გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33642-18
გადაწყვეტილება-განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
მოსარჩელის (შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო
25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაკა ჭედია
სხდომის მდივანი - კახა კომლაძე
მოსარჩელე თი--------------- (მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოპასუხე მა------------–-----–---–-(მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე)
დავის საგანი ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
შეგებებული სარჩელის
მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთა
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მა------------–-----–---–-სათვის თი--------------ის გარდაცვლილი მეუღლის საფლავისზედა ნაგებობაზე ნებისმიერი ქმედების განხორციელების აკრძალვა და ზიანის ასანაზღაურებლად 4200 ლარის გადახდის დაკისრება.
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
თი---------------ს აეკრძალოს მოსარჩელისათვის ვერის საქალაქო სასაფლაოზე მოსარჩელის საგვარეულო სამარხის, კერძოდ, გ-------–---–--ის საგვარეულო სამარხის მოპირკეთებაში ხელის შეშლა და აღნიშნულ სამარხზე ნებისმიერი ქმედების განხორციელება.
ვერის საქალაქო სასაფლაოზე არის მისი დედის რ------------–----------------–----------–---–---------–-----–---–-ს ოჯახის საგვარეულო სამარხი, სადაც მისი ძმის ვლ---------------–-----–---–ის გარდაცვალების დროისათვის განისვენებდნენ დედამისის ბიძა შ--–-----------–---–ი, მისი დედის დები და ძმა, ეკატერინე (კატუშა) ვლადიმიერის ასული, თი---------–---------ს ასული და ა-–------------–------------–---------ს ძე გ-------–---–--ი. მისი ძმა ვლ---------------–-----–---–ი აღნიშნულ სამახრში დაკრძალულ იქნა მისი დეიდაშვილების თანხმობით, რადგან აღნიშნული საფლავი, დედის საგვარეულო სამარხს წარმოადგენს. აქ განისვენებენ მისი დედა რუ----------------–---–ი და მამა თ--------------–-----–---–ი.
მან დეიდაშვილებთან ერთად დაიწყო საგვარეულო საფლავის ერთიანი მოპირკეთება, მისთვის ერთიანი იერსახის მიცემის მიზნით, რის საშუალებასაც არ აძლევს მისი ძმის მეუღლე თი---------------.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვერის საქალაქო სასაფლაოზე არის მა------------–-----–---–-ს დედის რ------------–----------------–----------–---–---------–-----–---–-ს ოჯახის საგვარეულო სამარხი, სადაც მისი ძმის ვლ---------------–-----–---–ის გარდაცვალების დროისათვის განისვენებდნენ დედამისის ბიძა შ--–-----------–---–ი, მისი დედის დები და ძმა, ეკ-----------------–-----–---------- ასული, თი---------–---------ს ასული და ა-–------------–------------–---------ს ძე გ-------–---–--ი. მისი ძმა ვლ---------------–-----–---–ი აღნიშნულ სამახრში დაკრძალულ იქნა მისი დეიდაშვილების თანხმობით, რადგან აღნიშნული საფლავი, დედის საგვარეულო სამარხს წარმოადგენს. აქ განისვენებენ მისი დედა რუ----------------–---–ი და მამა თ--------------–-----–---–ი.
მან დეიდაშვილებთან ერთად დაიწყო საგვარეულო საფლავის ერთიანი მოპირკეთება, მისთვის ერთიანი იერსახის მიცემის მიზნით, რის საშუალებასაც არ აძლევს მისი ძმის მეუღლე თი---------------.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელე თი--------------ის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------------–-----–---–-ს შეგეგებულ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2019 წლის 25 თებერვალს 11:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს ა-------–--------ს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დღის შესახებ ეცნობათ 2019 წლის 25 იანვარს, რაც დასტურდება სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესაბამისი ხელწერილით (იხ. სხდომის ოქმი; სასამართლო უწყება (ხელწერილი), მაგრამ ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
ზემოთ აღინიშნა, რომ მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს სასამართლოს სხდომის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და მათ ჰქონდათ საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელე მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თი--------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებით დამტკიცებული წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო საქმიანობის, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესს (ნორმატიული აქტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი). ამ წესის მე-2 მუხლის ”მ” ქვეპუნქტით განმარტებულია ”ჭირისუფლის” ცნება - გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით, სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პირი ან სხვა პირი, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიას და იხდის მომსახურების ხარჯებს.
ზემოთმითითებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საფლავის მოვლა-პატრონობა, საამისოდ გასაწევი მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს ჭირისუფლის ნებით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" პუნქტის მიხედვით, ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, გარდაცვლილის მეუღლემ;
დადგენილია, რომ თავდაპირველ სარჩელზე მოსარჩელე თი--------------- არის გარდაცვლილი ვლ---------------–-----–---–ის მეუღლე, ხოლო მოპასუხე - მა------------–-----–---–- - და. ასევე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სამარე, სადაც დასაფლავებულია ვლ---------------–-----–---–ი წარმოადგენს მა------------–-----–---–-ს დედის რ------------–----------------–----------–---–---------–-----–---–-ს ოჯახის საგვარეულო (საოჯახო) სამარხს.
განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ წესების ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გარდაცვლილის დას, ისევე როგორც მეუღლეს, აქვთ გარდაცვლილ ვლ---------------–-----–---–თან სულიერი, ემოციური კავშირის სათანადო გამოვლინებისა და საფლავის მოვლა-პატრონობის მიზნით იმ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება, სადაც თი--------------ის მეუღლე და მა------------–-----–---–-ს ძმაა დაკრძალული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოდ დადგენილ გარემოებად ჩათვალა, რომ თი--------------- მ-------------–-----–---–ს უკრძალავს ძმის საფლავის კეთილმოწყობას.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ამგვარ მოქმედებას აქვს თუ არა სამართლებრივად და ზნეობრივად გამართლებული საფუძველი, რაც საჭიროა მოსარჩელის ლეგიტიმური მფლობელობის განხორციელებაში ჩარევის შესაფასებლად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------------–-----–---–- თი---------------სთან ერთად, თანაბარი უფლებებით არის საფლავისათვის გამოყოფილი იმ მიწის ნაკვეთის თანამფლობელი და იმ ინფრასტრუქტურის თანამესაკუთრე, სადაც განისვენებს ვლ---------------–-----–---–ი. სასამართლო აღნიშნავს რომ ამ მოცემულობას ვერ გადასწონის ის კონფლიქტური დამოკიდებულება, რომელიც დღეისათვის არსებობს მხარეთა შორის და შესაბამისად, ვერ გააქარწყლებს თ----------------ის უფლებას, ისარგებლოს მისი მეუღლის საფლავის მოვლა-პატრონობის უფლებით, მ-------------–-----–---–მა ვერ შეძლო ლეგიტიმური გამართლება მიეცა იმ წინააღმდეგობისათვის, რომელიც გულისხმობს გარდაცვლილი ვლ---------------–-----–---–ის მეუღლისათვის მისი საფლავის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელების უფლების უარყოფას, რაც ხელყოფს ქართული ჩვეულებითი სამართლით დამკვიდრებულ მოვალეობას, მოუაროს მეუღლის საფლავს.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც რეალურად გულისხმობს გარდაცვლილი ვლ---------------–-----–---–ის საფლავის მოვლაზე უფლებამოსილ პირად მა------------–-----–---–-ს აღიარებას, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიიჩნია. ამ შემთხვევაში როგორც ზემოთ აღინიშნა, გასათვალისწინებელია თავად თი--------------ის, როგორც საფლავის ერთ-ერთი თანამფლობელის და საფლავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი თანამესაკუთრის უფლება გარდაცვლილი მეუღლის საფლავის მოვლა-პატრონობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ სარჩელებზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი კანონით გათვალისწინებული ოდენობით. ვინაიდან როგორც თავდაპირველი სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 229-ე, 230-ე, 233–ე, 234-ე, 235-ე, 242-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებულ იქნეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თი--------------ის სარჩელი, მოპასუხე მა------------–-----–---–-ს მიმართ, ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
2. მა------------–-----–---–-ს შეგებებული სარჩელი თი--------------ის მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.
3. მოსარჩელეს გაეგზავნოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო წესით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
4. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია