გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
030210919002898598
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№030210919002898598

N2/167-2019

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

19 მარტი, 2019 წელი ქ. ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

 

განმცხადებელი: შპს „მ------,წარმომადგენელი: ქ------- მ----,მოწინააღმდეგე მხარე: ლ---- გ---–------.

 

მოთხოვნა: ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2019 წლის 18 მარტს ფოთის საქალაქო სასამართლოს გამარტივებული წარმოების წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების მოთხოვნით განცხადებით მომართა შპს ,,მ------“ წარმომადგენელმა ქ------- მ-----.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 24 ივლისს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის №L24072018/0365 ხელშეკრულება. ლიზინგის საგანს წარმოადგენს ავტომობილი: მარკა, მოდელი - H--------, გამოშვების წელი 2---, ფერი თ------, ძრავის მოცულობა 1---, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი T--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი - A--------- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი - G---------. ლიზინგის თანხა შეადგენს 6000 ლარს. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგის თანხა განისაზღვრა - 4404 ლარის ოდენობით, თვეში 5,05%-ის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2020 წლის 24 ივლისამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 320,72 ლარის გადახდით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებს 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრება პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5%-ის ოდენობით.

მოპასუხემ დაარღვია ზემოაღნიშნული ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით ლ---- გ---–------ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5763,51 ლარის ოდენობით.

შპს „მ------“ 2018 წლის 24 სექტემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და მოსთხოვა ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის დაბრუნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს მიღებულ იქნას ბრძანება ლიზინგის მიმღების ლ---- გ---–------ს მფლობელობიდან ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე.

ასევე ითხოვს მოპასუხეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს შპს ,,მ------“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 90 ლარი.

სს „მ------" განცხადებას თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, შპს ,,მ------“ სახელზე გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ტექ. პასპორტის ასლი, ლიზინგის გაცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნის მფლობელობაში გაცემის აქტი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა, სახ. ბაჟის გადახდის ქვითარი.

 

სასამართლო გაეცნო განცხადება, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, სარჩელს უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ პუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-38 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს ?????????? ????? ???????“ ??????????? ??????? დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

აღნიშნული მოთხოვნების დაუცველობა, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მიუთითებს, რომ 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით ლ---- გ---–------ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5763,51 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოცემული დავის საგნის ღირებულება შეადგენს 5763,51 ლარს, ხოლო განმცხადებელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 90 ლარი, რაც ნაკლებია მოცემული კატეგორიის დავის საგანზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაზე, რომელიც შეადგენს 172.9 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (განცხადების) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (განცხადებას), თუ სარჩელი (განცხადება) შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე და უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შემოტანილი მასალები.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე, 191-ე, 414-ე, 416-417-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,მ------“ უარი ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. შპს ,,მ------“ დაუბრუნდეს მის მიერ სასამართლოში შემოტანილი საბუთები; მასვე დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 14.03.2019 წელი, ს.კ 4--------, საგადასახადო დავალება N1552551444, რეფერენსი 2531875443).

3. განემარტოს განმცხადებელს, რომ აღნიშნული საფუძვლით მოსამართლის მიერ განცხადების მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე განცხადებით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე