განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2019
საქმის ნომერი
330100118002768937
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------8

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ------ გ--- ძე ნ--------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #----------2, დაბადებული 1--- წლის 2-----------ლს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ს------–- დ---------, 2-----------------–- მ-------- ქუ-- #--ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ადვოკატი - ნ------- ი--–---–-

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 30 ოქტომბერს, თ--------დ-----ემ, საცხოვრებელ ბინაში მასთან 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ვ---------- მ--–---–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თ--------დ-----ის ძალადობრივი ქმედებებით ვ---------- მ--–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

2.1. დაზარალებულ ვ---------- მ--–---–---–ის ჩვენებით დადგინდა, თ--------დ-----ესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2014 წლის წლიდან და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ოჯახს ეკონომიკურად უჭირდა, ამის მიუხედავად ბრალდებული სისტემატურად თამაშობდა აზარტულ თამაშებს ონლაინ ტოტალიზატორში. ბრალდებულის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე იყო ოჯახში კონფლიქტის ძირითადი მიზეზი. 2018 წლის 30 ოქტომბერს, კონფლიქტამდე, დაზარალებული იმყოფებოდა დასთან ე-–---- მ--–---–---–თან რუსთავში, რა დროსაც დის ტელეფონზე დაურეკა თ--------დ-----ემ და მოსთხოვა თანხის ჩარიცხვა ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე. დაზარალებულმა მეუღლის მითითება შეასრულა. მას შემდეგ, რაც ვ---------- მ--–---–---–ი დაბრუნდა სახლში, მეუღლეებმა ტოტალიზატორის თემაზე იკამათეს, კამათის დროს ბრალდებულმა ვ---------- მ--–---–---–ს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, ასევე ურტყამდა წიხლებს, მოქნეული წიხლი ვ. მ--–---–---–ს რამდენჯერმე მოხვდა მუცელში. დარტყმების შედეგად ვ. მ--–---–---–ი ძირს დაეცა, ამის მიუხედავად, ბრალდებულს ძალადობა არ შეუწყვეტია და ძირს დაცემულ ვ. მ--–---–---–ს კვლავ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, აგინებდა. ფიზიკური შეურაცხყოფის დროს ვ---------- მ--–---–---–ი განიცდიდა ტკივილს. ძალადობის გამო იგი მცირეწლოვან შვილებთან ერთად წავიდა სახლიდან. ქუჩაში უცხო ადამიანს გამოართვა მობილური ტელეფონი და დარეკა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და ითხოვა თავშესაფარში გადაყვანა. პოლიციამ იგი გადაიყვანა გამოსაკითხად პოლიციის განყოფილებაში, ხოლო შემდგომ თავშესაფარში. ვ---------- მ--–---–---–ის ჩვენებით, მასზე განხორციელებული ძალადობის გამო გამოკითხვის პროცესში გახდა შეუძლოდ, გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჰქონდა ტვინის შერყევის ნიშნები: გულისრევა, საერთო სისუსტე და სიცხე. გამოკითხვის შემდეგ მიმართა ,,ღუდუშაურის სახელობის კლინიკას“, სადაც დაუდასტურეს ტვინის შერყევის ნიშნები და უთხრეს, რომ უნდა დარჩენილიყო კლინიკაში რათა 24 საათის განმავლობაში დაკვირვებოდნენ. ცუდად ყოფნის მიუხედავად კლინიკაში ვერ დარჩა, რადგან მცირეწლოვან შვილებს ვერსად დატოვებდა. ძალადობის შედეგად დაზარალებულს თავზე შუბლის მარცხენა მხარეს ჰქონდა შესიებული უბანი, ხოლო ხელზე ნაკაწრი, რაც მიიღო ძირს წაქცევისას.

 

2.2. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი არ იყო ოჯახში ძალადობის და ინციდენტის პირველი შემთხვევა, თ--------დ-----ე ხშირად ძალადობდა მასზე ფიზიკურად. იმდენად ეშინოდა მეუღლის, რომ 2018 წლის 30 ოქტომბრამდე, დაახლოებით 1 კვირის წინ მომხდარი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ სახლის უკან იმალებოდა და ცდილობდა მომხდარი პოლიციისთვის ეცნობებინა, ამ მდგომარეობაში იპოვა მეუღლის დედამ და აღნიშნულის გამო ვერ შეატყობინა პოლიციას.

 

2.3.წერილობითი მტკიცებულებით დგინდება, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ მსხვერპლი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაყვანილ იქნა მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, სადაც დაზარალებულის ჩვენებით ამჟამადაც ცხოვრობს.

 

2.4.მოწმე პატრულ-ინსპექტორის ა-----– რ-----–--–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 30 ოქტომბერს მეწყვილე უ-- პ-----სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, დაახლოებით 18:00-19:00 საათის ინტერვალში ,,112-იდან“ მიიღეს შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების მიხედვით მსხვერპლი, 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა მაღაზია „ს----ში“. პოლიციელები მყისიერად გავიდნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე. მაღაზია ,,ს----ში“ დახვდათ ვ---------- მ--–---–---–ი, რომელმაც პოლიციელებს დაუდასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია. დაზარალებულის განცხადებით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც იძულებული გახდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად წამოსულიყო სახლიდან. მსხვერპლი იყო აღელვებულ მდგომარეობაში და ითხოვდა ბავშვებთან ერთად თავშესაფარში გადაყვანას, თან აცხადებდა, რომ აღნიშნული არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, მეუღლეს წარსულშიც მიუყენებია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2.5.ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ------ ბ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოკითხა დაზარალებული ვ---------- მ--–---–---–ი, რომელიც იყო აღელვებული და თავს შეუძლოდ გრძნობდა. დაზარალებულის ფიზიკური მდგომარეობის გამო საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება. ვ. მ--–---–---–ს პოლიციის განყოფილებაში აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება.

 

2.6.სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 31 ოქტომბერს, პირადი შემოწმებით მოქალაქე ვ---------- მ--–---–---–ს მარჯვენა მტევნის მე-4 თითის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად, შესამოწმებელს შუბლის მიდამოში მარცხნივ კანზე აღენიშნებოდა ზედაპირიდან მცირედ წამოწეული მომრგვალო ფორმის შესიებული უბანი. ხოლო, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #1----დან ირკვევა, რომ მოქალაქე ვ---------- მ--–---–---–ს 2018 წლის 30 ოქტომბერს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება, რა დროსაც, პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევას. აღნიშნულ სიმპტომებს უკავშირებდა მეუღლის მიერ მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.

 

2.7.ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა დაადასტურა შესამოწმებელი პირის ვ---------- მ--–---–---–ის სხეულზე დაზიანების არსებობა და განმარტა, რომ დაზარალებულს შემოწმების პროცესში მარჯვენა მტევნის მე-4 თითის საფრჩხილე ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით 0,3X0,2 სმ.

 

2.8.მოწმე ე-–---- მ--–---–---–ის ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმით დადგინდა, ვ---------- მ--–---–---–ი და თ--------დ-----ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2014 წლიდან. ბოლო 1-2 წლის მანძილზე მათ შორის გახშირდა კონფლიქტები. ხშირად კამათობდნენ მატერიალური სიდუხჭირის გამო. მოწმემ 2018 წლის ზაფხულში ვ---------- მ--–---–---–ისგან შეიტყო, რომ თ--------დ-----ემ იგი სცემა, დაზარალებულს ყელზე ეტყობოდა ძალადობის კვალი - სილურჯე. 2018 წლის 29 ოქტომბერს დაზარალებული ვ---------- მ--–---–---–ი თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად ე-–---- მ--–---–---–თან ქ.რუსთავში. ვ---------- მ--–---–---–ი რამდენიმე წუთის მისული იყო, როდესაც მოწმის მობილურ ტელეფონზე დაზარალებულს დაურეკა თ--------დ-----ემ და მოსთხოვა ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ფულადი თანხის ჩარიცხვა. ვ---------- მ--–---–---–მა შეასრულა მეუღლის მოთხოვნა. 2018 წლის 30 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოწმეს დაურეკა თ--------დ-----ემ და უთხრა: „ან წაიყვანე შენი და ან ძვლებში დავამტვრევ“ და გათიშა ტელეფონი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვ---------- მ--–---–---–ს და თ--------დ-----ეს ოჯახში ჰქონდათ კონფლიქტი, დაზარალებული მცირეწლოვან შვილებთან ერთად წავიდა სახლიდან, ხოლო ბრალდებული დააკავეს ოჯახში ძალადობის ფაქტზე. თ--------დ-----ის დაკავების შემდეგ ე-–---- მ--–---–---–მა უშუალოდ დაზარალებულისგან შეიტყო, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, აზარტული თამაშების თემაზე დაწყებული კამათი გადაიზარდა კონფლიქტში, რა დროსაც თ--------დ-----ემ ვ---------- მ--–---–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, ათრია თმებით და წააქცია იატაკზე.

 

2.9.მოწმე ტ------ ო-–------ვას ჩვენების თანახმად, მის შვილს ვ---------- მ--–---–---–ს და სიძეს, თ--------დ-----ეს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. ისინი ხშირად კამათობდნენ და ჩხუბობდნენ. კონფლიქტის მიზეზი იყო მატერიალური სიდუხჭირე. თ--------დ-----ე ონლაინ თამაშებში აგებდა ფულს, ხოლო ბავშვებს საჭმელი არ ჰქონდათ, აღნიშნულის გამო ვ---------- მ--–---–---–ი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მეუღლის მიმართ. კონფლიქტის დროს თ--------დ-----ე ხშირად სცემდა მეუღლეს. ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ვ---------- მ--–---–---–მა დედას უთხრა, რომ მეუღლემ სცემა და აჩვენა კისერზე ძალადობის კვალი - სილურჯეები. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 29-30 ოქტომბერს მასთან სტუმრად იმყოფებოდა დაზარალებული ვ---------- მ--–---–---–ი. 30 ოქტომბერს ვ---------- მ--–---–---–ის წასვლის შემდეგ ე-–---- მ--–---–---–ს დაურეკა თ--------დ-----ემ და უთხრა, რომ წაეყვანა თავისი და, წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლებში დაამტვრევდა. მოგვიანებით მოწმემ შეიტყო, დაზარალებული შინ რომ დაბრუნდა, მეუღლეებს მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსაც თ--------დ-----ემ სცემა ვ---------- მ--–---–---–ი. ძალადობის გამო ვ---------- მ--–---–---–ი წავიდა სახლიდან ბავშვებთან ერთად, ხოლო ბრალდებული დააკავეს.

 

2.10.ბრალდებულმა თ--------დ-----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს მან და ვ---------- მ--–---–---–მა სიტყვიერად იკამათეს, კამათის დროს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

2.11.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია თ--------დ-----ის უდანაშაულობის თაობაზე. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გონივრული შეფასების საფუძველზე, სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულის მიერ სასამართლოსთვის შეთავაზებულ ვერსიას ფიზიკური ძალადობის უარყოფასთან მიმართებაში. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ და პაციენტის - ვ---------- მ--–---–---–ის სამედიცინო ბარათმა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა ბრალდებულის პოზიცია, უფრო მეტიც, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა დაზარალებულის ჩვენების გულწრფელობა. ექსპერტიზის დასკვნით დამტკიცდა ძალადობის ფაქტი, რომლის კვალიც მსხვერპლს სხეულზე აღენიშნებოდა. დაზარალებულ ვ---------- მ--–---–---–ის ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და პაციენტის სამედიცინო ბარათი (განხილულია ექსპერტიზის დასკვნაში) ერთობლიობაში საკმარისია ძალადობის მატერიალური ფაქტის დასადგენად. სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო ადგენს, რომ მსხვერპლს დაზიანებები მიღებული აქვს სწორედ ბრალდებულთან კონფლიქტის დროს, ამ უკანასკნელის განზრახი ქმედებით.

 

2.12.დაცვის მხარე არასარწმუნოდ მიიჩნევს დაზარალებულის ჩვენებას იმ მოტივით, რომ მსხვერპლმა სასამართლო სხდომაზე ვერ გაიხსენა ბრალდებულთან თანაცხოვრების დაწყების ზუსტი დრო და 2018 წლის 29-30 ოქტომბერს ბრალდებულის მოთხოვნით ტოტალიზატორში თანხის ჩარიცხვის პერიოდულობა და რაოდენობა. სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტს დაზარალებულის ჩვენების არასანდოობასთან მიმართებაში არ იზიარებს და განმარტავს, რომ ვ---------- მ--–---–---–ის ზეპირ ჩვენებასა და გამოძიებაში მიცემულ ინფორმაციას შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა. გარემოებებზე, რაზედაც დაცვის მხარე ამახვილებს ყურადღებას არის არაარსებითი და იგი მისი მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე არ შეიძლება გახდეს დაზარალებულის დისკრედიტაციის საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსხვერპლის ჩვენება თანხვედრაშია როგორც გამოკითხვის ოქმთან, ასევე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. დაზარალებულის ვ---------- მ--–---–---–ის ზეპირი ჩვენების პროცესში გამოვლინდა ოჯახური ძალადობისთვის დამახასიათებელი ასპექტები, - პროტესტი და მიუღებლობა მოძალადე მეუღლის მიმართ, მსხვერპლმა ზეპირ ჩვენებაში ითხოვა დაცვა მოძალადისგან. მსხვერპლის ემოციური მდგომარეობა ხაზს უსვამდა მისი ჩვენების გულწრფელობას. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებულის ჩვენება იყო სარწმუნო, დამაჯერებელი და გულწრფელი.

 

2.13.დაცვის მხარის არგუმენტი, - მხედველობაში არ იქნეს მიღებული საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული პირების ზ------ ბ------–---–ის, ა-----– რ-----–--–---–ის, ტ------ ო-–------ვას და ე-–---- მ--–---–---–ის ჩვენებები, ვინაიდან მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას,- სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ირიბი ჩვენების სანდოობის და გაზიარების თვალსაზრისით არსებითია შემოწმდეს, მოწმეებმა ვისგან და დანაშაულის ჩადენიდან დროის რა მონაკვეთში მიიღეს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში ფაქტია ის გარემოება, რომ ძალადობიდან დროის უმოკლეს პერიოდში ა-----– რ-----–--–---–ი და ზ------ ბ------–---–ი შეხვდნენ ძალადობის მსხვერპლს. პირველმა: ზ. ბ------–---–მა დაზარალებული ნახა ,,112-ში“ შეტყობინების დაფიქსირებიდან მცირე დროში, მოწის გადმოცემით დაზარალებული ვ---------- მ--–---–---–ი აცხადებდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი და ითხოვდა თავშესაფარში გადაყვანას, ვ---------- მ--–---–---–ი იმყოფებოდა იმგვარ ემოციურ მდგომარეობაში რაც ზოგადად დამახასიათებელია მსხვერპლი ქალებისთვის (აღელვებული, შეშინებული და აფორიაქებული) ხოლო მეორე მოწმე ა. რ-----–--–---–ი: უშუალოდ შეხვდა პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულს, გამოკითხა იგი, გამოკითხვის პროცესში ვ---------- მ--–---–---–ი იყო აღელვებული, ტიროდა და საჭიროებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. პოლიციის განყოფილებაში მსხვერპლს გაეწია სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება მოწმე ე-–---- მ--–---–---–ს, მან უშუალოდ მოძალადისგან მიიღო ინფორმაცია ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით და ერთგვარი მუქარაც კი მოისმინა მოძალადისგან ,,ან წაიყვანე შენი და ან ძვლებში დავამტვრევ’’. რაც შეეხება მოწმე ტ------ ო-–------ვას, იგი როგორც დაზარალებულის დედა, მოწმე ე-–---- მ--–---–---–ის მსგავსად ფლობდა ინფორმაციას ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებულ ხშირ კონფლიქტებთან მიმართებაში, სახლში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც თ--------დ-----ემ მუქარის ტექსტით დაურეკა ე. მ--–---–---–ს, წაეყვანათ ვ. მ--–---–---–ი წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლებში დაამტვრევდა. შემთხვევამდე მოწმეებმა ნახეს დაზარალებულის სხეულზე ძალადობის კვალი - სილურჯე, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 30 ოქტომბრის ფაქტი არ ყოფილა ოჯახში ძალადობის პირველი შემთხვევა.

 

2.14.სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თ--------დ-----ემ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ---------- მ--–---–---–ზე, ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა თ--------დ-----ის მიმართ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვ---------- მ--–---–---–ს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები). ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულის ჩვენებით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ძალადობის შედეგად, მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.5. რაც შეეხება ქმედების კვალიფიკაციას, სასამართლოს შეფასებით ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. თ--------დ-----ის მიერ ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. თ--------დ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (დანაშაულის რეციდივი).

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ--------დ-----ის ბრალეული ქმედებით მსხვერპლი და მათი მცირეწლოვანი შვილები იძულებული არიან იცხოვრონ თავშესაფარში, ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის დამოკიდებულება მოძალადისადმი, ვ---------- მ--–---–---–მა ზეპირ ჩვენებაში მოითხოვა დაცვა მოძალადე მეუღლისგან, რაც სასამართლოს მიერ ანგარიშგაწეული იქნა. სწორედ პროპორციული და შემაკავებელი ხასიათის სასჯელის განსაზღვრის მიზანს ემსახურება ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’, რომელიც 2017 წელს რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. ასევე სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას ამახვილებს ძალადობის განმეორების რისკებზე და განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც მსხვერპლისთვის მიუღებელია მეუღლის აზარტული თამაშები, ხოლო ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ამგვარ თამაშებზე, სასამართლოსთვის წინასწარ განჭვრეტადია აღნიშნულ ნიადაგზე ოჯახში ძალადობის გაგრძელება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელის გამოყენება (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) ვერ გამორიცხავს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, საშიშროება, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე. სასამართლოს შეფასებით ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში თ--------დ-----ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე (ოჯახის წევრები) მომავალშიც არ გაგრძელდეს მსხვერპლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

5.4. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივს. დანაშაულის რეციდივი განმარტებულია საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თ--------დ-----ე ოჯახში ძალადობის ჩადენის მომენტისთვის იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1---------–-- განაჩენით თ--------დ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4----------–-- განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ¼ შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით. თ. ნ--------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 0-----2013 წელს. გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2016 წლის 3 ნოემბერს. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამდენად, რეციდივის მხედველობაში მიღებით თ--------დ-----ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ--------დ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით თ--------დ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 ოქტომბრიდან.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა