-------ს’’ სსიპ ს---------------------–----------ოს სასარგებლოდ 2018 წლის 4 აპრილის N-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს 2909.76 ლარის გადახდა.

2. მოსარჩელე სსიპ ს---------------------–----------ო’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ 1--------- წლის საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 285.73 ლარიდან 114.29 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 171.43 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხე შპს ,,ჯ-------ს’’ მოსარჩელე სსიპ ს---------------------–----------ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ ს---------------------–----------ოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ჯ-------ის“ (ს/კ N4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალების „O----------” (VIN:W----------------), სახელმწიფო სანომრე ნიშნით W-------- - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე