გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.12.2018
საქმის ნომერი
330310117001958148
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/4072-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

24 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: თ---------------;

მოპასუხე: შპს „C---------“ (ს/ნ 4--------)-

წარმომადგენელი:

1) ქ----------------–---–ი;

2) მეურვე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

წარმომადგენელი: ქ---------------–-–---–------------------–---–-;

მოპასუხე: შპს „კ----------–---------“ (ს/ნ 4--------)-

წარმომადგენელი: ს----------------–---–-

მოპასუხე: შპს „დ----–---------------“ (ს/ნ 4--------)-

წარმომადგენელი: რ---------------–-;

მოპასუხე: ფ/პ ა-–---------–--- (პ/ნ 0----------)-

წარმომადგენელი: ქ----------------–---–ი;

მოპასუხე: ფ/პ ა-–-------------------–--ე (პ/ნ 0----------)-

წარმომდგენელი: ს----------------–---–-;

მოპასუხე: ფ/პ ნ------------ე (პ/ნ 5----------)-

წარმომადგენელი: რ---------------–-;

მოპასუხე: ფ/პ ე-–----------ა (ს/ნ 0----------)-

წარმომადგენელი: რ---------------–-;

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს „C---------“ (ს/ნ 4--------), შპს „კ----------–---------“ (ს/ნ 4--------), შპს „დ----–---------------“ (ს/ნ 4--------), ფ/პ ა-–---------–--- (პ/ნ 0----------), ა-–-------------------–--ე (პ/ნ 0----------) , ნ------------ე (პ/ნ 5----------) და ე-–----------ა (ს/ნ 0----------) აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

სარჩელში აღინიშნა, რომ 25.05.2017 წლის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შპს „ C--------- “-ის (ს/ნ 4--------) 50% წილის მფლობელია ა-–-------------------–--ე (პ/ნ 0----------), 50% წილის მფლობელი და დირექტორია ა-–---------------–--- (პ/ნ 0----------). გადასახადის გადამხდელს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 589914 ლარი. 17.01.2017 წელს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 18.01.2017 წელს. 23.02.2017 წელს გამოიცა N 0------ ბრძანება შპს „ C--------- “-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ C---------“-ის საკუთრებაში ან/და ბალანსზე ქონება არ ერიცხება. დავალიანება დეკლარირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ. კერძოდ, 2016 წლის დეკემბერში შპს „ C---------“-მა (დამფუძნებელი ნ------------ე (პ/ნ5----------) არის ა-–-------------------–--ეს (პ/ნ 0----------) ცოლი). შპს „დ----–----------------ის" (4--------) (დამფუძნებელი და დირექტორი ე-–----------ა (პ/ნ0----------) არის ა-–---------------–---ს (პ/ნ 0----------) ცოლი) გამოუწერა ანგ/ფაქტურა 635--0 ლარის - მომსახურებაზე, დაერიცხა და არ გადაიხადა კუთვნილი გადასახადი, ხოლო შპს „დ----–----------------მა“ აღნიშნული თანხით შეიმცირა გადასახდელი თანხა (ჩაითვალა დღგ). შემდგომ კიდევ განხორციელდა მსგავსი ოპერაციები 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით, რის შედეგადაც შპს „ C--------- “-ის (ს/ნ 4--------) მიერ მხოლოდ დღგ-ში დარიცხულმა და არ გადახდილმა თანხამ, რომელიც ჩაითვალა შპს „დ----–---------------მა“ (4--------), შეადგინა ჯამში 268459 ლარი. ამის შემდგომ შპს „C---------“-მა შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა. დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ, კერძოდ შპს „C---------“-დან ა----------–---მ 2016 წლის დეკემბერში და 2017 წელს დივიდენდის და ხელფასის სახით გაიტანა 86325 ლარი. ასევე, ა------–--მა 2016 წ. დეკემბერში და 2017 წ. საწარმოდან დივიდენდის და ხელფასის სახით გაიტანა 87575 ლარია. შპს „C---------”-მა სასამართლოში მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, რაც მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას და კრედიტორებისთვის ზიანის მიყენებას. ვინაიდან განხორციელებულმა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა, სსკ-ის 246-ე მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „C---------“ (ს/ნ 4--------), შპს „კ----------–---------“ (ს/ნ 4--------), შპს „დ----–---------------“ (ს/ნ 4--------), ფ/პ ა-–---------–--- (პ/ნ 0----------), ა-–-------------------–--ე (პ/ნ 0----------) , ნ------------ე (პ/ნ 5----------) და ე-–----------ა (ს/ნ 0----------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს და ითხოვს ცრუმაგიერ პირებად მათ აღიარებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს „C----------ის" (ს/ნ 4--------) წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არს ცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხეების „კ----------–----------ს" და ა-–-------------------–--ის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არს ცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.3. მოპასუხეების შპს „დ----–----------------ის", ნ------------ის და ე-–----------ას წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არს ცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.4. მოპასუხე ა-–---------–---ს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არს ცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 28/04/2017) თანახმად, შპს „C---------“-ის (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 11.08.2011 წელი. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და დირექტორია ა-–---------–--- (პ/ნ 0----------). პარტნიორები არიან 50% - ა-–---------–--- (პ/ნ 0----------) და 50% - ა-–-------------------–--ე (პ/ნ 0----------). ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 1----------- 17.01.2017 წელი. საგანი: მთელი ქონება. საფუძველი: შეტყობინება, N0-----, 17.01.2017წ; მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება და მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.

 

3.2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 20/03/2015) თანახმად, შპს „კ----------–---------“-ს (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 20.03.2015 წელი. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და დირექტორია ა-–-------------------–--ე (პ/ნ 0----------). პარტნიორები არიან 50% - ა-–---------–--- (პ/ნ 0----------) და 50% - ა-–-------------------–--ე (პ/ნ 0----------). ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის. მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება და მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი. (იხ. ს.ფ. 29-30)-

- ამონაწერი. (იხ. ს.ფ. 27-28)-

 

3.3. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N----------- დასკვნის მიხედვით, 2017 წლის 25 მაისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით:

1) შპს „ C--------- “-ს (ს/ნ 4--------) 50% წილის მფლობელი ა-–-------------------–--ე (პ/ნ 0----------), ასევე 50% წილის მფლობელი და დირექტორი ა-–---------------–--- (პ/ნ 0----------), ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 589914 ლარის ოდენობით. 2017 წლის 17 იანვარს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2017 წლის 18 იანვარს.

2) შპს „ კ----------–----------ს" (ს/ნ 4--------) 50% წილის მფლობელი ა-–---------------–--- (პ/ნ 0----------), ასევე 50% წილის მფლობელი და დირექტორი ა-–-------------------–--ე (პ/ნ 0----------), ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 141970 ლარის ოდენობით.2015 წლის 29 ოქტომბერს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 03 ოქტომბერს.

 

3.4. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 23.02.2017 წლის N------- ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს „ C--------- “-ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

3.5. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 10.03.2017 წლის N------- ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს შპს „ კ----------–----------ს" (ს/ნ 4--------) საკუთრებაში ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.05. 2017 წლის N----------- დასკვნა (იხ. ს.ფ. 17-21)-

- 23.02.2017 წლის ბრძანება N0------ (იხ. ს.ფ. 24)-

-10.03.2017 წლის ბრძანება N------- (იხ.ს.ფ. 25).

 

3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინების ( საქმე N--------17) თანახმად, 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „c---------”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. 2) მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. 3) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით. 4) შეჩერდა მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიების დაწყება. 5) აირძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდა ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების, მათ შორის (მათ შორის საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. განიმარტა, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განემარტათ კრედიტორებს, რომ გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლო განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გაჩინება ( საქმეN--------17). (იხ. ს.ფ. 264-265).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 31.1 მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე,გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 34.1. მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 67.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით. საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

ამ კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამ კოდექსის 2.2. მუხლით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

 

ამ კოდექსის მე-5 მუხლით, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

 

ამ კოდექსის 6.1. მულით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

 

6.4. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არის იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო (კომპანია).

 

ამ კანონის 44-ე მუხლით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.

 

6.5. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 2.2. მუხლის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს.

 

ამ კანონის ამ კანონში მე-3 მუხლით, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადახდისუუნარობა – მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა; გ) მოთხოვნა – ნებისმიერი ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომლის შესრულების მოვალეობა ან შესრულებისთვის პასუხისმგებლობა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის ეკისრება მოვალეს და რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებს, ვადამოუსვლელ მოთხოვნებსა და ჯარიმებს; ზ) მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონება – იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ან სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე წარმოშობილი უზრუნველყოფით მიღებული ქონება;

 

ამ კანონის 5.2. მუხლით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

 

ამ კანონის 14,1,,,ბ" მუხლით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს: ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, თუ ვალის ოდენობა არანაკლებ 50 000 ლარია და გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 60 კალენდარული დღისა.

 

ამ კანონის 19.3. მუხლით, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.

 

ამ კანონის 21.2.,,დ" მუხლით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან: დ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

 

ამ კანონის 29.7. მუხლით, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე შეადგენს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს და მას განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.

 

ამ კანონის 361.1. მუხლით, მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციები, ამასთანავე, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში შეიტანოს მათში ცვლილება ან/და დამატება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს გაკოტრების პროცესში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება უნარჩუნდება მხოლოდ ამ ნაწილში, ხოლო მე-3 ნაწილით, ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რაც მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისაგან.

 

ამ კანონის 40.1.,,ბ" მუხლით, კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით: ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;

 

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პირობებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

 

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.2. მუხლით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მქონე პირებს შორის არსებული სამეწარმეო და ეკონომიკური ურთიერთობები იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ გადასახადის გადამხდელი პს „ C--------- “-ს (ს/ნ 4--------) გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შევიდა მოპასუხედ დასახელებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინების ( საქმე N--------17) თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინების ( საქმე N--------17) თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „c---------”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. ამასთან, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან: იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

 

6.8. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. მით უფრო, იმ პირობებში, როცა გადასახადის გადამხდელის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით (საქმე N--------17), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი და ყადაღა დაედო ა-–---------------–---ს 50% წილს შპს „კ----------–---------ს“ კაპიტალში; ყადაღა დაედო ა-–-------------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ 34.01.50.2-- და ყადაღა დაედო შპს ,,დ----–---------------ის" საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: ს/კ 01.10.17.045.022.05.04.0--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.5--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.0--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.5--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.5--.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინება (საქმე N--------17), იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო ა-–---------------–---ს 50% წილს შპს ,,კ----------–---------ს“ (4---------) კაპიტალში; ყადაღა დაედო ა-–-------------------–--ის საკუთებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ 34.01.50.2--- და ყადაღა დაედო შპს ,, დ----–----------------ის “ საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: უძრავი ქონება ს/კ 01.10.17.045.022.05.04.0--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.5--.; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.0--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.5--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.5--;

 

6.10. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური და იურიდიული პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მით უფრო, იმ პირობებში, როცა გადასახადის გადამხდელის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების შპს ,,C----------ის “ (ს/ნ 4--------), შპს ,,კ----------–----------ს “ (ს/ნ 4-------- ), ფ/პ ა-–---------–---ს (პ/ნ 0----------), ფ/პ ა-–-------------------–--ეს (პ/ნ 0----------), შპს ,, დ----–----------------ის “ (ს/ნ 4--------), ფ/პ ნ------------ეს (პ/ნ 5----------) და ფ/პ ე-–----------ას (ს/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინება (საქმე N--------17) სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრისა და შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო ა-–---------------–---ს 50% წილს შპს ,,კ----------–---------ს“ (4---------) კაპიტალში; ყადაღა დაედო ა-–-------------------–--ის საკუთებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ 34.01.50.2--- და ყადაღა დაედო შპს ,, დ----–----------------ის “ საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: უძრავი ქონება ს/კ 01.10.17.045.022.05.04.0--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.5--.; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.0--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.5--; ს/კ 01.10.17.045.022.05.03.5--;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან;

4. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი