გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210018002332719
N 2/296-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 დეკემბერი 2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შპს ,,პ------–------- ა-------ის ბ-------“
(შპს ,,ო--–--- ფ------ის“ უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი ე---------- ს----–---–ი
მოპასუხე ნ---- მ----ე
წარმომადგენელი ლ---- ა-----ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ---- მ----ეს შპს ,,პ------–------- ა-------ის ბ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 500 ლარს, პროცენტი 90.91 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო 409.09 ლარს.
1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
შპს ,,ო--–--- ფ------სა“ და ნ---- მ----ეს შორის, 2015 წლის 13 ნოემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N83069566-2 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ნ---- მ----ეზე გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 31 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი 0.59 %, სესხის სრულად დაბრუნების თარიღი 2015 წლის 14 დეკემბერი, ვადის ბოლო დასაბრუნებელი თანხა 590.91 ლარი, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - დაგვიანებული თანხის 2.00 %. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის 14 დეკემბერს. მოგვიანებით მსესხებელმა გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დამატებითი ვადის პროცენტის თანხის გადახდის საფუძველზე, სესხის დაბრუნების თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 2016 წლის 04 ნოემბერი, თუმცა სესხის თანხა გამსესხებლისათვის დღემდე არ დაუბრუნებია, რის შედეგად, 2018 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 7587.69 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა 500 ლარი, პროცენტი - დღიური 0.59% ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თავდაპირველ ვადაზე - 90.91 ლარი, პირგასამტეხლო ერთჯერადი ჯარიმა ჯამში 150 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 2%-ის ოდენობით ვალდებულების დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6996.78 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი 500 ლარის და პროცენტის 90.91 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო იურიდიული მომსახურების საფასურის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო და იშუამდგომლა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ერთი წლით განაწილვადების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის დაიდო ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 500 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 31 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი 0.59 %, სესხის სრულად დაბრუნების თარიღი 2015 წლის 14 დეკემბერი, ვადის ბოლო დასაბრუნებელი თანხა 590.91 ლარი, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა: ორ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - დაგვიანებული თანხის 2.00 %.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, საგადახდო ისტორიით.
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შემცირებული პირგასამტეხლო შეადგენს 409.09 ლარს, რაც შეუსაბამოდ მაღალია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „პ------–------- ა-------ის ბ-------ს“ (შპს ,,ო--–--- ფ------ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი ნ---- მ----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე ნ---- მ----ეს, შპს „პ------–------- ა-------ის ბ-------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 640.91 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 90.91 ლარი, პირგასამტეხლო 50 ლარი) გადახდა.
საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დადგინდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს ეტაპობრივად, 2019 წლის 31 იანვრიდან - 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ჯამში 640.91 ლარის გადახდით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ შპს ,,ო--–--- ფ------სა“ და ნ---- მ----ეს შორის, 2015 წლის 13 ნოემბერს, ელექტრონული ფორმით დაიდო N83069566-2 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ნ---- მ----ეზე გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ძირი თანხის - 500 ლარის და პროცენტის 90.91 ლარის დაკისრების ნაწილში, შპს ,,პ------–------- ა-------ის ბ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ უარყოფენ, რომ მხარეთა შორის დაიდო ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 500 ლარის ოდენობით, სესხის ვადა 31 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი 0.59 %.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ნ---- მ----ე მოსარჩელის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს და ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე პროცენტის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
რაც შეეხება დარიცხულ პირგასამტეხლოს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ 3.2.1. ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, დაადგინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, იგი უნდა შემცირდეს. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს 409.09 ლარის დაკისრება, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 50 ლარამდე. შესაბამისად, მოპასუხე ნ---- მ----ეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 409.09 ლარის ოდენობით.
საქართველო საპროცესო სამოქალაქო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, სამ თვემდე ვადით, გადადოს, ან 1 წლამდე ვადით გაანწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. აღნიშნული ნორმა, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე და მათი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად, ერთჯერადად, სამი თვემდე ვადით გადადოს, ან ერთ წლამდე ვადით განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს აღსრულების საშუალება და წესი, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტურ გარემოებას, ან მიუთითებს თავის მძიმე ფინანასურ მდგომარეობაზე, რაც სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენებას.
საგულისხმოა, რომ მითითებული ღონისძიებების დაშვებით, კანონმდებელი ხელს უწყობს მხარეს, ნებაყოფლობით აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის მოთხოვნას, თუ ეს უკანასკნელი, აღსრულების გადავადება, განაწილვადება, საშუალების თუ წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას, რეალურად დაეხმარება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ---- მ----ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჭიროებდა დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად. მან სასამართლოს დაუდასტურა, რომ ერთი წლის ვადაში, ეტაპობრივად, შეძლებდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების სრულად შესრულებას და იშუამდგომლა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ერთი წლით განაწილვადების თაობაზე.
სასამართლო, საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, მხედველობაში იღებს მხარის მიერ შესასრულებელ სხვა ვალდებულებებს, ასევე მოპასუხის მზაობას, გადაიხადოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება სასამრთლოს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების პირობებში და მიიჩნევს რომ მოპასუხე ნ---- მ----ის შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების ეტაპობრივი აღსრულება, 2019 წლის 31 იანვრიდან - 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ჯამში 640.91 ლარის გადახდით.
სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს დაუბრუნდეს შპს „ო--–--- ფ------ის“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 20.02.2018 წ. საგადასახადო დავალება N130) 29.55 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 0.25 ლარის გადახდა, ხოლო 20.45 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „პ------–------- ა-------ის ბ-------ს“ (შპს ,,ო--–--- ფ------ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი ნ---- მ----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ნ---- მ----ეს, შპს „პ------–------- ა-------ის ბ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 640.91 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 90.91 ლარი, პირგასამტეხლო 50 ლარი) გადახდა.
3. საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგინდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს ეტაპობრივად, 2019 წლის 31 იანვრიდან - 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ჯამში 640.91 ლარის გადახდით.
4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს შპს „ო--–--- ფ------ის“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 20.02.2018 წ. საგადასახადო დავალება N130) 29.55 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 0.25 ლარის გადახდა, ხოლო 20.45 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
5. სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ და დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით
7. გადაწყვეტილება არ საჩივრდება
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე