განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
330100118002691497
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- შ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ო---- ნ---------- ძე მ--------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------, რეგისტრაციის ადგილი: თ---–---- ბ-–---–---–-- ქუჩა #--, კორპუსი #-- ბინა #-, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თ---–---- ბ-–---–---–-- ქუჩა #--, კორპუსი #-- ბინა #3--–-.

 

ადვოკატი - ე-–----- გ---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის მარტის თვიდან - 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ო---- მ--------–---–ი მეუღლეს მ--- ჭ------ეს არასრულწლოვანი შვილის, 15 წლის ნ--- ჭ------ის და 9 წლის ო----- მ--------–---–ის თანდასწრებით და არასრულწლოვან შვილს, 15 წლის ნ--- ჭ------ეს გამუდმებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, სცემდა და ახორციელებდა მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რაც მ--- ჭ------ის და ნ--- ჭ------ის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა.

 

1.2. 2018 წლის მარტში, თ---–--–-- ბ-–---–---–-- ქუჩა #--, კორპუსი #-- ბინა #3--–-, ურთიერთშელაპარაკებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ო---- მ--------–---–მა მეუღლეს, მ--- ჭ------ეს არასრულწლოვანი შვილის, 15 წლის ნ--- ჭ------ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმაზე და ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს არასრულწლოვან შვილს, 15 წლის ნ--- ჭ------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2018 წლის აგვისტოში, თ---–--–-- ბ-–---–---–-- ქუჩა #--, კორპუსი #-- ბინა #3--–-, ურთიერთშელაპარაკებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ო---- მ--------–---–მა მეუღლეს, მ--- ჭ------ეს არასრულწლოვანი შვილის, 15 წლის ნ--- ჭ------ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმაზე და ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს არასრულწლოვან შვილს, 15 წლის ნ--- ჭ------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

1.4. 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში, თ---–--–-- ბ-–---–---–-- ქუჩა #--, კორპუსი #-- ბინა #3--–-, ურთიერთშელაპარაკებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ო---- მ--------–---–მა მეუღლეს, მ--- ჭ------ეს არასრულწლოვანი შვილის, 15 წლის ნ--- ჭ------ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმაზე და ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს არასრულწლოვან შვილს, 15 წლის ნ--- ჭ------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

1.5. 2018 წლის 22 სექტემბერს, თ---–--–-- ბ-–---–---–-- ქუჩა #--, კორპუსი #-- ბინა #3--–-, ურთიერთშელაპარაკებისას ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ო---- მ--------–---–მა მეუღლეს, მ--- ჭ------ეს არასრულწლოვანი შვილის, 9 წლის ო----- მ--------–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმაზე და ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

1.6. სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად მ--- ჭ------ე და ნ--- ჭ------ე განიცდიდნენ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

1.7. 2018 წლის 22 სექტემბერს, ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ო---- მ--------–---–ი მეუღლეს მ--- ჭ------ეს, 9 წლის არასრულწლოვანი შვილის - ო----- მ--------–---–ის თანდასწრებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

2.1. დაზარალებულ მ--- ჭ------ის ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ მ--- ჭ------ე 2008 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ბრალდებულ ო---- მ--------–---–თან. ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი, 15 წლის ნ--- ჭ------ე, 9 წლის ო----- მ--------–---–ი და 1 წლის და 6 თვის ს--–---- მ--------–---–ი. ოჯახი ცხოვრობს თ---–--–-- ბ-–---–---–-- ქუჩა #--, კორპუსი #-- ბინა #3--–-. ო---- მ--------–---–ი წარსულში სასჯელს იხდიდა ქურდობის ფაქტზე და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წელს. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ო. მ--------–---–ი თითქმის ყოველდღიურად იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ფიზიკური ძალადობის შედეგად მსხვერპლი განიცდიდა ტკივილს. ოჯახურ ძალადობას ხშირად შესწრებია მათი არასრულწლოვანი შვილი, 15 წლის ნ--- ჭ------ე. 2018 წლის გაზაფხულიდან განსაკუთრებით გახშირდა ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ფაქტები. კერძოდ 2018 წლის მარტში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ო---- მ--------–---–მა ფიზიკურად იძალადა მ--- ჭ------ეზე, კონკრეტულად კი, მოქაჩა თმაზე და ხელი დაარტყა სახის არეში. სამივე ხსენებულ ფაქტს შეესწრო მათი არასრუწლოვანი შვილი, 15 წლის ნ--- ჭ------ე, რომელმაც დედის ცემის გამო წინააღმდეგობა გაუწია მამას და ბრალდებულმა მასზეც სამივეჯერ იძალადა, კერძოდ დაარტყა სახის არეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2018 წლის 22 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში, ო---- მ--------–---–ი მთვრალი დაბრუნდა სახლში. ამ დროისათვის ბინაში იმყოფებოდნენ დაზარალებული მ--- ჭ------ე, არასრუწლოვანი ო----- მ--------–---–ი და მცირეწლოვანი ე-–--- მ--------–---–ი. ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი მეუღლეს, კერძოდ უყვიროდა და აგინებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებული შეეცადა მეუღლის დამშვიდებას, თუმცა იგი გახდა კიდევ უფრო აგრესიული, ხელი ჩაავლო თმაში და მოქაჩა ძლიერად, რა დროსაც მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, როდესაც მ--- ჭ------ემ მოძალადეს ხელი გააშვებინა თმიდან, ამ უკანასკნელმა სახეში მარცხენა მხარეს და მარცხენა მკლავში დაარტყა ხელი, რამაც ასევე გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. მსხვერპლმა დახმარების თხოვნით დარეკა დედასთან, გ---–----- ჭ------ესთან, რომელიც რამდენიმე წუთში მივიდა მასთან სახლში. ამ დრომდე ბრალდებული იყო აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გ---–----- ჭ------ის მისვლის შემდგომ ბრალდებული გახდა კიდევ უფრო აგრესიული, მსხვერპლს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. კონფლიქტის დროს არასრულწლოვანმა ო----- მ--------–---–მა დედის დაუკითხავად დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დარეკა ,,112-ში“ და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დაზარალებულმა გამოართვა ტელეფონი ო----- მ--------–---–ს და უშუალოდ აცნობა ოპერატორს მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ. დაზარალებულმა ზეპირი ჩვენების დროის გაიხსენა, რომ ძალადობა იყო უფრო მასშტაბური, ვიდრე გამოძიებაში დასახელებული 4 ეპიზოდისა. მას სხვა ეპიზოდების კონკრეტული თარიღები არ ახსოვს ძალადობის თითქმის ყოველდღიურობიდან გამომდინარე. მსხვერპლის ჩვენებით, იყო შემთხვევები, როცა ო---- მ--------–---–ი ყოველდღიურად სვამდა ალკოჰოლს და ყოველი თრობის დროს ძალადობდა მასზე.

 

2.2. დაზარალებულ ნ--- ჭ------ის ჩვენების თანახმად, მას შემდეგ რაც ო---- მ--------–---–ი გამოვიდა ციხიდან, ხშირად სვამდა ალკოჰოლს და მთვრალი უმიზეზოდ ჩხუბობდა ოჯახში. მეუღლეს მ--- ჭ------ეს ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მაშინ როდესაც ნ--- ჭ------ე ცდილობდა დედის დაცვას, ბრალდებული მასზეც ძალადობდა ფიზიკურად, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ--- ჭ------ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. 2018 წლის 22 სექტემბრის ფაქტს ნ--- ჭ------ე არ შესწრებია, თუმცა როდესაც დაბრუნდა სახლში, დედისგან შეიტყო, რომ პოლიციამ დააკავა ო---- მ--------–---–ი მ--- ჭ------ეზე ფიზიკური ძალადობის გამო.

 

2.3.დაზარალებულ ო----- მ--------–---–ის ჩვენების თანახმად, მამა ო---- მ--------–---–ი ხშირად სვამდა ალკოჰოლს და ამის გამო ჰქონდა მოჩვენებები. 2018 წლის 22 სექტემბერს ო---- მ--------–---–ი სახლში დაბრუნდა მთვრალ მდგომარეობაში და დაუწყო ჩხუბი მ--- ჭ------ეს, აგინებდა და ხელზე ხელს უჭერდა, ასევე წიწკნიდა თმებს, დაარტყა ხელი თვალშიც. ო----- მ--------–---–მა დედის სხეულზე - ხელზე და მხარზე შენიშნა დალურჯებები. დაზარალებულის ჩვენებით ო---- მ--------–---–მა მასაც მოწიწკნა თმა და დააგდო საწოლზე. ო---- მ--------–---–მა მამის ძალადობრივი ქმედებების გამო დედის მ--- ჭ------ის ტელეფონიდან დარეკა ,,112“-ში და გამოიძახა პოლიცია.

 

2.4.მოწმე გ---–----- ჭ------ის ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, დაუკავშირდა შვილი მ--- ჭ------ე და განწირული ხმით სთხოვდა მისულიყო მასთან სახლში, რადგან მეუღლე ო---- მ--------–---–ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმე შემთხვევის ადგილზე მივიდა ხსენებული სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით 3 წუთში, სახლი დახვდა არეული, მაგიდიდან და კარადებიდან ნივთები გადმოყრილი, ჭურჭელი ძირს ეყარა, ტახტი ამოტრიალებული იყო. მ. ჭ------ის მცირეწლოვანი შვილი ე-–--- მ--------–---–ი ტიროდა, ხოლო მეორე არასრულწლოვანი შვილი - ო----- მ--------–---–ი იყო შეშინებული. ბრალდებული იყო უგონოდ მთვრალი და აგინებდა მეუღლეს. გ---–----- ჭ------ე შვილზე - მ--- ჭ------ეზე იყო გადაფარებული და ამ ფორმით იცავდა დაზარალებულს, ო---- მ--------–---–ს ხელი რომ არ დაერტყა.

 

2.5.პატრულ-ინსპექტორების, მოწმეების გ--–- გ------ს და გ------- გ-------ას ჩვენებებით დადგინდა, 2018 წლის 22 სექტემბერს, რადიო სადგურის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძახების მიღებიდან დაახლოებით სამ-ოთხ წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ბინა დახვდათ არეული, ნივთები გადმოყრილი. ბინაში მყოფმა ქალბატონმა მ--- ჭ------ემ, რომელიც იყო აღელვებული და შეშინებული პოლიციელებს მიუთითა მეუღლეზე, ო---- მ--------–---–ზე და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი ძალადობდა მასზე, კერძოდ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბინაში მსხვერპლთან და მოძალადესთან ერთად იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი და დაზარალებულის დედა. მსხვერპლს სახეზე, მარცხენა თვალის მიდამოში და მარცხენა მკლავზე ჰქონდა ჩალურჯება, თან ამბობდა, რომ სტკიოდა. ბრალდებული პოლიციის მუშაკთა თანდასწრებითაც აგრძელებდა მეუღლის მიმართ აგრესიას. ო---- მ--------–---–ი დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე, შემოწმდა ალკოტესტით, დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.

 

2.6.2018 წლის 22 სექტემბრის ალკოტესტით შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ ო----ი მ--------–---–ი იყო მთვრალი. ალკოტესტმა აჩვენა დადებითი შედეგი - 3,489‰ პრომილი.

 

2.7. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, 24.09.2018 წ, მოქ. მ--- /----- ჭ------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა მხრის ზემო მესამედში და მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდესთან სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

2.8.ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- #--------- დასკვნებით მ--- ჭ------ემ და ნ--- ჭ------ემ ო---- მ--------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2.9.ო---- მ--------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო ფსიქიკური ტანჯვა სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით ასევე განიცადა ძალადობის თვითმხილველმა პირმა 9 წლის ო---- მ--------–---–მა.

 

მუქარა

 

2.10.დაზარალებულ მ--- ჭ------ის ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შემდეგ, ო---- მ--------–---–ი მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და გამოასალმებდა სიცოცხლეს. მ--- ჭ------ემ მუქარა აღიქვა რეალურად და ძალიან შეეშინდა. მსხვერპლის ჩვენებით, ო---- მ--------–---–ი ბინაში პოლიციის თანამშრომელთა ყოფნის მიუხედავად, მის მიმართ აგრძელებდა აგრესიას და კვლავ ემუქრებოდა ტექსტით „ჯერ წავიდნენ და მერე ნახავ რაც მოგივა, ძვლებში დაგამტვრევ“.

 

2.11.მოწმე გ---–----- ჭ------ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ ო---- მ--------–---–ი, 2018 წლის 22 სექტემბერს, მოწმის თანდასწრებით ემუქრებოდა მ--- ჭ------ეს სიცოცხლის მოსპობით, იწევდა მისკენ დასარტყმელად და ეუბნებოდა „უნდა მოგკლა“. ბრალდებულს მუქარა არ შეუწყვეტია მას შემდეგაც, რაც ბინაში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სახლში პოლიციელების ყოფნის მიუხედავად, ო---- მ--------–---–ი აგრძელებდა აგრესიას მეუღლის მიმართ, ეუბნებოდა: „დამაცადე შენ რა გიყო, ძვლებში დაგამტვრევ“. მოწმის გადმოცემით, ბრალდებული ამ დროს განსაკუთრებით აგრესიული იყო.

 

2.12.მოწმეების გ--–- გ------ს და გ------- გ-------ას ჩვენებებით დადასტურდა, რომ მათი თანდასწრებითაც ბრალდებული ო---- მ--------–---–ი აგრძელებდა აგრესიას მსხვერპლის მ--- ჭ------ის მიმართ და ემუქრებოდა. მსხვერპლი იყო შეშინებული და აღელვებული.

 

2.13.ბრალდებულმა ო---- მ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ არის ალკოჰოლის სისტემატური მომხმარებელი. განმარტა, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს, არასრულწლოვანი შვილების ო----- და ე-–--- მ--------–---–ების თანდასწრებით მეუღლეს მ--- ჭ------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და უარყო სხვა ეპიზოდებში როგორც ძალადობის, ასევე მუქარის ჩადენის ფაქტები.

 

2.14.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.14.1. დაცვის მხარის მსჯელობა დაზარალებულ მ--- ჭ------ის ზეპირი ჩვენების არასანდოობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე გაზარდა ძალადობის მასშტაბი და ჩვენებაში განაცხადა იმაზე მეტი ფაქტი, ვიდრე ეს გამოკითხვის ოქმში ჰქონდა გაცხადებული - აღნიშნული არგუმენტი სასამართლოს მიერ არასათანადოდ დასაბუთებულად შეფასდა. სასამართლო განმარტავს, რომ სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ ჩვენების შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ ჩვენების პროცესში მოწმის ვერბალურ და არავერბალურ დინამიკაზე დაკვირვებით. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებული მ--- ჭ------ე ფაქტებს დამაჯერებლად და გულწრფელად გადმოსცემდა და მისი ჩვენება იყო თანხვედრაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან. ის რომ, დაზარალებული იმაზე მეტ ფაქტზე აკეთებს მითითებას, ვიდრე ეს გამოძიებაში ჰქონდა მითითებული, არ არის უცხო ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებისთვის. სწორედ ოჯახში ჩადენილი დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხდება ერთგვარი რუტინა, ხშირ შემთხვევაში, გამოძიების ეტაპზე, დროის სიმცირიდან გამომდინარე მსხვერპლთა მიერ ვერ ხდება ყველა ფაქტის გახსენება და აღდგენა. გამოძიებიდან სასამართლო განხილვამდე განვლილი დრო, მსხვერპლს აძლევს ობიექტურ შესაძლებლობას დაფიქრდეს და გაიხსენოს ფაქტები, სწორედ ამ დროს ხდება მეხსიერებაში დალექილი მოვლენების აღდგენა.

 

2.14.2.დაცვის მხარის არგუმენტი,- გამორიცხოს ძალადობის სისტემატურობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2018 წლის 22 სექტემბრამდე, წინა ეპიზოდებზე დამოუკიდებლად არ ყოფილა გამოძიება დაწყებული და ამასთან დაზიანების კვალის არსებობა დადასტურებული არ არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური დანაშაულის მახასიათებელ თავისებურებას - ლატენტურობას, რასაც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს მოძალადისადმი შიში. შიშის ან კიდევ ,,ერთი შანსის“ მიცემით მსხვერპლები სახელმწიფოს იქამდე არ სთხოვენ დახმარებას, ვიდრე პოლიციისადმი მიმართვა სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც, დაზარალებულის მ--- ჭ------ის ჩვენებით, 2018 წლის 22 სექტემბრამდე იგი ცდილობდა მოძალადის გამოსწორებას და პატიებას, თუმცა ბოლო ეპიზოდი იყო ,,ბოლო წვეთი“. მას შემდეგ, რაც არასრუწლოვანმა 9 წლის ო----- მ--------–---–მა დარეკა ,,112-ში“ მ--- ჭ------ემ გადაწყვიტა ბრალდებულის მხილება. სასამართლო ვერ განიხილავს ო---- მ--------–---–ის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებად მხოლოდ იმ ფაქტს, რომ არ არის წარმოდგენილი 2018 წლის 22 სექტემბრამდე ჩადენილი ძალადობების დამადასტურებელი მტკიცებულება - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობის თითოეული ფაქტი ყოველ ინდივიდუალურ საქმეში შეიძლება დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებით, როგორიცაა მსხვერპლისა და მოწმეთა ჩვენებები ან/და წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის განმარტებისას არ აკეთებს რაიმე სახის დათქმას მარტივი ძალადობის (საუბარი არ არის სსკ-ის 117-120-ე მუხლებზე) მუხლებზე სავალდებულოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არსებობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასკვნის არარსებობას აქვს ობიექტური მიზეზი, დანაშაულის ლატენტურობა. განსახილველ შემთხვევაში სისტემატური ძალადობა დასტურდება მ--- ჭ------ის და ნ--- ჭ------ის ჩვენებებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებებით.

 

2.14.3. სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის მოსაზრება ძალადობის სისტემატურობის სტრუქტურასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის პოზიციით, ძალადობის სისტემატურობისათვის აუცილებელია ძალადობა ხორციელდებოდეს ყოველდღიურად, ან მაქსიმუმ დღეგამოშვებით. სასამართლო განმარტავს, სამართლის თეორიაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, სისტემატურად ითვლება ძალადობა, როდესაც მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ განხორციელებულია მინიმუმ სამი ძალადობრივი აქტი დროის მცირე მონაკვეთში. მცირე მონაკვეთი გულისხმობს გონივრულ ფაზას და არა აპრიორი ყოველდღიურობას, უბრალოდ აუცილებელია, რომ ყოველი მომდევნო ძალადობის დროისთვის მსხვერპლში არ იყოს განელებული წინა ძალადობის შედეგად გამოწვეული ემოციური ფონი და ტკივილი. განსახილველ შემთხვევაში ზეპირი ჩვენებებითა და გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია ფიზიკური ძალადობის მინიმუმ 4 ეპიზოდი: 2018 წლის მარტი, აგვისტო, სექტემბერი (თარიღი დაუდგენელია) და 22 სექტემბერი, თუმცა ძალადობის მასშტაბი დაზარალებულ მ--- ჭ------ისა და ნ--- ჭ------ის ჩვენებებით არის უფრო მოცულობითი, ზოგჯერ ყოველდღიურიც კი, ვინაიდან ო---- მ--------–---–ი ყოველი სიმთვრალის დროს და ეს შესაძლოა ყოფილიყო ყოველი დღე, უმიზეზოდ, სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა დაზარალებულებზე. ძალადობის სისტემატურობას ასევე მოწმობს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა მიხედვითაც დაზარალებულები მ--- ჭ------ე და არასრულწლოვანი ნ--- ჭ------ე ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური ძალადობის გამო განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას. უფრო მეტიც, მსხვერპლებთან ერთად იტანჯებოდა ძალადობის თვითმხილველი პირი არასრულწლოვანი ო----- მ--------–---–იც, რომელსაც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

 

2.14.4. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულები ნ--- ჭ------ე და ო----- მ--------–---–ი არიან დედის გავლენის ქვეშ და აქედან გამომდინარე ცრუდ ამხელენ მამას დანაშაულის ჩადენაში გაზიარებული არ იქნა. სასამართლომ, სოციალური მუშაკის და არასრულწლოვან დაზარალებულთა ადვოკატის თანდასწრებით მოისმინა მათი ზეპირი ჩვენებები, ბრალდებულის ადვოკატმა ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დასვა კითხვები, ბავშვებისთვის წინასწარ განუჭვრეტელი იყო ამ კითხვების შინაარსი, მათ არცერთ კითხვაზე თავი არ აურიდებიათ, მოწადინებული იყვნენ ეთქვათ სიმართლე, ნათლად და დამაჯერებლად გადმოსცემდნენ ფაქტებს. საგულისხმოა, რომ სწორედ არასრუწლოვანმა ო----- მ--------–---–მა დარეკა ,,112“ ში დახმარების თხოვნის მოტივით. ასევე ხაზგასასმელია არასრულწლოვანი ო----- მ--------–---–ის განწყობა მამის ქმედებებზე და მის დასჯაზე, ბრალდებულის ადვოკატის მიერ დასმულ კითხვაზე 9 წლის ო----- მ--------–---–მა განაცხადა, ,, ...გაბრაზებული ვარ მამაზე, არ მინდა მამა თუ დედას ეჩხუბება. მინდა მამა იყოს ციხეში“. რომ არა არასრულწლოვნის მიერ საკუთარი თვალით აღქმული ძალადობის ფაქტები სასამართლოს შეფასებით შეუძლებელია ბავშვში მსგავსი ემოცია სხვა ფაქტორს გამოეწვია. ბავშვის განწყობა, პროტესტი და მამის ქმედების მიუღებლობა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი თვითმხილველია ფაქტების, რაც მის ჩვენებას უფრო მეტ გულწრფელობასა და სანდოობას მატებს.

 

2.14.5.ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებში დადგენილი გარემოება, რომ ნ--- ჭ------ე და მ--- ჭ------ე ო---- მ--------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, დაცვის მხარის შეფასებით არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობას, ადვოკატის არგუმენტით ძალადობამ უნდა გამოიწვიოს ფსიქიკური და არა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საექსპერტო კვლევის მეთოდიკაზე, დასკვნებით დგინდება, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებული იქნა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფსიქიკურ ფუნქციათა კვლევის მეთოდები. ასეც რომ არ იყოს, ფსიქოლოგიური ტანჯვა სასამართლოს შეფასებით არსობრივად იგივეა, რაც ფსიქიკური ტანჯვა და გულისხმობს მსხვერპლის სულიერ და გონებრივ ჩაგვრას, რაც აღწევს განსაკუთრებული სიმძიმის ზღვარს და უთანაბრდება ტანჯვას. ეს არის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის ნერვული სისტემის მოშლას და პირი ხანგრძლივი დროის განმავლობაში კარგავს სულიერ სიმშვიდეს, რაც თავის მხრივ იწვევს სულიერ განცდას, წვალებას.

 

2.14.6.სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტი მუქარასთან მიმართებაში, მუქარის პროცესში ო---- მ--------–---–ის მიერ მსხვერპლის მისამართით ნათქვამი სიტყვები „ძვლებში დაგამტვრევ“, დაცვის მხარის შეფასებით იყო უბრალოდ სიტყვის მასალა, შესაბამისად, იგი დაზარალებულს არ შეიძლება რეალურად აღექვა. დაცვის მხარის პოზიციით მსხვერპლში მუქარის რეალურობის აღქმისთვის აუცილებელია მუქარის შემცველ სიტყვებთან ერთად დამმუქრებელი შეიარაღებული იყოს ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით. დაცვის მხარის ეს პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის მუქარის სტრუქტურულ შემადგენლობასთან. მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია 3 კომპონენტი: 1. დანაშაული გამოიხატებოდეს მოქმედებაში - ანუ მუქარაში, 2. შედეგში - შიში, 3. მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. განსახილველ შემთხვევაში დადასტურდა მუქარის მატერიალური ფაქტი, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით შეიქმნა დანაშაულის სურათი: მეუღლეზე სისტემატურად მოძალადე ო---- მ--------–---–ი 2018 წლის 22 სექტემბერს იყო უკიდურესად აგრესიული, ჭარბად მიღებული ალკოჰოლის გამო იქცეოდა არაადეკვატურად, მოაწყო ოჯახში აურზაური, გადმოყარა ნივთები და საგნები, სცემა მეუღლე და ამის შემდგომ დაემუქრა მსხვერპლს, რომ ,,მოგკლავ“, ,,ძვლებში დაგამტვრევ“. ბრალდებულის ფსიქო-ემოციური და ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მსხვერპლისთვის განუჭვრეტელი იყო მოძალადის შემდგომი ქმედებები, ბრალდებულის მიერ ნაცემი მეუღლის მიმართ გამოთქმული სიტყვები მსხვერპლის აღქმაში რეალურად იწვევდა მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს. მუქარის რეალურად აღსრულების შიშს მსხვერპლის აღქმაში იწვევდა ის გარემოებაც, რომ თუკი 22 სექტემბრამდე ოჯახში ძალადობა ლატენტური რჩებოდა, 22 სექტემბერს მსხვერპლმა გაბედა და დარეკა დედასთან და პოლიციაში, რამაც მოძალადე კიდევ უფრო განარისხა და სახლში გარეშე პირების ყოფნის მიუხედავად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის რეალურად აღქმისთვის არ არის აუცილებელი მუქარა გამოთქმული იყოს ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის თანხლებით, მუქარა შეიძლება განხორციელდეს პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, ასევე წერილის, მოკლეტექსტური შეტყობინების მიწერით და ა.შ. ანუ აუცილებელი არ არის მუქარის რეალურობისათვის დამნაშავე ახდენდეს იარაღის დემონსტრირებას.

 

2.15.სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში მიმოხილვით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადგენილი, რომ ო---- მ--------–---–მა 2018 წლის მარტიდან 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით მ--- ჭ------ის და ნ--- ჭ------ის მიმართ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასჯად ქმედებად განიხილავს სისტემატურ ცემას და სხვაგავარ ძალადობას რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველ შემთხვევაში დამტკიცდა ცემის სისტემატურობა. ობიექტური მხრივ სისტემატური ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების სისტემატურ ცემად და სხვაგვარ ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას, რაც განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია დაზარალებულთა ჩვენებებითა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.

 

3.4. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის და ო---- მ--------–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მ--- ჭ------ე არის ო---- მ--------–---–ის მეუღლე, ხოლო ნ--- ჭ------ე და ო----- მ--------–---–ი შვილები, ამდენად სახეზეა ოჯახური დანაშაული. მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან მიმართებაში, ასევე დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ო---- მ--------–---–ისთვის, შვილის და მამის ნათესავური და ოჯახური კავშირიდან გამომდინარე წინასწარ ცნობილი იყო, რომ ნ--- ჭ------ე და ო----- მ--------–---–ი იყვნენ არასრულწლოვნები. ასევე დადგენილია, რომ ძალადობის 3 ფაქტი (2018 წლის მარტი, აგვისტო და სექტემბრის დასაწყისი) განხორციელდა არასრულწლოვანი ნ--- ჭ------ის მიმართ და თანდასწრებით, ხოლო 22 სექტემბრის ეპიზოდს ესწრებოდა ო----- მ--------–---–ი.

 

3.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებული ჩვენებაში მიუთითებს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ო---- მ--------–---–ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა მაშინ როდესაც ბინაში იმყოფებიან სამართალდამცავები, რასაც წინ უძღოდა ფიზიკური ძალადობის ფაქტები მ--- ჭ------ის მიმართ, დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული და შიშობდა, რომ ბრალდებულს შესაძლოა მართლაც მოეკლა იგი. სასამართლოს შეფასებით შემთხვევის დღეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ო---- მ--------–---–ის მხრიდან მეუღლის მისამართით გაცხადებული მუქარის შინაარსი - ,,მოგკლავ“, ,,ძვლებში დაგამტვრევ“ და ბრალდებულის არაადეკვატური ქცევა (მუქარა და აგრესია სამართალდამცავთა თანდასწრებით) მსხვერპლში რეალურად იქნა აღქმული. სასამართლოს განმარტებით, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ო---- მ--------–---–ის მიერ აგრესიული და აქტიური ფორმით გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა დაზარალებულის მხრიდან ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც იგი სტრესსა და შიშში ჩააგდო. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ხერხი („უნდა მოგკლა“; „დამაცადე შენ რა გიყო, ძვლებში დაგამტვრევ“), ბრალდებულის პიროვნება (წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა სასჯელის მოხდიდან ნასამართლობის გაქარწყლებამდე მან განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა), მუქარის განხორციელებამდე ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, მუქარის გამოხატვის პროცესში იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რაც მეტად არაადეკვატურს ხდიდა პროცესების დროს. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მუქარა, რომ აღქმული იქნა რეალურად და მას წარმოეშვა მუქარის განხორციელების შიში, დასტურდება თავად დაზარალებულის ჩვენებებით, თვითმხილველ მოწმეთა და იმ სამართალდამცავების ჩვენებებით, რომლებიც მყისიერად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და დაზარალებული ნახეს ძალიან შეშინებულ და აღელვებულ მდგომარეობაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მატერიალურ ფაქტს, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ო---- მ--------–---–ის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა დაზარალებულის მიერ აღქმული იყო რეალურად.

 

3.6. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ო---- მ--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი, წარსული ნასამართლობა და დანაშაულის რეციდივი, ასევე ქმედებების ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაც ზოგადად იყო სისტემატური ცემის მაპროვოცირებელი ფაქტორი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ო---- მ--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას ჰყავს სამი დაზარალებული, რომელთაგან ორი არასრუწლოვანია და მსხვერპლთა ფსიქიკური ტანჯვა განპირობებული იყო მისი ძალადობრივი ქმედებებით. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ო. მ--------–---–ი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის - სახეზეა დანაშაულის რეციდივი, სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ წინა მსჯავრდების დროს ო---- მ--------–---–ს განესაზღვრა მსუბუქი სასჯელი (საპროცესო შეთანხმება) და გათავისუფლდა პირობით ვადამდე ადრე, თუმცა კანონისმიერი შეღავათები ვერ გახდა კერძო პრევენციის მატარებელი და ბრალდებულმა განაგრძო განზრახი დანაშაულის ჩადენა.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3-------- განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ო---- მ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (2013 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (2013 წლის 6 იანვრის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით (2013 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2013 წლის 2 თებერვლიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს #0---------- გადაწყვეტილებით, ო---- მ--------–---–ი 2016 წლის 31ო მაისს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა პირობით ვადამდე 8 (რვა) თვითა და 2 (ორი) დღით ადრე. ბრალდებულის ნასამართლობიდან გამომდინარე სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

 

5.5. სასამართლოს შეფასებით, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ო---- მ--------–---–ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლთა ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს მსხვერპლთა მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ო---- მ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა, დ, კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2.ო---- მ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო---- მ--------–---–ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ო---- მ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 სექტემბრიდან.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა