გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/795-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს მისო „ბ------–ი“
წარმომადგენელი - თ----ა გ--------ე
მოპასუხეები - ს------- მი--------ე, დ--–- მი-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ს------- მი--------ეზე მოსარჩელე შპს ,,მი------------–-’’-ს სასარგებლოდ 9 839.37 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე ს------- მი--------ეზე მოსარჩელე შპს ,,მი------------–-’’-ს სასარგებლოდ 2----–-–-------------დან ყოველთვიურად სესხის დარჩენილი ძირი თანხის 4885 აშშ დოლარის 2.5%-ის ანუ (122 აშშ დოლარისა და 12 ცენტის) გადასახდელად დაკისრება სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე.
1.3. მოპასუხე ს------- მი--------ეზე მოსარჩელე შპს ,,მი------------–-’’-ს სასარგებლოდ 2----–-–-------------დან პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი ძირი თანხის 4885 აშშ დოლარის 0.07 პროცენტის (3 დოლარისა და 41 ცენტის) გადასახდელად დაკისრება სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე;
1.4. ვალდებულების დაფარვის მიზნით, დადგინდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია, უძრავი ქონება მდებარე ქ. ქ-----------------------–---–-------------- ს/კ 0------------------ დაუზუსტებელი ფართობი 730.00 კვ. ფართი 64.11 კვ.მ. იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების რეალიზაციის შემდგომ ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიეცეს მოპასუხე ს------- მი--------ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;
1.5. მოპასუხეებს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები, კერძოდ სახელმწიფო ბაჟი 1319 ლარის ოდენობით და მოსარჩელის მარწმუნებლის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით;
1.6. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
1.2. მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–---------–--ს შპს მისო ,,ბ------–ს’’ და ს------- მი--------ეს შორის გაფორმდა №---- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელის მარწმუნებელმა მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5 000 აშშ დოლარის ფარგლებში. 20---–-–---------------ს მხარეებს შორის დაიდო სესხის №- ხელშეკრულება, რომლითაც მან ისესხა 5 000 აშშ დოლარი 36 თვით. ყოველი თვის პირველ რიცხვში მსესხებელს უნდა გადაეხადა 212 დოლარი და 26 ცენტი დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ძირი თანხის ნაწილი. საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა, ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5% ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07% მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ მსესხებელი კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობებს დაარღვევდა სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან გადაიხდიდა ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელს, სესხის ძირი თანხის 2.5% და პირგსამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%-ის ოდენობით სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.
აღნიშნული ხელშეკრულებებისა და ს------- მი--------ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–---------–--ს გაფორმდა №---- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა დ--–- მი-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-----------------------–---–-------------- ს/კ 0------------------ დაუზუსტებელი ფართობი 730.00 კვ. ფართი 64.11 კვ.მ.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხის, საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, რომელიც მოპასუხეს უნაკლოდ უნდა შეესრულებინა, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თანხის დაბრუნების თხოვნით, თუმცა მსესხებლის მხრიდან დღემდე არ შესრულებულა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
2----–-–-------------ს მდომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 9839.37 აშშ დოლარი, საიდანაც:
• 4885 აშშ დოლარი არის ძირი თანხა;
• 2514.06 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი;
• 2440.31 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი ძირი თანხის, 4885 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის 2514.06 აშშ დოლარის ნაწილში ნაწილობრივ ცნეს, ხოლო პირგასამტხელოს - 4885 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში განმარტეს, რომ არის მაღალი და შეუსაბამო;
2.1. საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქ------------------–---–------------ წარმოადგენს მოპასუხის ოჯახის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს, სადაც ცხოვრობს ორ მცირეწლოვან საბა და ნიკოლოზ მი-----ეებთან ერთად. მოპასუხეები მზად არიან, რომ სასამართლო მორიგების საფუძველზე ახალი გრაფიკის თანახმად, განახორციელონ მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2----–-–---------–--ს შპს მისო ,,ბ------–ს’’ და ს------- მი--------ეს შორის გაფორმდა №---- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელის მარწმუნებელმა მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5 000 აშშ დოლარის ფარგლებში. 20---–-–---------------ს მხარეებს შორის დაიდო სესხის №- ხელშეკრულება, რომლითაც მან ისესხა 5 000 ათასი აშშ დოლარი 36 თვით. ყოველი თვის პირველ რიცხვში მსესხებელს უნდა გადაეხადა 212 დოლარი და 26 ცენტი დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ძირი თანხის ნაწილი. საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა, ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5% ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07% მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ მსესხებელი კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობებს დაარღვევდა სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან გადაიხდიდა ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელს, სესხის ძირი თანხის 2.5% და პირგსამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%-ის ოდენობით სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.
მტკიცებულება: 2----–-–---------–--ს შპს მისო ,,ბ------–ს’’ და ს------- მი--------ეს შორის გაფორმდა №---- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება.(ტ.1. ს.ფ. 25-32).
3.1.2. დადგენილია, რომ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–---------–--ს გაფორმდა №---- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა დ--–- მი-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-----------------------–---–-------------- ს/კ 0------------------ დაუზუსტებელი ფართობი 730.00 კვ. ფართი 64.11 კვ.მ.
მტკიცებულება: 2----–-–---------–--ის №---- იპოთეკის ხელშეკრულება. (ტ.1. ს.ფ. 33-45)
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2----–-–-------------ს მდომარეობით შეადგენს - 9839.37 აშშ დოლარს - 4885 აშშ დოლარი ძირი; 2514.06 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული პროცენტი; 2440.31 აშშ დოლარი პირგასამტეხლო;
მტკიცებულება:
- ამონაწერი დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია. ასევე არაკანონიერი და არაკეთილსინდისიერია მოთხოვნა მომავალში, გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხზე პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
მტკიცებულება:
მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი.
3.2.2 სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია თანხის დაკისრება, რაც გამომდინარეობს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებიდან, სწორედ მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით აღიძრა სარჩელი.
მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა მოცულობით უნდა დაეკისროს მოთხოვნილი სარჩელის ფარგლებში ვალდებულების შესრულება მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს მისო „ბ------–ის“ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე,400-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ 2----–-–---------–--ს შპს მისო ,,ბ------–ს’’ და ს------- მი--------ეს შორის გაფორმდა №---- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5 000 აშშ დოლარის ფარგლებში. 20---–-–---------------ს მხარეებს შორის დაიდო სესხის №- ხელშეკრულება, რომლითაც ს------- მი--------ემ ისესხა 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი 36 თვით. ყოველი თვის პირველ რიცხვში მსესხებელს უნდა გადაეხადა 212 დოლარი და 26 ცენტი დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ძირი თანხის ნაწილი. საპროცენტო სარგებელი მხარეთა მიერ განისაზღვრა, ყოველთვიურად დარჩენილი ძირი თანხის 2.5% ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.07%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული სესხის თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ს------- მი--------ემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა 4000 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს მისო „ბ------–ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი თანხის ძირი - 4885.00 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის 4885.00 აშშ დოლარის და 2514.06 აშშ დოლარის სესხზე დარიცხული სარგებელის მოთხოვნის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო და ასევე მოთხოვნა მომავალში, გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხზე პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში (პირგასამტეხლოს მოთხოვნა) სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ზეწოლის განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც წინამდებარე შემთხვევაში შეადგენს 2440.31 აშშ დოლარს, რაც ძირ თანხასთან (4885.00 აშშ დოლარი) მიმართებით, უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 700 აშშ დოლარით, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისთვის 2440.31 აშშ დოლარის დაკისრება პირგასამტეხლოს სახით ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ჯარიმის მოცულობა, არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხე ს------- მი--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 700 აშშ დოლარი.
6.3.მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოთხოვნა მომავალში, გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხზე პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (ზიანის ანაზღაურება) .
