განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
330100118002682585
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1------------–------- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ---------------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ი------------

 

ბრალდებული - კ-------------------- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1--------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული თბილისში, ა--–-------–----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, დ-----------------ში, ამჟამად პატიმარი

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

სხდომის სახე - ღია

 

სასამართლომ დაადგინა:

 

კ-------------------- და ხ------------------ 1988 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 20---–--–ს ისინი განქორწინდნენ, თუმცა აგრძელებდნენ თანაცხოვრებას.

 

2013 წლიდან კ-------------------- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხ------------------ და ამცირებდა მას. მათ შორის, ასეთი ქმედება მის მიმართ განახორციელა 2----–-–----- სექტემბერს, დილით, თბილისში, დ-----------------ში მდებარე, მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს. კ--------------------ს ქმედებებმა გამოიწვია ხ------------------ს ტანჯვა.

 

იმავე დღეს, 2----–-–----- სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკების დროს, კ-------------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ------------------, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

ა) სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება

 

დაზარალებულ ხ------------------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 1988 წლის 7 ნოემბერს დაქორწინდა კ----------------------, რომელთანაც ოფიციალურად განქორწინდა 20---–--–ს, თუმცა ბოლო 15 წელი საერთოს ვეღარ ნახულობდნენ ურთიერთობაში. მეუღლე 8 წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ თვითონ შესთავაზა კ-------------------- მათთან საცხოვრებლად გადასვლა, მამამთილის სახლში, რადგან ორი ბიჭი ჰყავთ და თვლიდა, კარგი იქნებოდა, თუ შვილებს მამა გვერდით ეყოლებოდათ. მეუღლე მთელი დღე გარეთ იყო, მეგობრების გარდა არაფერი აინტერესებდა, მეგობრობდა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად რაღაც ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ბოლო დროს ძალიან არაადეკვატური გახდა, მთელი ღამე ტელეფონზე ლაპარაკობდა, არ აძლევდა მათ დაძინების საშუალებას, უბრალო, მისთვის არასასურველ საუბარზე ღიზიანდებოდა და აგრესიული ხდებოდა, შეეძლო, ისეთი რამ ეთქვა, უცებ გამოეყვანა მდგომარეობიდან, სხვებთან კი ისე იქცეოდა, თითქოს კარგი და მზრუნველი ადამიანი იყო, სინამდვილეში მუდმივად სტრესის ქვეშ ჰყავდა ოჯახი - შვილები და განსაკუთრებით მეუღლე. ყოფილი ქმრისგან ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი ოთხჯერ გახდა, ერთხელ ტვინის შერყევაც ჰქონდა. 2--- წლის ზაფხულის პერიოდში იყო შემთხვევა, როდესაც შელაპარაკდნენ და დაარტყა, კუჭზე შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოშიც მოხვდა. არცერთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს. ბოლოს კამათი მოუვიდათ ავტომანქანაზე. ყოფილი მეუღლის თხოვნის საფუძველზე დალომბარდებული ჰქონდა მანქანა. გვიან გაიგო, რომ ბოლო 3 თვე პროცენტებს არ იხდიდა და ამ თემაზე შელაპარაკდნენ. 2--- წლის სექტემბრის შუა რიცხვები იყო, დილის საათები, 10-ის ნახევარი ან უფრო ადრე. კამათის დროს კ-------------------- გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ხელი მოუქნია და მუშტი დაარტყა მარცხენა წარბის არეში, განიცადა ტკივილი და წვა, ინერციით მიბრუნდა და მარცხენა ფეხი მიარტყა. მათ კონფლიქტში შვილი ლ-–-------------- ჩაერია, რა დროსაც ხელი თუ ფეხი მოხვდა მინას და ჩაიმსხვრა.

 

დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამომხატველია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, რომ ყოფილი ქმრის - კ--------------------ს მხრიდან მუდმივი შეურაცხყოფისა და სტრესის გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ამასთან, დაზარალებულის ჩვენებიდან გამოიკვეთა, რომ კ--------------------ს შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო დაძაბული იყო შვილების ფაქტორიდან გამომდინარეც, რადგან არ უნდოდა, შვილებს გაეგო მათი მძიმე ურთიერთობა, სწორედ ეს იყო ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ხ------------------ არ მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს. ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი გარემოებების არსებობა იკვეთება დაზარალებულის დის - ნ-------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმითაც, რაც დაცვის მხარეს სადავო არ გაუხდია.

 

მოწმე ნ-------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მის დას - ხ------------------ მეუღლე კ-------------------- წლების განმავლობაში აყენებდა ცუდ მდგომარეობაში, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. იყო შემთხვევები, როდესაც ხ----- სახლიდან იყო წამოსული კ---ს ძალადობის გამო. ფიზიკური დაზიანებითაც უნახავს და, რომელსაც ორივე თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. 2----–-–----- სექტემბერს კ-------------------- დააკავეს ოჯახური ძალადობის გამო, რადგან, როგორც გაიგო, მის დას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კ-------------------- სისტემატურად ძალადობდა ხ-----ზე სიტყვიერად და ფსიქოლოგიურად, რისგანაც ის ძალიან იტანჯებოდა, ასევე, ცდილობდა კონფლიქტში არ ჩაერია შვილები, რადგან შეიძლებოდა ამ ამბავს ტრაგედია მოჰყოლოდა. ამის გამო არ ახმაურებდა ოჯახში არსებულ მდგომარეობას და არ იძახებდა პოლიციას.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ხ------------------ კ--------------------ს მხრიდან განხორციელებული ქმედების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ ხ------------------ს საუბრის მანერა, ინტონაცია გამოხატავს განხიბვლას, იმედგაცრუებას. მოგვითხრობს ოჯახში არსებულ სიტუაციაზე, მეუღლის ქცევის და ხასიათობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე კონლიქტებზე, აღწერს მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებს. გამოთქვამს მოსაზრებას ურთიერთობის კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველი განვითარების შესაძლებლობის შესახებ. საუბრისას ცრემლიანობს. მაღალი ემოციური ჩართულობა თხრობის თანმიმდევრულობას არ არღვევს. აწეულია მგრძნობელობა კრიტიკული შენიშვნების მიმართ. ვლინდება მტკივნეული თავმოყვარეობა, სოციალური პრესტიჟის მნიშვნელოვნება, თვითპატივისცემის, გარემომცველთა პატივისცემის მოთხოვნილებები. შეფასების პერიოდისთვის ვლინდება პასიური პროტესტის პოზიცია, მდგომარეობის არამდგრადობა, ემოციურ-ვეგეტატიური ტონუსის დაუბალანსებლობა, დაუკმაყოფილებლობა, პროტესტი შექმნილი გარემოების მიმართ, გუნება-განწყობის დაწეული ტონი, პროტესტის რეაქცია, მიუღებელი, აუტანელი სიტუაციის გადაჭრის მოთხოვნილება და მისი გადაუწყვეტადობის შეგრძნება, გააზრებული კონტროლი ირაციონალურ ქცევით რეაქციებზე. გარედან რეაგირების გარეშე დარჩენილი კონფლიქტური მოტივების თანაარსებობა იწვევს ემოციურ დაძაბულობას, რაც შესაძლოა გამოვლინდეს ცუდი თვითგრძნობის, ვეგეტატიური დისბალანსის სახით. გამოხატულია შინაგანი შფოთვა, დაურწმუნებლობა, ფიზიკური გადაძაბვის შეგრძნება, შიში, გამძაფრებული იჭვნეულობა, დისკომფორტი, დასვენების, განტვირთვის მოთხოვნილებები. ვლინდება იზოლირებულობის, მარტოობის შეგრძნება, განცდათა სიმძაფრე, კონცენტრირება საკუთარ პრობლემებზე, მოწყვლადობა. ბლოკირებულია თვითრეალიზაციის მოთხოვნილება. ვლინდება დისტრესი, შფოთვა, მოუსვენრობა. აღიარების მოთხოვნილება და თვითგამოვლენის მაღალი ხარისხი წინააღმდეგობასთან შეხებისას იცვლება დაურწმუნებლობით წარმატების მიღწევის შესაძლებლობაში. ვლინდება კონფლიქტის რეალური მიზეზების განდევნა. საკუთარ თავს მოიაზრებს თავისივე მიმნდობლობის მსხვერპლად. აწეულია მგრძნობელობა კრიტიკული შენიშვნების მიმართ. სთენიურია დამოუკიდებლობის დაცვისას, პოზიციის გამყარების მცდელობისას. დაუკმაყოფილებლობა, უპერსპექტივობის განცდა, საფრთხის შეგრძნება, მტკივნეული თავმოყვარეობა იწვევს მოუსვენრობას. პოზიციას იცავს მომთხოვნელობით გარემომცველთა მიმართ, სიჯიუტით, დაპირისპირებით გარემოებებთან. განხიბვლა და მომავლის შიში ქმნის შფოთვით ფონს. ვლინდება გადაღლა, ძლიერი გარე გამღიზიანებლის აუტანლობა. კონფლიქტის არიდების, ჰარმონიული ურთიერთობების, კეთილგანწყობის, მტკივნეული თავმოყვარეობის განცდისგან გათავისუფლების, უსაფრთხოების მოთხოვნილებები ამძაფრებს თვითკონტროლს. პროტესტის გამოვლენის ფორმა - ქცევა, გამონათქვამები, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. შესაძლოა იმპულსური, დესტრუქციული ქცევის გამოვლენა. შიში, უპერსპექტივობა, პიროვნული პოზიციის დაკარგვის შეგრძნება, თვითგვემა შენიღბულია ხაზგასმული გულგრილობით. ვლინდება გადაღლა, უმწეობის, დაუცველობის განცდა, აღიარების, თანაგრძნობის დაკარგვის შეგრძნება მნიშვნელოვან გარემომცველთა მხრიდან. მოტივაციის სფეროში აქტუალურია შიშის, დაძაბულობისგან გათავისუფლების პოზიციის გამყარების, სიმშვიდის, უსაფრთხოების, დასვენების, განტვირთვის მოთხოვნილებები. შფოთვის დონის მაჩვენებელი მზარდია (3-6).

 

აღნიშნული დასკვნის შინაარსი და სისწორე საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–--, რომელმაც განმარტა, რომ კვლევისას ხ------------------ ჩაუტარდა ტესტირება როგორც პიროვნული მახასიათებლების გამოსაკვლევად, ისე - ფსიქიკურად საკვლევად. იმისათვის, რომ ეჭვქვეშ არ დამდგარიყო გადმოცემული ინფორმაციის სისწორე, შეისწავლა სისხლის სამართლის საქმეც და ამ სამი კომპონენტის შეჯერებით მივიდა დასკვნამდე, რომ ხ------------------ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას კ--------------------ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ხ------------------ ჰქონდა დათრგუნულობის მდგომარეობა, დისტრესი, როცა სტრესთან გამკლავების უნარი აღარ აქვს ადამიანს და არ იცის, რას მიმართოს, მოწყვლადობა, სისტემატურად განხორციელებული ერთიდაიგივე ტიპის ქმედების მოლოდინი, საფრთხის შეგრძნება. ამ შემთხვევაში სპეციფიკური იყო ისიც, რომ ჰქონდა უარესის განვითარების შესაძლებლობის საფრთხე და განიცდიდა, რომ შვილები არ ჩართულიყვნენ კონფლიქტურ სიტუაციაში, რაც ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობასაც ამძაფრებს. რათა გამორიცხულიყო გადმოცემული ინფორმაციის სიმცდარე, ჩატარდა სააზროვნო პროცესის, მეხსიერების, ყურადღების საკვლევი ტესტიც. ლუშერის ტესტი ფსიქოემოციური მდგომარეობის პიროვნული მახასიათებლის განსასაზღვრადაა და არის იმ წუთის ემოციური მდგომარეობის საკვლევი ტესტი. ამ დროს ვლინდება საფრთხის შეგრძნება კონფლიქტის მოსალოდნელი განვითარების მიმართ. ამასთან, ვინაიდან ხ------------------ ბ----- დირექტორია და არ სურს, აჩვენოს თავისი ემოციური მდგომარეობა, აქვს სტერეოტიპული თავის დაჭერის მანერა, თუმცა გასაუბრების პროცესში ცრემლიანობდა, შეინიშნებოდა მისი ემოციური ლაბილობა, საფრთხის შეგრძნება, ვეგეტატიური გამოვლინებები. შეეძლო შესულიყო კონტაქტში, ისევ დაეწყო და დაემთავრებინა საუბარი იმ გარემოებებზე. ეს ბუნებრივია, როდესაც ასეთ მძიმე თემებზე უხდება ადამიანს საუბარი, მისი ემოციური ფონი აბსოლუტურად ადეკვატურად მიჰყვა ემოციურ გამღიაზიანებელზე. ასეთი ტიპის ქმედება, რასაც ხ------------------ განიცდიდა, ფასდება ფსიქოლოგიური ტანჯვის გამომწვევ ქმედებად. თანხვედრა იყო გამოკითხვის ოქმსა და გამოსაკვლევ პირთან პირადი შეხვედრისას გადმოცემული ინფორმაციის შინაარსს შორის, მონაყოლი აბსოლუტურად თანხვედრაში იყო მის ემოციებთან და არანაირად არ იყო ეს მონაგონი ემოცია. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ფსიქოემოციური პორტრეტის განსაზღვრა დაზარალებულის მიმართ პირდაპირაა დაკავშირებული კ--------------------ს მისდამი ქცევასა და დამოკიდებულებასთან.

 

სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა ხ----- ბ------------ განმარტა, თუ რამ მიიყვანა ის 20---–--–ს განქორწინების გადაწყვეტილებამდე, რომ ქმარს ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ, აყენებდა შეურაცხყოფას, ნებისმიერ დროს, უმნიშვნელო, მისთვის არასასურველი საუბრისას გამოდიოდა მწყობრიდან და გადადიოდა აგრესიაზე. დაზარალებულმა აღწერა, რომ ბოლო პერიოდში სამჯერ მოხდა მის მიმართ კ--------------------ს მხრიდან ამგვარი ძალადობრივი ქმედების გამოვლინება. დაზარალებულის ჩვენება ემთხვევა მოწმე ნ-------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმში გადმოცემულ ინფორმაციას, რომ მიუხედავად ხ------------------ს მიმართ ქმრის მხრიდან სისტემატურად გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებებისა, არა მარტო არ მიმართავდა პოლიციას, ცდილობდა, შვილებსაც არ გაეგოთ, რომ არ დაეძაბა მათ შორის ურთიერთობა და თავიდან აეცილებინა უფრო დიდი კონფლიქტი. ნ-------------–-–---–-სთვის, ასევე, ცნობილი იყო დასა და კ-------------------- შორის ბოლო დროს არსებული დაძაბულობის შესახებ. ყოფილი ქმრის მიერ დაზარალებულის მიმართ მკვეთრად გამოვლენილი აგრესიის მეოთხე შემთხვევა იყო 2----–-–----- სექტემბერს, როდესაც, ის ფაქტი, რომ ხ------------------ს ავტომანქანა დალომბარდებული ჰქონდა ყოფილ ქმარს და არ იხდიდა პროცენტებს, გახდა მათ შორის კამათისა და დაპირისპირების საფუძველი, ხ------------------ს მხრიდან აზრის გამოთქმის გამო.

 

კ--------------------ს ძალადობრივი დამოკიდებულების თაობაზე, გარდა მოწმეთა მიერ გადმოცემული ინფორმაციისა, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია შემაკავებელი ორდერის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ ხ------------------ს შეურაცხყოფა კ--------------------ს მხრიდან ხორციელდება წელიწადში ოთხჯერ მაინც.

 

2----–-–----- სექტემბერს კ--------------------ს წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოიცა ყოფილი მეუღლის - ხ------------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.

 

ამავე ორდერის ოქმით, სავარაუდო მსხვერპლის - ხ------------------ს მიმართ ყოფილი მეუღლის - კ--------------------ს მიერ, ბ---------------ში, ოჯახში მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, კ------- ბ------------ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც წელიწადში ოთხჯერ მაინც ჰქონდა ადგილი, თუმცა მსხვერპლს აღნიშნულის თაობაზე აქამდე არ განუცხადებია.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2----–-–----- სექტემბერს კ--------------------ა და ხ------------------ შორის დაპირისპირებაზე მიუთითებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც, ბ---------------ში, მე-2 სართულზე მდებარე სახლში, მისაღებ ოთახში კარს აქვს დაზიანება და მინა არის გაბზარული.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის ჩვენებაზე, რომელთა მიხედვითაც, ხ----- ბ------------ან კონფლიქტური მოტივების თანაარსებობა იწვევს ემოციურ დაძაბულობას, რაც შესაძლოა გამოვლინდეს ცუდი თვითგრძნობის, ვეგეტატიური დისბალანსის სახით. ასევე, მოწყვლადობა, უპერსპექტივობის განცდა და უარესის განვითარების მუდმივი შიში, შფოთვის მზარდი დონე და უპერსპექტივობა, ერთობლიობაში დაკავშირებულია კ------- ბ------------ან. ამასთან, ექსპერტმა განაცხადა, რომ ყოველივეს ამძაფრებს შიში შვილების კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით და მისი სტატუსი საზოგადოებაში, რომ არ უნდა აჩვენოს თავისი ემოციური მდგომარეობა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ ხ------------------სგან მიღებული ინფორმაცია, მის მიმართ ჩატარებული სხვადასხვა სახის ტესტი და მისი გამოკითხვის ოქმი, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და დაზარალებულის ემოცია არანაირად არ არის მონაგონი.

შესაბამისად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ--------------------ს მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ქმედებებს აქვს სისტემატური ხასიათი, რამაც გამოიწვია ხ------------------ს ტანჯვა.

 

ბ) ძალადობა

 

გარდა სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისა, კ--------------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება მოიცავს მის მიერ ხ------------------ს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასაც, რასაც სასამართლო არ ეთანხმება, რამდენადაც უტყუარად ვერ დადასტურდა გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

უდავოდ ცნობილი, თ---–---------------------------–---------------------–---------------------------------------------------–----–-- პატრულ-ინსპექტორების - ბ------------–---–---------–-–---------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, 2----–-–----- სექტემბერს, რადიოსადგურ ,,ც--------‘‘ გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდნენ თბილისში, ბ---------------ში. სახლში დახვდათ ცოლ-ქმარი ხ----- და კ------- ბ-------------. ხ----- ბ------------ განაცხადა, რომ კონფლიქტის დროს მეუღლემ მის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. გაესაუბრნენ მეუღლესაც, რომელმაც განაცხადა, რომ ხ----- ბ------------ან მოუხდა მცირე ოჯახური კონფლიქტი, ამასთან, არ დაადასტურა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ფაქტი, რომ 2----–-–----- სექტემბერს კ------- ბ------------ ფიზიკურად იძალადა ხ----- ბ------------ე, არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა. წარდგენილი ბრალის ამ ეპიზოდთან მიმართებით სასამართლოს აქვს შემთხვევის დროს ბ---------------ში გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები, რომლებიც არ გამხდარან ფაქტის შემსწრენი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც არცერთი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომ კ------- ბ------------ მუშტი დაარტყა ხ------------------.

 

მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ხ------------------ს სხეულზე არსებული დაზიანების თაობაზე, თუმცა აღნიშნული დაზიანება არ არის გამოწვეული კ--------------------ს დარტყმით, რამდენადაც, თავად დაზარალებულის ჩვენებით, ბარძაყზე არსებული დაზიანება გამოწვეული იყო შებრუნების დროს ფეხის მირტყმით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, 2--- წლის 20 სექტემბერს ხ------------------ პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დასკვნაში პირდაპირაა მითითებული ხ------------------ს მიერ ექსპერტისთვის გადაცემული ინფორმაცია, რომ ყოფილმა მეუღლემ კ------- ბ------------ ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მარცხენა წარბის მიდამოში, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს წარბის მიდამოში დაზიანება არ უფიქსირდება. რაც შეეხება ბარძაყზე არსებულ დაზიანებას, ამასთან დაკავშირებით დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მიიღო კონფლიქტისას, თუმცა შემობრუნების დროს ფეხის მირტყმით და არა - კ------------------ის დარტყმის შედეგად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მართალია, არ უარყოფს, რომ კ------- ბ------------ შესაძლოა დაარტყა ხ------------------ წარბის არეში, თუმცა, დაზარალებულის ჩვენების გარდა, არ არსებობს ამ ფაქტის დამადასტურებელი არცერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლო კ-------------------- წარდგენილი ბრალის ფორმულირებიდან ამოურიცხავს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველს, რამდენადაც კ-------------------- უტყუარად უდასტურდება ხ------------------ს მიმართ ტანჯვის გამომწვევი ქმედებების განხორციელება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 22 სექტემბრის #561 დადგენილებით, მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, მათ შორის, იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე, განქორწინების დროს.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ-------------------- სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს - ხ------------------ და ამცირებდა მას, რაც იწვევდა ხ------------------ს ტანჯვას, ასეთი ქმედება ბოლოს მის მიმართ კ------- ბ------------ განახორციელა 2----–-–----- სექტემბერს, ბ---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

რაც შეეხება კ--------------------ს მიერ ხ------------------ს მიმართ ძალადობას, რაც, მის მიმართ წარდგენილი ბრალის თანახმად, გამოიხატა წარბის არეში მუშტის დარტყმით, არ დადასტურდა არც საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და არც მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით.

 

ამასთან, ის გარემოება, რომ კ--------------------ს მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელება არ დადასტურდა, არ ათავისუფლებს მას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით შერაცხული ქმედების პასუხისმგებლობისგან, რამდენადაც გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა ხ------------------ს მიმართ მისი მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რაც განგრძობითად უარყოფითად მოქმედებდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მის ტანჯვას იწვევდა.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კ------- ბ------------ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის

მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის

განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

დაზარალებულ ხ------------------ს ჩვენებით, 2----–-–----- სექტემბერს, კონფლიქტის დროს ყოფილი მეუღლე მას დაემუქრა მოკვლით, რაც მან რეალურად აღიქვა, რადგან ბოლო პერიოდში კ-------------------- იმდენად არაადეკვატური იყო, რომ ჩათვალა, ის ამის გამკეთებელი იყო.

 

დაზარალებულის ჩვენების თავსებადი ინფორმაციის შემცველია შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - 112-ის ადმინისტრაციის უფროსის 2--- წლის 17 ოქტომბრის წერილი, რომლის თანახმადაც, შსს სსიპ 112-ში, 2----–-–----- სექტემბერს, მისამართიდან: თბილისი, დ----------------, შეტყობინება დაფიქსირდა 1---- საათზე უცნობი მოქალაქის მიერ სატელეფონო ნომრიდან 5-----------. შეტყობინებაში ისმის კონფლიქტის ხმა, მამაკაცი ჩხუბობს და იმუქრება მოკვლით. ზარის მიმღებია ოპერატორი მ-----------------–---–-.

 

მოწმე მ-----------------–---–-ს გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია წერილში მითითებული გარემოებები და ის ფაქტი, რომ ტელეფონზე საუბრისას ესმოდა ქალბატონის ტირილის ხმა. აღნიშნული ჩვენება, ისევე, როგორც 112-ის სამსახურიდან მიღებული აუდიოჩანაწერი, დაცვის მხარის მიერ უდავოდაა მიჩნეული.

 

ზემოთ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, დაზარალებულის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან ერთობლიობაში, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს კ--------------------ს მიერ ხ------------------ს მიმართ განხორცილებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ასევე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ კ--------------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და ადასტურებს კ--------------------ს მხრიდან ყოფილი მეუღლის - ხ------------------ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ - ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად პირისპირ საუბრით, ასევე, მიმოწერით, სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. ამასთან, შესაძლებელია, მუქარა სხვა პირის მეშვეობითაც განხორციელდეს, კერძოდ, მუქარა შეუთვალოს სხვა პირის მეშვეობით ან განზრახ დაიმუქროს დაზარალებულის ახლობელთან, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი მუქარა მივა ადრესატამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, თუ პირს, რომელსაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

კ--------------------ს მიმართ ოჯახის წევრის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2----–-–----- სექტემბერს, დილით, თბილისში, ბ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბრალდებული განქორწინებულ მეუღლეს - ხ------------------ დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულის მიერ აღქმულ იქნა რეალურად განხორციელებადად. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აპირებს თუ არა პირი მის შესრულებას, მთავარია, დაზარალებულის მიერ სუბიექტურად როგორ მოხდა მისი აღქმა. დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ შიში გაუჩნდა დაზარალებულის არაადეკვატური საქციელის გამო. ამასთან, გასათვალისწინებელია ბრალდებულის წარსული, რომ იგი ნასამართლევია საზოგადოებისათვის განსაკუთრებული საშიშროების შემცველი არაერთი დანაშაულისათვის, რაც, ასევე, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ხ------------------ს მხრიდან მუქარის რეალურად აღქმაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ კ------- ბ------------ ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კ------- ბ------------ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ კ-------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია მისი წარსული ნასამართლობა და დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებული ბრალდებულის ქმედებების შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას; ასევე, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, რომ ნასამართლევია არაერთი განზრახი დანაშაულისათვის, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის კონვენცია), მკაფიოდ ესმევა ხაზი, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე, პირიქით, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსში 2--- წლის 30 ნოემბერს შეტანილი ცვლილებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გამკაცრდა თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის ზომა, კერძოდ, განისაზღვრა ორი წლით, ხოლო კანონის ძალაში შესვლამდე მაქსიმალური ზღვარი იყო ერთი წელი. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს რა სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, კ-------------------- ამ კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელს დაუნიშნავს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში 2--- წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის სახით ითვალისწინებდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ანდა თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, კ-------------------- სასჯელები უნდა განესაზღვროს მითითებული სანქციების ფარგლებში.

 

კ--------------------ს მიმართ თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას, რომ ფსიქოლოგიური სტრესის და ზემოქმედების ქვეშ ჰყავდა დაზარალებული, ასევე, მხედველობაში იღებს მის წარსულ ნასამართლობებს, რომ, სხვა დანაშაულებთან ერთად, ნასამართლევია ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის სახით თითოეული დანაშაულისათვის განუსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს, ასევე, იმ გარემოებას, რომ კ--------------------ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლითა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კ--------------------ს მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2--------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო ელექტრონული დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

კ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და კ--------------------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს კ--------------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2--------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, და საბოლოოდ კ--------------------, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

კ-------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2----–-–----- სექტემბრიდან.

 

კ--------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - კ--------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო 3 (სამი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე