გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
120210018002609851
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2609851-2/680-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ ერ-------–-------------------ო

წარმომადგენელი - მი----–-----–---–---–ი

 

მოპასუხე - შპს „ჯი--------------ი“

დირექტორი - ნა----–-----------ძე, გი----------–-–---–ი, გი---------------–---–ი

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს „ჯი--------------ი“-ს 2017 წლის 07 სექტემბრის N175 და 2017 07 სექტემბრის N176 ხელშეკრულებების პირობების დარღვევისათვის დაეკისროს პირგასამტეხლო - 10864.81 ლარი,სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სსიპ ერ-------–-------------------ოსა და შპს „ჯი--------------ს “ შორის 2017 წლის 07 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N175 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სანიტარული ჭრის ფარგლებში, სა-–-------------ს რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 2500 კბ. მ. წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა ხელშეკრულების პირობების, დანართი N1-ის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა შესრულებულიყო 2017 წლის 15 დეკემბრამდე. თუმცა სახეზეა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი და ვადაგადაცილებული შესრულება. დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 2500 კბ. მ. მერქნული რესურსიდან დამზადებულია და სატყეო სა--------სთვის ჩაბარებულია 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 1788,37 კბ. მ. მერქნული რესურსი. გამოყენებული ტყეკაფი არ არის სრულად ათვისებული, აუთვისებელი მერქნული რესურსის ნაშთი შეადგენს 711,63 კბ. მ. დარღვეულია მომსახურების განხორციელების ვადები 107 დღით. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.

 

ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 107 დღეს, ხოლო პირგასამტეხლოს რაოდენობა 9732.01 ლარს. კომპანიას აღნიშნული პირგასამტეხლო დღემდე არ გადაუხდია.

 

2017 წლის 07 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N175 ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაემზადებინა 2500 კბ.მ. მერქნული რესურსი, აქედან დაამზადა 1778,37 კბ.მ 15 დეკემბრამდე ვადაში დამზადებული აქვს 836.18 კბ. მ. ვადაგადაცილებით 952.24 კბ. მ. 711.63 კბ. მ. არის დაუმზადებელი მერქნული რესურსი.

 

1) 15.12.2017 - ვადაგადაცილება 1 დღე - შესრულებული სამუშაო - 101.41 კბ. მ შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა: 107.9 ლარი. შეუსრულებელი ვალდებულება-1663.87 კბ.მ *64.9 (1 კბ.მ. ღირებულება) *0.1 % *1 დღეზე =107.9 ლარს.

2) 30.01.2018- 46 დღეს-70.90 კბ.მ. შეუსრულებელი ვალდებულება- 1562.46 *64.9*0.1%*46=4664.57.

3)05.03.2018-34 დღე-306კბ.მ. შეუსრულებელი ვალდებულება - 1491.56*64.9*0.1*34=3291.28.

4)09.03.2018-4 დღე-197.35 კბ.მ. შეუსრულებელი ვალდებულება - 1158.56*64.9*0.1%*4=307.77.

5) 27.03.2018-18 დღე-167.49 კბ.მ. შეუსრულებელი ვალდებულება- 988.21*64.9*0.1 %*18=1154.43.

6)30.03.2018-3 დღე-109.09 კბ.მ. შეუსრულებელი ვალდებულება- 820.72*64.9*0.1 %*3=159.79.

7) 31.03.2018-1 დღე-711.36 კბ.მ. შეუსრულებელი ვალდებულება- 711.36*64.9*0.1 %*1=46.18. სულ ჯამი=9732.01 ლარი

 

სსიპ ერ-------–-------------------ოსა და შპს „ ჯი--------------ს “ შორის 2017 წლის 07 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N176 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სანიტარული ჭრის ფარგლებში, სა-–-------------ს რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 980 კბ.მ წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა ხელშეკრულების პირობების, დანართი N1-ის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა შესრულებულიყო 2017 წლის 15 დეკემბრამდე, თუმცა სახეზეა მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი და ვადაგადაცილებული შესრულება. დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 980 კბ. მ. მერქნული რესურსიდან დამზადებულია და სატყეო სა--------სათვის ჩაბარებულია 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 892.33 კბ.მ. მერქნული რესურსის ნაშთი შეადგენს 87.67 კბ.მ. დარღვეულია მომსახურების განხორციელების ვადები 107 დღით. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებულია შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტები.

 

2018 წლის 25 აპრილს სა--------მ ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით და ხელშეკრულების 11.1 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვადების ღირებულების 01 %-ის ოდენობით. ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა შეადგენს 107 დღეს, ხოლო პირგასამტეხლოს რაოდენობა 1132.80 (ერთი ათას ოცდათორმეტი ლარი და 80 თეთრი) ლარს. კომპანიას აღნიშნული პირგასამტეხლო დღემდე არ გადაუხდია.

 

2017 წლის 07 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N176 ხელშეკრულების მიხედვით უნდა დაემზადებინა 980 კბ. მ მერქნული რესურსი, აქედან დაამზადა 892.33 კბ.მ . 15 დეკემბრამდე ვადაში დამზადებული აქვს 658.8 კბ.მ, ვადაგადაცილებით- 233.53 კბ.მ. 87.67 კბ.მ არის დაუმზადებელი მერქნული რესურსი.

 

1. 21.12.2017 -ვადაგადაცილება 7 დღე-შესრულებული სამუშაო- 70.78 კბ.მ . შესაბამისად, პირგასამტეხლოს რაოდენობამ შეადგინა: 145.92 ლარი შეუსრულებელი ვალდებულება- 321.2 კბ.მ *64.9(1 კბ.მ ღირ.)*0.1 %*7 დღეზე=145.92 ლარს.

2. 30.01.2018-40 დღე-651.15. კბ.მ შეუსრულებელი ვალდებულება-250.42*64.9*0.1 %*40=651.15. ლარი.

3) 31.03.2018 -59 დღე-87.67. კბ.მ შეუსრულებელი ვალდებულება-87.67*64.9*0.1 %*59=335.70. ლარი. სულ პირგასამტეხლოს ჯამი= 1132.80 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ ჯი--------------მა “ შესაგებელით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული რაოდენობა 2500 კბ. მეტრი წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსი არის სავარაუდო მოცულობა რომელიც არ გულისხმობს მისაწოდებელი მომსახურების სავალდებულო რაოდენობას. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ 2017 წლის 08 სექტემბერს მოპასუხემ დაიწყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, სამუშაოების შესრულების პროცესში თავი იჩინა გათვალისწინებულმა გარემოებებმა, კერძოდ, ამინდის კლიმატური პირობების გაუარესების, დიდთოვლობის გამო გარკვეული პერიოდი ვერ ხერხდებოდა ტყეში შესვლა და სამუშაოების ტარება. ამასთან დაკავშირებით შემსყიდველს არაერთხელ მიმართა მოპასუხემ და ითხოვა მომსახურების განხორციელებისთვის განსაზღვრული ვადის გაზრდა, შემსყიდველი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად ადასტურებდა და თანხმდებოდა აღნიშნულ მოთხოვნას. თუმცა წერილობით არ მოუწერია მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ წარადგინა ამინდის გაუარესების შესახებ ცნობა, რომელიც ადასტურებდა ფაქტს. აგრეთვე ორი ხელშეკრულების მიხედვით ორ სხვადასხვა სატყეო უბანზე გაყვანილი უნდა ყოფილიყო ტყეკაფის მისასვლელი სატყეო სამეურნეო გზა, რომელიც შემსყიდველს არ გაუყვანია.

 

აღნიშნულ ფაქტზეც მოპასუხემ არაერთხელ მიმართა შემსყიდველს და სთხოვა გზის გაყვანა, თუმცა მისგან უარ მიიღო, ისიც მხოლოდ ზეპირსიტყვიერად და არა წერილობით, ვინაიდან შემსყიდველი მოსარჩელეს პასუხს არ სცემდა ყველა იმ რეალურ პრობლემაზე რაც იყო ხელშეკრულების შესრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ამიტომ მოპასუხე იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება შემსყიდველთან, ამასთან დაკავშირებით შემსყიდველს მიწერა წერილი რაზეც პასუხი ვერ მიიღო, ადგილზე გადამოწმებიდან იმ რაოდენობის ნაძვის ჯიშის ხე ტყე არ აღმოჩნდა, რასაც მოითხოვდა შემსყიდველი, თუმცა ტენდერის პირობებით მოცულობა იყო სავარაუდო ოდენობის და არ ავალდებულებდა მხარეს ზუსტად ამ რაოდენობის მიწოდებას. სატენდერო პირობების თანახმად შემსყიდველი მოცულობას სავარაუდო საორიენტაციოს უწოდებს რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნული ოდენობა არ წარმოადგენს სავალდებულო მისაწოდებელ ოდენობას, ამიტომ მხარის პოზიცია, რომ კომპანიამ სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მოპასუხემ ვადაგადაცილებით 107 დღის დაგვიანებით ნამდვილად შეასრულა სამუშაოები, თუმცა ვადაგადაცილება არ ყოფილა მისი ბრალეულობით გამოწვეული, რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემსყიდველმა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო პირგასამტეხლოს ღირებულება ....... ოდენობით და დარჩენილი ნაწილი აანაზღაურა. ასევე არ ეთანხმება პირაგსამტეხლოს ოდენობას პროცენტული თვალსაზრისით ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს რომ პირგასამტეხლო უნდა იქნას გონივრული ოდენობის, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სა--------მ შემსყიდველ ორგანიზაციას უთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს ხელშეკრულების შესასრულებელი ვალდებულებების 0.02%-ზე მეტი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სასამართლო ყოველთვის ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლს რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნულ შემთხვევაში მხარემ პირგასამტეხლო დააკისრა მოპასუხეს 0.1%-ის ოდენობით და აღნიშნული თანხა გამოაკლო ასანაზღაურებელ თანხას, რომელიც დღემდე არ ჩაურიცხავს მოპასუხის ანგარიშზე. შემსყიდველ ორგანიზაციას სადავოდ გამხდარი პირგასამტეხლოს ოდენობა კომპანიისგან უკვე მითვისებული აქვს და აღნიშნული თანხა გამოქვითულია მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 07 სექტემბერს სსიპ ერ-------–-------------------ოსა და შპს „ ჯი--------------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N175 ხელშეკრულება. სა-–-------------ს რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 2500 კბ. მ. წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა ხელშეკრულების პირობების, დანართი N1-ის შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N175 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 22);

 

3.1.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით მთლიანმა სახელშეკრულებო თანხამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 162250 ლარი, ერთი მ3 ხე-ტყის დამზადების, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე ტრანსპორტირების და დასაწყობების მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 64.90 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N175 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 22);

 

3.1.3. 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N175 ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მომსახურების განხორციელების ვადები და ადგილი, კერძოდ მომსახურება (ხე-ტყის დამზადება) და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N175 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 22);

 

3.1.4. 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N175 ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა კერძოდ, არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N175 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 23);

 

3.1.5. 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N175 ხელშეკრულების მე-10 მუხლით განისაზღვრა, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეების წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N175 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 23);

 

3.1.6. 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N175 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N175 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 23);

 

3.1.7. სსიპ ერ-------–-------------------ოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი 2018 წლის 31 მარტის საბოლოო N175/11 დასკვნის თანახმად, დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 2500 მ3 მერქნული რესურსიდან დამზადებულია და სატყეო სა--------ზე ჩაბარებულია 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 1788.37 მ3 მერქნული რესურსი. გამოყოფილი ტყეკაფი არ არის სრულად ათვისებული, დარჩენილი მერქნული რესურსის ნაშთი შეადგენს 711,63 მ3. დარღვეულია მომსახურების განხორციელების ვადები (106 დღე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 31 მარტის საბოლოო დასკვნა N175/11 (იხ.ს.ფ. 37);

3.1.8. სსიპ ერ-------–-------------------ოს 2018 წლის 25 აპრილის წერილით შპს „ჯი--------------ს“ გაეგზავნა გაფრთხილება მასზედ, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 07 სექტემბერს გაფორმებული N175 ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის შესაბამისად დაერიცხათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით 107 დღეზე 9732,01 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 25 აპრილის N03/8056 წერილი (იხ.ს.ფ. 38-39);

 

3.1.9. 2017 წლის 07 სექტემბერს სსიპ ერ-------–-------------------ოსა და შპს „ ჯი--------------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N176 ხელშეკრულება. სა-–-------------ს რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 980 კბ. მ. წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა ხელშეკრულების პირობების, დანართი N1-ის შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N176 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 40);

 

3.1.10. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით მთლიანმა სახელშეკრულებო თანხამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 63602ლარი, ერთი მ3 ხე-ტყის დამზადების, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე ტრანსპორტირების და დასაწყობების მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 64.90 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N176 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 40);

 

3.1.11. 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N176 ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მომსახურების განხორციელების ვადები და ადგილი, კერძოდ მომსახურება (ხე-ტყის დამზადება) და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N176 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 40);

 

3.1.12. 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N176 ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა კერძოდ, არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N176 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 41);

 

3.1.13. 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N176 ხელშეკრულების მე-10 მუხლით განისაზღვრა, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეების წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N176 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 41);

 

3.1.14. 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N176 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 სექტემბრის N176 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 41);

 

3.1.15. სსიპ ერ-------–-------------------ოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი 2018 წლის 31 მარტის საბოლოო N176/6 დასკვნის თანახმად, დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 980 მ3 მერქნული რესურსიდან დამზადებულია და სატყეო სა--------ზე ჩაბარებულია 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 892.33 მ3 მერქნული რესურსი. გამოყოფილი ტყეკაფი არ არის სრულად ათვისებული, დარჩენილი მერქნული რესურსის ნაშთი შეადგენს 87.67 მ3. დარღვეულია მომსახურების განხორციელების ვადები (106 დღე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 31 მარტის საბოლოო დასკვნა N176/6 (იხ.ს.ფ. 47);

3.1.16. სსიპ ერ-------–-------------------ოს 2018 წლის 25 აპრილის წერილით შპს „ჯი--------------ს“ გაეგზავნა გაფრთხილება მასზედ, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 07 სექტემბერს გაფორმებული N176 ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის შესაბამისად დაერიცხათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით 107 დღეზე 1.132.80 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 25 აპრილის N03/8056 წერილი (იხ.ს.ფ. 48-79);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სსიპ ერ-------–-------------------ოსა და შპს ,,ჯი--------------ის’’ შორის 2017 წლის 07 სექტემბერს N175 და N176 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულება მოპასუხემ ვერ შეძლო ამინდის კლიმატური პირობების გაუარესების, დიდთოვლობის გამო, რაც შეთანხმებული იყო სსიპ ერ-------–------ეო სა--------სთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 07 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით (N175, N176) განსაზღვრული იყო, რომ და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე. ასევე ხელშეკრულებების მე-9 მუხლით განისაზღვრა, რომ თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშვებოდა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი მხარე ვალდებული იყო წერილობით შეეტყობინებინა მეორე მხარისათვის შესაბამისი ინფორმაცია. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება კი უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დანართის სახით, ასევე განისაზღვრა, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეების წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყონებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით. ამდენად, იმის მტკიცება, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არადროული შესრულება შეთანხმებულ იყო სსიპ ერ-------–------ეო სა--------სთან დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი წერილობითი მტკიცებულება იმისა, რომ მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება შეთანხმებულ იქნა მხარეთა შორის. ასევე წარმოდგენილ არ ყოფილა ცვლილებები ხელშეკრულების პირობებში.

 

3.2.2. სასამართლოს ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არის არაგონივრული, ვინაიდან დადგენილია, რომ 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N175 და N176 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში განსაზღვრული იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს უფლება ჰქონდა მიმწოდებელისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ვადაგადაცილებით 107 დღის დაგვიანებით ნამდვილად შეასრულა სამუშაოები.

 

რაც შეეხება მოპასუხის იმ განმარტებას, რომ შემსყიდველმა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო პირგასამტეხლოს ღირებულება და დარჩენილი ნაწილი აანაზღაურა, სასამართლოს მიერ გაზიარებულ ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

2017 წლის 07 სექტემბერს სსიპ ერ-------–-------------------ოსა და შპს „ ჯი--------------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N175 ხელშეკრულება. სა-–-------------ს რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 2500 კბ. მ. წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევის შესახებ, მთლიანმა სახელშეკრულებო თანხამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 162250 ლარი, ერთი მ3 ხე-ტყის დამზადების, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე ტრანსპორტირების და დასაწყობების მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 64.90 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

 

ასევე 2017 წლის 07 სექტემბერს სსიპ ერ-------–-------------------ოსა და შპს „ ჯი--------------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N176 ხელშეკრულება. სა-–-------------ს რეგიონში, სავარაუდოდ (საორიენტაციოდ) 980 კბ. მ. წიწვოვანი სახეობის მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევის შესახებ. მთლიანმა სახელშეკრულებო თანხამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 63602 ლარი, ერთი მ3 ხე-ტყის დამზადების, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე ტრანსპორტირების და დასაწყობების მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 64.90 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

 

ორივე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ყველა ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა - შპს ,,ჯი--------------მა’’დაარღვია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის 07.09.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N175 და N176 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ სსიპ ერ-------–-------------------ოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი 2018 წლის 31 მარტის საბოლოო N175/11 დასკვნის თანახმად, დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 2500 მ3 მერქნული რესურსიდან მოპასუხემ დაამზადა და სატყეო სა--------ს ჩააბარა 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 1788.37 მ3 მერქნული რესურსი. გამოყოფილი ტყეკაფი არ იყო სრულად ათვისებული, დარჩენილი მერქნული რესურსის ნაშთი შეადგენდა 711,63 მ3. დარღვეული იყო მომსახურების განხორციელების ვადები.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ ერ-------–-------------------ოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი 2018 წლის 31 მარტის საბოლოო N176/6 დასკვნის თანახმად, დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 980 მ3 მერქნული რესურსიდან მოპასუხემ დაამზადა და სატყეო სა--------ს ჩააბარა 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 892.33 მ3 მერქნული რესურსი. გამოყოფილი ტყეკაფი არ აითვისა სრულად, დარჩენილი მერქნული რესურსის ნაშთმა შეადგინა 87.67 მ3. დარღვეული იყო მომსახურების განხორციელების ვადები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ ერ-------–-------------------ოს მოთხოვნა მიმწოდებლისათვის - შპს ,,ჯი--------------ისათვის’’ ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად ,,სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე შპს ,,ჯი--------------ს’’ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 325.95 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ერ-------–-------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ჯი--------------ს’’ (ს/კ 4-------) სსიპ ერ-------–-------------------ოს სასარგებლოდ 2017 წლის 07 სექტემბრის N75 და 2017 წლის 07 სექტემბრის N176 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის და მომსახურების ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო - 10864.81.

 

3. შპს ,,ჯი--------------ს’’ (ს/კ 4-------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 325.95 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე