გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7095-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - გ--–----–--ე
წარმომადგენელი - ვ----–-------–-–---–ი
მოპასუხეები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - დ--------------ე
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენელი - შ---------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ ბრძანება გ--–----–--ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შსს კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N------- ბრძანება გ--–----–--ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--–----–--ე აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----–---------------------–----------------------------------------–-–-------------------–------–----------------------------------–-------------------------------–---–------ თანამდებობაზე;
1.4. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გ--–----–--ის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის სახით, ყოველთვიურად მისაღები ხელფასის - 1---.2- ლარის ანაზღაურება, 2017 წლის 7 მარტიდან სამუშაოზე აღდგენის თარიღის ჩათვლით პერიოდისათვის, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული სახელფასო თანხის გამოკლებით.
2. მოპასუხეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
2.2. მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ ბრძანებით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წილს 31 დეკემბრის N995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----–---------------------–----------------------------------------–-–-------------------–------–----------------------------------–-------------------------------–---–-----, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მ------ი გ--–---–-----------–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N------- ბრძანებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“, ,,ზ“, ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----–---------------------–----------------------------------------–-–-------------------–------–----------------------------------–-------------------------–---------------–---–-----, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მ------ი გ--–---–-----------–--- დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ ბრძანება (იხ.ს.ფ. 21);
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 20).
3.2. 2018 წლის 30 იანვარს გ--–----–--ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას. განმცხადებელმა მოითხოვა უმოკლეს ვადაში იმ დოკუმენტაციის სრული დამოწმებული ასლების გადაცემა, რომლითაც მოხდა გ--–----–--ის სამსახურიდან დათხოვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 13 თებერვლის M---------------- წერილით, გ--–----–--ის წარმომადგენელს მისი 2018 წლის 30 იანვრის N------ განცხადების პასუხად გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ და 2017 წლის 11 ივლისის N------- ბრძანებებიდან ამონაწერები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გ--–---–-----------–---- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში აყვანის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ გ--–----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანების საფუძველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ--–----–--ის წარმომადგენლის 2018 წლის 30 იანვრის განცხადება (იხ.ს.ფ. 17);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 13 თებერვლის M---------------- წერილი (იხ.ს.ფ. 18-19).
3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2019 წლის 1 თებერვლის M---------------- წერილით დგინდება, რომ გ--–----–--ის დარიცხული ხელფასი 2017 წლის 7 მარტამდე შეადგენდა 1---.2- ლარს (მათ შორის: თანამდებობრივი სარგო - 8----- ლარი; წოდებრივი სარგო - 5---- ლარი და წელთა ნამსახურების დანამატი - 2----- ლარი). 2017 წლის 7 მარტიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, გ--–----–--ე 2 თვის განმავლობაში შეუნარჩუნდა ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, რომელიც შეადგენდა დარიცხულ 9----- ლარს (მათ შორის: თანამდებობრივი სარგო - 8----- ლარი, წოდებრივი სარგო 5---- ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2019 წლის 1 თებერვლის M---------------- წერილი (იხ.ს.ფ. 165).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გ--–----–--ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ და 2017 წლის 11 ივლისის N------- ბრძანებები, რომლებიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე გ--–----–--ის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სადავო აქტის გამოცემის დროს (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ ბრძანება) მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული რედაქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამასთან, მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
დადგენილია, რომ გ--–----–--ე, წოდებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მ------ი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა ს-----–---------------------–----------------------------------------–-–-------------------–------–----------------------------------–-------------------------------–---–------ თანმდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონი ამომწურავად განსაზღვრავს პოლიციელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. ამავე წესის 36-ე მუხლით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელის დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს გასაჩივრებული ბრძანების (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ ბრძანება) გამოცემის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო, მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 103-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ ბრძანებით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----–---------------------–----------------------------------------–-–-------------------–------–----------------------------------–-------------------------------–---–-----, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მ------ი გ--–---–-----------–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, რეორგანიზაციის მოტივით, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N------- ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----–---------------------–----------------------------------------–-–-------------------–------–----------------------------------–-------------------------–---------------–---–-----, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მ------ი გ--–---–-----------–--- დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--–----–--ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შსს კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №--- საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაზე, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, საშტატო განრიგი წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის საშტატო ერთეულთა ნუსხას. საშტატო ერთეული წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურეებისა) შესაბამის საშტატო თანამდებობას, ხოლო სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებაზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში - სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მითითებული დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულია სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ამავე დებულების მე-8 მუხლის მიხედვით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის ცონტროლს და ორგანიზებას უწევს საზღვრის დაცვას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთების დაცვას და უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მუდმივ მზადყოფნას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლად ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, გარემოსდაცვით და სხვა ღონისძიებებს; გ1) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს; დ) ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის საქმიანობის ანალიზს; ე) აკონტროლებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამართლებრივ უზრუნველყოფას; ვ) საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, დირექტივებსა და ინსტრუქციებს; ზ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრაში; თ) ახორციელებს: საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვას; სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას; უზრუნველყოფს სასაზღვრო რეჟიმით დადგენილი წესების დაცვასა და კონტროლს; ი) ახორციელებს ძალებისა და საშუალებების მზადყოფნისა და მათი ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფას; კ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტოლის მეთოდების შემუშავებას, ოპერაციების დაგეგმვას და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას; ლ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების რეგიონულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას; მ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე; ნ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მისაღებ კანდიდატთა მომზადებას;
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
საქმის განხილვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან მოწოდებული საიდუმლო მასალის შესაბამისად (სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განჩინების თანახმად, მოპასუხე მხარეს დაევალა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგის წარმოდგენა, 2017 წლის მარტიდან დღემდე არსებული ყველა რედაქციით), სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგში განხორციელდა ცვლილებები, თუმცა აღნიშნულს არ მოჰყოლია მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატის გაუქმება, მისი ფუნქციური ცვლილება, შესაბამისად, არ არსებობდა რეორგანიზაციის საფუძვლით, მოსარჩელე გ--–----–--ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, ხოლო შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ და 2017 წლის 11 ივლისის N------- ბრძანებები და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ--–----–--ე აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----–---------------------–----------------------------------------–-–-------------------–------–----------------------------------–-------------------------------–---–------ ტოლფას თანამდებობაზე. მითითებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ: სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან; პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. ანალოგიურად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების მე-91 მუხლით დადგენილია, რომ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი; სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოს ან/და წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან; სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ხელფასის გარდა შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი ან/და კომპენსაცია.
საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2019 წლის 1 თებერვლის M---------------- წერილით დგინდება, რომ გ--–----–--ის დარიცხული ხელფასი 2017 წლის 7 მარტამდე შეადგენდა 1---.2- ლარს (მათ შორის: თანამდებობრივი სარგო - 8----- ლარი; წოდებრივი სარგო - 5---- ლარი და წელთა ნამსახურების დანამატი - 2----- ლარი). 2017 წლის 7 მარტიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, გ--–----–--ე 2 თვის განმავლობაში შეუნარჩუნდა ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, რომელიც შეადგენდა დარიცხულ 9----- ლარს (მათ შორის: თანამდებობრივი სარგო - 8----- ლარი, წოდებრივი სარგო 5---- ლარი).
ამრიგად, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა მოსარჩელე გ--–----–--ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული სახელფასო თანხის გამოკლებით).
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--–----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის N------ ბრძანება გ--–----–--ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შსს კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის N------- ბრძანება გ--–----–--ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ;
3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--–----–--ე აღდგენილ იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----–---------------------–----------------------------------------–-–-------------------–------–----------------------------------–-------------------------------–---–------ ტოლფას თანამდებობაზე;
4. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გ--–----–--ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული სახელფასო თანხის გამოკლებით);
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე