განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
330100118002789930
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#---------

#(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი თამთა გაჩეჩილაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ლ---- ვ-------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

გ------ ჟ----–---–---ი - დაბადებული 1--- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ--------, ნ---------, ბ--------; ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ვ---------–-, ხ----–--–--------, კ------------------------.

 

ადვოკატი - გ---- ბ---------ე

 

კვალიფიკაცია:

გ------ ჟ----–---–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 05 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ვ---------–- 3---------–----------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ავტოსადგომზე გაჩერებული მ----- პ-----ის კუთვნილი „დაფის“ ფირმის, თეთრი ფერის, სატვირთო ავტომობილიდან, სახელმწიფო ნომრით C--------, გ------ ჟ----–---–---ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯამში 600 (ექვსასი) ლარის ღირებულების ორ ცალ აკუმულატორს, რითაც დაზარალებულ მ----- პ-----ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

1.2. 2018 წლის 07 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში ს----------–--------------------------------–--- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, N------------თან მდგარი მ------ ო-----–---–ის კუთვნილ თეთრი ფერის „მერსედეს-ბენცის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით „---------“, სატვირთო ავტომობილიდან გ------ ჟ----–---–---ი ფარულად დაეუფლა ჯამში 140 ლარად ღირებულ ორ ცალ აკუმულატორს და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრა, რითაც დაზარალებულ მ------ ო-----–---–ს მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------ ჟ----–---–---მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ვ---------–- 3---------–----------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ავტოსადგომზე გაჩერებული მ----- პ-----ის კუთვნილი „დაფის“ ფირმის, თეთრი ფერის, სატვირთო ავტომობილიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ორ ცალ აკუმულატორს; 2018 წლის 07 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში ს----------–--------------------------------–--- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მ------ ო-----–---–ის კუთვნილ თეთრი ფერის „მერსედეს-ბენცის“ მარკის, სატვირთო ავტომობილიდან ფარულად დაეუფლა ორ ცალ აკუმულატორს და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრა.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები, მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, გ------ ჟ----–---–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------ ჟ----–---–---ის ქმედების შედეგად დაზარალებულ მ----- პ-----ს მიადგა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულს მიადგა 600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.6. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------ ჟ----–---–---მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. გ------ ჟ----–---–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ მ----- პ-----ის ინფორმაცია, მოწმეების დ----- ა----------–-–---–ის, ზ------ ძ-----ას, ი-----–- ჯ------ის, დ------ ა--------ს, გ---- პ----–---–ის, დ----- თ------–---–ის, ზ------ ლ----ის და ლ-–- კ-----ის ინფორმაციები, გ------ ჟ----–---–---ის ინფორმაცია, დაზარალებულ მ------ ო-----–---–ის ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სააღრიცხვო ჟურნალის და აკუმულატორების ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, სააღრიცხვო ჟურნალის დათვალიერების ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნა, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, სააღრიცხვო რვეულის და აკუმულატორების ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, სააღრიცხვო რვეულის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმები, გ------ ჟ----–---–---ის დაკავების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------ ჟ----–---–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------ ჟ----–---–---ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. გ------ ჟ----–---–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. გ------ ჟ----–---–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. გ------ ჟ----–---–---ს ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, ბრალად წარდგენილი ქმედებები ჩადენილია სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რაც მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება, რასაც იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ნასამართლობის არ მქონე პირია.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, გ------ ჟ----–---–---ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. იმის გათვალიწინებით, რომ გ------ ჟ----–---–---ს ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, რასაც აღიარებს, წარსულში არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის მიზნის მისაღწევად გ------ ჟ----–---–---ის მიმართ გამოყენებული იქნეს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადით.

 

6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გ------ ჟ----–---–---მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

7. ნივთმტკიცება:

 

7.1. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სუნის კვლები 3 ცალ ქილაში, დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხ კოდით F--------, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

7.2. ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ხელის კვლები 16 ცალ დ/ფ-ზე, დალუქული, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

7.3. ფერადი ლითონის მიმღები პუნქტიდან ამოღებული ერთი ცალი სააღრიცხვო რვეული, რომელიც დალუქული ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7.4. ორი ცალი აკუმულატორი, ამოღებული ფერადი ლითონის მიმღები პუნქტიდან, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7.5. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და გ------ ჟ----–---–---ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ განადგურდეს.

 

7.6. ზ------ ძ-----ასაგან ამოღებული სააღრიცხვო ჟურნალი და ორი ცალი აკუმულატორი, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ ჟ----–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. გ------ ჟ----–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

3. გ------ ჟ----–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

4. გ------ ჟ----–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, გ------ ჟ----–---–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

6. გ------ ჟ----–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. გ------ ჟ----–---–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან.

 

8.ნივთმტკიცება:

8.1. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სუნის კვლები 3 ცალ ქილაში, დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხ კოდით F--------, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

8.2. ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ხელის კვლები 16 ცალ დ/ფ-ზე დალუქული, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

8.3. ფერადი ლითონის მიმღები პუნქტიდან ამოღებული ერთი ცალი სააღრიცხვო რვეული, რომელიც დალუქული ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

8.4. ორი ცალი აკუმულატორი, ამოღებული ფერადი ლითონის მიმღები პუნქტიდან, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

8.5. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და გ------ ჟ----–---–---ისგან ამოღებული სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ განადგურდეს.

8.6. ზ------ ძ-----ასაგან ამოღებული სააღრიცხვო ჟურნალი და ორი ცალი აკუმულატორი, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/