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
კერძოდ, დადგენილია, რომ 2----–-–---------–--ს შპს მისო ,,ბ------–ს’’ და ს------- მი--------ეს შორის გაფორმდა №---- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელის მარწმუნებელმა მოპასუხეს დაუმტკიცა საკრედიტო ხაზის ლიმიტით განსაზღვრული თანხა 5 000 აშშ დოლარის ფარგლებში. 20---–-–---------------ს მხარეებს შორის დაიდო სესხის №- ხელშეკრულება, რომლითაც მან ისესხა 5 000 ათასი აშშ დოლარი 36 თვით. ხელშეკრულების ვადა გადიოდა 2017 წლის 1 აგვისტოს. სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2017 წლის 31 მარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს ოთხი თვის სესხის (ძირი თანხა 4885.00 აშშ დოლარი)2.5% პროცენტი, რაც შეადგენს 488.48 აშშ დოლარს.
რაც შეეხება მომავალი დროისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სესხის ძირითადი მოთხოვნის ნაწილში უკვე განსაზღვრა პირგასამტეხლო 700 აშშ დოლარის ოდენობით და დამატებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხეს უკვე დაეკისრა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ზიანის ანაზაღაურების სახით 488.48 აშშ დოლარის გადახდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომლებიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას. როგორც აღვნიშნეთ, მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულვებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია.
6.4. მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–---------–--ს გაფორმდა №---- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა დ--–- მი-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-----------------------–---–-------------- ს/კ 0------------------ დაუზუსტებელი ფართობი 730.00 კვ. ფართი 64.11 კვ.მ.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 8.10 პუნქტის, საკრედიტო ხელშეკრულების 7.9 პუნქტის და იპოთეკის ხელშეკრულების 7.1.13 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სარჩელის საფუძველი მატერიალურ სამართლებრივია (სარჩელის ფასია 17,980.22 აშშ დოლარი, 43, 965.23 ლარი).
მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1319.00 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ცნო სარჩელი ძირი თანხის, 4885.00 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის 2514.06 აშშ დოლარის ნაწილში. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 221.97 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), და ზედმეტად გადახდილი 19 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. ანგარიში 3--------. გადამხდელი შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი 245431108. თარიღი - 24.03.2017 წელი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო პირგასამტეხლოს და ზიანის ნაწილში. ამ ნაწილში - 1188.48 აშშ დოლარის 3% ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი სსსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს მის სასარგებლოდ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით; მოთხოვნა გამომდინარეობს სს კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან და საფუძვლიანია, რადგან სს კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი 4% ფარგლებშია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მისო „ბ------–ი“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ს------- მი--------ეს მოსარჩელე შპს მისო „ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, სესხის ძირი თანხა - 4885.00 აშშ დოლარის, სარგებელის - 2514.06 აშშ დოლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 700.00 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე ს------- მი--------ეს მოსარჩელე შპს მისო „ბ------–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირ თანხაზე 4885.00 აშშ დოლარზე ოთხი თვის ყოველთვიური სარგებელის 2.5%-ის გადახდა, რაც შეადგენს 488.48 აშშ დოლარს.
4. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდეს დ--–- მი-----ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, უძრავი ქონება მდებარე ქ. ქ-----------------------–---–-------------- ს/კ 0------------------ დაუზუსტებელი ფართობი 730.00 კვ. ფართი 64.11 კვ.მ. იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების რეალიზაციის შემდგომ ამოღებული თანხა თუ არ ეყოფა ვალდებულების შესრულებას, აღსრულება მიეცეს მოპასუხე ს------- მი--------ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე;
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 221.97 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), და ზედმეტად გადახდილი 19 ლარი, მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. ანგარიში 3--------. გადამხდელი შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი 245431108. თარიღი - 24.03.2017 წელი.
6. 1188.48 აშშ დოლარის 3% ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე გადასახდელად უნდა დაეკისროთ იურიდიული მომსახურების 500 ლარის გადახდა.
7. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე