განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
210100118002685830
დავის ტიპი
260 1
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002685830

საქმე № 1/204-18წ

სიღნაღის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2019 წელი ქ.სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით

 

პროკურორ - ბაქარ შიოშვილის

ბრალდებულ - გ--–----------–---–ის

ადვოკატ - თ---------------------–--ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სხდომაზე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბაქარ შიოშვილის შუამდგომლობა სისხლის სამართლის №033130918002 საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანის შესახებ

 

ბრალდებულ გ--–----------–---–ის მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 3----------

დაბადების თარიღი: 18.08.1---–-

განათლება: საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. საგარეჯო, მ–--------- ქ. N12

ფატობრივად მცხოვრები: ქ. საგარეჯო, მ–--------- ქ. N12

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ--–----------–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით გ--–----------–---–ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

გ--–----------–---–მა უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 13 სექტემბერს, დილის საათებში, ქალაქ საგარეჯოში, კახეთის ქუჩაზე ფეხით გადაადგილებისას, ზედნაცვამი შარვლის ჯიბეში ასევე უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ 0,00544 გრამის ოდენობით, რაც ამოღებული იქნა შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ამდენად, გ--–----------–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გ--–----------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების დ-------------–---–ის, ვ---------------–-–---–ისა და ზ------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, ინსპექტორ-გამომძიებელ დ-------------–---–ის ოპერატიული პატაკი, გ--–----------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა თანდართული ფოტოცხრილით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად და რაც ერთობლიობაში ასაბუთებს ბრალდებულ გ--–----------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, 2019 წლის 19 მარტს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულ გ--–----------–---–ის (მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------------------–--ის მონაწილეობით) და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბაქარ შიოშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან - იოსებ გულოშვილთან.

 

3.2. 2019 წლის 19 მარტს სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - ბაქარ შიოშვილმა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს წარუდგინა ბრალის ახალი ფორმულირება და მომართა შუამდგომლობით და ითხოვა სისხლის სამართლის №033130918002 საქმეზე ბრალდებულ გ--–----------–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა, კერძოდ, წარმოდგენილი შუამდგომლობით პროკურორმა ითხოვა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცება, იმის თაობაზე რომ:

 

გ--–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 02 (ორი) წელი.

 

გ--–----------–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის თანახმად, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება,3.3. 2019 წლის 19 მარტს, ღია სასამართლო სხდომაზე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა - ბაქარ შიოშვილმა ბრალდებულმა - გ--–----------–---–მა და ადვოკატმა თ---------------------–--ემ.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმებების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს, რასაც ისინი სადავოდ არ ხდიან. ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბაქარ შიოშვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2 ამასთანავე, სასამართლო შეაფასა ის ფაქტიც, რომლის თანახმადაც საპროცესო შეთანხმების დადებისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულმა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ასევე გათვალისწინებულ იქნა საჯარო ინტერესი _ მაქსიმალური ეფექტიანობით იქნას გამოყენებული სახელმწიფო რესურსი და დაიზოგოს საქმის წარმოების ხარჯები.

 

სარეზულუციო ნაწილი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ბაქარ შიოშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს სიღნაღის რაიონული პროკურატურასა და ბრალდებულ გ--–----------–---–ს შორის 2019 წლის 19 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. გ--–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 02 (ორი) წელი.

 

4. გ--–----------–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის თანახმად, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება,5. გ--–----------–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 13 სექტემბრიდან 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;

 

6. გაუქმდეს გ--–----------–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ გ--–----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ გ--–----------–---–ს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

8. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა გ--–----------–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

9. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ადვოკატთან ასოციაციას. ამ ვადის დინება დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

10. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

ბრალდებულ გ--–----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი და მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ბრალდებულ გ--–----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის ბოთლიდან აღებული დნმ-ის ნიმუში, გ--–----------–---–ის ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

11. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

12. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში უფლება აქვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

13. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი